საქართველოს მთავრობის კანცელარიის შექმნის შესახებ

  • Word
საქართველოს მთავრობის კანცელარიის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/03/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 31, 19/03/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 06/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 010.220.000.10.003.000.002
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
2
03/03/2004
სსმ, 31, 19/03/2004
010.220.000.10.003.000.002
საქართველოს მთავრობის კანცელარიის შექმნის შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (19/03/2004 - 13/04/2004)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №2

2004 წლის 3 მარტი

 ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის კანცელარიის შექმნის შესახებ

საქართველოს მთავრობის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის, ანალიტიკური, ინფორმაციული და სხვა მასალების მომზადების, აგრეთვე მთავრობის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობის მიზნით „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად:

1. შეიქმნას საქართველოს მთავრობის კანცელარია და დამტკიცდეს საქართველოს მთავრობის კანცელარიის თანდართული დებულება და სტრუქტურა.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტის მომზადებისას გაითვალისწინოს საქართელოს მთავრობის კანცელარიის დაფინანსებისათვის აუცილებელი სახსრები.

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია

საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს მთავრობის კანცელარია იქმნება „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოს მთავრობის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის, ანალიტიკური, ინფორმაციული და სხვა მასალების მომზადების, აგრეთვე მთავრობის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობის მიზნით.

2. მთავრობის კანცელარია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, კანონებით, საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის სამართლებრივი აქტებით, პრემიერ-მინისტრის ბრძანებებითა და ამ დებულებით.

3. მთავრობის კანცელარიას აქვს ბეჭედი საქართველოს გერბის გამოსახულებით, საკუთარი ბლანკი და ანგარიში ხაზინაში.

4. მთავრობის კანცელარიის სტრუქტურული ერთეულების დებულებებსა და საშტატო რიცხოვნობას ამტკიცებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

5. საქართველოს მთავრობის კანცელარიის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, ინგოროყვას ქ. №7.

    მუხლი 2. მთავრობის კანცელარიის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

საქართველოს მთავრობის კონსტიტუციური უფლებამოსილების შესაბამისად აღმასრულებელი ხელისუფლების, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელების, მთავრობის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის, ანალიტიკური, ინფორმაციული და სხვა მასალების მომზადების, აგრეთვე მთავრობის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობის მიზნით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მთავრობის კანცელარია უზრუნველყოფს:

ა) საქართველოს მთავრობის მიერ აღმასრულებელი ხელისუფლების, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელების პირობების შექმნას;

ბ) სამინისტროებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაციისა და კონტროლის ორგანიზების ხელშეწყობას, აგრეთვე სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების სპეციალურ რეესტრში რეგისტრაციას;

გ) სოციალურ-ეკონომიკურ, კულტურისა და სხვა სფეროებში დამტკიცებული სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების განხორციელების ხელშეწყობას;

დ) კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელებას;

ე) მინისტრებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელთა აქტების გაუქმების შესახებ დასკვნების მომზადებას;

ვ) ინფორმაციით საქართველოს პრემიერ-მინისტრს ქვეყნის საშინაო და საერთაშორისო მდგომარეობის შესახებ;

ზ) საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტების, პრემიერ-მინისტრის ბრძანებათა პროექტების მომზადებას;

თ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის საქმიანობის ინფორმაციულ-ანალიტიკურ უზრუნველყოფას;

ი) საქართველოს პრემიერ-მინისტრის ურთიერთობას საქართველოს პარლამენტთან, სახელმწიფო დაწესებულებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მოქალაქეთა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გაერთიანებებთან და სხვა ინსტიტუტებთან;

კ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის საქმიანობასთან დაკავშირებულ საპროტოკოლო ღონისძიებათა კოორდინაციას;

ლ) მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული ორგანოების სხდომების გამართვის, განსახილველი საკითხებისა და დღის წესრიგის პროექტების მომზადების ორგანიზებას;

მ) ცალკეულ საკითხთა შესწავლის მიზნით შექმნილი სათათბირო ორგანოების – კომისიებისა და საბჭოების საქმიანობისადმი ხელშეწყობას;

