საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულების დამტკიცების თაობაზე

  • Word
საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 244
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/07/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/07/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 01/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 010220000.10.003.016913
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
244
06/07/2012
ვებგვერდი, 06/07/2012
010220000.10.003.016913
საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (06/07/2012 - 09/07/2012)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №244

2012 წლის 6 ივისი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულების დამტკიცების თაობაზე

 მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑13 მუხლის მე‑3 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს მთავრობის კანცელარიის თანდართული დებულება.

 მუხლი 2. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25‑ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 მარტის №2 დადგენილება „საქართველოს მთავრობის კანცელარიის შექმნის შესახებ“.

 მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი     . მერაბიშვილი

საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს მთავრობის კანცელარია, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შექმნილია საქართველოს მთავრობის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის, ანალიტიკური, ინფორმაციული და სხვა მასალების მომზადების, აგრეთვე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობის მიზნით.

2. საქართველოს მთავრობის კანცელარია თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, კანონებით, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებებითა და ამ დებულებით.

3. საქართველოს მთავრობის კანცელარიას აქვს ბეჭედი საქართველოს გერბის გამოსახულებით, საკუთარი ბლანკი და ანგარიში ხაზინაში.

4. საქართველოს მთავრობის კანცელარიის ადგილსამყოფელია: ქ. თბილისში – ინგოროყვას ქ. №7 და ქ. ქუთაისში – ირ. აბაშიძის გამზ. №5.  

    მუხლი 2. საქართველოს მთავრობის კანცელარიის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

საქართველოს მთავრობის კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს მთავრობის კანცელარია თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:

ა) საქართველოს მთავრობის მიერ აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელებისათვის პირობების შექმნას;

ბ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის საქმიანობის ინფორმაციულ და ანალიტიკურ უზრუნველყოფას;

გ) საქართველოს პრემიერ‑მინისტრის ურთიერთობას არასამთავრობო სექტორსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან;

დ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის ურთიერთობას საქართველოს პარლამენტთან, სახელმწიფო დაწესებულებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მოქალაქეთა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გაერთიანებებსა და სხვა ინსტიტუტებთან;

ე) საქართველოს პრემიერ-მინისტრის საქმიანობასთან დაკავშირებულ საპროტოკოლო ღონისძიებათა კოორდინაციას;

ვ) ქვეყნის მაკროეკონომიკური განვითარების მდგომარეობისა და პროგნოზული პარამეტრების ანალიზს, აღნიშნულის თაობაზე დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას და საქართველოს პრემიერ‑მინისტრისათვის წარდგენას;

ზ) სამინისტროების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროების სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაციისა და კონტროლის ორგანიზების ხელშეწყობას;

თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში რეგიონული პოლიტიკის განხორციელების კოორდინაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან საქართველოს მთავრობის ურთიერთობის კუთხით საქართველოს პრემიერ‑მინისტრის საქმიანობის ხელშეწყობას;

ი) საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელებას;

კ) საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტების, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებათა პროექტების მომზადებასა და სამართლებრივ ექსპერტიზას;

ლ) კანონპროექტების მომზადებას;

მ) მინისტრებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელთა აქტების გაუქმების შესახებ დასკვნების მომზადებას;

ნ) საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელზე შემოსული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვის სფეროში საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილების განხორციელების ხელშეწყობას;

ო) საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლს;

პ) საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოებში საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, აგრეთვე საქართველოს მთავრობის კანცელარიის წარმომადგენლობას;

ჟ) საქართველოს მთავრობის სხდომების მომზადებას საქართველოს მთავრობის რეგლამენტით დადგენილი წესით;

რ) საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული სათათბირო ორგანოების სხდომების გამართვის, განსახილველი საკითხებისა და დღის წესრიგის პროექტების მომზადებას;

ს) სათათბირო ორგანოების – კომისიებისა და საბჭოების საქმიანობის კოორდინაციას, მონიტორინგსა და ხელშეწყობას;

ტ) სამთავრობო პროგრამების შემუშავებასთან დაკავშირებულ საქმიანობას და ამ პროგრამების შესრულების კონტროლს;

უ) სოციალურ-ეკონომიკური და სხვა სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების განხორციელების ხელშეწყობასა და მონიტორინგს;

ფ) სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შემუშავებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობას;

ქ) სოციალურ-ეკონომიკური და ინსტიტუციური რეფორმების განხორციელების თაობაზე წინადადებების შემუშავებას და მათი განხორციელების მონიტორინგს;

ღ) დოკუმენტების მიღებას, დამუშავებასა და მათთან დაკავშირებულ დავალებათა შესრულებას;

ყ) ცალკეული ორგანიზაციებიდან და დაწესებულებებიდან ინფორმაციის, საჭირო დოკუმენტაციის გამოთხოვასა და მიღებას კანონმდებლობით დადგენილი წესით;

