სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ

  • Word
სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1172
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 07/12/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 35, 26/12/2001
სარეგისტრაციო კოდი 110.070.000.05.001.001.003
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1172
07/12/2001
სსმ, 35, 26/12/2001
110.070.000.05.001.001.003
სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (16/03/2007 - 27/12/2011)

საქართველოს კანონი

სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

ეს კანონი განსაზღვრავს სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის სამართლებრივ, ეკონომიკურ და ორგანიზაციულ საფუძვლებს. მისი მიზანია საქართველოს მოქალაქეების და მოქალაქეობის არმქონე პირების ჯანმრთელობის დაცვა, შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრა, მისი გამომწვევი მიზეზების პროფილაქტიკა და აღნიშნული კატეგორიის პირთა რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის პირობების შექმნა.

    მუხლი 2

საქართველოს კანონმდებლობა სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის სფეროში შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის და სხვა ნორმატიული აქტებისაგან.

    მუხლი 3

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ექიმი-ექსპერტი – სპეციალობაში სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელი ექიმი, რომელსაც სამედიცინო-სოციალურ ექსპერტიზაში სპეციალური ცოდნა აქვს;

ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი – ადამიანი, რომელსაც დაავადების, ტრავმის, გონებრივი თუ ფიზიკური დეფექტის შედეგად, ჯანმრთელობის მეტ-ნაკლებად მოშლის გამო, დარღვეული აქვს ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციები, რაც განაპირობებს პროფესიული შრომის უნარის სრულ ან ნაწილობრივ დაკარგვას ანდა ყოფა-ცხოვრების არსებით გაძნელებას, რასაც იგი მიჰყავს ქმედობაუნარიანობის დროებით ან მუდმივ შეზღუდვამდე და სოციალური დაცვის საჭიროებამდე;

გ) შესაძლებლობის შეზღუდვის მიზეზი – შესაძლებლობის შეზღუდვის გამომწვევი სამედიცინო-ბიოლოგიური და სოციალური ფაქტორები, რომლებმაც განაპირობეს პირის შესაძლებლობის შეზღუდვა, რაც დადასტურებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სოციალური დაცვა – სახელმწიფოს მიერ გარანტირებული მუდმივი ან დროებითი ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი ღონისძიებების სისტემა, რომელიც მიზნად ისახავს უზრუნველყოს სათანადო პირობების შექმნა, რათა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა გადალახოს ქმედობაუნარიანობის შეზღუდვა, რომელიც მას შესაძლებლობას მისცემს სხვა მოქალაქეთა მსგავსად მონაწილეობა მიიღოს საზოგადოებრივ საქმიანობასა და ყოფა-ცხოვრებაში;

ე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის წარმომადგენელი – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის კანონიერი წარმომადგენელი (მშობელი, მშვილებელი, მეურვე, მზრუნველი ან ნდობით აღჭურვილი პირი);

ვ) პროფესია – ადამიანის შრომითი საქმიანობის სახე, რომელსაც ის ფლობს სპეციალური განათლების შედეგად მიღებული ცოდნით, უნარითა და გამოცდილებით;

ზ) სამედიცინო დაწესებულება – საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ლიცენზიის მქონე ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის იურიდიული პირი, რომელიც დადგენილი წესით ახორციელებს სამედიცინო საქმიანობას;

თ) ქმედობაუნარიანობა – თვითმომსახურების, გადაადგილების, ორიენტაციის, ურთიერთობის, თვითკონტროლის, სწავლისა და შრომითი საქმიანობის უნარი;

ი) ქმედობაუნარიანობის შეზღუდვა – ჯანმრთელობის მოშლით გამოწვეული ადამიანის საქმიანობის ნორმიდან გადახრა, რაც ხასიათდება თვითმომსახურების, გადაადგილების, ორიენტაციის, ურთიერთობის, თვითკონტროლის, სწავლისა და შრომითი საქმიანობის უნარის შეზღუდვით;

კ) ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის ხარისხი – ჯანმრთელობის მოშლის შედეგად გამოწვეული ადამიანის საქმიანობის ნორმიდან გადახრის სიდიდე;

ლ) შრომითი, საყოფაცხოვრებო და საზოგადოებრივი საქმიანობისათვის სპეციალურად შექმნილი პირობები – სპეციალური სანიტარიულ–ჰიგიენური, ორგანიზაციული, ტექნიკური, ტექნოლოგიური, სამართლებრივი, ეკონომიკური, მიკროსოციალური ფაქტორები, რომლებიც შესაძლებელს ხდის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა შეასრულოს შრომითი, საყოფაცხოვრებო და საზოგადოებრივი საქმიანობა რეაბილიტაციური პოტენციალის შესაბამისად.

მ) შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება (შემდგომში – დაწესებულება) – სამედიცინო დაწესებულება, რომელიც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული დაავადებებისათვის, ანატომიური ან გონებრივი დეფექტებისათვის ახორციელებს სპეციალიზებულ სამედიცინო მომსახურებას.

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი№4298-სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.408

    მუხლი 4

1. სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზა არის დისციპლინათაშორისი საქმიანობის სფერო და მოიცავს სამედიცინო–ბიოლოგიურ, სოციოლოგიურ, სოციალურ, ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ და სხვა ასპექტებს.

2. სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ძირითადი ამოცანაა ადამიანის ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის ხარისხის განსაზღვრა და აქედან გამომდინარე შესაძლებლობის შეზღუდვის გამომწვევი მიზეზის, გადამოწმების ვადისა და მომდინარეობის დროის დადგენა, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის სხვადასხვა სახის განსაზღვრა.

3. სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის წამყვან პოზიციად ითვლება განსაზღვროს პირის სამედიცინო და სოციალური სტატუსის დარღვევა ან მისი დაკარგვის ხარისხი, გამოავლინოს მათი შენარჩუნების უნარი და კომპენსაციურ-ადაპტაციური შესაძლებლობები, რომელთა რეალიზაცია ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სამედიცინო, პროფესიულ და სოციალურ რეაბილიტაციას, საზოგადოების სრულფასოვან წევრად გახდომას.

    მუხლი 5

პირის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრასა და სამედიცინო–სოციალური ექსპერტიზის სხვა საკითხების გადაწყვეტას საფუძვლად უდევს კლინიკურ-ფუნქციონალური, სოციალურ-საყოფაცხოვრებო, პროფესიულ-შრომითი და ფსიქოლოგიური მონაცემების კომპლექსური შეფასება.

    მუხლი 6

სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზა ტარდება შესაბამისი სადიაგნოსტიკო–სამკურნალო და სარეაბილიტაციო ღონისძიებების განხორციელების შემდეგ.

    მუხლი 7

სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისათვის პირის სამედიცინო გამოკვლევისა და დიაგნოსტიკის ხარისხზე პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამისი ლიცენზიის მქონე სამედიცინო დაწესებულებას.

    მუხლი 8

სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის საკითხებზე დასკვნა გამოაქვს დაწესებულებას.

საქართველოს 2003 წლის 23 ივლისის კანონი №2573-სსმI, №24, 20.08.2003წ., მუხ.176

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი№4298-სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.408

    მუხლი 9 (ამოღებულია).

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი№4298-სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.408

თავი II

პირის შესაძლებლობის შეზღუდვის ცნება და კატეგორიები

    მუხლი 10

1. შესაძლებლობის შეზღუდვა არის დაავადების, ტრავმის, ანატომიური ან გონებრივი დეფექტის შედეგად გამოწვეული ადამიანის ჯანმრთელობის მოშლა ორგანიზმის ფუნქციის მყარი დარღვევით, რაც განაპირობებს ქმედობაუნარიანობის დროებით ან მუდმივ შეზღუდვას, რის გამოც საჭირო ხდება მისი სოციალური დაცვა.

2. ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის სიმძიმის მიხედვით ქმედობაუნარიანობის შეზღუდვა განისაზღვრება შემდეგი ხარისხით:

ა) მსუბუქად გამოხატული;

ბ) ზომიერად გამოხატული;

გ) მნიშვნელოვნად გამოხატული;

დ) მკვეთრად გამოხატული.

3. შესაძლებობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის საფუძველს წარმოადგენს ქმედობაუნარიანობის ზომიერად, მნიშვნელოვნად და მკვეთრად გამოხატული შეზღუდვა.

4. შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესს შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

5. 18 წლის ასაკის მიღწევამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს უდგინდება კატეგორია – „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი“, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული და დამტკიცებული წესის შესაბამისად.

    მუხლი 11

1. ანატომიური ან გონებრივი დეფექტისა და ორგანიზმის დარღვეული ფუნქციის საკომპენსაციო საშუალებებით უზრუნველყოფის, შრომის სპეციალური ან ინდივიდუალური პირობების შექმნის შემთხვევაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა, რომლის ქმედობაუნარიანობის შეზღუდვა გამოხატულია მნიშვნელოვნად ან მკვეთრად, შესაძლებელია შეასრულოს სხვადასხვა სახის სამუშაო.

2. დაავადებების, ანატომიური ან გონებრივი დეფექტების ნუსხას, რომელთა დროსაც დასაშვებია სპეციალურ ან ინდივიდუალურ პირობებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის შრომა, შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

თავი III

შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის გადამოწმების ვადები

    მუხლი 12

1. ორგანიზმის სისტემების და ორგანოთა არამყარი, შექცევადი მორფოლოგიური ცვლილებებისა და ფუნქციური დარღვევებისას, დაავადების მიმდინარეობაზე, ჩატარებული სარეაბილიტაციო ღონისძიებების ეფექტურობაზე დაკვირვების მიზნით, ტარდება პირის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის პერიოდული გადამოწმება:

ა) ქმედობაუნარიანობის ზომიერად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდვის დროს – წელიწადში ერთხელ;

ბ) ქმედობაუნარიანობის მკვეთრად გამოხატული შეზღუდვის დროს – ორ წელიწადში ერთხელ.

2. კლინიკური და სოციალური პროგნოზიდან, აგრეთვე სარეაბილიტაციო ღონისძიებების ჩატარების შედეგად მოსალოდნელი ეფექტურობიდან გამომდინარე, შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი შეიძლება დადგინდეს 6 თვით.

    მუხლი 13

პირის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი დგინდება იმ მომდევნო თვის პირველ რიცხვამდე, რომელ თვეშიც დანიშნულია გადამოწმება.

