დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მთავრობის კანცელარიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 მარტის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 258 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/06/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110628033, 29/06/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/07/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220000.10.003.016418 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №258
2011 წლის 27 ივნისი
ქ. თბილისი
„საქართველოს მთავრობის კანცელარიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 მარტის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑20 მუხლის მე‑4 პუნქტის შესაბამისად „საქართველოს მთავრობის კანცელარიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 მარტის №2 დადგენილებაში (სსმ,III ნაწილი, 2004 წელი, №31, მუხლი 257) შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე‑2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „შ1“ ქვეპუნქტი:
„შ1) ქვეყნის მაკროეკონომიკური განვითარების მდგომარეობის და პროგნოზული პარამეტრების ანალიზს, აღნიშნულის თაობაზე დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას და საქართველოს პრემიერ‑მინისტრისათვის წარდგენას; ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტით გათვალისწინებული ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებისა და საშუალოვადიანი სტრატეგიების ანალიზს; საგადასახადო პოლიტიკის განხორციელების, გადასახადების ადმინისტრირების თაობაზე წინადადებების შემუშავებას; ბიზნესის წახალისების, საინვესტიციო პოლიტიკის განხორციელებისა და უცხოური საინვესტიციო რესურსების მოზიდვის თაობაზე რეკომენდაციების შემუშავებას და საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის წარდგენას; საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში ფისკალური პოლიტიკისა და მისი განხორციელების ანალიზს;“.
2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს მთავრობის კანცელარიის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატი;
ბ) იურიდიული დეპარტამენტი;
გ) საორგანიზაციო დეპარტამენტი;
დ) საკადრო საკითხთა დეპარტამენტი;
ე) ეკონომიკური დეპარტამენტი;
ვ) საქმისწარმოების დეპარტამენტი;
ზ) საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი;
თ) მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში მრჩეველთა ჯგუფი (დეპარტამენტი);
ი) საგარეო ურთიერთობათა საკითხებში მრჩეველთა ჯგუფი (დეპარტამენტი);
კ) ფისკალურ საკითხებში მრჩეველთა ჯგუფი (დეპარტამენტი);
ლ) საპარლამენტო მდივნის სამსახური;
მ) შიდა აუდიტის სამსახური.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 27 ივნისიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები