კონკურენციის შესახებ

კონკურენციის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6148-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 08/05/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/05/2012
სარეგისტრაციო კოდი 240140000.05.001.016710
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
6148-Iს
08/05/2012
ვებგვერდი, 25/05/2012
240140000.05.001.016710
კონკურენციის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (22/12/2022 - 13/06/2023)

საქართველოს კანონი

კონკურენციის შესახებ

საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ.

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო

1. ეს კანონი დგ თავისუფალი და სამართლიანი კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვისაგან დაცვის პრინციპებ, რაც თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენტუნარიანი ბაზრის განვითარების საფუძველია.

2. ამ კანონით განისაზღვრება თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის არამართლზომიერად შემზღუდველი ქმედებები, თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის დარღვევის თავიდან აცილებისა და აღკვეთის სამართლებრივი საფუძვლები და უფლებამოსილი ორგანოს კომპეტენცია .

3. ეს კანონი ვრცელდება:

ა) ეკონომიკური აგენტის, სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოს, მისი თანამდებობის პირის და სხვა ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებებსა და გადაწყვეტილებებზე, რომლებიც იწვევს ან/და რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს საქართველოს სასაქონლო და მომსახურების ბაზრებზე თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შეზღუდვა, დაუშვებლობა და აღკვეთა, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ბ) ქვეყნის სა ზღვრების გარეთ განხორციელებულ ქმედებაზე, რომელიც გავლენას ახდენს ქვეყნის შიდა ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე და ზღუდავს მას ან/და არსებითად აუარესებს კონკურენტულ გარემოს.

4. ეს კანონი არ ვრცელდება:

ა) შრომით ურთიერთობებზე;

ბ) ინტელექტუალური საკუთრების უფლებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს უფლებები კონკურენციის შეზღუდვისა და აღკვეთისათვის გამოიყენება;

გ) (ამოღებულია - 16.09.2020, №7126);

დ) „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის  შესაბამისად სარეზოლუციო უფლებამოსილებების განხორციელების პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებზე.

5. (ამოღებულია - 21.03.2014, №2159).

საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ.
საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5662 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6893 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7126 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.

    მუხლი 2. კანონის მიზანი 

ამ კანონის მიზანია საქართველოში ბაზრის ლიბერალიზაციის, თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის ხელშეწყობა, კერძოდ:

ა) ეკონომიკური აგენტების საქმიანობაში თანასწორუფლებიანობის პრინციპის დაცვა;

ბ) ბაზარზე ეკონომიკური აგენტის თავისუფალი დაშვებისთვის სათანადო პირობების შექმნის უზრუნველყოფა;

გ) ეკონომიკური აგენტის მიერ კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვის დაუშვებლობა, კერძოდ, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების, კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულების, გადაწყვეტილებისა და შეთანხმებული ქმედების აკრძალვა და იმ კონცენტრაციის დაუშვებლობა, რომელიც არსებითად ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას, აგრეთვე არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აკრძალვა;

დ) სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოს, სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ბაზარზე შესვლის ადმინისტრაციული, სამართლებრივი და დისკრიმინაციული ბარიერების დაუშვებლობა;

ე) სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოს, სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ეკონომიკური აგენტისთვის ისეთი ექსკლუზიური უფლებამოსილების ან/და შერჩევითი ეკონომიკური უპირატესობის მინიჭების დაუშვებლობა, რომელიც არამართლზომიერად ზღუდავს კონკურენციას;

ვ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას მაქსიმალური საჯაროობის, ობიექტურობის, არადისკრიმინაციულობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6893 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7126 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.

    მუხლი 3. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ეკონომიკური აგენტი – ფიზიკური პირი, იურიდიული პირი, სხვა გაერთიანება ან ასოციაცია, რომელიც ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას, განურჩევლად რეზიდენტობისა, იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმისა;

ბ) კონკურენცია – შესაბამის ბაზარზე მოქმედ ან პოტენციურ ეკონომიკურ აგენტებს შორის მეტოქეობა ამ ბაზარზე უპირატესობის მოსაპოვებლად;

გ) კონკურენტი ეკონომიკური აგენტი შესაბამის ბაზარზე მოქმედი ან პოტენციური ეკონომიკური აგენტი;

დ) პოტენციური კონკურენტი ეკონომიკური აგენტი − დაინტერესებული ეკონომიკური აგენტი, რომელსაც აქვს დასაბუთებული განზრახვა შესაბამის ბაზარზე შესასვლელად;

ე) არაკონკურენტი ეკონომიკური აგენტი − ეკონომიკური აგენტი, რომელიც არ არის კონკურენტი ეკონომიკური აგენტი;

ვ) ურთიერთჩანაცვლებადი საქონელი და მომსახურება – საქონელი ან საქონელთა ჯგუფი ან/და მომსახურება ან მომსახურებათა ჯგუფი, რომელთაგან ერთ-ერთი ფუნქციური დანიშნულების, გამოყენების, მოთხოვნის არსებითად დაკმაყოფილების ან სხვა მახასიათებლების მიხედვით შეიძლება მეორით ჩანაცვლდეს მოხმარების ან/და საწარმოო პროცესში;

ზ) შესაბამისი ბაზარი – საქონლის, ურთიერთჩანაცვლებადი საქონლის ან მომსახურების მიმოქცევის სფერო გარკვეულ ტერიტორიაზე, რომლის საზღვრებიც დგინდება საქონლის/მომსახურების შეძენის ეკონომიკური შესაძლებლობებისა და მიზანშეწონილობის გათვალისწინებით და შეიძლება მოიცავდეს საქართველოს მთელ ტერიტორიას, საქართველოს ტერიტორიის ნაწილს ან საქართველოს მთელ ტერიტორიას ან მის ნაწილს სხვა ქვეყნის ტერიტორიასთან ან მის ნაწილთან ერთად;

თ) (ამოღებულია - 16.09.2020, №7126).

ი) დომინანტური მდგომარეობა – შესაბამის ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ისეთი მდგომარეობა, რომელიც მას/მათ საშუალებას აძლევს, იმოქმედოს/იმოქმედონ კონკურენტი ეკონომიკური აგენტებისგან, მიმწოდებლებისგან, კლიენტებისა და საბოლოო მომხმარებლებისგან დამოუკიდებლად, არსებითი გავლენა მოახდინოს/მოახდინონ შესაბამის ბაზარზე საქონლის მიმოქცევის საერთო პირობებზე და შეზღუდოს/შეზღუდონ კონკურენცია. თუკი სხვა მტკიცებულებები არ არსებობს, ეკონომიკური აგენტი/ეკონომიკური აგენტები არ ჩაითვლება/არ ჩაითვლებიან დომინანტური მდგომარეობის მქონედ/მქონეებად, თუ შესაბამის ბაზარზე მისი/მათი წილი 40 პროცენტს არ აღემატება. ორი ან ორზე მეტი ეკონომიკური აგენტიდან თითოეული ჩაითვლება დომინანტური მდგომარეობის მქონედ, თუ ისინი არ განიცდიან მნიშვნელოვან კონკურენციას განსახილველი ჯგუფის შიგნით და მის მიღმა შესაბამის ბაზარზე მოქმედი სხვა ეკონომიკური აგენტებისგან, ნედლეულის წყაროს და გასაღების ბაზრის შეზღუდული ხელმისაწვდომობის, შესაბამის ბაზარზე შესვლის ბარიერებისა და საბაზრო ძალაუფლების განმსაზღვრელი სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, ამასთანავე:

ი.ა) არაუმეტეს 3 ეკონომიკური აგენტის ერთობლივი წილი 50 პროცენტს აღემატება, ამასთანავე, თითოეულის საბაზრო წილი არანაკლებ 15 პროცენტია;

ი.ბ) არაუმეტეს 5 ყველაზე მნიშვნელოვანი წილის მქონე ეკონომიკური აგენტის ერთობლივი წილი 80 პროცენტს აღემატება, ამასთანავე, თითოეულის საბაზრო წილი არანაკლებ 15 პროცენტია;

კ) (ამოღებულია - 21.03.2014, №2159);

ლ) ურთიერთდამოკიდებული პირები – პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან/და მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან:

ლ.ა) პირი, რომელიც არის ერთი ეკონომიკური აგენტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ან ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი და იმავდროულად სხვა ეკონომიკური აგენტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ან ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია, რაც მას საშუალებას აძლევს, განახორციელოს ამ ეკონომიკური აგენტის პირდაპირი ან არაპირდაპირი კონტროლი;

ლ.ბ) პირი, რომელიც არის ერთი ეკონომიკური აგენტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და იმავდროულად ფლობს სხვა ეკონომიკური აგენტის ხმის უფლების მქონე აქციების/წილის ისეთ ოდენობას, რომელიც მას საშუალებას აძლევს, განახორციელოს ამ ეკონომიკური აგენტის პირდაპირი ან არაპირდაპირი კონტროლი;

ლ.გ) პირი, რომელიც ფლობს ერთი ეკონომიკური აგენტის მნიშვნელოვან ხმის უფლებას და იმავდროულად – სხვა ეკონომიკური აგენტის მნიშვნელოვან ხმის უფლებას, რაც მას საშუალებას აძლევს, განახორციელოს ამ ეკონომიკური აგენტის პირდაპირი ან არაპირდაპირი კონტროლი;

ლ.დ) საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ურთიერთდამოკიდებული პირები;

მ) კონტროლი – ისეთი მდგომარეობა, როდესაც პირს შეუძლია პირდაპირ ან არაპირდაპირ არსებითი გავლენა მოახდინოს ეკონომიკური აგენტის გადაწყვეტილებაზე და იმავდროულად:

მ.ა) პირი ფლობს ეკონომიკური აგენტის ხმის უფლების მქონე აქციების/წილის ისეთ ოდენობას, რომელიც მას საშუალებას აძლევს, დანიშნოს მმართველი ორგანოს წევრთა უმრავლესობა;

მ.ბ) პირი ფლობს საოპერაციო აქტივებს მთლიანად ან მათ მნიშვნელოვან ნაწილს;

მ.გ) პირი არის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ან ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი;

მ.დ) პირს აქვს მნიშვნელოვანი ხმის უფლება გარიგებებზე;

ნ) განმცხადებელი – პირი, რომელსაც აქვს ინფორმაცია ან მტკიცებულება, რომ არსებითად ირღვევა კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობა, თუმცა ამის შედეგად მას უშუალოდ არ ადგება ქონებრივი ზიანი, რაზედაც შესაბამისი განცხადებით მიმართავს კონკურენციის სააგენტოს;

ო) მომჩივანი – ეკონომიკური აგენტი, რომელსაც მიაჩნია, რომ კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის შედეგად მას უშუალოდ ადგება ქონებრივი ზიანი, რაზედაც შესაბამისი საჩივრით მიმართავს კონკურენციის სააგენტოს;

1) თანამშრომლობის პროგრამა − კანონით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში პირის ამ კანონის მე-7 მუხლის დარღვევისთვის ჯარიმის დაკისრებისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლების სპეციალური წესი;

პ) ჰორიზონტალური შეთანხმება – შეთანხმება წარმოების რგოლის ან/და სადისტრიბუციო რგოლის ერთსა და იმავე დონეზე მოქმედ ეკონომიკურ აგენტებს ან/და პოტენციურ ეკონომიკურ აგენტებს შორის;

ჟ) ვერტიკალური შეთანხმება − შეთანხმება შესაბამის ბაზარზე მოქმედ ეკონომიკურ აგენტებს ან/და პოტენციურ ეკონომიკურ აგენტებს შორის, რომელთაგან თითოეული, ამ შეთანხმების მიზნებისთვის, მოქმედებს წარმოების რგოლის ან/და სადისტრიბუციო რგოლის სხვადასხვა დონეზე, ამასთანავე, ეს შეთანხმება ეხება მხარეების მიერ საქონლის ან მომსახურების შეძენის ან/და გაყიდვის პირობებს;

რ) ეკონომიკის რეგულირებადი სფერო – „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სფერო, მუნიციპალური მომსახურების სფერო, რომელშიც თავისუფალი ფასწარმოქმნა და კონკურენცია შეზღუდულია და რომელიც საქართველოს მთავრობის დადგენილებით რეგულირებად ეკონომიკურ სფეროდ განისაზღვრება და სატარიფო რეგულირებას ექვემდებარება;

ს) სახელმწიფო დახმარება – სახელმწიფო დახმარების გამცემი ორგანოს მიერ საბიუჯეტო სახსრების ან სახელმწიფო რესურსების გადაცემით ან სხვა შეღავათის დაწესებით ეკონომიკური აგენტისთვის შერჩევითი ეკონომიკური უპირატესობის მინიჭება;

ტ) სახელმწიფო დახმარების გამცემი ორგანო – სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანო, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, სახელმწიფოს 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმო, სახელმწიფოს სახელით მოქმედი შუამავალი ეკონომიკური აგენტი, რომელიც სახელმწიფო დახმარების გაცემის მიზნით შესაბამის უფლებამოსილებას პირდაპირ ან არაპირდაპირ იყენებს;

უ) (ამოღებულია - 16.09.2020, №7126);

ფ) (ამოღებულია - 16.09.2020, №7126).