    მუხლი 14

შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი გადამოწმების გარეშე (უვადოდ) უდგინდება:

ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, რომელსაც ჯანმრთელობის მოშლის გამო აღენიშნება ორგანიზმის სისტემებისა და ორგანოთა მყარი, შეუქცევადი მორფოლოგიური ცვლილებები და აქვს ფუნქციური დარღვევები, როცა ჩატარებული სარეაბილიტაციო ღონისძიებები არ იძლევა ეფექტს, არ ხდება დარღვეული ქმედობაუნარიანობის აღდგენა ან გაუმჯობესება დაწესებულებაში არანაკლებ 5 წლის დაკვირვების შემდეგ;

ბ) სამხედრო ვალდებულების შესრულებისას მიღებული ტრავმის ან დაავადების, სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვული ობიექტების ავარიის შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მამაკაცს 55 წლის ასაკის ზევით, ხოლო ქალს – 50 წლის ასაკის ზევით;

გ) ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურისა და სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების სხვა ბირთვული ობიექტების ავარიის შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, რომელმაც გადაიტანა ნებისმიერი ხარისხის სხივური დაავადება – ასაკის მიუხედავად;

დ) საპენსიო ასაკს გადაცილებულ პირს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აღინიშნება კეთილსაიმედო კლინიკური პროგნოზი, როცა სახეზეა ორგანიზმის სისტემებისა და ორგანოთა არამყარი, შექცევადი მორფოლოგიური ცვლილებები და ფუნქციური დარღვევები და რეაბილიტაციური ღონისძიებების ჩატარებით შესაძლოა დადებითი ეფექტის მიღწევა;

ე) პირს, რომელსაც შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი დაუდგინდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ნუსხით გათვალისწინებული დაავადებებით, ანატომიური ან გონებრივი დეფექტებით.

საქართველოს 2003 წლის 23 ივლისის კანონი №2573-სსმI, №24, 20.08.2003წ., მუხ.176

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი№4298-სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.408

    მუხლი 15

1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გადამოწმება დადგენილ ვადაზე ადრე, ან იმ პირის გადამოწმება, რომელსაც შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი დადგენილი აქვს უვადოდ, ხდება ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ქმედობაუნარიანობის შეცვლისას, ან მაკონტროლებელი ორგანოს მიერ დასაბუთებული ეჭვის არსებობისას, თუ გამოვლინდება შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის შესახებ დაუსაბუთებლად გაცემული დასკვნა.

2. ამ კანონის მე-14 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საპენსიო ასაკის ზევით იმ პირთა გადამოწმება, რომლებსაც შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი დადგენილი აქვთ უვადოდ, ხდება მხოლოდ მათი განცხადებით, ან თუ დასკვნა გაცემულია ყალბი საბუთების საფუძველზე, რასაც დაადასტურებს საამისოდ უფლებამოსილი ორგანო.

3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტოს) უფლება აქვს გადამოწმების მიზნით გამოიძახოს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი.

4. პირს, გამოუცხადებლობის შემთხვევაში, უჩერდება შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მოქმედება.

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი№4298-სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.408

თავი IV

შესაძლებლობის შეზღუდვის მიზეზები

    მუხლი 16

1. შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრისას დაწესებულება ადგენს შემდეგ მიზეზებს:

ა) საერთო დაავადება;

ბ) შრომითი დასახიჩრება;

გ) პროფესიული დაავადება;

დ) ბავშვობიდან შესაძლებლობის შეზღუდვა;

ე) შესაძლებლობის შეზღუდვა, რაც დაკავშირებულია სამხედრო ვალდებულების შესრულებისას მიღებულ ტრავმასთან ან დაავადებასთან;

ვ) შესაძლებლობის შეზღუდვა, რაც არ არის დაკავშირებული სამხედრო ვალდებულების შესრულებისას მიღებულ ტრავმასთან ან დაავადებასთან;

ზ) შესაძლებლობის შეზღუდვა, რაც დაკავშირებულია ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურისა და სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების სხვა ბირთვული ობიექტების ავარიასთან;

თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მიზეზს.

2. შესაძლებლობის შეზღუდვა საერთო დაავადებასთან დაკავშირებულად ითვლება, თუ იგი კავშირში არ არის ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ-თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მიზეზებთან.

3. შესაძლებლობის შეზღუდვა შრომით დასახიჩრებასთან დაკავშირებულად ითვლება, თუ უბედური შემთხვევა მოხდა:

ა) შრომითი მოვალეობის (მათ შორის, მივლინებაში ყოფნისას), ან დამსაქმებლის ინტერესებიდან გამომდინარე რაიმე მოვალეობის შესრულებისას;

ბ) გზაში სამუშაოზე წასვლისას ან სამუშაოდან დაბრუნებისას;

გ) საწარმოო პრაქტიკის დროს;

დ) დამსაქმებლის ტერიტორიაზე ან სხვა ადგილზე სამუშაო დღის განმავლობაში, დადგენილი შესვენებისას ან/და სხვა დროს, რომელიც საჭიროა სამუშაო ადგილის მოსაწესრიგებლად, სამუშაოს დაწყებამდე, ან სამუშაოს დამთავრების შემდეგ;

ე) დამსაქმებლის ტერიტორიის ახლოს, სამუშაო დროს ან დადგენილი შესვენებისას, თუ იქ ყოფნა არ ეწინააღმდეგება შინაგანაწესს;

ვ) სახელმწიფო ან საზოგადოებრივი დავალების შესრულებისას;

ზ) ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისას;

თ) სახელმწიფო საკუთრების ან საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისას;

ი) დონორის ფუნქციის შესრულებისას.

4. შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი პროფესიული დაავადებით დაუდგინდება პირს, რომელსაც მწვავე ან ქრონიკული დაავადება განუვითარდა მოცემული პროფესიისათვის დამახასიათებელი მავნე ფაქტორების ზემოქმედებით, ან იმ საწარმოსათვის დამახასიათებელი შრომის პირობებით, სადაც ის მუშაობდა.

5. ბავშვობიდან შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი უდგინდება პირს, რომლის შესაძლებლობის შეზღუდვა 18 წლის ასაკამდე მოხდა.

6. შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი სამხედრო ვალდებულების შესრულებისას მიღებული ტრავმით ან დაავადებით დაუდგინდება თადარიგის სამხედრო მოსამსახურეებს, ან საქართველოს კანონმდებლობით მათთან გათანაბრებულ პირებს, თუ იგი უკავშირდება საქართველოს და ყოფილი სსრ კავშირის ინტერესების, მათი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვას ან სხვა სამხედრო ან ოპერატიულ მოვალეობათა შესრულებას, აგრეთვე სხვა ქვეყნების ლოკალურ ომებში მიღებულ ჭრილობას, დასახიჩრებას, კონტუზიას ან დაავადებას.

7. შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი, რომელიც დაკავშირებული არ არის სამხედრო ვალდებულების შესრულებასთან, დგინდება იმ შემთხვევაში, როცა ტრავმა ან დაავადება მიღებულია სამხედრო სამსახურის გავლისას და არ უკავშირდება სამხედრო ვალდებულების შესრულებას. ასეთ შემთხვევაში შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი დგინდება, თუ ის დადგა სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში, ან დემობილიზაციიდან 3 თვის განმავლობაში, ანდა დემობილიზაციიდან 3 თვის გასვლის შემდეგ, თუ ტრავმა ან დაავადება მიღებულია სამხედრო სამსახურის პერიოდში, ან დემობილიზაციიდან 3 თვის ვადაში.

8. შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის და სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების სხვა ბირთვული ობიექტების ავარიასთან დაკავშირებით უდგინდება პირს, რომლის შესაძლებლობის შეზღუდვა გამოწვეულია ავარიის ლიკვიდაციაში მონაწილეობით ან რომელმაც განიცადა რადიაქტიური ზემოქმედება რადიაქტიური ნივთიერებებით დაბინძურებულ ტერიტორიაზე.

9. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გადამოწმებისას დაწესებულებას უფლება აქვს შეუცვალოს მას შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მიზეზი, თუ დაავადების ან/და დასახიჩრების ხასიათით არსებობს საფუძველი შესაძლებლობის შეზღუდვის სხვადასხვა მიზეზის დასადგენად. ასეთ შემთხვევაში შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მიზეზი უნდა დადგინდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის არჩევანით, ან დადგინდეს ის მიზეზი, რომელიც უფრო მეტი პენსიის მიღების უფლებას იძლევა.

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი№4298-სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.408

თავი V

დასაქმებულთათვის შრომითი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით მიღებული დასახიჩრების, პროფესიული დაავადების ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანების შედეგად დაკარგული პროფესიული შრომისუნარიანობის ხარისხის განსაზღვრა

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი№4298-სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.408

    მუხლი 17

დასაქმებულთა დასახიჩრება, პროფესიული დაავადება ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანება შრომით დასახიჩრებად ჩაითვლება შრომითი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით (შემდგომში – შრომითი დასახიჩრება) იმ შემთხვევაში, თუ ის მოხდა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის, (შემდგომში – დამსაქმებელი) ტერიტორიაზე, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა, ან მის ფარგლებს გარეთ შრომითი მოვალეობის შესრულებისას, აგრეთვე დამსაქმებლის მიერ გამოყოფილი ტრანსპორტით სამუშაო ადგილზე წასვლის ან სამუშაოდან წამოსვლის შემთხვევაში.

    მუხლი 18 (ამოღებულია).

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი№4298-სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.408

    მუხლი 19

დაზარალებულმა, რომელიც პირველად გადის შემოწმებას, ან მისმა წარმომადგენელმა დაწესებულებაში უნდა წარადგინოს იმ დამსაქმებლის ადმინისტრაციის ან პროფესიული კავშირის მიმართვა, სადაც მიიღო შრომითი დასახიჩრება, ან სასამართლოს მიმართვა (სასამართლოს გადაწყვეტილება), უბედური შემთხვევის აქტი ან სხვა დოკუმენტი შრომითი დასახიჩრებით მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების შესახებ (შესაბამისი სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს წარმომადგენლის დასკვნა), ხოლო პროფესიული დაავადების შემთხვევაში – სამედიცინო დაწესებულების დასკვნა.

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი№4298-სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.408

    მუხლი 20

1. პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხს დაწესებულება განსაზღვრავს შრომითი დასახიჩრების შედეგების გათვალისწინებით.

2. თუ შრომითი დასახიჩრების შედეგად გაუარესდა ადრე არსებული დაავადება, შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხი განისაზღვრება მისგან გამოწვეული ორგანიზმის ფუნქციის დარღვევის გამოხატულებიდან გამომდინარე, ადრე არსებული დარღვევების გათვალისწინებით.

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი№4298-სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.408

    მუხლი 21

1. პროფესიული შრომისუნარიანობა ესაა ადამიანის უნარი, შეასრულოს განსაზღვრული კვალიფიკაციისა და მოცულობის სამუშაო სათანადო ხარისხით.

