"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ"

  • Word
"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ"
დოკუმენტის ნომერი 103 უ.ს.რ.ს.
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი 10/12/2010
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 68, 14/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 040090000.30.056.016002
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
103 უ.ს.რ.ს.
10/12/2010
სსმ, 68, 14/12/2010
040090000.30.056.016002
"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ"
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (24/12/2013 - 18/06/2015)

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო

1. ეს კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავ­შირებულ სამართლებრივ, ეკონომიკურ და ორგანიზაციულ საფუძვლებსა და ძირითად პირობებს. ამ კანონის მიზანია, უზრუნველყოს ისეთი ურთიერთობები, რომლებიც ხელს შეუწყობს ეფექტიანი საბაზრო ეკონომიკის განვითარებას.

2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება:

ა) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე;

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის ან  საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის სარგებლობაში გადაცემული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის შედეგად მიღებული ვარგისი ნაწილებისა და მასალების ამ ორგანოს ან საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ აღნიშნული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის ხარჯების მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვის მიზნით გასხვისებაზე ან სხვა ნებისმიერი სახით განკარგვაზე. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის ან საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის სარგებლობაში გადაცემული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის შედეგად მიღებული ვარგისი ნაწილებისა და მასალების ამ ორგანოს ან საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ აღნიშნული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის ხარჯების მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვის მიზნით გასხვისება ან სხვა ნებისმიერი სახით განკარგვა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით გათვალისწინებული და დადგენილი წესით დამტკიცებული მიზნობრივი პროგრამების ფარგლებში შეძენილ ქონებაზე, რომელიც მიზნობრივი პროგრამის შესაბამისად ექვემდებარება ფიზიკური პირების ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის გადაცემას.

გ) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების პროგრამების ფარგლებში ფიზიკური პირებისათვის შესყიდულ საქონელზე, აგრეთვე ერთჯერადი გამოყენების, სწრაფცვეთადი საგნების, ფარმაცევტული და კვების პროდუქტების (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში მისაქცევი ან მიქცეული ქონებისა) დარიგება-გადაცემაზე;

დ) სხვა ქვეყნის სახელმწიფო ორგანოსთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით ქონების გაგზავნა-გადაცემაზე, აგრეთვე საჩუქრის ან ჯილდოს სახით ქონების გადაცემაზე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის 29 აპრილის კანონი №115-უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 19.05.2011წ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი №96 - უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 27.12.2013წ.

    მუხლი 2. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს, ამავე კანონის მიზნებისათვის, აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

     ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონება (შემდგომში - ქონება) – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ქონება და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელიც იქმნება:

     .) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემით;

     .) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით შეძენილი ან შექმნილი ქონებით;

ა.გ) კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებით შეძენილი ან შექმნილი ქონებით;

1 ქონების განკარგვა − ქონების პრივატიზება, მართვის უფლებით გადაცემა და ლიზინგის ფორმით გადაცემა ამ კანონით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) პრივატიზება – ელექტრონული ან/და საჯარო აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვისა და უსასყიდლო გადაცემის ფორმებით ფიზიკური ან იურიდიული პირების ან მათი გაერთიანებების მიერ ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ) ხელისუფლების ორგანო – საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები;

1 საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირ ამ კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ხელისუფლების ორგანოს მიერ კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული დაწესებულება/ორგანიზაცია;

დ) საკუთრება, ფიზიკური პირი, იურიდიული პირი – მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული განმარტებების მიხედვით;                 

ე) ქონების სარგებლობაში გადაცემა – ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა ხელისუფლების ორგანოებისათვის, საქართველოსა და უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირებისათვის, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის, ამ კანონის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად;

1) სარგებლობაში პირველადი გადაცემა – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ სარგებლობაში გადაუცემელი ქონების სარგებლობაში გადაცემა ხელისუფლების ორგანოებისათვის ან საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის;

ვ) მთავრობის თავმჯდომარე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე;

ზ) სამინისტრო – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო;    

თ) მინისტრი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი;  

ი) წილები და აქციები – შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელზე რეგისტრირებული წილები და აქციები;

კ) მართვის უფლებით გადაცემა – წილებისა და აქციების მართვის უფლებით გადაცემა ფიზიკური ან იურიდიული პირისთვის ან სხვა სუბიექტისთვის;

) მესამე პირი (რწმუნებული, შუამავალი) – ფიზიკური ან იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება, რომელიც უზრუნველყოფს ქონების პრივატიზების მსურველთა მოძიებას და პრივატიზების ინიცირების გზით ქონების პრივატიზების ხელშეწყობას და რომელიც უფლებამოსილებას ახორციელებს სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე; 

მ) (ამოღებულია - 22.08.2012, №177-უ.ს.რ.ს.);

     ნ) უძრავი ქონებააჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი (მათ შორის სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა) მასზე არსებული შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე, შენობა-ნაგებობა (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული), შენობა-ნაგებობის ერთეული (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული), ხაზობრივი ნაგებობა, მიწის ნაკვეთზე არსებული მრავალწლიანი ნარგავები;

 ო) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია – ქონების განკარგვისას წარსადგენი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია;

პ) ბე – ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად აუქციონის ან პრივატიზების სხვა ფორმით განმახორციელებელი სუბიექტის მიერ მითითებულ ანგარიშზე გადასახდელი თანხა; ბეს გადახდას უთანაბრდება მონაწილის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის გაყინვა, რომელიც აუქციონის განმახორციელებელ სუბიექტს გადაერიცხება მონაწილის აუქციონში გამარჯვებისთანავე ან ამ კანონით დადგენილი წესისა და პირობების დარღვევისას ან საბანკო გარანტიის წარმოდგენა;

ჟ) განაცხადი – აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი პირის მიერ აუქციონში მონაწილეობის სურვილის გამოხატვა, რითაც განმცხადებელი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება აუქციონის წესსა და პირობებს. განაცხადში აღინიშნება ინფორმაცია მონაწილის შესახებ, ქონების დასახელება, ლოტის ნომერი, საფასური და სხვა ინფორმაცია;

     ) საწყისი საპრივატიზებო თანხაქონების პრივატიზებისას/მართვის უფლებით გადაცემისას საპრივატიზებო/მართვის უფლებით გადასაცემი ქონების მინიმალური ღირებულება, რომელზედაც ვაჭრობისას ხორციელდება ფასის მატება;

     ) საწყისი საპრივატიზებო საფასურითანხა, რომლითაც ხდება ქონების საპრივატიზებოდ/მართვის უფლებით გადასაცემად გამოცხადება და რომელიც შედგება საწყისი საპრივატიზებო თანხისაგან, ასევე მესამე პირისათვის ან/და სხვა სუბიექტისათვის გადასახდელი თანხისაგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

     ) საპრივატიზებო შემოსულობაქონების პრივატიზების/მართვის უფლებით გადაცემის შედეგად მიღებული თანხა, რომელიც ირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში;

      ) საპრივატიზებო საფასურიქონების შემძენის/მართვის უფლებით მიმღების მიერ გადასახდელი თანხა, რომელიც შედგება საპრივატიზებო შემოსულობისაგან, ასევე მესამე პირისათვის ან/და სხვა სუბიექტისათვის გადასახდელი თანხისაგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

      ) საწყისი სარგებლობაში გადაცემის საფასურიქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას სარგებლობაში გადასაცემი ქონების მინიმალური თანხა, რომლითაც ხდება ქონების სარგებლობის უფლებით გადასაცემად გამოცხადება და რომელზედაც ვაჭრობისას ხორციელდება ფასის მატება;

 ქ) სარგებლობაში გადაცემის საფასური − ქონების სარგებლობაში გადაცემისას მოსარგებლის მიერ სარგებლობისათვის გადასახდელი თანხა, რომელიც შედგება შესაბამის ბიუჯეტში გადასახდელი თანხისაგან.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის 29 აპრილის კანონი №115-უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 19.05.2011წ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2012 წლის 22 აგვისტოს კანონი №177-უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 27.08.2012წ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი №96 - უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 27.12.2013წ.

    მუხლი 3. ქონების მართვისა და პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო, ქონების შემძენი, ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა

1. ქონების პრივატიზების ეფექტურად წარმართვისა და საბაზრო ეკონომიკის განვითარებისათვის ხელშეწყობის მიზნით სამინისტრო:

ა) არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისაგან უფლებამოსილი ხელისუფლების ორგანო, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელით ფლობს, მართავს და განკარგავს ქონებას;

) ახორციელებს ქონების მართვასა და განკარგვასთან დაკავშირებულ სხვა უფლებამოსილებებს საქართველოს კანონმდებლობის, ამ კანონის და მის საფუძველზე მიღებული (გამოცემული) სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

     2. ქონების განკარგვას/სარგებლობის/მართვის უფლებით გადაცემას (ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა), ამ კანონითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში, ახორციელებს სამინისტრო.

 3. ქონების შემძენი შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც ხელისუფლების ორგანოების მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია, აგრეთვე ხელისუფლების ორგანოს, სხვა სუბიექტის ან ხელისუფლების ორგანოსა და სხვა სუბიექტის მიერ ერთობლივად დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, ხოლო მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით პირდაპირი მიყიდვისას − ასევე საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შემძენი შეიძლება იყოს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირი.

4. სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თანხმობით, ფიზიკურ ან/და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს საკუთრებაში გადასცემს ქონებას ამ ქონების ტოლფასი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ. მისი გადაცემის წესი და პირობები განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აქტით.

5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, უფლება აქვს ქონება უსასყიდლოდ საკუთრებაში გადასცეს მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს, აგრეთვე, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას, რის თაობაზეც უმაღლეს საბჭოს არაუგვიანეს სამი სამუშაო დღისა  წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას.

6. უძრავი ქონების, წილებისა და აქციების პირდაპირი მიყიდვისას ან კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვისას ინფორმაცია უნდა შეიცავდეს ქონების დასახელებას, საპრივატიზებო საფასურს და საპრივატიზებო პირობებს ასეთის არსებობის შემთხვევაში.

      აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის 16 მაისის კანონი №5 8 - უ.ს.გ.ს. - ვებგვერდი, 24.05.2013წ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი №96 - უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 27.12.2013წ.

    მუხლი 4. ქონება, რომელიც პრივატიზებას არ ექვემდებარება

პრივატიზებას არ ექვემდებარება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული ქონება.

    მუხლი 5. ქონების განკარგვის/სარგებლობის/მართვის უფლებით გაცემის ფორმები

     1. ქონების განკარგვის/სარგებლობის/მართვის უფლებით გაცემის ფორმებია:

      ) პირობებიანი ან უპირობო აუქციონი;

     ) პირდაპირი მიყიდვა/გადაცემა;

      ) პირდაპირი მიყიდვა/გადაცემა კონკურენტული შერჩევის საფუძველზე.

     2. ქონების აუქციონის ფორმით განკარგვის/სარგებლობის/მართვის უფლებით გაცემას ახორციელებს სამინისტრო.

 3. ქონების პირდაპირი მიყიდვის/გადაცემის ფორმითა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის/გადაცემის ფორმით განკარგვა/სარგებლობის/მართვის უფლებით გაცემა ხორციელდება მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილების საფუძველზე, ამ კანონის მე-12 მუხლით დადგენილი წესით, რის თაობაზეც გადაწყვეტილების მიღებამდე არა უგვიანეს სამი სამუშაო დღისა უმაღლეს საბჭოს წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას.

4. სამინისტრო უფლებამოსილია გააფორმოს ხელშეკრულება მესამე პირთან, რომელიც უზრუნველყოფ უძრავი ქონების პრივატიზების ინიცირებას და საჭიროების შემთხვევაში საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადებას.

      აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის 29 აპრილის კანონი №115-უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 19.05.2011წ.

      აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის 16 მაისის კანონი №5 8 - უ.ს.გ.ს. - ვებგვერდი, 24.05.2013წ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი №96 - უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 27.12.2013წ.

    მუხლი 6. ინფორმაცია აუქციონის ფორმით ქონების განკარგვის /სარგებლობის/მართვის უფლებით გაცემის შესახებ

     1. აუქციონის ფორმით ქონების განკარგვის/სარგებლობის/მართვის უფლებით გაცემის შესახებ ინფორმაცია განთავსდება ვებგვერდზე www.eauction.ge, რაც ინფორმაციის ოფიციალურ გამოქვეყნებად ითვლება. აუქციონის გამოცხადება და ვაჭრობა ხორციელდება ვებგვერდზე www.eauction.ge ინფორმაციის საჯაროობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად საჯარო აუქციონის ფორმით ქონების განკარგვის/სარგებლობის/მართვის უფლებით გაცემის შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს აგრეთვე ისეთ პერიოდულ გამოცემაში, რომელიც გამოიცემა არანაკლებ კვირაში ხუთჯერ მაინც და ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

      2. საჯარო აუქციონის ფორმით ქონების განკარგვის/სარგებლობის/მართვის უფლებით გაცემის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების ვადას ადგენს ქონების განმკარგავი/სარგებლობის/მართვის უფლებით გამცემი ორგანო.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის 29 აპრილის კანონი №115-უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 19.05.2011წ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2012 წლის 22 აგვისტოს კანონი №177-უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 27.08.2012წ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი №96 - უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 27.12.2013წ.

    მუხლი 61. მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები

     1. სამინისტრო საქმისწარმოებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით იყენებს პროგრამულ უზრუნველყოფას და მართვის ერთიან ავტომატურ საშუალებებს.

     2. სამინისტრო უფლებამოსილია, ნებისმიერი ინფორმაცია ან/და დოკუმენტი მიიღოს, გამოსცეს ან გასცეს მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების გამოყენებით.

     3. სამინისტრო უფლებამოსილია ელექტრონული ასლის სახით შეინახოს და გასცეს მათ მიერ შექმნილი ან მათთან დაცული ნებისმიერი დოკუმენტი.

     4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის ელექტრონულ ასლსა და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც ამ დოკუმენტს.

     5. სამინისტროს მიერ გამოცემულ ან გაცემულ დოკუმენტში მონაცემები შეიძლება შეტანილ იქნეს მექანიკური ან/და ელექტრონული საშუალებებით.

     6. სამინისტროში დაცული დოკუმენტის ქაღალდის ფორმით გაცემული ასლის დამოწმებისას ადასტურებენ ასლის დედანთან იგივეობას.

      7. სამინისტროს დოკუმენტი, ელექტრონული ფორმით შეიძლება გაიცეს სამინისტროს ვებგვერდის (www.mofea.ge) შესაბამისი ბმულების მეშვეობით და მისი ამონაბეჭდის მიმართ ასლის დედანთან იგივეობის დამოწმებისათვის დადგენილი წესები არ გამოიყენება. ამ ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც თავად ელექტრონული ფორმით გამოცემულ დოკუმენტს.“.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი №96 - უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 27.12.2013წ.

    მუხლი 7. აუქციონში მონაწილეობის პირობა

     1. აუქციონის ფორმით ქონების განკარგვის/სარგებლობის/მართვის უფლებით გადაცემის მიზანია, საკუთრების/სარგებლობის/მართვის უფლება მიანიჭოს აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ვაჭრობის პროცესში სამინისტროს ყველაზე მაღალ საპრივატიზებო საფასურს/სარგებლობაში გადაცემის საფასურს შესთავაზებს, ხოლო თუ აუქციონი გამოცხადდება პირობებითსაკუთრების/სარგებლობის/მართვის უფლება მიანიჭოს აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები, და ვაჭრობის პროცესში სამინისტროს ყველაზე მაღალ საპრივატიზებო საფასურს/სარგებლობაში გადაცემის საფასურს შესთავაზებს.

      2. ქონების განკარგვა შეიძლება განხორციელდეს ელექტრონული აუქციონის ან საჯარო აუქციონის ფორმით. ქონების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ დებულებას ამტკიცებს მინისტრი.

      3. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებული პირი ვალდებულია წარმოადგინოს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე. საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობას განსაზღვრავს პრივატიზების განმახორციელებელი/მართვის უფლებით გადამცემი/სარგებლობის უფლებით გადამცემი ორგანო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.

     4. ელექტრონული აუქციონის ფორმით ქონების განკარგვისას/სარგებლობის უფლებით გადაცემისას აუქციონში მონაწილეობის მიღებით დაინტერესებული პირი ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ უპირობო და გამოუხმობ საბანკო გარანტიას/ბეს, ან/და აუქციონში გამარჯვებული ქონების საპრივატიზებო/ სარგებლობაში გადაცემის საფასურს წარადგენს ვებგვერდ www.eauction.ge- ერთიანი ანგარიშსწორების სისტემის საშუალებით.

      5. აუქციონის შედეგები უქმდება, თუ:

     ) განმახორციელებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სრულად არ გადაიხადა საპრივატიზებო/სარგებლობის საფასური;

      ) აუქციონში გამარჯვებულმა ნასყიდობის/სარგებლობის/მართვის უფლებით გადაცემის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა.

      6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში.

      7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, აუქციონის შედეგები უქმდება და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა აგრეთვე სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში, თუ აუქციონის მონაწილემ დაარღვია ნორმატიული აქტით განსაზღვრული აუქციონში მონაწილეობის წესი ან/და პირობები.

     8. თუ სამინისტრომ გადაავადა აუქციონის ჩატარება ან მის ჩატარებამდე გააუქმა აუქციონის ფორმით ქონების განკარგვის თაობაზე/სარგებლობის უფლებით გაცემის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, აუქციონის მონაწილეს დაუბრუნდება გადახდილი ბე/წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია.

      9. თუ არ მოხდება აუქციონზე გატანილი ქონების განკარგვა/სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემა, ამ ქონების შეცვლილი საწყისი საპრივატიზებო/სარგებლობის საფასურით ან/და პირობებით აუქციონის ფორმით ქონების განკარგვის/სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება განიხილება, როგორც განმეორებითი აუქციონი. განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი საპრივატიზებო/სარგებლობის საფასური შეიძლება 50%-მდე შემცირდეს, ხოლო თუ ქონება ამ საფასურად გამოტანის შემდეგაც არ გაიყიდა/სარგებლობაში/მართვის უფლებით გაიცა, საწყისი საპრივატიზებო/სარგებლობის საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს.

 10. თუ არ მოხდება აუქციონის ფორმით გამოტანილი ქონების განკარგვა/სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემა, სამინისტრო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ქონების იმავე პირობებით, ვადაგაგრძელებული აუქციონის ფორმით განკარგვა/სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემა შესახებ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის 29 აპრილის კანონი №115-უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 19.05.2011წ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი №96 - უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 27.12.2013წ.

    მუხლი 7 1. მესამე პირის მომსახურების ანაზღაურება

მესამე პირის მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება საპრივატიზებო საფასურიდან, სამინისტროსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის 29 აპრილის კანონი №115-უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 19.05.2011წ.

თავი II

უძრავი ქონების პრივატიზება

    მუხლი 8. უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესი

1. უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასური (გარდა სასოფლო-სამეურნო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა) განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის შესაბამისად. უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება აგრეთვე ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტები.

2. მთავრობის თავმჯდომარე უფლებამოსილია უძრავი ქონების პრივატიზებისას საპრივატიზებო საფასური განსაზღვროს აღნიშნული ქონების ნარჩენ ღირებულებაზე ნაკლებ ფასად.

3. შეძენილ უძრავ ქონებაზე ანგარიშსწორება შეიძლება განხორციელდეს ერთიანად ან განვადებით.

4. აუქციონში გამარჯვებულმა უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასური უნდა გადაიხადოს პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც უნდა შეადგენდეს არანაკლებ 7 და არა უმეტეს 30 კალენდარულ დღეს. თუ აუქციონი გამოცხადებულია პირობებით, პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო ადგენს საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 2 წელს.

5. უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას მყიდველი უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასურს იხდის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მთავრობის თავმჯდომარის მიერ დადგენილ ვადაში.

6. (ამოღებულია - 24.12.2013,96-უ.ს.რ.ს.).

7. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასი შეესაბამება შესაბამისი თვითმმართველი  ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს მიერ კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიულ ფასს.

8. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით დადგენილი საწყისი საპრივატიზებო საფასურის ოდენობით. მთავრობის თავმჯდომარე უფლებამოსილია დაადგინოს განსხვავებული საპრივატიზებო საფასური. თუ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მდებარეობს სამეურნეო და დამხმარე ნაგებობა (ნაგებობები) ან/და მრავალწლიანი ნარგავები, აუქციონზე გატანილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გაიყიდება მიწის ნაკვეთის საფასურად, მიუხედავად მასზე არსებული სამეურნეო და დამხმარე ნაგებობისა (ნაგებობებისა) ან/და მრავალწლიანი ნარგავებისა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის 29 აპრილის კანონი №115-უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 19.05.2011წ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი №96 - უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 27.12.2013წ.

    მუხლი 9. უძრავი ქონების პრივატიზების განსაკუთრებული პირობები

     1. სამინისტრო უფლებამოსილია მოითხოვოს, რომ მყიდველმა უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობად საინვესტიციო ვალდებულების არსებობის შემთხვევაში პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე, ხოლო აუქციონის შემთხვევაშიაუქციონის ჩატარებიდან 1 თვის ვადაში, წარადგინოს საინვესტიციო ვალდებულების არანაკლებ 5%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც არანაკლებ 2 თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას.

     2. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე მისი მოქმედების განმავლობაში უზრუნველყოფს მყიდველის მიერ შესასრულებელი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად დაკისრებული პირგასამტეხლოს მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

     3. მყიდველი ვალდებულია უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობის შემცირების შემთხვევაში 1 თვის ვადაში შეავსოს იგი მის სრულ ოდენობამდე.

     4. მყიდველის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად ქონების განმკარგავი სუბიექტის მხრიდან ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში.

5. ქონების პრივატიზების მიზნით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების დარღვევის გამო ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის შემთხვევაში, პრივატიზებული ქონება ბრუნდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში, ხოლო ამ ქონებაზე რეგისტრირებული მესამე პირის (პირთა) იპოთეკის უფლება(ები) უქმდება, თუკი იპოთეკით ქონების დატვირთვამდე საჯარო რეესტრში უძრავი ნივთის შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულებ(ებ)ის ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია. ამასთან, ქონების შემძენს განმკარგავის სუბიექტის მიერ არ აუნაზღაურდება გადახდილი თანხები და გაწეული დანახარჯები.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი №96 - უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 27.12.2013წ.

    მუხლი 10. უძრავი ქონების პრივატიზებისას გარიგების გაფორმების წესი

1. უძრავი ქონების პრივატიზებისას პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსა და მყიდველს შორის იდება ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციისა და შესაბამისი ვალდებულების (მათ შორის, საპრივატიზებო საფასურის გადახდის) წარმოშობის საფუძველია.

2. უძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულებების ფორმებს ამტკიცებს სამინისტრო. პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია გასცეს აუქციონში გამარჯვების დადასტურება წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.

3. აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულება იდება აუქციონის ჩატარებიდან 1 თვის ვადაში, მთავრობის თავმჯდომარის  მიერ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას – შესაბამისი აქტის გამოცემიდან 3 თვის ვადაში.

     4. მყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს საპრივატიზებო საფასურის გადახდა დადგენილ ვადაში და პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს წარუდგინოს საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულება არ ვრცელდება ელექტრონული აუქციონის ფორმით განხორციელებული პრივატიზების შემთხვევებზე).

     5. ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღეში ქონების განმკარგავი სუბიექტი გასცემს ვალდებულების სრულად ან მისი ნაწილის შესრულების დადასტურებას წერილობითი ან ელექტრონული ფორმით, რაც საჯარო რეესტრში შესაბამისი ვალდებულების გაუქმების ან ვალდებულების ცვლილების რეგისტრაციის საფუძველია.

