„თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6544-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/06/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 240140000.05.001.016843
  • Word
6544-Iს
22/06/2012
ვებგვერდი, 04/07/2012
240140000.05.001.016843
„თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25.05.2012, სარეგისტრაციო კოდი: 240140000.05.001.016710) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) სატარიფო რეგულირების მქონე ეკონომიკური სფეროები – „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“, „მაუწყებლობის შესახებ“ და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონებით დადგენილი სფეროები, რომლებშიც დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოები უფლებამოსილი არიან , განახორციელონ სატარიფო პოლიტიკა, ასევე მუნიციპალური მომსახურების სფეროები, რომლებშიც თავისუფალი ფასწარმოქმნა და კონკურენცია შეზღუდულია და რომლებიც საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით განისაზღვრება რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებად და ექვემდებარება სატარიფო რეგულირებას;“.

2. 34-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ეს კანონი არ ვრცელდება „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ სფეროებში 2018 წლის 31 დეკემბრამდე დადებულ ხელშეკრულებაზე და მიღებულ გადაწყვეტილებაზე, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ამ სფეროებში მიღებულ გადაწყვეტილებაზე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი             მ . სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 22 ივნისი.

№6544-I