2. თუ დაზარალებულს აქვს რამდენიმე პროფესია, შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხის განსაზღვრისას მისი არჩევით ძირითად პროფესიად ჩაითვლება ის, რომელი პროფესიითაც მუშაობდა დაზარალებული შრომითი დასახიჩრებისას ან რომელი პროფესიითაც აქვს ხანგრძლივი მუშაობის სტაჟი, აგრეთვე პროფესია, რომელშიც მიენიჭა უმაღლესი კვალიფიკაცია. იმ მოსწავლეს (სტუდენტს), რომელმაც მიიღო შრომითი დასახიჩრება საწარმოო პრაქტიკის გავლისას ძირითად პროფესიად ჩაეთვლება ის პროფესია, რომელშიც გადის სწავლებას.

3. ცნობებს დაზარალებულის შრომითი საქმიანობის, შრომის პირობებისა და შესრულებული სამუშაოს ხასიათის შესახებ დაწესებულება აზუსტებს სამუშაო ადგილიდან და შესაბამისი სანიტარიული ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე.“

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი№4298-სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.408

    მუხლი 22

1. თუ დაზარალებულს აქვს ორგანიზმის ფუნქციის გამოხატული დარღვევა, რაც შეუძლებელს ხდის ან აბრკოლებს ნებისმიერი შრომის შესრულებას, მათ შორის, სპეციალურად შექმნილ პირობებშიც კი, უდგინდება პროფესიული შრომის-უნარიანობის დაკარგვა 100 (ასი) პროცენტით.

2. თუ დაზარალებულს შეუძლია შეასრულოს სამუშაო მხოლოდ სპეციალურად შექმნილ პირობებში, პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვა განისაზღვრება არანაკლებ 70 (სამოცდაათი) პროცენტით.

3. თუ დაზარალებულს შრომითი დასახიჩრების შედეგად შეუძლია შეასრულოს თავისი პროფესიული საქმიანობა, მაგრამ ნაკლები მოცულობით ან კვალიფიკაციის დაქვეითებით და ანაზღაურების შემცირებით, ან მან დაკარგა კვალიფიკაცია, მაგრამ შეუძლია შეასრულოს შედარებით დაბალი კვალიფიკაციისა და მცირე ანაზღაურების სხვა პროფესიის სამუშაო, პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხი განისაზღვრება 25-დან (ოცდახუთი) 60 (სამოც) პროცენტამდე, სამუშაოს მოცულობის, ანაზღაურების შემცირებისა და კვალიფიკაციის დაქვეითების მიხედვით.

4. თუ დაზარალებულს შეუძლია მუშაობის გაგრძელება თავისი პროფესიით, რასაც თან სდევს ანაზღაურების შემცირება, ან თავისი პროფესიით, მაგრამ წინანდელზე უფრო მეტი დაძაბულობით, პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხი დგინდება 25 (ოცდახუთ) პროცენტამდე.

    მუხლი 23

განმეორებით მიღებული შრომითი დასახიჩრებისას პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხი პროცენტებში განისაზღვრება თითოეული შრომითი დასახიჩრების მიხედვით, მიუხედავად იმისა, შრომითი დასახიჩრება მოხდა ერთსა და იმავე თუ სხვადასხვა დამსაქმებელთან მუშაობის დროს.

    მუხლი 24

ამონაწერი შემოწმების აქტიდან პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხის განსაზღვრის შედეგების, დამატებითი დახმარების საჭიროების შესახებ ეგზავნება დამსაქმებელს ან სასამართლოს, რომლის მიმართვის საფუძველზედაც გაიარა შემოწმება დაზარალებულმა, ხოლო ცნობა შემოწმების შედეგების შესახებ დაზარალებულს ან მის წარმომადგენელს მიეცემა ხელზე.

    მუხლი 25

პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხს დაწესებულება ადგენს შრომითი დასახიჩრების მიღების დღიდან მთელ პერიოდზე, მიუხედავად იმისა, როდის მიმართა დაზარალებულმა დაწესებულებას ან დამსაქმებელს, ან ადრე დადგენილი პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხის ვადის გასვლის დღიდან მთელ პერიოდზე, თუ არსებობს ამის საფუძველი.

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი№4298-სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.408

    მუხლი 26

1. პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხის განსაზღვრისას დაზარალებულის გადამოწმება დაწესებულებაში ხდება 6 თვის ანდა 1 ან 2 წლის შემდეგ, შრომითი დასახიჩრების ხასიათისა და სამედიცინო, სოციალური, შრომითი რეაბილიტაციის შედეგად შრომისუნარიანობის მთლიანად ან ნაწილობრივ აღდგენის შესაძლებლობების გათვალისწინებით.

2. პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხი გადამოწმების გარეშე (უვადოდ) დგინდება:

ა) თუ შრომითი დასახიჩრების შედეგები იძლევა პირისათვის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის გადამოწმების გარეშე (უვადოდ) დადგენის საფუძველს, ან პროფესიული შრომისუნარიანობის ნაწილობრივი დაკარგვა განპირობებულია შრომითი დასახიჩრებით გამოწვეული მყარი, შეუქცევადი შედეგებით და არ იძლევა შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის საფუძველს;

ბ) საპენსიო ასაკს გადაცილებულ პირზე, გარდა კეთილსაიმედო კლინიკური პროგნოზისა, როცა სახეზეა შრომითი დასახიჩრების შედეგად განპირობებული ორგანიზმის სისტემებისა და ორგანოთა შექცევადი მორფოლოგიური ცვლილებები და ფუნქციური დარღვევები.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის გადამოწმება, რომელსაც პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხი დადგენილი აქვს გადამოწმების გარეშე (უვადოდ), ხდება მისივე განცხადების საფუძველზე ან არასწორი, დაუსაბუთებლად გამოტანილი საექსპერტო დასკვნის გამოვლენისას (მათ შორის, თუ საექსპერტო დასკვნა გამოტანილია ყალბი საბუთების საფუძველზე, რასაც ადასტურებს საამისოდ უფლებამოსილი ორგანო).