ნ) სამთავრობო პროგრამების შემუშავებასთან დაკავშირებულ საქმიანობას და ამ პროგრამების შესრულების კონტროლს;

ო) რეგიონალური პოლიტიკის განხორციელების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან მთავრობის ურთიერთობის კოორდინაციას;

პ) სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შემუშავებასთან დაკავშირებულ საკითხთა გადაწყვეტას;

ჟ) საკონსტიტუციო, უზენაეს და საერთო სასამართლოებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლობას;

რ) ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი პოლიტიკის საკითხებზე წინადადებების შემუშავებას;

ს) დოკუმენტების მიღების, დამუშავებისა და მომზადების ერთიანი წესისა და მათთან დაკავშირებულ დავალებათა შესრულებას;

ტ) მთავრობის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის განხორციელებას;

უ) ცალკეული ორგანიზაციებიდან და დაწესებულებებიდან ინფორმაციის, საჭირო დოკუმენტაციის გამოთხოვასა და მიღებას კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ფ) საქართველოს კანონმდებლობით საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ სხვა საკითხთა გადაწყვეტის ხელშეწყობას.

    მუხლი 3. საქართველოს მთავრობის კანცელარიის სტრუქტურა და შემადგენლობა

მთავრობის კანცელარიის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატი;

ბ)საორგანიზაციო დეპარტამენტი;

გ) კონტროლის დეპარტამენტი;

დ) საქმისწარმოების დეპარტამენტი;

ე) საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტი;

ვ) საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტი;

ზ) იურიდიული დეპარტამენტი;

თ) რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტი;

ი) განვითარებისა და რეფორმების დეპარტამენტი;

კ) პრესსამსახური;

ლ) მთავრობის კანცელარიის უფროსის სამდივნო.

    მუხლი 4. მთავრობის კანცელარიის ხელმძღვანელობა

1. საქართველოს მთავრობის კანცელარიის საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. იგი ასევე ახორციელებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს მთავრობის შენობაში.

2. მთავრობის კანცელარიის მიმდინარე საქმიანობას ხელმძღვანელობს კანცელარიის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

3. მთავრობის კანცელარიის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის კანცელარიის უფროსის წარდგინებით.

4. მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილეებს შორის უფლება-მოვალეობებს ანაწილებს და მათი საქმიანობის წესს განსაზღვრავს კანცელარიის უფროსი.

5. მთავრობის კანცელარიის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს კანცელარიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას;

ბ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს მთავრობის კანცელარიის სტრუქტურული ერთეულების დებულებებსა და საშტატო ნუსხას;

გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილეების, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისა და პრემიერ-მინისტრის თანაშემწეების კანდიდატურებს;

დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობის კანცელარიის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოსამსახურეებს, გარდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის კომპეტენციას მიკუთვნებული თანამდებობის პირებისა;

ე) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებებს მთავრობის კანცელარიის სტრუქტურული ერთეულების მოსამსახურეთა წახალისებისა და მათ მიმართ დისციპლინური სახდელების გამოყენების შესახებ;

ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს მთავრობის კანცელარიის მოსამსახურეთა საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წარდგინებით ახორციელებს მათ წახალისებასა და მათ მიმართ დისციპლინური სახდელების გამოყენებას;

ზ) განსაზღვრავს მოადგილეთა ფუნქციურ მოვალეობებს;

თ) განკარგავს მთავრობის კანცელარიის ფინანსურ სახსრებს;

ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ადმინისტრაციულ აქტს – ბრძანებას;

კ) მონაწილეობს მთავრობის სხდომებში, ხელს აწერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის აქტების დანართებს;

ლ) ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტაციას და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობაში გამოდის მთავრობის კანცელარიის სახელით;

მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს კანონმდებლობით, მთავრობის კანცელარიის დებულებითა და პრემიერ-მინისტრის მიერ მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

    მუხლი 5. საქართველოს მთავრობის კანცელარიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები

1. მთავრობის კანცელარიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს კანცელარიის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

2. საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებულ საქმიანობას იურიდიული დეპარტამენტის მეშვეობით ახორციელებს საპარლამენტო მდივანი, რომელსაც საქართველოს მთავრობის წევრებთან კონსულტაციების შემდეგ თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი.