6. სამინისტროს თანხმობის შემთხვევაში, მყიდველს უფლება აქვს, საპრივატიზებო პირობის (პირობების) არსებობისას, საპრივატიზებო ვალდებულების შესრულების მიზნით იპოთეკით დატვირთოს შეძენილი უძრავი ქონება.

     7. საინვესტიციო პირობების არარსებობისას მყიდველს უფლება აქვს, საპრივატიზებო ვალდებულების შესრულების მიზნით იპოთეკით დატვირთოს შეძენილი უძრავი ქონება.

8. ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული წესით განკარგული ქონების იპოთეკით დატვირთვის შემთხვევაში, იპოთეკარის მიმართ იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო იპოთეკით დატვირთული ქონების იპოთეკარის საკუთრებაში გადასვლის ან „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით რეალიზაციისას (მიუხედავად ასეთი რეალიზაციის ფორმისა), ახალ (და ყოველ შემდგომ) მესაკუთრეზე სრულად გადადის ქონების შემძენის მიერ განმკარგავი სუბიექტის წინაშე ნაკისრი საპრივატიზებო ვალდებულებები და შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობები, თუკი იპოთეკით ქონების დატვირთვამდე საჯარო რეესტრში უძრავი ნივთის შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულებ(ებ)ის ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის 29 აპრილის კანონი №115-უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 19.05.2011წ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი №96 - უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 27.12.2013წ.

    მუხლი 11. უძრავი ქონების პრივატიზების შესახებ გარიგების ბათილობა

1. უძრავი ქონების მყიდველის პასუხისმგებლობა მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში განისაზღვრება საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად.

2. პრივატიზების გარიგებათა ბათილად ცნობის უფლებრივი და ქონებრივი შედეგები, აგრეთვე პრივატიზებულ ქონებასთან დაკავშირებული სადაო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

3. პრივატიზებული ქონების დოკუმენტაციის კანონიერების შემოწმება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 12. უძრავი ქონების პრივატიზება პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმებით

 1. პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების მიზანია, საკუთრების უფლება გადაეცეს იმ მყიდველს, რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის დადგენილ პირობას (პირობებს), ხოლო თუ პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება კონკურენტული შერჩევის საფუძველზე – საკუთრების უფლება მიენიჭოს იმ დაინტერესებულ პირს (პოტენციურ ინვესტორს), რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს ქონების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის დადგენილ პირობას (პირობებს).

2. უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვა, საპრივატიზებო საფასურის და შესაბამისი პირობების დადგენა ხორციელდება მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, რის თაობაზეც გადაწყვეტილების მიღებამდე არა უგვიანეს სამი სამუშაო დღისა უმაღლეს საბჭოს წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას. თუ ქონების ღირებულება არ აღემატება 10000 (ათი ათასი) ლარს, მთავრობის თავმჯდომარე უფლებამოსილია უმაღლესი საბჭოს წინასწარი ინფორმირების გარეშე მოახდინოს მისი პირდაპირი მიყიდვა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვა. მთავრობის თავმჯდომარე უფლებამოსილია პირდაპირი მიყიდვის წესით განახორციელოს ქონების პრივატიზება წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტისაგან განსხვავებული მიზნით მოქალაქეების სოციალური პირობების გაუმჯობესების ან/და სახელმწიფო ორგანოს მიერ მოქალაქეების წინაშე აღებული ვალდებულებების დასაკმაყოფილებლად.

3. უძრავი ქონების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება, თუ:

ა) არსებობს ინვესტიციის განხორციელების პირობათა სიმრავლე;

ბ) დაინტერესებულ პირთა მიერ შემოთავაზებული პირობები ალტერნატიულია.

4. უძრავი ქონების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვისათვის ამ მუხლით განსაზღვრული პროცედურები იწყება დაინტერესებული პირის მიერ ინტერესის გამოხატვით.

5. როგორც წესი, დაინტერესებულ პირთა წინადადებებს იხილავს სამინისტრო და იღებს გადაწყვეტილებას კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარების თაობაზე.

6. კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის მიზნით სამინისტრო, უძრავი ქონების პრივატიზების პირობების შესახებ გადაწყვეტილებას აქვეყნებს საერთო-სახელმწიფოებრივ ან/და საერთაშორისო მნიშვნელობის საინფორმაციო საშუალებებში და განსაზღვრავს ინტერესთა გამოხატვის ვადას, რომელიც, როგორც წესი, არ შეიძლება იყოს ერთ თვეზე ნაკლები. თუ დაყოვნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ინტერესებს, მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შესაძლებელია ამ ვადის გონივრული შემცირება საჯაროობის სხვაგვარად უზრუნველყოფისა და პოტენციური ინვესტორების ინფორმირების პირობით.

7. სამინისტრო, ინტერესთა გამოხატვის ვადის დასრულების შემდეგ იხილავს შემოსულ განაცხადებს და მთავრობის თავმჯდომარეს წარუდგენს დასაბუთებულ წინადადებებს უძრავი ქონების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის შესახებ. გადაწყვეტილებას უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის თაობაზე იღებს მთავრობის თავმჯდომარე.

8. კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის შემთხვევაში ინტერესთა გამოხატვის ვადის დასრულებამდე უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად, სამინისტრო უფლებამოსილია მოითხოვოს დაინტერესებული პირისაგან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ან შესაბამის დეპოზიტზე განათავსებინოს თანხა უძრავი ქონების ღირებულების არანაკლებ 5%-ის ოდენობით. უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებში საინვესტიციო ვალდებულების არსებობისას ამ პუნქტში აღნიშნული უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა ან შესაბამის დეპოზიტზე თანხის განთავსება ხორციელდება უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებზე ვალდებულების აღების (შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების) უზრუნველსაყოფად. თუ შემოთავაზებული ინვესტიციის მოცულობა აღემატება უძრავი ქონების ღირებულებას, აღნიშნული უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ან დეპოზიტზე განსათავსებელი თანხა უნდა შეესაბამებოდეს შემოთავაზებული ინვესტიციის მოცულობის 5%-ს. პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში აღნიშნული თანხა ირიცხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში. საინვესტიციო ვალდებულების არსებობისას ქონების საპრივატიზებო პირობებზე ვალდებულების აღების (შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების) შემდეგ საბანკო გარანტიის/ბეს წარდგენის ვადა, ოდენობა და სხვა პირობები განისაზღვრება ამ კანონის მე-9 მუხლით.

