,,საქართველოს მთავრობის კანცელარიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

  • Word
,,საქართველოს მთავრობის კანცელარიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 239
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/12/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 153, 30/12/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 06/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 010.220.000.10.003.000.373
  • Word
239
28/12/2005
სსმ, 153, 30/12/2005
010.220.000.10.003.000.373
,,საქართველოს მთავრობის კანცელარიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №239

2005 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს მთავრობის კანცელარიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბალანსზე რიცხული ყოფილი „სახელმწიფო კანცელარიის“ შენობისა და მასთან დაკავშირებული საინჟინრო სისტემების საქართველოს მთავრობის კანცელარიის დაქვემდებარებაში გადაცემასთან დაკავშირებით:

1. შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები „საქართველოს მთავრობის კანცელარიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში და მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 7. საქართველოს მთავრობის კანცელარიის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა

საქართველოს მთავრობის კანცელარიის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის, ადმინისტრაციული შენობისა და მასთან დაკავშირებულ საინჟინრო სისტემების ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს მთავრობის კანცელარიის საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტი.“.

პრემიერ-მინისტრი    ზ. ნოღაიდელი