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი№4298-სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.408

თავი VI

შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი№4298-სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.408

 

    მუხლი 27

დაწესებულების საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სააგენტო, რომელიც შერჩევით ან/და საჭიროებისამებრ ამოწმებს დაწესებულების მიერ გაცემული დასკვნის სისწორეს.

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი№4298-სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.408

    მუხლი 28

1. სააგენტოს შეუძლია შერჩევით შეამოწმოს დაწესებულების საქმიანობა წელიწადში ერთხელ.

2. სახელმწიფო კონტროლის განხორციელების შესახებ სააგენტოს ხელმძღვანელის ბრძანება წარმოადგენს ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტს. სააგენტო შემოწმების დროს ვალდებულია სამედიცინო დაწესებულებას წარუდგინოს აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

3. სააგენტოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით შემოწმების განსახორციელებლად შესაძლებელია მოწვეულ იქნეს შესაბამისი სპეციალისტი.

4. სააგენტო ვალდებულია შემოწმების დასრულების შემდეგ შეადგინოს შემოწმების აქტი.

5. დარღვევის გათვალისწინებით სააგენტო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება იმავე ან სხვა დაწესებულების მიერ განმეორებითი შემოწმების ჩატარების შესახებ.

6. სააგენტო დასაბუთებული ეჭვის არსებობისას უფლებამოსილია, სასამართლოს წინაშე დააყენოს საკითხი დაწესებულების მიერ არასწორად გაცემული საექსპერტო დასკვნის გაუქმების შესახებ.

7. სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე ჩერდება საექსპერტო დასკვნის მოქმედება.

8. სააგენტო უფლებამოსილი ორგანოს წინაშე აყენებს დაწესებულების წევრთა პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხს.

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი№4298-სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.408

    მუხლი 29

დაწესებულების საექსპერტო დასკვნის შემოწმება არ წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობის კონტროლს და, შესაბამისად, მასზე არ ვრცელდება „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება.

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი№4298-სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.408

    მუხლი 30(ამოღებულია).

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი№4298-სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.408

    მუხლი 31(ამოღებულია).

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი№4298-სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.408

    მუხლი 32(ამოღებულია).

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი№4298-სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.408

    მუხლი 33(ამოღებულია).

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი№4298-სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.408

    მუხლი 34(ამოღებულია).

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი№4298-სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.408

    მუხლი 35(ამოღებულია).

საქართველოს 2003 წლის 23 ივლისის კანონი №2573-სსმI, №24, 20.08.2003წ., მუხ.176

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი№4298-სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.408

    მუხლი 36(ამოღებულია).

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი№4298-სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.408

    მუხლი 37(ამოღებულია).

საქართველოს 2003 წლის 23 ივლისის კანონი №2573-სსმI, №24, 20.08.2003წ., მუხ.176

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი№4298-სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.408

    მუხლი 38(ამოღებულია).

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი№4298-სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.408

    მუხლი 39 (ამოღებულია).

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი№4298-სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.408

თავი VII

სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ორგანიზაცია

    მუხლი 40(ამოღებულია).

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი№4298-სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.408

    მუხლი 41(ამოღებულია).

საქართველოს 2002 წლის 3 დეკემბრის კანონი №1811-სსმI, №32, 20.12.2002წ., მუხ.154

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი№4298-სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.408

    მუხლი 42

დაწესებულებამ, საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩასატარებლად შეიძლება მოიწვიოს შესაბამისი სპეციალისტი.

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი№4298-სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.408

    მუხლი 43.(ამოღებულია).

საქართველოს 2003 წლის 23 ივლისის კანონი №2573-სსმI, №24, 20.08.2003წ., მუხ.176

საქართველოს 2004 წლის 12 ოქტომბრის კანონი №492-სსმI, №31, 27.10.2004წ., მუხ.142

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი№4298-სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.408

    მუხლი 44(ამოღებულია).

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი№4298-სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.408

    მუხლი 45(ამოღებულია).

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი№4298-სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.408

    მუხლი 46

დაწესებულება ვალდებულია:

ა) დაადგინოს პირის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი;

ბ) დაადგინოს მიზეზობრივი კავშირი შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსთან მიმართებით, განსაზღვროს გადამოწმების ვადა და მომდინარეობის პერიოდი;

გ) განუსაზღვროს 18 წლამდე პირს კატეგორია – „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი“;

დ) განუსაზღვროს პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხის პროცენტი დასაქმებულს, რომელმაც შრომითი მოვალეობის შესრულებისას მიიღო დასახიჩრება, პროფესიული დაავადება ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანება, აგრეთვე დამატებითი დახმარების გაწევა;

ე) განსაზღვროს შრომით დასახიჩრებასთან, ფრონტზე ყოფნასთან და სხვა გარემოებებთან მარჩენალის გარდაცვალების მიზეზობრივი კავშირის არსებობა, გარდაცვლილის ოჯახისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეღავათების გასავრცელებლად, პენსიის დასანიშნად და მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად;