9. მთავრობის თავმჯდომარე უფლებამოსილია უძრავი ქონების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღოს ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების გარეშე.

10. ამ მუხლით გათვალისწინებული კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის წესი არ გამოიყენება იმ უძრავი ქონების მიმართ, რომელიც სარგებლობაში აქვს გადაცემული ან/და ბალანსზე ერიცხება ხელისუფლების ორგანოს ან საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს.

      აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის 29 აპრილის კანონი №115-უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 19.05.2011წ.

      აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის 16 მაისის კანონი №5 8 - უ.ს.გ.ს. - ვებგვერდი, 24.05.2013წ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი №96 - უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 27.12.2013წ.

თავი III

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის პრივატიზება

    მუხლი 13. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის პრივატიზების ფორმები და პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოები

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის (შემდგომში – მოძრავი ნივთი) აუქციონის ფორმით პრივატიზებას ახორციელებს ხელისუფლების ორგანო ან საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელსაც მოძრავი ნივთი სარგებლობაში აქვს გადაცემული ან/და ბალანსზე ერიცხება. სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს მოძრავი ნივთის გასხვისების უფლება აქვს მხოლოდ სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს, ხოლო არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს - დამფუძნებლის თანხმობით.

2. თუ მოძრავი ნივთი არ არის სარგებლობაში გადაცემული, მის პრივატიზებას აუქციონის ფორმით ახორციელებს სამინისტრო, აგრეთვე, მთავრობის თავმჯდომარე – პირდაპირი მიყიდვის ფორმით. ხელისუფლების ორგანოს ან საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის თხოვნით, რომელსაც მოძრავი ნივთი სარგებლობაში აქვს გადაცემული ან/და ბალანსზე ერიცხება, სამინისტრო უფლებამოსილია განახორციელოს მოძრავი ნივთის აუქციონის ფორმით პრივატიზება, აგრეთვე, მთავრობის თავმჯდომარე პირდაპირი მიყიდვის ფორმით.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის 29 აპრილის კანონი №115-უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 19.05.2011წ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2012 წლის 17 მაისის კანონი №164-უ.ს.გ.ს. - ვებგვერდი, 21.05.2012წ.

    მუხლი 14. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველისთვის მოძრავი ნივთის გადაცემა

1. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ხელისუფლების ორგანო ან საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი მის სარგებლობაში არსებულ მოძრავ ნივთს საკუთრებაში გადასცემს მზღვეველს მის მიერ ამ ნივთის ღირებულების ანაზღაურების ან დაზიანებული ნივთის იდენტური დაუზიანებელი ნივთის გადაცემის სანაცვლოდ, დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით.

2. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველისთვის მოძრავი ნივთის გადაცემის წესი და პირობები განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამართლებრივი აქტით.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის 29 აპრილის კანონი №115-უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 19.05.2011წ.

    მუხლი 15. მოძრავი ნივთის საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრა, ანგარიშსწორება და პრივატიზების შესახებ გარიგების გაფორმება

1. მოძრავი ნივთის საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის შესაბამისად. მთავრობის თავმჯდომარე უფლებამოსილია მოძრავი ნივთის აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საპრივატიზებო საფასური განსაზღვროს აღნიშნული ქონების ნარჩენ ღირებულებაზე ნაკლებ ფასად.

2. მოძრავი ნივთის პრივატიზებისას ანგარიშსწორება ხორციელდება ამ კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად.

3. მოძრავი ნივთის პრივატიზებისას სამინისტროსა და მყიდველს შორის იდება ნასყიდობის ხელშეკრულება. მოძრავი ნივთის აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულებების ფორმებს ამტკიცებს სამინისტრო. პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია გასცეს აუქციონში გამარჯვების დადასტურება. აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულება იდება აუქციონის ჩატარებიდან 1 თვის ვადაში, ხოლო მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილების საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას – შესაბამისი აქტის გამოცემიდან 3 თვის ვადაში.

4. მოძრავი ნივთის პრივატიზების შედეგად მიღებული შემოსავალი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში.

5. სამინისტრო უფლებამოსილია გააფორმოს ხელშეკრულება მესამე პირებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ მოძრავი ნივთის პრივატიზების ინიცირებას.

     6. მოძრავი ნივთის პრივატიზების შესახებ გარიგების ბათილობა ხორციელდება ამ კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად.

     7. მყიდველი ვალდებულია პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც არ უნდა იყოს აუქციონის ჩატარებიდან 7 კალენდარულ დღეზე ნაკლები და 30 კალენდარულ დღეზე მეტი, უზრუნველყოს საპრივატიზებო საფასურის გადახდა და პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს წარუდგინოს საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

     8. მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლება გადადის საპრივატიზებო საფასურის სრულად გადახდის შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ ქონების შემძენმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, ქონების შემძენს საკუთრების უფლება ეძლევა ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით.

9. რეგისტრაციას დაქვემდებარებული მოძრავი ნივთის შემთხვევაში ვალდებულების არსებობისას ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენიდან, ხოლო ელექტრონული აუქციონის ფორმით ქონების განკარგვისას − საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის დღიდან 5 სამუშაო დღეში სამინისტრო გასცემს ვალდებულების სრულად ან მისი ნაწილის შესრულების დადასტურებას წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. რომელიც შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში ვალდებულების გაუქმების ან მასში ცვლილების რეგისტრაციის საფუძველია.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის 29 აპრილის კანონი №115-უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 19.05.2011წ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი №96 - უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 27.12.2013წ.

თავი IV

ქონებით სარგებლობა

    მუხლი 16. ქონების სარგებლობაში გადაცემის ფორმები და პირობები

1. ქონება სარგებლობაში გადაიცემა ვადით ან უვადოდ, სასყიდლით ან უსასყიდლოდ, აუქციონის ფორმით ან მის გარეშე.

2. ქონება სარგებლობაში შეიძლება გადაეცეს ხელისუფლების ორგანოებს და საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებს, აგრეთვე ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს.

3. უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემა საჯარო რეესტრში უნდა დაარეგისტრიროს  ქონების სარგებლობაში მიმღებმა.

4. აკრძალულია ქონების სარგებლობაში მიმღების მიერ სარგებლობაში გადაცემული ქონების იპოთეკით დატვირთვა, დაგირავება, სერვიტუტით დატვირთვა, უძრავ ქონებაზე სხვაგვარი განკარგვითი გარიგების დადება ან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომელიც იწვევს ქონების მესაკუთრის შეცვლას, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის 29 აპრილის კანონი №115-უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 19.05.2011წ.

    მუხლი 17. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოსათვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ქონების გადაცემა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოს მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს უფლება აქვს, მიიღოს და ბალანსზე აიყვანოს ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული ქონება, რომელიც მას საკუთრებაში გადასცა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა. ასეთი ფორმით მიღებული ქონება ექვემდებარება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად რეგისტრაციას ქონების მიმღების მიერ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის 29 აპრილის კანონი №115-უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 19.05.2011წ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი №96 - უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 27.12.2013წ.

    მუხლი 18. ხელისუფლების ორგანოსთვის, საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ქონების სარგებლობაში გადაცემის წესი

     1. ხელისუფლების ორგანო სამინისტროს მიმართავს განცხადებით ქონების პირველადი სარგებლობაში გადაცემის შესახებ. სამინისტრო განცხადების წარდგენიდან 2 კვირის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას განცხადებაში დასმულ საკითხზე თანხმობის გაცემის თაობაზე, რომელიც შესაბამისი ორგანოსთვის ქონების სარგებლობაში გადაცემის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის საფუძველია, ან მოტივირებულ უარს აცხადებს ქონების გადაცემაზე. სამინისტროს მიერ უარის თქმის შემთხვევაში ქონების გადაცემის საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.

2. ქონების სარგებლობაში პირველადი გადაცემის შემდეგ, ქონების მიმღები ხელისუფლების ორგანო უფლებამოსილია ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეს ქონება სარგებლობაში გადასცეს ხელისუფლების სხვა ორგანოს, რაზედაც ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი. ხელისუფლების ორგანოს უფლება აქვს, ამ კანონით დადგენილი წესით სარგებლობაში გადასცეს ის ქონება, რომელიც მის ბალანსზე ირიცხება.

3. ხელისუფლების ორგანო ქონების სარგებლობაში გადაცემის თაობაზე წერილობით, შესაბამისი დასაბუთებით მიმართავს იმ ორგანოს, რომელსაც ეს ქონება გადაცემული აქვს ამ კანონით დადგენილი წესით. მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული უნდა იყოს ქონების სარგებლობაში გადაცემის ვადა (თუ არ ხდება უვადოდ გადაცემა), აგრეთვე გადაცემის სხვა პირობები (ასეთების არსებობის შემთხვევაში).

5. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებზე. სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს თავის სარგებლობაში არსებული ქონების გადაცემის უფლება აქვს მხოლოდ სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს, ხოლო არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს - დამფუძნებლის თანხმობით.

     6. იმ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელსაც არ ჰყავს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგა­ნო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თანხმობით, სახელმწიფო, აფხა­ზე­თის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგი­ლობ­რი­ვი თვით­მმართველობის ორგანომ ან საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იური­დი­ულ­მა პირმა ქონება შეიძლება გადასცეს საქართველოს სა­მო­ქა­­­ქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორ­მე­ბით, ვა­დით ან უვადოდ, სასყიდლით ან უსასყიდლოდ.

     7. ამ მუხლის საფუძველზე ქონების სარგებლობაში გადაცემისას სარგებლობის უფლების გამცემი პირი ბალანსიდან იხსნის გადაცემულ ქონებას, ხოლო სარგებლობის უფლებით მიმღებ პირს ბალანსზე აჰყავს აღნიშნული ქონება.

8. სახელმწიფო ორგანოს, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ სარგებლობაში მიღებული ქონების სხვა სახელმწიფო ორგანოსთვის, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოსთვის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთვის სარგებლობაში გადაცემის შემთხვევაში უქმდება სამინისტროსა/მოსარგებლესა და ამ ორგანოს შორის დადებული ხელშეკრულება (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომლის საფუძველზედაც უძრავი ქონება სარგებლობაში იყო გადაცემული.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის 29 აპრილის კანონი №115-უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 19.05.2011წ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი №96 - უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 27.12.2013წ.

    მუხლი 19. ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ქონების სარგებლობაში გადაცემის წესი

     1. ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს უძრავ ქონებას სასყიდლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, აუქციონის საფუძველზე, სამინისტროს თანხმობით გადასცემს ხელისუფლების ორგანო, საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირი, რომელსაც ეს ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული. თუ უძრავი ქონება არ არის სარგებლობაში გადაცემული, მას ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სარგებლობაში გადასცემს სამინისტრო დადგენილი წესით.

     2. ქონების სასყიდლით სარგებლობაში მიმღები ფიზიკური პირი ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი ვალდებულია ამ ქონებით სარგებლობის განმავლობაში ქონების სარგებლობაში გამცემისთვის დაბრუნებამდე გადაიხადოს ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასური და უზრუნველყოს აღნიშნული ქონების მოვლა-პატრონობა.

     3. ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია სამინისტროს წერილობითი მოთხოვნის თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), სარგებლობის მთელი პერიოდისათვის, მაგრამ არაუმეტეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში რეგისტრაციის მომენტიდან.

     4. ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ქონების სასყიდლით ან უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით.

     5. სამინისტრო იმ უძრავ ქონებას, რომლის პრივატიზებაც კანონმდებლობით აკრძალულია, აუქციონის წესით სარგებლობაში გადასცემს ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს, ხოლო უსასყიდლო აღნაგობის, უსასყიდლო უზუფრუქტისა და თხოვების ფორმებით, აუქციონის გარეშე გადასცემს მხოლოდ ხელისუფლების ორგანოებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს და სახელმწიფოს (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის) წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებს, სადაც სახელმწიფო (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის) საკუთრებაშია წილის (აქციების) 50% ან 50%-ზე მეტი.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი №96 - უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 27.12.2013წ.

