„ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5600-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/06/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 040050000.05.001.018206
5600-IIს
24/06/2016
ვებგვერდი, 13/07/2016
040050000.05.001.018206
„ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №51, 31.12.2006, მუხ. 441) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) ეროვნული არქივის საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას;“.

2. მე-8 მუხლის:

ა) მე-2–41 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ეროვნული არქივი საარქივო საქმეს მართავს სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების – რეგიონული არქივების, ადგილობრივი არქივებისა და ადგილობრივი წარმომადგენლობების – მეშვეობით.

3. ეროვნულ არქივს ხელმძღვანელობს გენერალური დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის შერჩევის წესი განისაზღვრება  საქართველოს კანონმდებლობით.

4. ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. ეროვნული არქივის  გენერალური დირექტორის მოადგილეების შერჩევის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

41. ეროვნული არქივის თანამშრომლები თანამდებობაზე ინიშნებიან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;

ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ეროვნულ არქივს აქვს თავისი ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული საბანკო ანგარიშები.“.

3. მე-9 მუხლის პირველი–მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„1. ეროვნული არქივის ტერიტორიული ორგანოებისა და იმ სტრუქტურული ერთეულების – ცენტრალური არქივების – სამოქმედო ტერიტორიები, რომელთა საქმიანობაც საქართველოს ტერიტორიის გარკვეულ ნაწილზე ვრცელდება, განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

2. რეგიონული და ადგილობრივი არქივები მუდმივად ინახავენ მათ სამოქმედო ტერიტორიებზე შექმნილ ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტებს. რეგიონული და ადგილობრივი არქივები და ადგილობრივი წარმომადგენლობები მართავენ საარქივო საქმეს შესაბამის ტერიტორიაზე.

3. რეგიონულ და ადგილობრივ არქივებს ხელმძღვანელობენ დირექტორები, ხოლო ადგილობრივ წარმომადგენლობებს – ადგილობრივი წარმომადგენლები, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი.“.

4. მე-14 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტებს მუდმივად ინახავენ ეროვნული არქივი და მისი ტერიტორიული ორგანოები – რეგიონული და ადგილობრივი არქივები, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოები.“;

ბ) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს;“;

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ მუხლის პირველ პუნქტსა და მე-2 პუნქტში (გარდა მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა) ჩამოთვლილ პირებს ეკრძალებათ ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის გასხვისება.“;

დ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის პირის გასხვისების წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.“.

5. 21-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პირი, რომელიც ინახავს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტს, ვალდებულია მოახდინოს მისი სამეცნიერო-ტექნიკური დამუშავება და შეავსოს დოკუმენტის ცენტრალიზებული აღრიცხვის ცნობა.

3. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების ცენტრალიზებული აღრიცხვის წესსა და დოკუმენტის ცენტრალიზებული აღრიცხვის ცნობის ფორმას შეიმუშავებს ეროვნული არქივი და ბრძანებით ამტკიცებს მინისტრი. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების მუდმივად შენახვის უფლების მქონე დაწესებულებები ვალდებული არიან, დოკუმენტების სააღრიცხვო მონაცემები ეროვნულ არქივს დადგენილი ფორმითა და პერიოდულობით წარუდგინონ.“.

6. 22-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. პირის პერსონალური მონაცემები გაიცემა ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.

7. 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„მუხლი 24

დაუშვებელია ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის ტექსტში მისი ფორმისა და შინაარსის, მათ შორის, მასში გადმოცემული ინფორმაციის, შეცვლის მიზნით ცვლილების შეტანა, აგრეთვე დოკუმენტის გაყალბება და ფიზიკური დაზიანება.“.

8. 27-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

 

მუხლი 2

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს მისი მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის სისტემაში არსებულ იმ ხელმძღვანელ თანამდებობებზე, რომლებიც კონკურსის წესით არ არის შევსებული, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კონკურსის გამოცხადება და ჩატარება.

2. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ამ კანონის გამოქვეყნებიდან 30 დღის ვადაში განსაზღვროს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის პირის გასხვისების წესი და პირობები.

 

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.

 


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

24 ივნისი 2016 წ.

N5600-IIს