„ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5571
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111228067, 28/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 040050000.05.001.016546
  • Word
5571
20/12/2011
ვებგვერდი, 111228067, 28/12/2011
040050000.05.001.016546
„ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №51, 31.12.2006, მუხ. 441) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ეროვნული არქივის მიერ გაწეული მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის ოდენობა, გადახდის წესი და პირობები, მომსახურების სახეობები და ვადები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

3.VIII და IX თავები ამოღებულ იქნეს.

4. ანართი („საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის ოდენობის შესახებ“) ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ 2012 წლის 1 იანვრამდე  განსაზღვროს  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის –საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გაწეული მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის ოდენობა, გადახდის წესი და პირობები, მომსახურების სახეობები და ვადები.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი                          მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 20 დეკემბერი.

5571-რს