ვ) შეამოწმოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი გადაადგილების საშუალების (სავარძელ-ეტლი, ველოეტლი) მისაღებად სამედიცინო ჩვენებების განსაზღვრის მიზნით;

ზ) დახმარება აღმოუჩინოს პირს იმ საბუთების მოძიებაში, რომლებიც აუცილებელია სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩასატარებლად და რომელთა წარდგენაც საქართველოს კანონმდებლობით ეკისრება შესამოწმებელ პირს;

თ) მონაწილეობა მიიღოს შესაძლებლობის შეზღუდვის პროფილაქტიკისა და სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის აქტუალურ საკითხებზე მოწყობილ კონფერენციებში, თათბირებსა და სემინარებში;

ი) სამხედრო ვალდებულისა და წვევამდელის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად ცნობის შემთხვევაში ინფორმაცია მიაწოდოს შესაბამის სამხედრო კომისარიატს;

კ) გასვლითი სხდომა ჩაატაროს სამედიცინო დაწესებულებასა და ავადმყოფის საცხოვრებელ სადგომში იმ მძიმე ავადმყოფის შესამოწმებლად, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია გამოცხადდეს დაწესებულებაში;

ლ) სააგენტოს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს კონტროლის განხორციელებისათვის საჭირო ყველა ინფორმაცია (დოკუმენტები).

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი№4298-სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.408

    მუხლი 47

დაწესებულებას უფლება აქვს:

ა) საჭიროების შემთხვევაში სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გააგზავნოს პირი, რომელიც მოწმდება დიაგნოზის დაზუსტებისა და ორგანიზმის (ორგანოთა) ფუნქციის დარღვევის ხარისხის დადგენის მიზნით;

ბ) გაუგრძელოს მკურნალობის ვადა იმ პირს, რომელიც დაწესებულებას მიმართავს მისთვის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დასადგენად, თუ არსებობს ამის საფუძველი;

გ) მოითხოვოს და მიიღოს სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩასატარებლად და მისთვის დაკისრებული სხვა ფუნქციის შესასრულებლად საჭირო მონაცემები, ცნობები სამედიცინო დაწესებულებიდან, საწარმოდან, ორგანიზაციიდან, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა.

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი№4298-სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.408

    მუხლი 48

საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სოციალური და სხვა უფლებების უზრუნველსაყოფად საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ყველა დაწესებულების, საწარმოსა და ორგანიზაციისათვის (მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) სავალდებულოა მისაღებად დაწესებულების დასკვნა პირისათვის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენისა და ამ კანონით განსაზღვრული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის სხვა საკითხებზე.

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი№4298-სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.408

თავი VIII

სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩატარების წესი

    მუხლი 49

დაწესებულებაში შემოწმებას ექვემდებარება პირი, რომელიც მუდმივად ცხოვრობს საქართველოში და რომელსაც დაავადების, ტრავმის, ანატომიური ან გონებრივი დეფექტის შედეგად აქვს ორგანიზმის ფუნქციის დარღვევა ქმედობაუნარიანობის შეზღუდვით, როდესაც საქართველოს კანონმდებლობა შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენას ან სხვა საექსპერტო დასკვნის მიღებას უკავშირებს სოციალურ დაცვაზე უფლების მინიჭებას ან შესაბამის ვალდებულებათა შესრულებისაგან გათავისუფლებას ან/და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი№4298-სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.408

    მუხლი 50

დაწესებულებაში პირი შემოწმებას გაივლის ინდივიდუალური მიმართვის საფუძველზე.

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი№4298-სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.408

    მუხლი 51

1. თუ ავადმყოფს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია გამოცხადდეს დაწესებულებაში, შემოწმება ხდება სტაციონარში ან მის საცხოვრებელ სადგომში.

2. გამონაკლის შემთხვევაში (შორეულ და ძნელად მისადგომ ადგილებში) სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზა ტარდება პირის დაუსწრებლად, მისი ან მისი წარმომადგენლის თანხმობით.

 

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი№4298-სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.408

    მუხლი 52

1. სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზა ტარდება ყველა საჭირო სადიაგნოსტიკო, სამკურნალო და სარეაბილიტაციო ღონისძიების ჩატარების შემდეგ, დაავადებით, ტრავმით ან დეფექტით გამოწვეული ორგანიზმის ფუნქციის მყარად გამოხატული მოშლის შემთხვევაში.

2. სამედიცინო დაწესებულების მიერ სამედიცინო-სოციალურ ექსპერტიზაზე გასატარებლად შედგენილ მიმართვაში აღინიშნება მონაცემები პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ორგანიზმის სისტემებისა და ორგანოთა ფუნქციის დარღვევის ხარისხი, ორგანიზმის კომპენსატორული შესაძლებლობის მდგომარეობა, აგრეთვე ჩატარებული რეაბილიტაციური ღონისძიებების შედეგები.

    მუხლი 53

პირმა, რომელიც გადის შემოწმებას დაწესებულებაში, უნდა წარადგინოს პირადობის მოწმობა ან პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი, ხოლო დასაქმებულმა – ცნობა სამუშაო ადგილიდან, სამუშაოს ხასიათისა და პირობების მითითებით.

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი№4298-სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.408

    მუხლი 54(ამოღებულია).

