„საქართველოს მთავრობის კანცელარიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”

  • Word
„საქართველოს მთავრობის კანცელარიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/04/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 41, 20/04/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 06/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 010.220.000.10.003.000.016
  • Word
16
13/04/2004
სსმ, 41, 20/04/2004
010.220.000.10.003.000.016
„საქართველოს მთავრობის კანცელარიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №16

2004 წლის 13 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს მთავრობის კანცელარიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობაში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღების, სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და სხვა ცვლილებებთან დაკავშირებით:

1. შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები „საქართველოს მთავრობის კანცელარიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულებაში და დებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3. საქართველოს მთავრობის კანცელარიის სტრუქტურა და შემადგენლობა

მთავრობის კანცელარიის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატი;

ბ) კონფლიქტის მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი;

გ) ეროვნული თანხმობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი;

დ) ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი;

ე) მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი;

ვ) რეგიონული პოლიტიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი;

ზ) განვითარებისა და რეფორმების დეპარტამენტი;

თ) საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტი;

ი) საინფორმაციო უზრუნველყოფის დეპარტამენტი;

კ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;

ლ) იურიდიული დეპარტამენტი;

მ) საორგანიზაციო დეპარტამენტი;

ნ) საქმისწარმოების დეპარტამენტი;

ო) კონტროლის დეპარტამენტი;

პ) საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტი;

ჟ) მთავრობის კანცელარიის უფროსის სამდივნო.

სახელმწიფო მინისტრის აპარატი არის სახელმწიფო მინისტრისადმი დაქვემდებარებული დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეული, რომლის საქმიანობის იურიდიულ, ტექნიკურ და საბუღალტრო მომსახურებას უზრუნველყოფს მთავრობის კანცელარიის აპარატი“.

2. დებულების მე-4 მუხლის „გ და „დ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილეებს, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისა და პრემიერ-მინისტრის თანაშემწეების კანდიდატურებს, გარდა სახელმწიფო მინისტრის აპარატის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისა და სხვა მოსამსახურეთა კანდიდატურებისა, რომელთა თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან განთავისუფლება განეკუთვნება სახელმწიფო მინისტრის კომპეტენციას;

დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობის კანცელარიის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოსამსახურეებს, გარდა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და სახელმწიფო მინისტრის კომპეტენციას მიკუთვნებულ თანამდებობის პირებისა.“

3. დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მთავრობის კანცელარიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს, გარდა სახელმწიფო მინისტრის აპარატის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისა, კანცელარიის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.“.

პრემიერ-მინისტრი  ზ. ჟვანია