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6544 - ვებგვერდი, 04.07.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1040 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.
საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №1586 - ვებგვერდი, 03.12.2013წ.
საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ.
საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5650 – ვებგვერდი, 27.12.2019წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6893 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7126 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.

     მუხლი 4. უფლებამოსილი ორგანო 

1. ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესრულების უფლებამოსილების მქონე ორგანო არის ამ კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო (შემდგომ – სააგენტო).

2. ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილებას ახორციელებს ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელი ორგანო.

საქართველოს 2013 წლის  6  სექტემბრის   კანონი  №1040 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.
საქართველოს 2014  წლის 21  მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ.
საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7126 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.
 

თავი II. ეკონომიკურ აგენტებს შორის კონკურენციის შეზღუდვა და კონცენტრაცია

     მუხლი 5. დომინანტური მდგომარეობა და მისი განსაზღვრის კრიტერიუმები 

1. დომინანტური მდგომარეობა განისაზღვრება შესაბამის ბაზარზე ეკონომიკური აგენტის საბაზრო წილის, აგრეთვე მისი კონკურენტების საბაზრო წილების, ბაზარზე შესვლის ბარიერების, წარმოების გაფართოების ბარიერების, მყიდველის საბაზრო ძალაუფლების, ნედლეულის წყაროს ხელმისაწვდომობის, ვერტიკალური ინტეგრაციის ხარისხის, ქსელური ეფექტებისა და საბაზრო ძალაუფლების განმსაზღვრელი სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.

2. ეკონომიკური აგენტის საბაზრო წილს და საბაზრო ძალაუფლებას განსაზღვრავს სააგენტო ბაზრის ანალიზის მეთოდური მითითებების გამოყენებით, რომლებსაც იგი იღებს შესაბამისი სამართლებრივი აქტით.

საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ.
საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7126 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.

    მუხლი 6. დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება

1. ერთი ეკონომიკური აგენტის ან რამდენიმე ეკონომიკური აგენტის (ჯგუფური დომინანტური მდგომარეობის შემთხვევაში) მიერ დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება დაუშვებელია.

2. დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებად შეიძლება ჩაითვალოს შემდეგი ქმედებები:

ა) შესყიდვის ან გაყიდვის არასამართლიანი ფასის ან სხვა არასამართლიანი სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენა (ფიქსირება);

ბ) წარმოების, ბაზრის ან ტექნოლოგიური განვითარების მომხმარებლის ინტერესების საზიანოდ შეზღუდვა;

გ) გარკვეული სავაჭრო პარტნიორებისთვის იდენტურ ტრანზაქციებზე განსხვავებული პირობების დაწესება, რითაც ხდება მათი არაკონკურენტულ მდგომარეობაში ჩაყენება;

დ) გარიგების დასადებად მხარისთვის ისეთი დამატებითი პირობის დადგენა/ვალდებულების დაკისრება, რომელიც არც საგნობრივად და არც კომერციულად დაკავშირებული არ არის გარიგების საგანთან, და სხვა.

საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ.
საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7126 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.

    მუხლი 7. კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულება, გადაწყვეტილება და შეთანხმებული ქმედება

1. აკრძალულია, ეკონომიკურ აგენტებს შორის ან ეკონომიკურ აგენტთა ასოციაციის ფარგლებში დაიდოს ისეთი ხელშეკრულება, მიღებულ იქნეს ისეთი გადაწყვეტილება ან განხორციელდეს ისეთი შეთანხმებული ქმედება, რომლის მიზანია ან შედეგია შესაბამის ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვა, დაუშვებლობა ან/და აკრძალვა (შემდგომ – შეთანხმება), კერძოდ:

ა) შესყიდვის ან გაყიდვის ფასის ან სხვა სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენა (ფიქსირება);

ბ) წარმოების, ბაზრის, ტექნოლოგიური განვითარების ან ინვესტიციების შეზღუდვა;

გ) ბაზრების ან მიწოდების წყაროების მომხმარებლის, ტერიტორიული ან სხვა ნიშნით განაწილება;

დ) გარკვეული სავაჭრო პარტნიორებისთვის იდენტურ ტრანზაქციებზე განსხვავებული პირობების დაწესება, რითაც ხდება მათი არაკონკურენტულ მდგომარეობაში ჩაყენება;

ე) გარიგების დასადებად მხარისთვის ისეთი დამატებითი პირობის დადგენა/ვალდებულების დაკისრება, რომელსაც გარიგების საგანთან საგნობრივი და კომერციული კავშირი არ აქვს.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული აკრძალული შეთანხმება ბათილია, თუ მასზე არ ვრცელდება ამ კანონით დადგენილი გამონაკლისები.

საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ.
საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7126 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.

    მუხლი 8. კონკურენციის უმნიშვნელოდ შემზღუდველი შეთანხმება

1. ამ კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული აკრძალვა ეკონომიკურ აგენტებს შორის არსებულ შეთანხმებაზე არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ:

ა) შესაბამის ბაზარზე ჰორიზონტალური შეთანხმების მხარეთა ერთობლივი წილი 10 პროცენტს არ აღემატება;

ბ) შესაბამის ბაზარზე ვერტიკალური შეთანხმების თითოეული მხარის საბაზრო წილი 15 პროცენტს არ აღემატება;

გ) შეთანხმება მოიცავს როგორც ჰორიზონტალური შეთანხმების, ისე ვერტიკალური შეთანხმების მახასიათებლებს, რის გამოც რთულია მისი ჰორიზონტალურ შეთანხმებად ან ვერტიკალურ შეთანხმებად კლასიფიკაცია, და შესაბამის ბაზარზე შეთანხმების თითოეული მხარის საბაზრო წილი 10 პროცენტს არ აღემატება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები არ გამოიყენება ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ.
საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7126 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.

     მუხლი 9. კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების აკრძალვიდან გამონაკლისები 

1. ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის დებულებები შეიძლება არ იქნეს გამოყენებული იმ შეთანხმების მიმართ, რომელიც ხელს უწყობს წარმოების ან/და მიწოდების გაუმჯობესებასა და ტექნიკურ-ეკონომიკურ პროგრესს, ამასთანავე, უზრუნველყოფს მომხმარებლის კეთილდღეობის ზრდას, თუ ეს დებულებები:

ა) შეთანხმების მონაწილე ეკონომიკურ აგენტებს არ უწესებს ისეთ შეზღუდვას, რომელიც არ არის დაკავშირებული ზემოაღნიშნული მიზნების მიღწევასთან;

ბ) შეთანხმების მონაწილე ეკონომიკურ აგენტებს საშუალებას არ აძლევს, აღკვეთონ კონკურენცია შესაბამისი ბაზრის მნიშვნელოვან ნაწილზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების დასაბუთება ევალებათ შესაბამის ეკონომიკურ აგენტებს.

3. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული გარემოებები − განსაკუთრებული პირობები, რომელთა გათვალისწინებითაც წესდება გამონაკლისები და რომლებიც დაკავშირებულია შეთანხმების კონკრეტულ სახესთან, დგინდება განსაზღვრული ვადით, საქართველოს მთავრობის შესაბამისი ნორმატიული აქტით, რომელშიც მითითებულია აღნიშნული ვადა და ის გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც დგინდება ეს გამონაკლისები.

საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ.
საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7126 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.

    მუხლი 10. სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოს, სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კონკურენციის შეზღუდვის დაუშვებლობა 

სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოს, სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება:

ა) კავშირის, ასოციაციის, გაერთიანების ან სხვა სახის სამეწარმეო სტრუქტურის შექმნა, თუ ეს იწვევს კონკურენციის შესუსტებას ან შეზღუდვას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ბ) ეკონომიკური აგენტისთვის ისეთი შეღავათის დაწესება, რომელიც მას კონკურენტებთან ან პოტენციურ კონკურენტებთან შედარებით უპირატესობას ანიჭებს და ზღუდავს კონკურენციას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

გ) ეკონომიკური აგენტის ეკონომიკური საქმიანობის ან/და დამოუკიდებლობის აკრძალვა, შეჩერება ან სხვაგვარად შეფერხება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

დ) საქონლის წარმოების ან რეალიზაციის მონოპოლიზაციისთვის სახელმწიფო სტრუქტურის შექმნა ან არსებული სახელმწიფო სტრუქტურისთვის ისეთი უფლებამოსილების მინიჭება, რომელიც შეზღუდავს კონკურენციას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ე) ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ეკონომიკურ აგენტს დომინანტურ მდგომარეობას უქმნის, რაც არსებითად ზღუდავს თავისუფალ ფასწარმოქმნასა და კონკურენციას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს 2014  წლის 21  მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ.  
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6893 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7126 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.  

  მუხლი 101. მარეგულირებელი ქმედების კონკურენტული ეფექტის შეფასება

კონკურენციის პროცესის ადვოკატირების უზრუნველსაყოფად სააგენტო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე აფასებს ეკონომიკის სფეროსთან დაკავშირებულ მისაღებ გადაწყვეტილებებსა და სამართლებრივ აქტებს, განსახორციელებელ საპრივატიზებო და საინვესტიციო პროექტებს მათი ამ კანონთან შესაბამისობის დადგენისათვის.

საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ.
საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7126 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.

    მუხლი 11. კონცენტრაცია

1. კონცენტრაცია არის:

ა) ორი ან ორზე მეტი დამოუკიდებელი ეკონომიკური აგენტის შერწყმა, რის შედეგადაც ერთი ეკონომიკური აგენტი წარმოიქმნება;

ბ) ფასიანი ქაღალდების ან წილის შეძენით, ხელშეკრულებებით ან სხვა საშუალებებით ერთ ან რამდენიმე ეკონომიკურ აგენტზე პირდაპირი ან ირიბი, სრული ან ნაწილობრივი კონტროლის მოპოვება სხვა ერთი ან რამდენიმე ეკონომიკური აგენტის მიერ ან სხვა ისეთი ერთი ან რამდენიმე პირის მიერ, რომელიც/რომლებიც ამ კანონის მიზნებისთვის არ არის/არ არიან მიჩნეული ეკონომიკურ აგენტად/ეკონომიკურ აგენტებად და რომელიც/რომლებიც უკვე აკონტროლებს/აკონტროლებენ სულ მცირე ერთ ეკონომიკურ აგენტს;

გ) ერთობლივი საწარმოს შექმნა, თუ იგი ხანგრძლივად ასრულებს დამოუკიდებელი ეკონომიკური აგენტის ყველა ფუნქციას.

2. კონცენტრაციის მიზნებისთვის კონტროლის განსახორციელებლად გამოიყენება ის უფლებები, ხელშეკრულებები ან სხვა საშუალებები, რომლებიც ცალ-ცალკე ან ერთად ქმნის ეკონომიკურ აგენტზე არსებითი გავლენის მოხდენის შესაძლებლობას, კერძოდ:

ა) ეკონომიკური აგენტის წილის ფლობა, ამ წილის ან/და მისი აქტივების სრულად ან ნაწილობრივ გამოყენების უფლება;

ბ) უფლება (ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლება და სხვა), რომელიც იძლევა ეკონომიკური აგენტის მმართველი ორგანოების შემადგენლობაზე, ხმის უფლებასა და გადაწყვეტილებაზე არსებითი გავლენის მოხდენის შესაძლებლობას.

