,,საქართველოს მთავრობის კანცელარიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებულ ,,საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულებაში” დამატებების შეტანის თაობაზე”

  • Word
,,საქართველოს მთავრობის კანცელარიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებულ ,,საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულებაში” დამატებების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 191
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/11/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 128, 02/11/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 06/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 010.220.000.10.003.000.325
  • Word
191
01/11/2005
სსმ, 128, 02/11/2005
010.220.000.10.003.000.325
,,საქართველოს მთავრობის კანცელარიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებულ ,,საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულებაში” დამატებების შეტანის თაობაზე”
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

 დადგენილება №191

2005 წლის 1 ნოემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს მთავრობის კანცელარიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებულ ,,საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულებაში“ დამატებების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,საქართველოს მთავრობის კანცელარიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულების მე-2 მუხლს დაემატოს ,,ო1 “ და ,,ო2 “ ქვეპუნქტები და ისინი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ო1 ) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მიერ მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის, მოქალაქეთა სამხედრო სამსახურისათვის მომზადების, მათი სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის, წვევამდელთა სამხედრო სავალდებულო სამსახურში გასაწვევად მოსამზადებელ სამუშაოთა შესრულებისა და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამწვევი კომისიების მუშაობის კოორდინაციას;

2 ) მოქალაქეთა სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევის საკითხებზე სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებასა და შესაბამისი დასკვნების, რეკომენდაციებისა და წინადადებების საქართველოს მთავრობისათვის განსახილველად წარდგენას;“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი