„სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3074-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 05/07/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/07/2018
სარეგისტრაციო კოდი 110070000.05.001.018984
3074-რს
05/07/2018
ვებგვერდი, 11/07/2018
110070000.05.001.018984
„სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №35, 26.12.2001, მუხ. 137) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება (შემდგომ – დაწესებულება) – სამედიცინო დაწესებულება, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული დაავადებებისთვის, ანატომიური ან გონებრივი დეფექტებისთვის ახორციელებს სპეციალიზებულ სამედიცინო მომსახურებას.“.

2. 91 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 91

1. ამ კანონის შესაბამისად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი (შემდგომ − სააგენტო), რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს ამ კანონით, დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში.

2. სააგენტოს დებულებას ამტკიცებს და მის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს ნიშნავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ხოლო სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.“.

3. მე-10 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესს შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

5. 18 წლის ასაკის მიღწევამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს უდგინდება კატეგორია „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი“, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული და დამტკიცებული წესის შესაბამისად.“.

4. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დაავადებების, ანატომიური ან გონებრივი დეფექტების ნუსხას, რომელთა დროსაც დასაშვებია სპეციალურ ან ინდივიდუალურ პირობებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის შრომა, შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტრო.“.

5. მე-14 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) პირს, რომელსაც შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი დაუდგინდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ნუსხით გათვალისწინებული დაავადებებით, ანატომიური ან გონებრივი დეფექტებით.“.

6. 56-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 56

დაწესებულების მუშაობისთვის საჭირო საბუთების ფორმებს შეიმუშავებს და ამტკიცებს  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დაწესებულების მოთხოვნის საფუძველზე გასცემს სააგენტო.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

5 ივლისი 2018 წ.

N3074-რს