3. კონცენტრაცია, რომელიც არსებითად არ ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას საქართველოს ან მისი ნაწილის სასაქონლო ან მომსახურების ბაზარზე, თავსებადია კონკურენტულ გარემოსთან.

4. კონცენტრაცია, რომელიც არსებითად ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას საქართველოს ან მისი ნაწილის სასაქონლო ან მომსახურების ბაზარზე, დაუშვებელია.

5. თუ კონცენტრაცია წარმოქმნის ან აძლიერებს დომინანტურ მდგომარეობას, ივარაუდება, რომ ასეთი კონცენტრაცია არსებითად ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას საქართველოს ან მისი ნაწილის სასაქონლო ან მომსახურების ბაზარზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეკონომიკური აგენტი საპირისპიროს დაასაბუთებს.

6. იმ ეკონომიკური აგენტების კონცენტრაციის რეგისტრაციისთვის, რომლებსაც ეკისრებათ ამ კანონის 11მუხლით განსაზღვრული კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების ვალდებულება, აუცილებელია არსებობდეს სააგენტოს გადაწყვეტილება მოსალოდნელი კონცენტრაციის კონკურენტული ეფექტის შესახებ. სააგენტოს მიერ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ეკონომიკური აგენტების კონცენტრაციის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველია.

7. თუ განსახორციელებელი კონცენტრაციის შედეგად მოსალოდნელია ეფექტიანი კონკურენციის არსებითი შეზღუდვა, ეკონომიკურმა აგენტმა/ეკონომიკურმა აგენტებმა შეიძლება სააგენტოს შესთავაზოს/შესთავაზონ ოპერაციის ცვლილების (მოდიფიკაციის) განხორციელება სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიების სახით. თუ სააგენტო მიიჩნევს, რომ აღნიშნული მოდიფიკაციის შედეგად კონცენტრაცია დააკმაყოფილებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნას, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესახებ.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ სააგენტოს გადაწყვეტილებაში შეიძლება მითითებული იყოს ინფორმაცია ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების მიერ განსახორციელებელი სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიების თაობაზე და მისი განხორციელების ვადა.

9. თუ კონცენტრაცია განხორციელდა და ეკონომიკურმა აგენტმა/ეკონომიკურმა აგენტებმა შესაბამის ვადაში არ განახორციელა/არ განახორციელეს ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიება, სააგენტო ეკონომიკურ აგენტს აკისრებს ჯარიმას ამ კანონის 33-ე მუხლის შესაბამისად. სააგენტო, ეკონომიკური აგენტისთვის ჯარიმის დაკისრებასთან ერთად, სასამართლოს წარუდგენს შუამდგომლობას თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმების შესახებ. ამ მიზნის მისაღწევად ეკონომიკურ აგენტს შეიძლება დაეკისროს სხვადასხვა ვალდებულება, მათ შორის, საწარმოს, წილის, აქტივების, ფასიანი ქაღალდების ან მათი ნაწილის გასხვისების, რეორგანიზაციის განხორციელების, კონკრეტული ხელშეკრულების შეწყვეტის ვალდებულებები. ამასთანავე, ეკონომიკურ აგენტს განესაზღვრება ვადა დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად.

საქართველოს 2014  წლის 21  მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ.
საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7126 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.

     მუხლი 11​1. კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინება 

1. სააგენტოს წინასწარ წერილობით, სრულყოფილად უნდა წარედგინოს შეტყობინება იმ კონცენტრაციის თაობაზე, რომლის მონაწილე ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების როგორც ინდივიდუალური, ისე ერთობლივი წლიური ბრუნვა კონცენტრაციის განხორციელების წინა ფინანსური წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე აღემატება კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესით დადგენილ ზღვრულ ოდენობას.

2. კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესი მტკიცდება სააგენტოს სამართლებრივი აქტით.

3. სააგენტოს მიერ კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების განხილვისთვის დაწესებული საფასური შეადგენს 5 000 ლარს, რომელიც შეიტანება სააგენტოს ბიუჯეტში.

4. სააგენტო კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა ამოწმებს, ექცევა თუ არა დაგეგმილი კონცენტრაცია ამ კანონის რეგულირების სფეროში, და ამის შესახებ აცნობებს აღნიშნული შეტყობინების წარმდგენ პირს/პირებს.

5. თუ დაგეგმილი კონცენტრაცია ექცევა ამ კანონის რეგულირების სფეროში, სააგენტო კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების განხილვას იწყებს კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების განხილვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო ვალდებულია აღნიშნული შეტყობინება კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების განხილვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენიდან არაუგვიანეს 25 სამუშაო დღისა განიხილოს და მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:

ა) დაგეგმილი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესახებ;

ბ) კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ, თუ არსებობს გონივრული ეჭვი, რომ შესაძლებელია დაგეგმილი კონცენტრაცია კონკურენტულ გარემოსთან თავსებადი არ იყოს ან თუ, საქმის სირთულიდან გამომდინარე, საჭიროა შესაბამისი საკითხის დამატებით შესწავლა.

7. სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში ერთ-ერთი გადაწყვეტილების მიუღებლობა დადებით პასუხად მიიჩნევა.

8. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს ინფორმაციას მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების თაობაზე და დაინტერესებულ პირს საკუთარი მოსაზრებების სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარმოდგენის შესაძლებლობას აძლევს. აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნებისას დაცული უნდა იქნეს კონცენტრაციის მონაწილე პირთა შესახებ მონაცემების კონფიდენციალურობა. ამასთანავე, ეს ინფორმაცია უნდა შეიცავდეს მონაცემებს მხარეთა ვინაობის/დასახელების, კონცენტრაციის საგნისა და ეკონომიკის სფეროს/ბაზრის თაობაზე, რომელსაც ეხება დაგეგმილი კონცენტრაცია.

9. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სააგენტო ვალდებულია კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინება განიხილოს კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 90 კალენდარული დღისა. ამ ვადაში სააგენტოს მიერ აღნიშნულ შეტყობინებაზე პასუხის გაუცემლობა დადებით პასუხად მიიჩნევა.

10. სააგენტოს უფლება აქვს, კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარმდგენ პირს/პირებს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარდგენა და განუსაზღვროს მისი წარდგენის ახალი ვადა, რაც ამ მუხლის მე-6 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული ვადების შეჩერების საფუძველია.

11. ამ მუხლის მე-6 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული ვადების ამოწურვამდე ან სააგენტოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე კონცენტრაციის განხორციელება აკრძალულია.

12. სააგენტოს მიერ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კონცენტრაციის განხორციელება აკრძალულია.

13. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარუდგენლობის შემთხვევაში ჯარიმის დაკისრება ეკონომიკურ აგენტს არ ათავისუფლებს სააგენტოსთვის აღნიშნული შეტყობინების წარდგენის ვალდებულებისგან. სააგენტო, ეკონომიკური აგენტისთვის ჯარიმის დაკისრებასთან ერთად, განსაზღვრავს ამ შეტყობინების წარდგენის ვადას, რომელიც არ უნდა იყოს 14 კალენდარულ დღეზე ნაკლები.

14. სააგენტოს მიერ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების მიუხედავად, ეკონომიკური აგენტის მიერ კონცენტრაციის განხორციელებისას ან/და ამ მუხლის მე-11 ან მე-13 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტოს მიერ კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების განხილვის შედეგად უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისას სააგენტო, ეკონომიკური აგენტისთვის ჯარიმის დაკისრებასთან ერთად, სასამართლოს წარუდგენს შუამდგომლობას თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმების შესახებ. ამ მიზნის მისაღწევად ეკონომიკურ აგენტს შეიძლება დაეკისროს სხვადასხვა ვალდებულება, მათ შორის, საწარმოს, წილის, აქტივების, ფასიანი ქაღალდების ან მათი ნაწილის გასხვისების, რეორგანიზაციის განხორციელების, კონკრეტული ხელშეკრულების შეწყვეტის ვალდებულებები. ამასთანავე, ეკონომიკურ აგენტს განესაზღვრება ვადა დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად.

საქართველოს 2014  წლის 21  მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ.
საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7126 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.

     მუხლი 11​2. კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენის ვალდებულებისგან გათავისუფლება 

1. კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში შესაბამის ეკონომიკურ აგენტს სააგენტოსთვის კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენის ვალდებულება არ დაეკისრება, თუ:

ა) კონცენტრაცია არის გადახდისუუნარობის შედეგი და ხორციელდება „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად, აგრეთვე ლიკვიდაციის პროცესში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ პროცესში კონტროლს მოიპოვებს ვალაუვალი საწარმოს კონკურენტი საწარმო ან ის ჯგუფი, რომელსაც ვალაუვალი საწარმოს კონკურენტები მიეკუთვნებიან;

ბ) კონტროლი მოიპოვება დროებით, იმ პირობით, რომ არ იქნება გამოყენებული წილის ფლობით მოპოვებული უფლებები (მათ შორის, ხმის უფლება), გარდა ინფორმაციის მიღების, წილის/აქციების გაყიდვისა და დივიდენდის მიღების უფლებებისა და სესხის უზრუნველყოფის შემთხვევაში საკუთრებაში მიღების უფლებისა;

გ) კონცენტრაცია ურთიერთდამოკიდებულ პირებს ეხება.

2. თუ კონცენტრაციის მონაწილე ყველა მხარე ეკონომიკის ერთი რეგულირებადი სფეროს ეკონომიკური აგენტია, კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინება უნდა წარედგინოს ეკონომიკის აღნიშნული რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოს, ამ მუხლით განსაზღვრული კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენის ვალდებულებისგან გათავისუფლების საფუძვლების გათვალისწინებით.

3. ამ მუხლის მიზნებისთვის ერთი მარეგულირებელი ორგანოს კომპეტენციისთვის მიკუთვნებული ეკონომიკის რეგულირებადი სფეროები ეკონომიკის ერთ რეგულირებად სფეროდ მიიჩნევა.

საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ.
საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7126 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.
საქართველოს 2020 წლის 18 სექტემბრის კანონი №7167  – ვებგვერდი, 25.09.2020წ.

თავი II1. არაკეთილსინდისიერი კონკურენცია

საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ.

    მუხლი 113. ეკონომიკური აგენტების არაკეთილსინდისიერი ქმედებების აკრძალვა

1. არაკეთილსინდისიერი კონკურენცია დაუშვებელია.

2. ამ მუხლის მიზნებისთვის არაკეთილსინდისიერ კონკურენციად მიიჩნევა ეკონომიკური აგენტის ისეთი ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება საქმიანი ეთიკის ნორმებს და ლახავს კონკურენტისა და მომხმარებლის ინტერესებს, მაგალითად:

ა) კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალების გამოყენებით (მათ შორის, არასათანადო, არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო ან აშკარად ყალბი რეკლამის მეშვეობით) საქონლის თაობაზე ისეთი ინფორმაციის გადაცემა, რომელიც მომხმარებელს არასწორ წარმოდგენას უქმნის და გარკვეული ეკონომიკური ქმედებისკენ უბიძგებს;

ბ) ეკონომიკური აგენტის მიერ მხარის შეცდომაში შესაყვანად გარიგების ნამდვილი მიზნის დამალვა და ამით კონკურენციაში უპირატესობის მოპოვება;

გ) ეკონომიკური აგენტის მიერ კონკურენტის რეპუტაციის შელახვა (საწარმოზე, პროდუქციაზე, სამეწარმეო საქმიანობასა და სავაჭრო საქმიანობაზე არასწორი წარმოდგენის შექმნა), მისი უსაფუძვლო კრიტიკა ან დისკრედიტაცია;

დ) კონკურენტის ან მესამე პირის საქონლის ფორმის, შეფუთვის ან გარეგნული იერსახის მითვისება;

ე) სამეცნიერო-ტექნიკური, საწარმოო ან სავაჭრო ინფორმაციის ან კომერციული საიდუმლოების მისი მფლობელის თანხმობის გარეშე მიღება, მოპოვება, გამოყენება ან გავრცელება;

ვ) შემსყიდველის, მიმწოდებლის, მისი თანამშრომლის ან გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილების მქონე პირის მოსყიდვა, რათა მან დამქირავებლის ინტერესების საწინააღმდეგოდ იმოქმედოს ან უგულებელყოს მომხმარებლის ინტერესები;

ზ) ბოიკოტისკენ მოწოდება.

საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ.
საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7126 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.
 

თავი III. სახელმწიფო დახმარება

    მუხლი 12. სახელმწიფო დახმარება

1. აკრძალულია სახელმწიფო დახმარება, რომელიც აფერხებს კონკურენციას ან ქმნის მისი შეფერხების საშიშროებას, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.

2. შეიძლება დაშვებულ იქნეს სახელმწიფო დახმარება, რომელიც არ საჭიროებს სააგენტოსთან შეთანხმებას, თუ ის:

ა) გაიცემა ინდივიდუალური მომხმარებლისათვის სოციალური დახმარების სახით, იმ პირობით, რომ დახმარება არ გამოიწვევს შესაბამისი საქონლის/მომსახურების მწარმოებლის დისკრიმინაციას;

ბ) მიზნად ისახავს სტიქიური მოვლენის ან ფორსმაჟორული გარემოების შედეგების აღმოფხვრას;

გ) მიზნად ისახავს გარემოსდაცვითი ღონისძიების განხორციელებას;

დ) მიზნად ისახავს საქართველოს საკანონმდებლო აქტით ან საქართველოს საერთაშორისო შეთანხმებით გათვალისწინებული უფლების განხორციელებას ან მოვალეობის შესრულებას;

ე) გაიცემა ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების სახით, უმნიშვნელო ოდენობით. ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების უმნიშვნელო ოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით;

ვ) მიზნად ისახავს მნიშვნელოვანი სახელმწიფო პროექტის განხორციელებას, თუ ამის თაობაზე საქართველოს მთავრობას მიღებული აქვს გადაწყვეტილება.

3. სააგენტოსთან შეთანხმებით შეიძლება დაშვებულ იქნეს სახელმწიფო დახმარება, რომელიც მნიშვნელოვნად არ ზღუდავს კონკურენციას ან არ ქმნის მისი მნიშვნელოვნად შეზღუდვის საშიშროებას და რომელიც გაიცემა:

ა) გარკვეული რეგიონების ეკონომიკური განვითარებისათვის;

ბ) კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების ხელშეწყობისათვის.

საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ.
საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7126 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.

     მუხლი 13. სახელმწიფო დახმარების სააგენტოსთან შეთანხმების წესი და პროცედურები

1. ამ კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო დახმარების სააგენტოსთან შეთანხმების წესი მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო დახმარების სააგენტოსთან შეთანხმების წესის საფუძველზე სახელმწიფო დახმარების გამცემი ორგანო სააგენტოს წარუდგენს განცხადებას, რომელიც შეიცავს ინფორმაციას სახელმწიფო დახმარების გაცემის მიზნის, სახელმწიფო დახმარების ფორმის, ოდენობისა და მიმღები ეკონომიკური აგენტის თაობაზე.

3. სახელმწიფო დახმარების გამცემი ორგანო სააგენტოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებასთან ერთად წარუდგენს იმის დასაბუთებას, რომ გასაცემი სახელმწიფო დახმარება არსებითად არ ზღუდავს კონკურენციას.

4. სააგენტო მისთვის წარდგენილი განცხადების (ინფორმაციის) საფუძველზე ამოწმებს გასაცემი სახელმწიფო დახმარების ამ კანონის დებულებებთან შესაბამისობას და არაუგვიანეს 30 სამუშაო დღისა გასცემს სათანადო დასკვნას. საქმის მოცულობისა და სირთულის გათვალისწინებით, ეს ვადა შეიძლება 3 თვემდე გაგრძელდეს. დადგენილ ვადაში სააგენტოს მიერ დასკვნის გაუცემლობა თანხმობად მიიჩნევა.

5. სააგენტოს უფლება აქვს, სახელმწიფო დახმარების გამცემ ორგანოს ან/და მიმღებ ეკონომიკურ აგენტს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარდგენა, რაც ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადის შეჩერების საფუძველია.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ დასკვნას სააგენტო წარუდგენს სახელმწიფო დახმარების გამცემ ორგანოს და საქართველოს მთავრობას.

7. საქართველოს მთავრობა, რომელსაც სააგენტოს უარყოფითი დასკვნა წარედგინა, იღებს გადაწყვეტილებას შესაბამის საკითხზე.

საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6893 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7126 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.

     მუხლი 14. ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების უმნიშვნელო ოდენობა

1. ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების უმნიშვნელო ოდენობა, რომელიც სააგენტოსთან შეთანხმებას არ საჭიროებს, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

2. უმნიშვნელო ოდენობის ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების გამცემი ორგანო ვალდებულია ყოველწლიურად, საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 თებერვლამდე, მიაწოდოს სააგენტოს ინფორმაცია გაცემული უმნიშვნელო ოდენობის ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების ოდენობის, გაცემის ვადისა და მიმღები ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების თაობაზე.

3. სააგენტო უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მიღებული ინფორმაციის უმნიშვნელო ოდენობის ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარებების რეესტრში შეტანას.

4. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უმნიშვნელო ოდენობის ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარებების რეესტრის წარმოების პროცესში სააგენტო დაადგენს, რომ გაცემული ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების ოდენობა აღემატება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების უმნიშვნელო ოდენობას, იგი ამზადებს სათანადო დასკვნას და მას უგზავნის როგორც სახელმწიფო დახმარების გამცემ ორგანოს, ისე მის ზემდგომ ორგანოს (არსებობის შემთხვევაში).

საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ.
საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7126 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.

    მუხლი 15. გაცემული სახელმწიფო დახმარების გასაჩივრება

თუ გაცემული სახელმწიფო დახმარება მნიშვნელოვნად ზღუდავს შესაბამის ბაზარზე კონკურენციას ან/და დარღვეულია კონკურენციის სფეროში საქართველოს კანონმდებლობა სახელმწიფო დახმარების გაცემის პროცედურასთან დაკავშირებით, პირს, რომელსაც უშუალოდ მიადგა ზიანი, შეუძლია სასამართლოში გაასაჩივროს გაცემული სახელმწიფო დახმარება.

 

თავი IV. სააგენტო  

    მუხლი 16. უფლებამოსილი ორგანო და მისი ორგანიზება

1. კონკურენციის პოლიტიკის განსახორციელებლად იქმნება სააგენტო.

2. სააგენტოს მიზნები, ამოცანები, ფუნქციები და უფლებამოსილებები, აგრეთვე შესაბამისი ორგანიზაციული საკითხები განისაზღვრება ამ კანონით, „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონით, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სააგენტოს დებულებით.

3. სააგენტო ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე.

4. სააგენტოს ძირითადი ამოცანაა კონკურენციის პოლიტიკის განხორციელება, საქართველოში კონკურენციის განვითარების ხელშეწყობისთვის პირობების შექმნა და დაცვა, აგრეთვე ამ მიზნით ყველა სახის ანტიკონკურენტული შეთანხმებისა და ქმედების დაუშვებლობა, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთანავე, სააგენტო ახორციელებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დემპინგური იმპორტისგან ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვის პოლიტიკას; კერძოდ, „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დემპინგური იმპორტით ადგილობრივი ინდუსტრიისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით სააგენტო ახორციელებს შესწავლას და შესაბამის დასკვნას წარუდგენს საქართველოს მთავრობას.

41. სააგენტო ახორციელებს აგრეთვე საქართველოში დემპინგური იმპორტისგან ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვის პოლიტიკას, კერძოდ, „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე პროდუქტის დემპინგური იმპორტის შედეგად ადგილობრივი ინდუსტრიისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით სააგენტო ახორციელებს შესწავლას და სათანადო დასკვნას წარუდგენს საქართველოს მთავრობას.

42. „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სააგენტო ახორციელებს აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებლის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას, მისი უფლებების დარღვევის პრევენციასა და დარღვეული უფლებების აღდგენის ხელშეწყობას, მომხმარებლის უფლებების დარღვევის ფაქტების გამოვლენასა და დარღვევებზე კანონით გათვალისწინებულ სათანადო რეაგირებას.

5. სააგენტოს გადაწყვეტილებების, ინსტრუქციებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესრულება სავალდებულოა სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოებისთვის, სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისა და ეკონომიკური აგენტებისთვის.

6. სააგენტო თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, ამ კანონით, „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონით, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით, სააგენტოს დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით და პასუხისმგებელია საკუთარი ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისთვის.

7. (ამოღებულია - 16.09.2020, №7126).

8. სააგენტოს დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემოსავლები.

9. სააგენტო არაუგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა ამზადებს და საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საზოგადოებას წარუდგენს წლიურ ანგარიშს წინა წელს გაწეული მუშაობის შესახებ.

10. სააგენტო თავისი საქმიანობის განხორციელებისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში დამოუკიდებელია.

საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ.
საქართველოს 2020 წლის 13 ივლისის კანონი №6750 – ვებგვერდი, 21.07.2020წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6893 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7126 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.
საქართველოს 2021 წლის 28 მაისის კანონი №524 – ვებგვერდი, 28.05.2021წ.
საქართველოს 2022 წლის 29 მარტის კანონი №1457 – ვებგვერდი, 06.04.2022წ.

    მუხლი 17. სააგენტოს საქმიანობის პრინციპები

1. სააგენტოს საქმიანობის პრინციპებია: დამოუკიდებლობა, არადისკრიმინაციულობა, მიუკერძოებლობა, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება.

2. სააგენტოს საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად მისი გადაწყვეტილება საჯარო უნდა იყოს. 

    მუხლი 171. სააგენტოს თავმჯდომარე

1. სააგენტოს თავმჯდომარეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

2. სააგენტოს თავმჯდომარე დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს სააგენტოს კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე, მოქმედებს სააგენტოს სახელით, წარმოადგენს მას სხვა ორგანოებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში, წყვეტს სააგენტოს ამოცანებით, ფუნქციებითა და უფლებამოსილებებით განსაზღვრულ საკითხებს.

3. სააგენტოს თავმჯდომარე განსაზღვრავს სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეების, სააგენტოს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და რეგიონებში წარმომადგენელთა უფლებამოსილებებს.

4. სააგენტოს თავმჯდომარე თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ნორმატიულ და ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს (ბრძანებებს, ინსტრუქციებსა და მეთოდურ მითითებებს).

5. სააგენტოს თავმჯდომარედ ინიშნება პირი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) არის საქართველოს მოქალაქე;

ბ) აქვს ეკონომიკის, სამართლის ან ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი;

გ) აქვს სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება;

დ) აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებს.

6. სააგენტოს თავმჯდომარეს უფლებამოსილება უწყდება პირადი განცხადების საფუძველზე ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ. 

    [მუხლი 17 1 ​. სააგენტოს მართვა

1. სააგენტოს მართვის ორგანოა საბჭო, რომელიც შედგება 5 წევრისგან.  

2. საქართველოს პრემიერ-მინისტრი საბჭოს წევრთა კანდიდატურებს ასარჩევად წარუდგენს საქართველოს პარლამენტს.

3. საქართველოს პრემიერ-მინისტრი საბჭოს წევრობის კანდიდატთა შერჩევის მიზნით ქმნის შესარჩევ კომისიას.

4. შესარჩევი კომისია საბჭოს წევრობის კანდიდატთა შერჩევის მიზნით აცხადებს საჯარო კონკურსს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე. ამ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადების წარდგენის ვადა არ უნდა იყოს 10 დღეზე ნაკლები.

5. შესარჩევი კომისია განაცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 20 დღისა იმ პირთაგან, რომლებიც აკმაყოფილებენ საბჭოს წევრობისთვის ამ კანონით დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, შეარჩევს საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ორჯერ მეტ საბჭოს წევრობის კანდიდატს. შესარჩევი კომისია საბჭოს წევრობის კანდიდატთა შერჩევის პროცესში ხელმძღვანელობს ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებით.

6. საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პარლამენტს წარუდგენს საჯარო კონკურსის შედეგად შერჩეულ საბჭოს წევრობის იმდენ კანდიდატს, რამდენი საბჭოს წევრის ვაკანტური თანამდებობაცაა.

7. თუ საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატს საქართველოს პარლამენტი თანხმობას არ მისცემს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პარლამენტს 30 დღის ვადაში წარუდგენს ამ ვაკანტურ თანამდებობაზე საჯარო კონკურსის შედეგად შერჩეულ სხვა კანდიდატებს.

8. საბჭოს წევრს თანამდებობაზე ირჩევს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პარლამენტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით.

9. საბჭოს წევრი აირჩევა 5 წლის ვადით. პირი საბჭოს წევრად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

10. თუ საბჭოს წევრის თანამდებობა ვადაზე ადრე თავისუფლდება, საქართველოს პარლამენტი ამ მუხლით დადგენილი წესით, 5 წლის ვადით ირჩევს საბჭოს ახალ წევრს.

11. საბჭოს ახალი წევრის კანდიდატურა საქართველოს პარლამენტს უნდა წარედგინოს:

ა) საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 60 კალენდარული დღისა და არაუგვიანეს 40 კალენდარული დღისა;

ბ) საბჭოს წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში − მისი თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან არაუგვიანეს 30-ე კალენდარული დღისა.

12. პირი საბჭოს წევრად შეიძლება აირჩეს, თუ:

ა) არის საქართველოს მოქალაქე;

ბ) აქვს აკადემიური ხარისხი ეკონომიკის, სამართლის ან ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში;

გ) აქვს მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება.

13. საქართველოს პარლამენტის მიერ საბჭოს წევრთა არჩევიდან 1 თვის ვადაში საბჭო საკუთარი შემადგენლობიდან ხმათა უმრავლესობით ირჩევს საბჭოს თავმჯდომარეს ამ პირის, როგორც საბჭოს წევრის, უფლებამოსილების ვადით. საბჭოს თავმჯდომარეს უფლება აქვს, პირადი განცხადებით უარი თქვას საბჭოს თავმჯდომარის სტატუსზე.

14. თუ საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა ვადაზე ადრე თავისუფლდება, საბჭო საკუთარი შემადგენლობიდან, ამ მუხლით დადგენილი წესით, 1 თვის ვადაში ირჩევს საბჭოს ახალ თავმჯდომარეს ამ პირის, როგორც საბჭოს წევრის, უფლებამოსილების ვადით.

15. საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტა არ იწვევს ამ პირის, როგორც საბჭოს წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტას, თუ იმავდროულად არ არსებობს ამ მუხლის მე-20 პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

16. პირი საბჭოს თავმჯდომარედ შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

17. საბჭოს თავმჯდომარე საბჭოს წევრთაგან ნიშნავს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს.

18. საბჭოს წევრს საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ უფლებამოსილება ავტომატურად ერთხელ უგრძელდება ამ მუხლით დადგენილი წესით საბჭოს წევრად მის ან სხვა პირის არჩევამდე, მაგრამ არაუმეტეს 3 თვისა.

19. საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ საბჭოს წევრზე ამ მუხლის მე-18 პუნქტის მოქმედება არ გავრცელდება, თუ საბჭოს შემადგენლობაში არანაკლებ 3 წევრია დარჩენილი.

20. საბჭოს წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებია:

ა) ამ მუხლის 22-ე პუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტის არსებობა;

ბ) საბჭოს წევრის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

გ) სასამართლოს მიერ საბჭოს წევრის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან გარდაცვლილად გამოცხადება;

დ) საბჭოს წევრის მიერ საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა;

ე) საბჭოს წევრის მიერ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა;

ვ) საბჭოს წევრის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ზედიზედ 3 თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით შეუსრულებლობა;

ზ) საბჭოს წევრის გადადგომა;

თ) საბჭოს წევრის გარდაცვალება.

21. ამ მუხლის მე-20 პუნქტის „ა“, „ე“ ან „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საბჭოს წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას სრული შემადგენლობის უმრავლესობით იღებს საქართველოს პარლამენტი, ხოლო იმავე პუნქტის სხვა ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საბჭოს წევრს უფლებამოსილება ავტომატურად, შესაბამისი იურიდიული ფაქტის დადგომისთანავე უწყდება.

22. საბჭოს წევრი იმავდროულად არ შეიძლება იყოს:

ა) სახელმწიფო მოსამსახურე, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი, პოლიტიკური თანამდებობის პირი, საჯარო მოსამსახურე;

ბ) იურიდიული პირის ხელმძღვანელი ორგანოს წევრი/მმართველი ორგანოს წევრი ან/და წილის/აქციების მფლობელი;

გ) პოლიტიკური პარტიის წევრი.

23. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს დახურულ სხდომაზე, დამსწრე საბჭოს წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. საბჭოს სხდომის მონაწილე საბჭოს წევრს აქვს 1 ხმის უფლება. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა, ხოლო მისი არყოფნისას – საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის ხმა.

24. საბჭოს სხდომას, როგორც წესი, იწვევს საბჭოს თავმჯდომარე. საბჭოს სხდომა შეიძლება მოწვეულ იქნეს აგრეთვე საბჭოს 2 წევრის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

25. საბჭოს სხდომას წარმართავს საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას − საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მასში მონაწილეობს საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.

26. საბჭოს სხდომის წარმართვასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხები განისაზღვრება სააგენტოს სამართლებრივი აქტით.

27. საბჭო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მისაღებად იყენებს ამ კანონითა და მის საფუძველზე მიღებული სამართლებრივი აქტებით დადგენილ პროცედურულ წესებს.

28. სააგენტოს ჰყავს აღმასრულებელი დირექტორი, რომელსაც ღია კონკურსის წესით, 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

29. პირი სააგენტოს აღმასრულებელ დირექტორად შეიძლება დაინიშნოს, თუ:

ა) არის საქართველოს მოქალაქე;

ბ) აქვს აკადემიური ხარისხი ეკონომიკის, სამართლის ან ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში;

გ) აქვს ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.

30. სააგენტოს აღმასრულებელ დირექტორზე ვრცელდება ამ მუხლის მე-20 და 22-ე პუნქტების დებულებები.

31. სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 1 თვისა ტარდება ახალი საჯარო კონკურსი. სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ იგი უფლებამოსილებას ახორციელებს სააგენტოს ახალი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნამდე.

32. სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლების შემთხვევაში მის უფლებამოსილებას საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ სააგენტოს ახალი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნამდე ახორციელებს საბჭოს მიერ განსაზღვრული პირი. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)]

საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7126 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.
საქართველოს 2021 წლის 28 მაისის კანონი №524 – ვებგვერდი, 28.05.2021წ.
საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2213 – ვებგვერდი, 15.12.2022წ.
საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის კანონი №2522 – ვებგვერდი, 29.12.2022წ.

    მუხლი 172. სააგენტოს ფუნქციები

სააგენტოს ფუნქციებია:

ა) კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პოლიტიკის განხორციელება და ამ მიზნით შესაბამისი ნორმატიული აქტების შემუშავებისა და გამოყენების სრულყოფისათვის წინადადებების მომზადება;

ბ) საქართველოს სასაქონლო და მომსახურების ბაზრებზე არსებული ვითარების შესასწავლად და კონკურენტული გარემოს შესაფასებლად ამ ბაზრების მონიტორინგი;

გ) ამ კანონის მე-11 და 11​1 მუხლებით გათვალისწინებული კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში კონკურენტული ეფექტის სავალდებულო შეფასება, შესაბამისი გადაწყვეტილების მომზადება და მიღება;

დ) კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დაცვის კონტროლი, ამ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენა, განხილვა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;

1) „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება;

ე) მიღებული გადაწყვეტილებებისა და გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი;

ვ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა ქვეყნების კონკურენციის პოლიტიკის დაცვის უფლებამოსილების მქონე ორგანოებთან თანამშრომლობა;

ზ) საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების ორგანოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობისა და კონკურენციის პოლიტიკის სრულყოფის, აგრეთვე ორგანიზაციულ-სამართლებრივი, ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის პრობლემების გადაჭრის მიზნით;

თ) კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობისა და კონკურენციის პოლიტიკის მიზნებსა და ამოცანებში საზოგადოების გათვითცნობიერება, სააგენტოს საქმიანობის საჯაროობის უზრუნველყოფა;

1) „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება;

ი) სააგენტოს დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება.

საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ.
საქართველოს 2020 წლის 13 ივლისის კანონი №6750 – ვებგვერდი, 21.07.2020წ.
საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7126 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.
საქართველოს 2022 წლის 29 მარტის კანონი №1457 – ვებგვერდი, 06.04.2022წ.

    მუხლი 18. სააგენტოს უფლებამოსილებები

1. სააგენტო ეკონომიკურ აგენტთან მიმართებით უფლებამოსილია:

ა) განახორციელოს საქმის მოკვლევა წარდგენილი საჩივრის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით;

ბ) ეკონომიკურ აგენტს/მხარეს/დაინტერესებულ მხარეს მოსთხოვოს მისი საქმიანობის ან/და კონკრეტული ოპერაციის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის/დოკუმენტაციის (მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაციის) წარდგენა, რომელიც საჭიროა სააგენტოს მიერ შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელებისთვის;

გ) ეკონომიკური აგენტისთვის/მხარისთვის/დაინტერესებული მხარისთვის მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიუღებლობის შემთხვევაში სასამართლოს წარუდგინოს შუამდგომლობა შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში ეკონომიკური აგენტისგან/მხარისგან/დაინტერესებული მხარისგან ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოთხოვის შესახებ;

დ) შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში მხარეს/დაინტერესებულ მხარეს მოსთხოვოს ახსნა-განმარტებისთვის გამოცხადება;

ე) სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ადგილზე შეამოწმოს შესაბამისი ეკონომიკური აგენტი;

ვ) მოთხოვნილი ინფორმაციის განსაზღვრულ ვადაში მიუწოდებლობის შემთხვევაში ეკონომიკურ აგენტს/მხარეს/დაინტერესებულ მხარეს დააკისროს ჯარიმა ამ კანონის 32-ე მუხლის შესაბამისად;

ზ) ეკონომიკურ აგენტს მოსთხოვოს განხორციელებული ქმედების ამ კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;

1) თანხმობა განაცხადოს ან უარი თქვას კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოფხვრის მიზნით განსახორციელებელი კონკრეტული ქმედების განხორციელების თაობაზე ეკონომიკური აგენტის მიერ შეთავაზებული პირობითი ვალდებულების მიღებაზე;

2) ეკონომიკურ აგენტს წარუდგინოს განსახილველად სავალდებულო რეკომენდაციები;

თ) ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში დააკისროს შესაბამისი ჯარიმა ამ კანონის 33-ე მუხლის შესაბამისად;

ი) საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს ექსპერტები საქმის მოკვლევის პროცესში;

კ) (ამოღებულია - 16.09.2020, №7126);

ლ) დომინანტური მდგომარეობის მქონე ეკონომიკური აგენტის მიერ ამ კანონის არაერთგზის დარღვევისას სასამართლოს წინაშე დასვას მისი იძულებით დაყოფის საკითხი, თუ ეკონომიკური აგენტის დაყოფა (საწარმოს ორგანიზაციული და ტერიტორიული განცალკევება) შესაძლებელია;

1) თანხმობა განაცხადოს ან უარი თქვას კონცენტრაციის მონაწილე ეკონომიკური აგენტის მიერ შეთავაზებულ სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიებაზე;

2) სასამართლოს წარუდგინოს შუამდგომლობა თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმების შესახებ;

მ) შესაბამისი ორგანოების წინაშე დასვას საქართველოს კანონმდებლობის დამრღვევი ეკონომიკური აგენტის ხელმძღვანელი პირის პასუხისმგებლობის საკითხი;

ნ) სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერების თაობაზე, თუ არსებობს აშკარა მტკიცებულება, რომ ეს ქმედება მნიშვნელოვნად ზღუდავს ამ კანონის მე-6 და მე-7 მუხლებით გათვალისწინებულ კონკურენციას.