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი№4298-სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.408

    მუხლი 55(ამოღებულია).

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი№4298-სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.408

    მუხლი 56

დაწესებულების მუშაობისათვის საჭირო საბუთების ფორმებს შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დაწესებულების მოთხოვნის საფუძველზე გასცემს სააგენტო.

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი№4298-სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.408

    მუხლი 57

შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის თარიღად ითვლება დაწესებულებაში შემოწმებისათვის საჭირო საბუთების წარდგენის დღე.“.

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი№4298-სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.408

    მუხლი 58(ამოღებულია).

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი№4298-სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.408

    მუხლი 59 (ამოღებულია).

საქართველოს 2003 წლის 23 ივლისის კანონი №2573-სსმI, №24, 20.08.2003წ., მუხ.176

    მუხლი 60

დაწესებულების დასკვნის სისწორე დაინტერესებულმა პირმა შეიძლება გაასაჩივროს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

საქართველოს 2003 წლის 23 ივლისის კანონი №2573-სსმI, №24, 20.08.2003წ., მუხ.176

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი№4298-სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.408

    მუხლი 61(ამოღებულია).

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი№4298-სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.408

    მუხლი 62 (ამოღებულია).

საქართველოს 2003 წლის 23 ივლისის კანონი №2573-სსმI, №24, 20.08.2003წ., მუხ.176

თავი IX

გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

    მუხლი 63

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ამ კანონის ძალაში შესვლიდან 5 თვეში შეიმუშაოს და მიიღოს შემდეგი ნორმატიული აქტები:

ა) „შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე;

ბ) „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი“ დადგენის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე;

გ) „დაავადებების, ანატომიური ან გონებრივი დეფექტების ნუსხა, რომელთა არსებობის შემთხვევაში დასაშვებია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სპეციალურ პირობებში შრომა“ დამტკიცების თაობაზე;

დ)(ამოღებულია).

2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2007 წლის 1 მარტამდე უზრუნველყოს სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისათვის საჭირო ფორმების დამტკიცების შესახებ ნორმატიული აქტის მიღება.

3. იმ პირებს, რომლებსაც შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მოქმედების ვადა გაუვიდათ ან გაუვათ 2007 წლის 1 იანვრიდან 2007 წლის 1 მაისამდე, შეუნარჩუნდეთ აღნიშნული სტატუსი ხელახალ გადამოწმებამდე, მაგრამ არა უგვიანეს 2007 წლის 1 მაისისა.

4. საქართველოს მთავრობამ 2007 წლის 1 აპრილამდე საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს შესაბამისი საკანონმდებლო აქტების პროექტები.

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი№4298-სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.408

საქართველოს 2007 წლის 16 მარტის კანონი №4500-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.82

    მუხლი 64

1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 3 თვის შემდეგ.

2.(ამოღებულია).

3.(ამორებულია).

საქართველოს 2004 წლის 14 იანვრის კანონი №3249-სსმI, №1, 24.01.2004წ., მუხ.3

საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3333-სსმI, №4, 02.03.2004წ., მუხ.8

საქართველოს 2004 წლის 12 ოქტომბრის კანონი №492-სსმI, №31, 27.10.2004წ., მუხ.142

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი№4298-სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.408

 

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2001 წლის 7 დეკემბერი.

№1172–Iს

შეტანილი ცვლილებები:

1.საქართველოს 2002 წლის 3 დეკემბრის კანონი №1811-სსმI, №32, 20.12.2002წ., მუხ.154

2.საქართველოს 2003 წლის 23 ივლისის კანონი №2573-სსმI, №24, 20.08.2003წ., მუხ.176

3.საქართველოს 2004 წლის 14 იანვრის კანონი №3249-სსმI, №1, 24.01.2004წ., მუხ.3

4.საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3333-სსმI, №4, 02.03.2004წ., მუხ.8

5.საქართველოს 2004 წლის 12 ოქტომბრის კანონი №492-სსმI, №31, 27.10.2004წ., მუხ.142

6.საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი№4298-სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.408

7.საქართველოს 2007 წლის 16 მარტის კანონი №4500-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.82

13. 13/06/2023 - საქართველოს კანონი - 3123-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 27/06/2023 12. 11/12/2019 - საქართველოს კანონი - 5468-Iს - ვებგვერდი, 19/12/2019 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 11. 05/07/2018 - საქართველოს კანონი - 3074-რს - ვებგვერდი, 11/07/2018 10. 07/03/2014 - საქართველოს კანონი - 2102-IIს - ვებგვერდი, 19/03/2014 9. 28/12/2011 - საქართველოს კანონი - 5665-რს - ვებგვერდი, 11/01/2012 8. 27/12/2011 - საქართველოს კანონი - 5629-რს - ვებგვერდი, 30/12/2011 7. 16/03/2007 - საქართველოს კანონი - 4500 - სსმ, 9, 31/03/2007 6. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4298 - სსმ, 51, 31/12/2006 5. 12/10/2004 - საქართველოს კანონი - 492 - სსმ, 31, 27/10/2004 4. 13/02/2004 - საქართველოს კანონი - 3333 - სსმ, 4, 02/03/2004 3. 14/01/2004 - საქართველოს კანონი - 3249 - სსმ, 1, 24/01/2004 2. 23/07/2003 - საქართველოს კანონი - 2573 - სსმ, 24, 20/08/2003 1. 03/12/2002 - საქართველოს კანონი - 1811 - სსმ, 32, 20/12/2002