„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ

„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 146-Iმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 13/12/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2024
სარეგისტრაციო კოდი 240140000.05.001.102447
146-Iმს-XIმპ
13/12/2024
ვებგვერდი, 29/12/2024
240140000.05.001.102447
„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 21.09.2020, სარეგისტრაციო კოდი: 240140000.05.001.020181) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის მე-3−მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს საბჭო პირველად დაკომპლექტდეს განსხვავებული წესით, კერძოდ, საბჭოს 2 წევრი აირჩეს 4 წლის ვადით, ხოლო საბჭოს 3 წევრი − 5 წლის ვადით. ამ საბჭოს პირველად დაკომპლექტებამდე საბჭოს ფუნქციების შესრულება დაეკისროს აღნიშნული სააგენტოს თავმჯდომარეს.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი თავად განსაზღვრავს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს საბჭოს წევრის თანამდებობაზე რომელი კანდიდატურა რა ვადით ასარჩევად უნდა წარუდგინოს საქართველოს პარლამენტს.

5. მომდევნო არჩევნებისას საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის  სააგენტოს საბჭოს წევრები, მათ შორის, ხელახლა − საბჭოს თავდაპირველი წევრები, არჩეულ იქნენ 5 წლის ვადით.

6. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და საქართველოს პარლამენტმა 2027 წლის 1 თებერვლამდე უზრუნველყონ ამ კანონის პირველი მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებული „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 171 მუხლის პირველი−მე-8 და მე-12 პუნქტებითა და ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს საბჭოს დაკომპლექტების მიზნით სათანადო ღონისძიებების განხორციელება.“. 

2. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-16 და მე-19 პუნქტები ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

13 დეკემბერი 2024 წ.

N146-Iმს-XIმპ