„სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5468-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/12/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 110070000.05.001.019689
5468-Iს
11/12/2019
ვებგვერდი, 19/12/2019
110070000.05.001.019689
„სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №35, 26.12.2001, მუხ. 137) 91 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.  ამ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად საქართველოს მთავრობა ქმნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (შემდგომ − სააგენტო), რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს ამ კანონით, დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში.“.

მუხლი 2. ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის 9მუხლის პირველი პუნქტის შესრულების მიზნით:

ა) საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში მიიღოს ამავე კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ აქტი;

ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დებულებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა;

გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო 2020 წლის 1 იანვრიდან ჩაითვალოს საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად და საქმიანობა განაგრძოს მისი დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

11 დეკემბერი 2019 წ.

N5468-Iს