„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 7167-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 18/09/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/09/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 240140000.05.001.020196
7167-Iს
18/09/2020
ვებგვერდი, 25/09/2020
240140000.05.001.020196
„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25.05.2012, სარეგისტრაციო კოდი: 240140000.05.001.016710) 112 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) კონცენტრაცია არის გადახდისუუნარობის შედეგი და ხორციელდება „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად, აგრეთვე ლიკვიდაციის პროცესში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ პროცესში კონტროლს მოიპოვებს ვალაუვალი საწარმოს კონკურენტი საწარმო ან ის ჯგუფი, რომელსაც ვალაუვალი საწარმოს კონკურენტები მიეკუთვნებიან;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2021 წლის 1 აპრილიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

18 სექტემბერი 2020 წ.

N7167-Iს