3. მთავრობის კანცელარიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:

ა) მთავრობის კანცელარიის სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც კანცელარიის, ამ ერთეულის დებულების, პრემიერ-მინისტრისა და კანცელარიის უფროსის დავალებათა შესაბამისად უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას, ამავე დროს, პასუხისმგებელია კანცელარიის ხელმძღვანელობის წინაშე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვანი შესრულებისათვის;

ბ) კანცელარიის უფროსს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელთა კანდიდატურებს;

გ) ამზადებს და კანცელარიის უფროსს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის დებულების პროექტს, განსაზღვრავს თანამშრომელთა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და უზრუნველყოფს მათი შესრულების კონტროლს;

დ) ხელს აწერს სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუმენტაციას;

ე) უფლებამოსილია სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია, საჭირო დოკუმენტაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ვ) კანცელარიის უფროსს წარუდგენს წინადადებებს თანამშრომელთა წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური სახდელის შეფარდების თაობაზე;

ზ) ახორციელებს ამ დებულებით, სტრუქტურული ერთეულის დებულებითა და კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

    მუხლი 6. საქართველოს მთავრობის კანცელარიის თანამშრომლები

საქართველოს მთავრობის კანცელარიის თანამშრომლები წარმოადგენენ საჯარო მოსამსახურეებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ დებულებით და მოქმედი კანონმდებლობით მათთვის დაკისრებული ამოცანების შესრულებას.

    მუხლი 7. საქართველოს მთავრობის კანცელარიის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სხვა შენობაში განთავსებისა და ადმინისტრაციის სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის ბაზაზე მთავრობის კანცელარიის უზრუნველყოფის სააგენტოს შექმნამდე მთავრობის კანცელარიის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ფუნქციებს ახორციელებს კანცელარიის საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტი.

 

25. 06/07/2012 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 244 - ვებგვერდი, 06/07/2012 24. 01/12/2011 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 455 - ვებგვერდი, 111206028, 06/12/2011 23. 27/06/2011 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 258 - ვებგვერდი, 110628033, 29/06/2011 22. 11/05/2010 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 133 - სსმ, 54, 13/05/2010 21. 27/01/2010 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 17 - სსმ, 10, 28/01/2010 20. 28/05/2009 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 103 - სსმ, 66, 01/06/2009 19. 24/03/2009 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 56 - სსმ, 38, 27/03/2009 18. 02/03/2009 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 38 - სსმ, 23, 04/03/2009 17. 10/02/2009 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 11 - სსმ, 16, 13/02/2009 16. 06/08/2008 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 171 - სსმ, 115, 11/08/2008 15. 08/04/2008 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 90 - სსმ, 55, 11/04/2008 14. 08/03/2008 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 44 - სსმ, 37, 10/03/2008 13. 20/02/2008 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 31 - სსმ, 28, 22/02/2011 12. 09/02/2006 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 32 - სსმ, 19, 10/02/2006 11. 26/01/2006 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 17 - სსმ, 11, 27/01/2006 10. 28/12/2005 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 239 - სსმ, 153, 30/12/2005 9. 01/11/2005 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 191 - სსმ, 128, 02/11/2005 8. 01/06/2005 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 97 - სსმ, 67, 02/06/2005 7. 01/02/2005 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 24 - სსმ, 13, 04/02/2005 6. 28/01/2005 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 17 - სსმ, 13, 04/02/2005 5. 31/12/2004 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 126 - სსმ, 156, 31/12/2004 4. 23/10/2004 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 93 - სსმ, 120, 26/10/2004 3. 23/10/2004 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 89 - სსმ, 120, 26/10/2004 2. 10/07/2004 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 58 - სსმ, 70, 12/07/2004 1. 13/04/2004 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 16 - სსმ, 41, 20/04/2004