ო) ეკონომიკური აგენტის დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება მისთვის დაკისრებული ჯარიმის არაუმეტეს 1 წლის ვადით გადანაწილების თაობაზე.

2. სააგენტო სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოსთან ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან მიმართებით უფლებამოსილია:

ა) ამ კანონის მე-10 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით განახორციელოს საქმის მოკვლევა წარდგენილი საჩივრის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით;

ბ) აღნიშნულ ორგანოს მოსთხოვოს შესაბამისი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა, რომელიც საჭიროა სააგენტოს მიერ შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელებისთვის, ხოლო ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში დასვას მისი უფლებამოსილი პირის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი;

გ) ამ კანონის დარღვევის შემთხვევაში აღნიშნულ ორგანოს წარუდგინოს დასაბუთებული გადაწყვეტილება და შესაბამისი რეკომენდაცია ამ ორგანოს მიერ მიღებული კანონის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების ან განხორციელებული კანონის საწინააღმდეგო ქმედების თაობაზე, მათ შორის, მოსთხოვოს ამ გადაწყვეტილების გაუქმება ან ქმედების აკრძალვა, ხოლო აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში შესაბამისი საკითხი განსახილველად დასვას ზემდგომი ორგანოს ან თანამდებობის პირის წინაშე;

დ) სახელმწიფო დახმარების გამცემი ორგანოს მიერ სახელმწიფო დახმარების სააგენტოსთან შეთანხმების წესის დარღვევის შემთხვევაში ზემდგომი ორგანოს ან თანამდებობის პირის წინაშე დასვას შესაბამისი უფლებამოსილი პირის პასუხისმგებლობის საკითხი;

ე) აღნიშნულ ორგანოს წარუდგინოს განსახილველად სავალდებულო რეკომენდაციები საქართველოს სასაქონლო და მომსახურების ბაზრებზე კონკურენტული გარემოს გაჯანსაღების, შესაბამის ბაზარზე შესვლის საკანონმდებლო ბარიერების ან/და ადმინისტრაციული ბარიერების არსებობისა და მათი აღმოფხვრის საჭიროების თაობაზე;

ვ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის საფუძველზე საგადასახადო ორგანოსგან გამოითხოვოს და მიიღოს იდენტიფიცირებული ინფორმაცია ცალკეულ გადასახადის გადამხდელთა თაობაზე;

ზ) საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს უფლებამოსილების განსახორციელებლად შესაბამისი კონსულტაციის მიღება;

თ) ამ კანონის მე-10 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით განხორციელებული საქმის მოკვლევის ფარგლებში აღნიშნულ ორგანოს მოსთხოვოს ახსნა-განმარტებისთვის გამოცხადება;

ი) „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით მიმართოს საქართველოს ეროვნულ ბანკს მისი ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტისგან სააგენტოს მიერ საკუთარი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ინფორმაციის (მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაციის) გამოთხოვისა და მიღების მიზნით.

3. სააგენტო უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში გასცეს სარეკომენდაციო განმარტება და დაინტერესებულ პირს გაუწიოს კონსულტაცია კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის გამოყენების თაობაზე.

4. სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონით, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სააგენტოს დებულებით, მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.

საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ.
საქართველოს 2020 წლის 13 ივლისის კანონი №6750 – ვებგვერდი, 21.07.2020წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6893 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7126 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.
საქართველოს 2022 წლის 29 მარტის კანონი №1457 – ვებგვერდი, 06.04.2022წ.

    [მუხლი 18 1 . სააგენტოს მართვის ორგანოს (საბჭოს) და აღმასრულებელი დირექტორის უფლებამოსილებები

1. საბჭო:

ა) მოქმედებს სააგენტოს სახელით და იღებს გადაწყვეტილებებს სააგენტოს კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე, გარდა იმ საკითხებისა, რომელთა გადაწყვეტის უფლებამოსილებაც ამ კანონითა და სააგენტოს დებულებით საბჭოს თავმჯდომარეს ან/და სააგენტოს აღმასრულებელ დირექტორს აქვს მინიჭებული;

ბ) საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით იღებს სააგენტოს მიერ ამ კანონის საფუძველზე მისაღებ ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

გ) საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

დ) სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორის წარდგინებით იღებს სააგენტოს დებულებას, საშტატო ნუსხასა და სააგენტოს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს.

2. საბჭოს თავმჯდომარე:

ა) ხელმძღვანელობს საბჭოს და წარმოადგენს სააგენტოს სხვა ორგანოებსა და ორგანიზაციებთან ურთიერთობებში;

ბ) ნიშნავს და ათავისუფლებს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს;

გ) იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს;

დ) საბჭოს მისაღებად წარუდგენს ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ე) ახდენს მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ ცალკეულ საკითხთა გადაწყვეტის უფლებამოსილების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილისა და სააგენტოს სხვა თანამშრომლისთვის დელეგირებას;

ვ) ასრულებს სააგენტოს დებულებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

3. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.

4. სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი:

ა) კოორდინაციას უწევს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას;

ბ) საბჭოს მისაღებად წარუდგენს სააგენტოს დებულების, საშტატო ნუსხისა და სააგენტოს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების პროექტებს;

გ) შინაორგანიზაციულ და საკადრო საკითხებზე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

დ) ეკონომიკური აგენტისგან, სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოსგან ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოსგან გამოითხოვს ინფორმაციას/დოკუმენტაციას, რომელიც საჭიროა სააგენტოს მიერ უფლებამოსილების განხორციელებისთვის;

ე) იწვევს პირს საკონსულტაციო შეხვედრაზე და ახსნა-განმარტების მისაღებად;

ვ) ასრულებს სააგენტოს დებულებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)]

საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7126 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.
საქართველოს 2021 წლის 28 მაისის კანონი №524 – ვებგვერდი, 28.05.2021წ.
საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის კანონი №2522 – ვებგვერდი, 29.12.2022წ.

    მუხლი 19. (ამოღებულია)

საქართველოს 2014  წლის 21  მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ.

    მუხლი 20. ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა

1. სააგენტო ვალდებულია:

ა) დაიცვას ეკონომიკური აგენტის თაობაზე ინფორმაციის კონფიდენციალურობა, რომელიც, სხვა საიდუმლოებებთან ერთად, შეიძლება შეიცავდეს კომერციულ საიდუმლოებას, საბანკო საიდუმლოებას ან/და საგადასახადო საიდუმლოებას;

ბ) დაიცვას იმ პირის პირადი მონაცემების კონფიდენციალურობა, რომელიც არის ინფორმაციის მიმწოდებელი და სააგენტოს მიმართავს მისი პირადი მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვის თხოვნით;

გ) უზრუნველყოს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვა და გაუვრცელებლობა.

2. დაუშვებელია კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემა და გავრცელება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა.

21. ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობა ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით. ეკონომიკური აგენტის მიერ სააგენტოსთვის წარდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია მას მოსთხოვოს აღნიშნული ინფორმაციის შემცველი დოკუმენტის არაკონფიდენციალური (კონფიდენციალური მონაცემების დაფარვის მიზნით დაშტრიხული) ვერსიის წარდგენა და განუსაზღვროს შესაბამისი ვადა.

3. დაუშვებელია სააგენტოში დასაქმებულთა მიერ კონფიდენციალური ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება, მათ შორის, პირადი, აკადემიური, სამეცნიერო და სხვა საქმიანობის განსახორციელებლად .

4. სააგენტოში დასაქმებულთა მიერ ამ მუხლის დებულებათა დარღვევა გამოიწვევს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას.

5. განზოგადებული ინფორმაცია შესაბამისი ბაზრის შესახებ, ასევე მონაცემები ეკონომიკური აგენტების რაოდენობის, მიღებული შემოსავლების და გაწეული ხარჯების თაობაზე არ შეიძლება კონფიდენციალური იყოს.

საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7126 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.

    მუხლი 21. ინტერესთა კონფლიქტი

1. სააგენტოს უფლებამოსილი პირი პროფესიული საქმიანობის, შეფასების განხორციელებისას და გადაწყვეტილების მიღებისას მხარეთაგან/დაინტერესებულ მხარეთაგან დამოუკიდებელი უნდა იყოს.

2. თუ სააგენტოს უფლებამოსილ პირსა და იმ ეკონომიკურ აგენტს შორის, რომლის მიმართაც სააგენტო საქმის მოკვლევას ახორციელებს, არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით ან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობები, სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა ინტერესთა კონფლიქტის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა განაცხადოს.

3. სააგენტოს უფლებამოსილი პირი არ უნდა ახორციელებდეს სხვა ისეთ საქმიანობას, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მის მიუკერძოებლობაზე და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დამოუკიდებლობაზე.

4. სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას.

5. პირი, რომლის საქმეც იხილება, უფლებამოსილია აცილება მისცეს სააგენტოს შესაბამის უფლებამოსილ პირს, თუ ეს პირი დაინტერესებულია განსახილველი საკითხით.

საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ.
საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7126 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.

 

თავი V. აღსრულება

    მუხლი 22. განცხადების ან/და საჩივრის წარდგენის უფლების მქონე პირები

1. სააგენტოსთვის განცხადების წარდგენის უფლება აქვს განმცხადებელს. განმცხადებელი მხარედ არ მიიჩნევა. სააგენტო მისთვის წარდგენილ კანონის სავარაუდო დარღვევის თაობაზე განცხადებას ცნობად იღებს და გონივრული ეჭვის არსებობის შემთხვევაში იგი შეიძლება საკუთარი ინიციატივით მოკვლევის დასაწყებად გამოიყენოს.

2. სააგენტოში საჩივრის წარდგენის უფლება აქვს მომჩივანს. მან სააგენტოში საჩივართან ერთად უნდა წარადგინოს მტკიცებულებები. მომჩივანი მხარედ განიხილება და ეკისრება მტკიცების ტვირთი.

საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7126 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.

     მუხლი 23. სააგენტოს მიერ საჩივრის მიღების წესი და მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მიერ დაცვის უფლების განხორციელება 

1. სააგენტო საჩივრის მიღების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში სწავლობს საჩივრის დასაშვებობის საკითხს.

2. სააგენტო ვალდებულია მისთვის წარდგენილი საჩივარი გაუგზავნოს მოპასუხე ეკონომიკურ აგენტს, გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის სავარაუდო დარღვევის თაობაზე საჩივრისა. მოპასუხე ეკონომიკური აგენტი უფლებამოსილია სააგენტოს განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს საჩივრის თაობაზე საკუთარი მოსაზრებები.

3. თუ მოპასუხე ეკონომიკური აგენტი სააგენტოს წარუდგენს საჩივრის თაობაზე საკუთარ მოსაზრებებს, სააგენტო საქმის მოკვლევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მომჩივნისა და მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში.

4. სააგენტო მომჩივანსა და მოპასუხე ეკონომიკურ აგენტს აცნობებს საჩივრის საფუძველზე საქმის მოკვლევის დაწყების თაობაზე ან საჩივრის საფუძველზე საქმის მოკვლევის დაწყებაზე უარის თქმის თაობაზე. სააგენტოს უფლება აქვს, მომჩივანს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაციის ან/და მტკიცებულების წარდგენა და განუსაზღვროს მისი წარდგენის ვადა, რაც ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის შეჩერების საფუძველია.

