,,საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

  • Word
,,საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 24
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/02/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 13, 04/02/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 06/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 010.220.000.10.003.000.158
  • Word
24
01/02/2005
სსმ, 13, 04/02/2005
010.220.000.10.003.000.158
,,საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №24

2005 წლის 1 თებერვალი

 ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

დებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3. საქართველოს მთავრობის კანცელარიის სტრუქტურა და შემადგენლობა

საქართველოს მთავრობის კანცელარიის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატი;

ბ) განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტი;

გ) იურიდიული დეპარტამენტი;

დ) კონტროლის დეპარტამენტი;

ე) საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის სამდივნო;

ვ) ოპერატიული ინფორმაციის საკოორდინაციო დეპარტამენტი;

ზ) რეგიონალური პოლიტიკის განხორციელების კოორდინაციისა და განსაკუთრებულ საკითხთა დეპარტამენტი;

თ) საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტი;

ი) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;

კ) საინფორმაციო უზრუნველყოფის დეპარტამენტი;

ლ) საკადრო საკითხთა დეპარტამენტი;

მ) საორგანიზაციო დეპარტამენტი;

ნ) საპროტოკოლო ღონისძიებათა უზრუნველყოფის დეპარტამენტი;

ო) საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტი;

პ) საქმისწარმოების დეპარტამენტი“.

პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია