,,საქართველოს მთავრობის კანცელარიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 მარტის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საქართველოს მთავრობის კანცელარიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 მარტის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/02/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 16, 13/02/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 06/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 0000.00.00.000000
  • Word
11
10/02/2009
სსმ, 16, 13/02/2009
0000.00.00.000000
,,საქართველოს მთავრობის კანცელარიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 მარტის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №11

2009 წლის 10 თებერვალი

 ქ. თბილისი

„საქართველოს მთავრობის კანცელარიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 მარტის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „საქართველოს მთავრობის კანცელარიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულებაში (სსმ III, 2004 წელი, №31, მუხ. 257) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3.

1. საქართველოს მთავრობის კანცელარიის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატი;

ბ) მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა ჯგუფი (სამსახური);

გ) საგარეო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა ჯგუფი (სამსახური);

დ) იურიდიული დეპარტამენტი;

ე) საორგანიზაციო დეპარტამენტი;

ვ) საკადრო საკითხთა დეპარტამენტი;

ზ) საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტი;

თ) საქმისწარმოების დეპარტამენტი;

ი) საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი;

კ) სოციალურ-ეკონომიკური რეფორმების დეპარტამენტი;

ლ) საპარლამენტო მდივნის სამსახური.

2. მთავრობის კანცელარიის სტრუქტურაში (დეპარტამენტში) ქვედანაყოფის სახით შეიძლება შეიქმნას სამმართველო.

3. პრემიერ-მინისტრის აპარატის შემადგენლობაშია საქართველოს პრემიერ-მინისტრის პროტოკოლის სამსახური და საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული ჯგუფების საქმიანობის უზრუნველყოფას ახორციელებს სოციალურ-ეკონომიკური რეფორმების დეპარტამენტი.“;

ბ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს მთავრობის პარლამენტთან ურთიერთობის საკითხებთან დაკავშირებულ საქმიანობას საპარლამენტო მდივნის სამსახურის მეშვეობით ახორციელებს მთავრობის საპარლამენტო მდივანი, რომელიც იმავდროულად არის საპარლამენტო მდივნის სამსახურის უფროსი. საპარლამენტო მდივანი ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი   ნ. გილაური