შ) ქვეყნის ანტიკორუფციული პოლიტიკის თაობაზე წინადადებების შემუშავებასა და მათი განხორციელების მონიტორინგს;

ჩ) ელექტრონული მმართველობის განვითარების სფეროში სახელმწიფო უწყებათა საქმიანობის კოორდინაციას;

ც) კორუფციულ დანაშაულებათა სტატისტიკური ინფორმაციის ანალიზს და კოორდინირებულ თანამშრომლობას ანტიკორუფციული კუთხით მომუშავე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან;

ძ) ანტიკორუფციულ საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებში წარმომადგენლობას;

წ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უცხო ქვეყნების წარმომადგენლობებთან მოლაპარაკებებისა და მიმოწერების წარმოებას;

ჭ) საქართველოს კანონმდებლობით საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ სხვა საკითხთა გადაწყვეტის ხელშეწყობას.

    მუხლი 3. საქართველოს მთავრობის კანცელარიის სტრუქტურა

1. საქართველოს მთავრობის კანცელარიის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატი;

ბ) რეგიონული მართვის დეპარტამენტი;

გ) საგარეო და საზოგადოებრივ ურთიერთობათა დეპარტამენტი;

დ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

ე) საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახური.

2. საქართველოს მთავრობის კანცელარიის სტრუქტურულ ერთეულებში ქვედანაყოფის სახით იქმნება სამსახური და სამმართველო.

    მუხლი 4. საქართველოს მთავრობის კანცელარიის ხელმძღვანელობა

1. საქართველოს მთავრობის კანცელარიის ხელმძღვანელობას ახორციელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. იგი ახორციელებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს მთავრობის შენობაში.

2. საქართველოს პრემიერ‑მინისტრი:

ა) ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს საქარ ველოს მთავრობის კანცელარიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას;

ბ) ამტკიცებს საქართველოს მთავრობის კანცელარიის სტრუქტურული ერთეულების დებულებასა და საშტატო ნუსხას;

გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს მთავრობის კანცელარიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებს, ასევე საქართველოს მთავრობის კანცელარიის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოსამსახურეებს;

დ) ახორციელებს საქარ ველოს მთავრობის კანცელარიის მოსამსახურეთა საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წარდგინებით ახორციელებს მათ წახალისებასა და მათ მიმართ დისციპლინური სახდელების გამოყენებას;

ე) განკარგავს საქართველოს მთავრობის კანცელარიის ფინანსურ სახსრებს;

ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ‑სამართლებრივ აქტს – ბრძანებას;

ზ) ხელმძღვანელობს საქართველოს მთავრობის სხდომებს;

თ) ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტაციას ; სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობაში გამოდის საქართველოს მთავრობის კანცელარიის სახელით;

ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს კანონმდებლობითა და საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. საქართველოს პრემიერ‑მინისტრი უფლებამოსილია ამ მუხლის მე‑2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებები „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑8 მუხლის მე‑2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად დელეგირების უფლებით გადასცეს მის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირებს.

    მუხლი 5. საქართველოს მთავრობის კანცელარიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელობა

1. საქართველოს მთავრობის კანცელარიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ჰყავს მოადგილე/მოადგილეები, რომელსაც/რომლებსაც ხელმძღვანელის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ‑მინისტრი.

2. საქართველოს მთავრობის კანცელარიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:

ა) საქართველოს მთავრობის კანცელარიის, ამ სტრუქტურული ერთეულის დებულებისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებათა შესაბამისად უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას, პასუხისმგებელია საქართველოს პრემიერ‑მინისტრის წინაშე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვანი შესრულებისათვის;

ბ) საქართველოს პრემიერ‑მინისტრს ან მის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელთა კანდიდატურებს;

გ) ამზადებს და საქართველოს პრემიერ‑მინისტრს ან მის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის დებულების პროექტს, განსაზღვრავს თანამშრომელთა სამსახურებრივ უფლებამოსილებებს და უზრუნველყოფს მათი შესრულების კონტროლს;

დ) ხელს აწერს სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუმენტაციას;

ე) უფლებამოსილია სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია, საჭირო დოკუმენტაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ვ) საქართველოს პრემიერ‑მინისტრს ან მის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს წარუდგენს წინადადებებს თანამშრომელთა წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური სახდელის შეფარდების თაობაზე;

ზ) ახორციელებს ამ დებულებით, სტრუქტურული ერთეულის დებულებითა და კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

    მუხლი 6. საქართველოს მთავრობის კანცელარიის თანამშრომლები

საქართველოს მთავრობის კანცელარიის თანამშრომლები წარმოადგენენ საჯარო მოსამსახურეებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ დებულებით და მოქმედი კანონმდებლობით მათთვის დაკისრებული ამოცანების შესრულებას.