„თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1040-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 06/09/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/09/2013
სარეგისტრაციო კოდი 240140000.05.001.017065
1040-Iს
06/09/2013
ვებგვერდი, 23/09/2013
240140000.05.001.017065
„თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25.05.2012, სარეგისტრაციო კოდი: 240140000.05.001.016710) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) სატარიფო რეგულირების მქონე ეკონომიკური სფეროები – „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“, „მაუწყებლობის შესახებ“ და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონებით დადგენილი სფეროები, რომლებშიც დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოები უფლებამოსილი არიან, განახორციელონ სატარიფო პოლიტიკა, აგრეთვე მუნიციპალური მომსახურების სფეროები, რომლებშიც თავისუფალი ფასწარმოქმნა და კონკურენცია შეზღუდულია და რომლებიც საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებად და ექვემდებარება სატარიფო რეგულირებას;“.

 2. მე­-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კანონის მოთხოვნათა დაცვისა და შესრულების უფლებამოსილების მქონე ორგანოა საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო (შემდგომ – სააგენტო).“.

 მუხლი 2

1. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში:

ა) საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ამ კანონის საფუძველზე შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღება;

ბ) სათანადო უწყებებმა უზრუნველყონ შესაბამისი სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

 2. ამ კანონის საფუძველზე საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 23 ივლისის №619 ბრძანებულება „რეგულირებადი ეკონომიკური სფეროების განსაზღვრის შესახებ“;

ბ) საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 19 დეკემბრის №829 ბრძანებულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შექმნის შესახებ“.

3. ამ კანონის ამოქმედებამდე გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ამ კანონის საფუძველზე მიღებული ახალი სამართლებრივი აქტების ამოქმედებამდე.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

6 სექტემბერი 2013 წ.

N1040-Iს