„თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1586-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/11/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 240140000.05.001.017205
1586-რს
20/11/2013
ვებგვერდი, 03/12/2013
240140000.05.001.017205
„თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25.05.2012, სარეგისტრაციო კოდი: 240140000.05.001.016710) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

   1. მე-3 მუხლის „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „რ) სატარიფო რეგულირების მქონე ეკონომიკური სფეროები – „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“, „მაუწყებლობის შესახებ“ და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონებით დადგენილი სფეროები, რომლებშიც ეროვნული მარეგულირებელი ორგანოები უფლებამოსილი არიან, განახორციელონ სატარიფო პოლიტიკა, აგრეთვე მუნიციპალური მომსახურების სფეროები, რომლებშიც თავისუფალი ფასწარმოქმნა და კონკურენცია შეზღუდულია და რომლებიც საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებად და ექვემდებარება სატარიფო რეგულირებას;“.

    2. VI თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი VI

სააგენტოს და ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების თანამშრომლობა

   

   მუხლი 30. თანამშრომლობა სატარიფო რეგულირების მქონე ეკონომიკურ სფეროში კონკურენციის დარღვევის შემთხვევათა შესწავლისას

   სააგენტო და შესაბამისი ეროვნული მარეგულირებელი ორგანო თანამშრომლობენ სატარიფო რეგულირების მქონე ეკონომიკურ სფეროში კონკურენციის დარღვევის შემთხვევათა შესწავლის პროცესში.

    მუხლი 31. თანამშრომლობის ფორმები

1. თუ სააგენტოში წარდგენილ იქნა საჩივარი სატარიფო რეგულირების მქონე ეკონომიკურ სფეროში კონკურენციის შესაძლო დარღვევის თაობაზე, ეს საჩივარი სააგენტომ უნდა გადაუგზავნოს შესაბამის ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს.

 2. ეროვნულმა მარეგულირებელმა ორგანომ სატარიფო რეგულირების მქონე ეკონომიკურ სფეროში კონკურენციის დარღვევის შემთხვევის შესწავლისათვის საქმის დაწყების თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სააგენტოს.

 3. სააგენტო უფლებამოსილია ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე შეიმუშაოს საექსპერტო მოსაზრებები სატარიფო რეგულირების მქონე ეკონომიკურ სფეროში კონკურენციის დარღვევის შემთხვევების თაობაზე ეროვნული მარეგულირებელი ორგანოსთვის წარსადგენად.

 4. ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს შეუძლია კონკურენციასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციისათვის მიმართოს სააგენტოს.

5. სატარიფო რეგულირების მქონე ეკონომიკურ სფეროში კონკურენციის დარღვევის შემთხვევათა შესწავლისათვის შესაძლებელია შეიქმნას სააგენტოს და შესაბამისი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს თანამშრომლებით დაკომპლექტებული ერთობლივი სამუშაო ჯგუფი.

6. ეროვნულმა მარეგულირებელმა ორგანომ შესაძლოა მიმართოს სააგენტოს სატარიფო რეგულირების მქონე ეკონომიკურ სფეროში კონკურენციის დარღვევის შემთხვევის შესწავლის პროცესში სააგენტოს მიერ მონაწილეობის მიღების მიზნით.“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

20 ნოემბერი 2013 წ.

N1586-რს