5. საჩივრის დასაშვებობის საკითხის შესწავლის ეტაპზე მოპასუხე ეკონომიკური აგენტი უფლებამოსილია სააგენტოს შესთავაზოს კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოფხვრის მიზნით განსახორციელებელი კონკრეტული ქმედების განხორციელების თაობაზე პირობითი ვალდებულების მიღება.

6. თუ სააგენტო მიიჩნევს, რომ მოპასუხე აგენტის მიერ აღებული პირობითი ვალდებულების შესრულების შედეგად აღარ წარმოიშობა გონივრული ეჭვი კანონის დარღვევის თაობაზე, და თანხმობას განაცხადებს მხარის მიერ შეთავაზებული პირობითი ვალდებულების მიღებაზე, სააგენტო უარს ამბობს საჩივრის საფუძველზე საქმის მოკვლევის დაწყებაზე და მოპასუხე მხარეს პირობითი ვალდებულების შესასრულებლად ვადას განუსაზღვრავს.

7. თუ მოპასუხე ეკონომიკური აგენტი სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მის მიერვე განსაზღვრული სახით არ შეასრულებს პირობით ვალდებულებას, საჩივრის დასაშვებობის საკითხის შესწავლა განახლდება და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის ათვლა თავიდან დაიწყება.

8. საჩივრის ფორმას, წარდგენის წესს და საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებულ პროცედურებსა და ვადებს განსაზღვრავს და შესაბამის აქტს იღებს სააგენტო.

საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ.
საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7126 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.

     მუხლი 24. სააგენტოს მიერ საჩივრის საფუძველზე საქმის მოკვლევის დაწყებაზე უარის თქმის საფუძვლები

სააგენტო უარს ამბობს საჩივრის საფუძველზე საქმის მოკვლევის დაწყებაზე, თუ:

ა) საჩივარი უფლებამოსილ პირს არ წარუდგენია;

ბ) არ არსებობს ამ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი;

გ) ამ კანონის 23-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაცია ან/და მტკიცებულება განსაზღვრულ ვადაში არ არის წარდგენილი;

დ) მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მიმართ დაწყებულია გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;

ე) საქმის მოკვლევის შედეგად სააგენტოს მიღებული აქვს გადაწყვეტილება იმავე მხარეებს შორის იმავე დავის საგანზე და არ არსებობს ახლად აღმოჩენილი გარემოება;

ვ) სააგენტოს მიღებული აქვს საჩივრის დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება იმავე მხარეებს შორის იმავე დავის საგანზე და არ არსებობს ახლად აღმოჩენილი გარემოება, გარდა ამ მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით საჩივრის დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებისა;

ზ) სასამართლო წარმოებაშია დავა იმავე მხარეებს შორის იმავე დავის საგანზე ან იმავე დავის საგანზე სასამართლოს მიღებული აქვს განჩინება ან სხვა გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ;

თ) საჩივრის დასაშვებობის საკითხის შესწავლისას სააგენტო თანხმობას განაცხადებს კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოფხვრის მიზნით განსახორციელებელი კონკრეტული ქმედების განხორციელების თაობაზე ეკონომიკური აგენტის მიერ შეთავაზებული პირობითი ვალდებულების მიღებაზე.

საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ.
საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7126 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.

     მუხლი 25. საქმის მოკვლევის წესი

1. საქმის მოკვლევის დაწყების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სააგენტო იწყებს საქმის მოკვლევას და არაუგვიანეს 6 თვისა იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

2. საქმის მოკვლევა, მისი მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, სააგენტოს გადაწყვეტილებით, შეიძლება გაგრძელდეს 18 თვემდე.

3. სააგენტო მომჩივანს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა აცნობებს საქმის მოკვლევის ვადის გაგრძელების თაობაზე.

4. სააგენტოს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, საქმის მოკვლევის პროცესში ეკონომიკურ აგენტს/მხარეს/დაინტერესებულ მხარეს მოსთხოვოს საქმის მოკვლევისთვის საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარდგენა.

5. საქმის მოკვლევის პროცესში სააგენტო იბარებს მხარეს/დაინტერესებულ მხარეს ახსნა-განმარტების მისაღებად.

6. სააგენტოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ადგილზე შეამოწმოს შესაბამისი ეკონომიკური აგენტი.

7. სააგენტოს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ეკონომიკური აგენტის ადგილზე შემოწმების მიზნით სასამართლოს წარუდგინოს შესაბამისი მოტივირებული შუამდგომლობა, თუ:

ა) ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმის მოკვლევისთვის საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მიღება შეუძლებელია;

ბ) არსებობს საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის დამალვის ან/და განადგურების საშიშროება;

გ) მხარეები არ ასრულებენ ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულებას;

დ) საჭიროა ეკონომიკური აგენტის მატერიალური აქტივების დათვალიერება.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ეკონომიკური აგენტის ადგილზე შემოწმება მოიცავს:

ა) ეკონომიკური აგენტის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების, მათ შორის, ფინანსური და ეკონომიკური დოკუმენტების, გაცნობას, მათი კონფიდენციალურობისა და შენახვის წესის მიუხედავად;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ასლების გადაღებას;

გ) ადგილზე ახსნა-განმარტების მიღებას;

დ) ეკონომიკური აგენტის იურიდიული და ფაქტობრივი საქმიანობების ადგილზე დაშვებას.

9. თუ საქმის მოკვლევის დაწყების შემდეგ მომჩივანმა უარი განაცხადა საჩივარზე, საქმის მოკვლევა წყდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს დასაბუთებული მტკიცებულება, რომ კონკურენცია მნიშვნელოვნად იზღუდება.

10. სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე იმართება შემაჯამებელი სხდომა, რათა განმცხადებელსა და მხარეს მიეცეთ თავიანთი პოზიციების წარმოდგენის შესაძლებლობა.

11. სააგენტო შემაჯამებელი სხდომის გამართვამდე განმცხადებელსა და მხარეს წერილობით უგზავნის სააგენტოს საბოლოო გადაწყვეტილების პროექტსა და საქმის მასალებს. ამასთანავე, განმცხადებელსა და მხარეს განემარტებათ, რომ მათ უფლება აქვთ, წარმოადგინონ თავიანთი პოზიციები და შესაბამისი დამატებითი ინფორმაცია (მტკიცებულებები).

12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განმცხადებლისა და მხარის მიერ თავიანთი პოზიციების წარმოდგენისთვის განსაზღვრული ვადა არ უნდა იყოს 25 სამუშაო დღეზე ნაკლები. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ წარდგენილი ინფორმაცია სააგენტომ შეიძლება არ გაითვალისწინოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.

13. სააგენტოს საბოლოო გადაწყვეტილების პროექტის მიღებამდე მოპასუხე ეკონომიკური აგენტი უფლებამოსილია სააგენტოს შესთავაზოს კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოფხვრის მიზნით განსახორციელებელი კონკრეტული ქმედების განხორციელების თაობაზე პირობითი ვალდებულების მიღება.

14. თუ სააგენტო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მიერ აღებული პირობითი ვალდებულების შესრულების შედეგად აღარ იარსებებს კანონის სავარაუდო დარღვევის რისკი, და მიიღებს მის მიერ აღებულ პირობით ვალდებულებას კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოფხვრის მიზნით განსახორციელებელი კონკრეტული ქმედების განხორციელების თაობაზე, სააგენტო საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტის შეფასების გარეშე და მოპასუხე ეკონომიკურ აგენტს აღებული პირობითი ვალდებულების შესასრულებლად ვადას განუსაზღვრავს.

15. თუ მოპასუხე ეკონომიკური აგენტი სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეასრულებს ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებულ, მის მიერ აღებულ პირობით ვალდებულებას, მას დაეკისრება ჯარიმა ამ კანონის 33-ე მუხლის შესაბამისად და საქმის მოკვლევა განახლდება.

საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ.
საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7126 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.

    მუხლი 26. (ამოღებულია)

საქართველოს 2014  წლის 21  მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ.

     მუხლი 27. საქმის შესწავლის ხანდაზმულობის ვადა

1. ამ კანონის დარღვევის თაობაზე საქმის შესწავლის ხანდაზმულობის ვადაა შესაბამისი ქმედების დასრულებიდან 3 წელი.

 2. ამ კანონის დარღვევის თაობაზე საქმის მოკვლევის დაწყება ამ საქმის შესწავლის ხანდაზმულობის ვადის დინების შეჩერების საფუძველია.

საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7126 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.

    მუხლი 28. უფლებამოსილი სასამართლო

1. პირს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს ამ კანონის დარღვევის თაობაზე სააგენტოსათვის მიმართვის გარეშე.

2. ამ კანონის დარღვევის თაობაზე დავას განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო.

3. მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მიმართ სასამართლოში გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება არის ამ კანონის დარღვევისათვის ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული სასამართლოს მიერ საქმის განხილვაზე უარის თქმის ან მისი შეწყვეტის საფუძველი.

    მუხლი 29. (ამოღებულია)

საქართველოს 2014  წლის 21  მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ.

 

თავი VI. სააგენტოს თანამშრომლობა ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოებთან

​საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №1586 - ვებგვერდი, 03.12.2013წ.
საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ. 

      მუხლი 30. თანამშრომლობა ეკონომიკის რეგულირებად სფეროში კონკურენციის დარღვევის შემთხვევათა შესწავლისა და აღკვეთისათვის

სააგენტო და შესაბამისი ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელი ორგანო თანამშრომლობენ ეკონომიკის რეგულირებად სფეროში კონკურენციის დარღვევის შემთხვევათა შესწავლისა და აღკვეთისათვის.

საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №15 86 - ვებგვერდი, 03 .1 2 .2013წ.

საქართველოს 2014  წლის 21  მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ.

    მუხლი 31. თანამშრომლობის ფორმები. ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელი ორგანოს მიერ ამ კანონის დებულებათა გამოყენება

1. ეკონომიკის რეგულირებად სფეროში კონკურენციის შესაძლო დარღვევის თაობაზე საჩივარი/განცხადება ან კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინება წარედგინება ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოს ან სააგენტოს. თუ ეკონომიკის რეგულირებად სფეროში კონკურენციის შესაძლო დარღვევის თაობაზე საჩივარი/განცხადება ან კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინება სააგენტოს წარედგინა, იგი ამ საჩივარს/განცხადებას ან შეტყობინებას 5 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოს, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. სააგენტო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საკითხს შეისწავლის, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:

ა) კანონის სავარაუდო დამრღვევი ან კონცენტრაციის მონაწილე ერთ-ერთი მხარე არ არის ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს ეკონომიკური აგენტი;

ბ) კანონის სავარაუდო დამრღვევი და კონცენტრაციის მონაწილე მხარეები ეკონომიკის სხვადასხვა რეგულირებადი სფეროს ეკონომიკური აგენტები არიან;

გ) სავარაუდო კანონის საწინააღმდეგო ქმედების განმახორციელებელი სუბიექტი/სუბიექტები არის/არიან ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს ეკონომიკური აგენტი/ეკონომიკური აგენტები, მაგრამ ეს ქმედება (დავის საგანი) ეკონომიკის რეგულირებად სფეროში არ განხორციელებულა.

3. თუ საკითხის შესწავლის უფლებამოსილების მქონე ორგანო ვერ დადგინდა, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადა 30 კალენდარულ დღემდე იზრდება, რათა შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს განსაზღვრის მიზნით სააგენტოსა და ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოს შორის კონსულტაციები გაიმართოს.

4. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო ვერ განისაზღვრა, საკითხს სააგენტო შეისწავლის.

5. თუ ამ მუხლის მე-2 ან მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ეკონომიკის რეგულირებად სფეროში კონკურენციის შესაძლო დარღვევის ფაქტს ან კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინებას სააგენტო განიხილავს, იგი ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოს საკითხის განხილვაში მონაწილეობის მიღების ან/და საკუთარი პოზიციის წარმოდგენის მოთხოვნით მიმართავს.

6. თუ ეკონომიკის რეგულირებად სფეროში კონკურენციის შესაძლო დარღვევის ფაქტს ან კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინებას ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელი ორგანო განიხილავს, იგი სააგენტოს საკითხის განხილვაში მონაწილეობის მიღების ან/და საკუთარი პოზიციის წარმოდგენის მოთხოვნით მიმართავს.

7. ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელი ორგანო ეკონომიკის რეგულირებად სფეროში ამ კანონით გათვალისწინებული საკითხების შესწავლისას ხელმძღვანელობს ამ კანონის მე-3 და მე-6−მე-9 მუხლებით, მე-11 მუხლის პირველი−მე-8 პუნქტებით, 11მუხლის პირველი, მე-2, მე-4 და მე-6−მე-12 პუნქტებითა და 27-ე, 33-ე და 331 მუხლებით, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის „ი“ ქვეპუნქტს, მე-5 მუხლს, 111 მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტებსა და 112, მე-18, 22-ე−25-ე და 32-ე მუხლებს მხოლოდ იმ შემთხვევაში იყენებს, თუ ეკონომიკის შესაბამისი რეგულირებადი სფეროს მომწესრიგებელი სპეციალური კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

8. ამ კანონის საფუძველზე მიღებული სააგენტოს სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული საკითხები წესრიგდება ეკონომიკის შესაბამისი რეგულირებადი სფეროს მომწესრიგებელი სპეციალური კანონმდებლობით.

9. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისთვის ერთი მარეგულირებელი ორგანოს კომპეტენციისთვის მიკუთვნებული ეკონომიკის რეგულირებადი სფეროები ეკონომიკის ერთ რეგულირებად სფეროდ მიიჩნევა.

10. ეს მუხლი არ ზღუდავს ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოს, გამოიყენოს ეკონომიკის შესაბამისი რეგულირებადი სფეროს მომწესრიგებელი სპეციალური კანონმდებლობის დებულებები იმ შემთხვევაში, თუ ხორციელდება ეკონომიკური აგენტის საოპერაციო აქტივის შეძენა, ეკონომიკური აგენტების შერწყმა ან ეკონომიკური აგენტის პირდაპირი ან არაპირდაპირი წილის ან აქციების შეძენა და აღნიშნული ტრანზაქციები ამ კანონის მე-11 მუხლის რეგულირების სფეროში არ ექცევა.

საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №1586 - ვებგვერდი, 03.12.2013წ.
საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ.
საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7126 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.

 

თავი VII. სანქციები

    მუხლი 32. სააგენტოსთვის ინფორმაციის განსაზღვრულ ვადაში მიუწოდებლობა, არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება

1. ამ კანონის საფუძველზე სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მისთვის მის მიერვე განსაზღვრულ ვადაში მიუწოდებლობის ან სააგენტოსთვის არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში იურიდიულ პირს დაეკისრება ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო ფიზიკურ პირს − 1 000 ლარის ოდენობით.

2. ჯარიმის დაკისრების მიუხედავად, სააგენტოსთვის ინფორმაციის მის მიერვე განსაზღვრულ ვადაში მიუწოდებლობის შემთხვევაში იურიდიულ პირს დაეკისრება ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო ფიზიკურ პირს − 3 000 ლარის ოდენობით.

3. ჯარიმის დაკისრება პირს არ ათავისუფლებს სააგენტოსთვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებისგან.

საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7126 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.

     მუხლი 33. ჯარიმა

1. ამ კანონის მე-6 ან მე-7 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მხარეს დაეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წინა ფინანსური წლის განმავლობაში მისი წლიური ბრუნვის 5%-ს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევის სამართლებრივი საფუძვლის აღმოუფხვრელობის ან აღნიშნული დარღვევის განმეორების შემთხვევაში მხარეს დაეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წინა ფინანსური წლის განმავლობაში მისი წლიური ბრუნვის 10%-ს.

3. ამ კანონის მე-11 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო ეკონომიკურ აგენტს აკისრებს ჯარიმას, რომლის ოდენობა თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე არ უნდა აღემატებოდეს სააგენტოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წინა ფინანსური წლის განმავლობაში ეკონომიკური აგენტის საშუალო დღიური ბრუნვის 5%-ს. ამ პუნქტით განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა მისი ფიზიკური პირისთვის ან სხვა პირისთვის დაკისრების შემთხვევაში, რომელიც ამ კანონის მიზნებისთვის არ არის მიჩნეული ეკონომიკურ აგენტად, თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე არ უნდა აღემატებოდეს 500 ლარს.

4. ამ კანონის 111 მუხლის პირველი, მე-11 ან მე-12 პუნქტის მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენის ვალდებულების მქონე პირს დაეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სააგენტოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წინა ფინანსური წლის განმავლობაში მისი წლიური ბრუნვის 5%-ს.

5. ამ კანონის 113 მუხლით გათვალისწინებული დარღვევის დადასტურების შემთხვევაში ეკონომიკურ აგენტს დაეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სააგენტოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წინა ფინანსური წლის განმავლობაში ეკონომიკური აგენტის წლიური ბრუნვის 1%-ს, ხოლო აღნიშნული დარღვევის სამართლებრივი საფუძვლის აღმოუფხვრელობის ან ამ დარღვევის განმეორების შემთხვევაში − 3%-ს.

6. ამ კანონის 25-ე მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო ეკონომიკურ აგენტს აკისრებს ჯარიმას, რომლის ოდენობა თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე არ უნდა აღემატებოდეს სააგენტოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წინა ფინანსური წლის განმავლობაში ეკონომიკური აგენტის საშუალო დღიური ბრუნვის 5%-ს.

7. ამ მუხლით განსაზღვრული ჯარიმის ოდენობის დადგენისას გათვალისწინებული უნდა იქნეს შესაბამისი დარღვევით გამოწვეული ზიანი, დარღვევის ხანგრძლივობა და სიმძიმე.

8. ამ მუხლის მე-3, მე-4 ან მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო საკითხს შეისწავლის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით, რისთვისაც იგი იყენებს ამ კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრულ სათანადო უფლებამოსილებას.

9. პირი/მხარე ვალდებულია ამ მუხლის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმა დაკისრებიდან 1 თვის ვადაში გადაიხადოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

10. ამ მუხლით განსაზღვრული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღსასრულებლად მიექცევა.

11. ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილია, ამ მუხლით განსაზღვრული ჯარიმის დაკისრებასთან ერთად, გამოიყენოს ეკონომიკის შესაბამისი რეგულირებადი სფეროს მომწესრიგებელი საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული სხვა სანქცია ან/და საზედამხედველო ზომა.

საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ. 
საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7126 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.

     მუხლი 331. თანამშრომლობის პროგრამა 

1. პირი სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლდება ამ კანონის დარღვევისთვის ჯარიმის დაკისრებისგან, თუ იგი დააკმაყოფილებს ყველა შემდეგ პირობას:

ა) წერილობით აღიარებს ამ კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ შეთანხმებაში მონაწილეობას;

ბ) სააგენტოს ზეპირად ან/და წერილობით წარუდგენს ამ კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული შეთანხმების შესახებ მისთვის ცნობილ, საქმისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციასა და მტკიცებულებას მანამ, სანამ ეს ინფორმაცია და მტკიცებულება სააგენტოსთვის სხვა წყაროდან გახდება ცნობილი;

გ) საქმის მოკვლევის პროცესში უწყვეტად და შეუზღუდავად ითანამშრომლებს სააგენტოსთან;

დ) შეწყვეტს კანონის საწინააღმდეგო შეთანხმებაში მონაწილეობას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სააგენტო მიიჩნევს, რომ პირის მიერ ამ შეთანხმებაში მონაწილეობის გაგრძელება საქმის მოკვლევას ხელს შეუწყობს;

ე) არ გაანადგურებს საქმისთვის მნიშვნელოვან დოკუმენტსა და მტკიცებულებას;

ვ) არ გაამჟღავნებს ინფორმაციას თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე.

2. ამ მუხლით დაწესებული შეღავათი არ ვრცელდება ამ კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული შეთანხმების ერთადერთ ორგანიზატორზე ან/და ინიციატორზე, აგრეთვე იმ პირზე, რომელმაც სხვა პირს აღნიშნულ შეთანხმებაში მონაწილეობა აიძულა.

3. თანამშრომლობის პროგრამის პირზე გავრცელებისა და პირის ამ კანონის მე-7 მუხლის დარღვევისთვის ჯარიმის დაკისრებისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლების გამოყენების წესი მტკიცდება სააგენტოს სამართლებრივი აქტით.

საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ.
საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7126 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.

     მუხლი 33​2. სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი 

1. პირს უფლება აქვს, სააგენტოს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივროს.

2. სასამართლო უფლებამოსილია სრულად გადასინჯოს სააგენტოს გადაწყვეტილება, მათ შორის, ჯარიმის ოდენობის ნაწილში.

საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ.
საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7126 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.
 

თავი VIII. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 34. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

1. (ამოღებულია - 21.03.2014, №2159).

2.  (ამოღებულია - 21.03.2014, №2159).

3.  (ამოღებულია - 21.03.2014, №2159).

4. ეს კანონი არ ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემულ სახელმწიფო დახმარებაზე და აღნიშნული სახელმწიფო დახმარების პირობების ცვლილება არ საჭიროებს სააგენტოსთან შეთანხმებას.

5. 2014 წლის 15 აპრილამდე საქართველოს მთავრობამ დაამტკიცოს სააგენტოს დებულება და სტრუქტურა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დანიშნოს სააგენტოს თავმჯდომარე.

6. 2014 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს მთავრობამ დადგენილებით განსაზღვროს ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების უმნიშვნელო ოდენობა, კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულების აკრძალვიდან გამონაკლისები და სახელმწიფო დახმარების გაცემის ზოგადი წესი.

61. 2014 წლის 1 ოქტომბრამდე სააგენტომ შეიმუშაოს და დაამტკიცოს ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სამართლებრივი აქტები.

7. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის კანონი „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 27.06.2005, მუხ. 188).

8. ამ კანონით განსაზღვრული სააგენტოს ის უფლებამოსილებანი, რომელთა განსახორციელებლადაც აუცილებელია ამავე კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების დამტკიცება/მიღება, სრულად ამოქმედდეს შესაბამისი სამართლებრივი აქტის დამტკიცებისთანავე/მიღებისთანავე.

9. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №65 44 - ვებგვერდი, 04 .0 7 .2012წ.

საქართველოს 2014  წლის 21  მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ.

საქართველოს პრეზიდენტი მ . სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 8 მაისი.

№6148-Iს

16. 29/11/2023 - საქართველოს კანონი - 3754-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 11/12/2023 15. 13/06/2023 - საქართველოს კანონი - 3111-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 30/06/2023 14. 22/12/2022 - საქართველოს კანონი - 2522-Xრს-Xმპ - ვებგვერდი, 29/12/2022 13. 30/11/2022 - საქართველოს კანონი - 2213-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 15/12/2022 12. 29/03/2022 - საქართველოს კანონი - 1457-VIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 06/04/2022 11. 28/05/2021 - საქართველოს კანონი - 524-IVმს-Xმპ - ვებგვერდი, 28/05/2021 10. 18/09/2020 - საქართველოს კანონი - 7167-Iს - ვებგვერდი, 25/09/2020 9. 16/09/2020 - საქართველოს კანონი - 7126-Iს - ვებგვერდი, 21/09/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 8. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 6893-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 7. 13/07/2020 - საქართველოს კანონი - 6750-რს - ვებგვერდი, 21/07/2020 6. 20/12/2019 - საქართველოს კანონი - 5662-რს - ვებგვერდი, 31/12/2019 5. 20/12/2019 - საქართველოს კანონი - 5650-რს - ვებგვერდი, 27/12/2019 4. 21/03/2014 - საქართველოს კანონი - 2159-IIს - ვებგვერდი, 27/03/2014 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 3. 20/11/2013 - საქართველოს კანონი - 1586-რს - ვებგვერდი, 03/12/2013 2. 06/09/2013 - საქართველოს კანონი - 1040-Iს - ვებგვერდი, 23/09/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 1. 22/06/2012 - საქართველოს კანონი - 6544-Iს - ვებგვერდი, 04/07/2012