    მუხლი 20. ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესი

1. ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. მთავრობის თავმჯდომარე უფლებამოსილია დაადგინოს ქონების სარგებლობაში გადაცემის განსხვავებული საფასური.

2. ქონების სასყიდლით სარგებლობაში გადაცემისას სარგებლობაში გადაცემის თანხა ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში, ხოლო საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლით სარგებლობაში გადაცემისას სარგებლობაში გადაცემის თანხა ირიცხება სარგებლობაში გადამცემის საბანკო ანგარიშზე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი №96 - უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 27.12.2013წ.

თავი V

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული არამატერიალური ქონებრივი სიკეთე

    მუხლი 21. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული არამატერიალური ქონებრივი სიკეთე

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეს მიეკუთვნება წილები და აქციები, ასევე ყველა ის მოთხოვნა და უფლება, რომელიც შეიძლება გადაეცეს სხვა პირებს ან გამიზნულია საიმისოდ, რომ მის მფლობელს შეექმნას მატერიალური სარგებელი ან/და მიენიჭოს უფლება, მოსთხოვოს რაიმე სხვა პირებს.

2. სამინისტრო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების ბაზაზე, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად აფუძნებს სააქციო საზოგადოებებსა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებს ან/და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს.

    მუხლი 22. წილებისა და აქციების განკარგვაზე უფლებამოსილი ორგანო

წილებისა და აქციების განკარგვაზე უფლებამოსილი ორგანოა სამინისტრო.

    მუხლი 23. წილებისა და აქციების განკარგვის ფორმები

1. წილებისა და აქციების განკარგვის ფორმებია:

ა) წილებისა და აქციების პრივატიზება;

ბ) წილებისა და აქციების მართვის უფლებით გადაცემა.

2. წილებისა და აქციების პრივატიზება შეიძლება განხორციელდეს აუქციონის ან პირდაპირი მიყიდვის ფორმით.

    მუხლი 24. წილებისა და აქციების აუქციონისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმებით პრივატიზება

1. წილებისა და აქციების აუქციონი ორი სახისაა: პირობებიანი და უპირობო.

2. წილებისა და აქციების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება შეიძლება განხორციელდეს პირდაპირი მიყიდვის ან კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით, მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილების საფუძველზე, ამ კანონის მე-12 მუხლით დადგენილი წესით, რის თაობაზეც გადაწყვეტილების მიღებამდე არაუგვიანეს სამი სამუშაო დღისა უმაღლეს საბჭოს წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის 16 მაისის კანონი №5 8 - უ.ს.გ.ს. - ვებგვერდი, 24.05.2013წ.

    მუხლი 25. წილებისა და აქციების მართვის უფლებით გადაცემა

1. წილებისა და აქციების მართვის უფლებით გადაცემა ხორციელდება აუქციონის ფორმით ან, მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, პირდაპირი გადაცემის ფორმით.

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს პარტნიორის (აქციონერის) უფლებამოსილებებს ახორციელებს სამინისტრო.

    მუხლი 26. აქციებისა და წილების პრივატიზების ცალკეული ფორმების განსაზღვრის და სხვა სუბიექტებისათვის მათი მართვის უფლებით გადაცემის წესი

აქციებისა და წილების პრივატიზების ცალკეულ ფორმებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრავს და სხვა სუბიექტებისათვის მათი მართვის უფლებით გადაცემის წესს ამტკიცებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.

    მუხლი 27. წილებისა და აქციების საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრა, ანგარიშსწორება და განკარგვის შესახებ გარიგების გაფორმება

     1. წილებისა და აქციების საპრივატიზებო საფასურისა და საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

     2. მთავრობის თავმჯდომარე უფლებამოსილია ცალკეულ შემთხვევებში, აუქციონის ფორმით განკარგვისას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული აქციისა და წილის პრივატიზებისას საწყისი საფასური განსაზღვროს ნომინალურ ღირებულებაზე ნაკლებ ფასად.

     3. წილებისა და აქციების განკარგვისას ანგარიშსწორება ხორციელდება ამ კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად.

     4. წილებისა და აქციების განკარგვისას სამინისტროსა და მყიდველს შორის იდება ნასყიდობის ხელშეკრულება. განმკარგავი ორგანო უფლებამოსილია გასცეს აუქციონში გამარჯვების დადასტურება. აუქციონის ფორმით პრივატიზებისას/მართვის უფლებით გადაცემისას ნასყიდობის ხელშეკრულება იდება აუქციონის ჩატარებიდან 1 თვის ვადაში, ხოლო მთავრობის თავმჯდომარის მიერ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას/მართვის უფლებით გადაცემისასშესაბამისი აქტის გამოცემიდან 3 თვის ვადაში. წილებისა და აქციების პრივატიზებისას/მართვის უფლებით გადაცემისას მყიდველს საკუთრების უფლება გადაეცემა შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. თუ მყიდველის მიერ საპრივატიზებო საფასური არ არის ან სრულად არ არის გადახდილი, შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში საკუთრების უფლებასთან ერთად უნდა დარეგისტრირდეს საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულება.

      5. სამინისტრო უფლებამოსილია გააფორმოს ხელშეკრულება მესამე პირებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ წილებისა და აქციების პრივატიზების/მართვის უფლების გადაცემის ინიციირებას.

     6. წილების და აქციების პრივატიზების/მართვის უფლებით გადაცემის შესახებ გარიგების ბათილად ცნობასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ამ კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად.

     7. მყიდველი ვალდებულია პრივატიზების/მართვის უფლებით გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც არ უნდა იყოს აუქციონის ჩატარებიდან 7 კალენდარულ დღეზე ნაკლები და 30 კალენდარულ დღეზე მეტი, ხოლო თუ აუქციონი გამოცხადებულია პირობებით 2 კალენდარულ წელზე მეტი, უზრუნველყოს საპრივატიზებო საფასურის გადახდა და პრივატიზების/მართვის უფლებით გადაცემის განმახორციელებელ ორგანოს წარუდგინოს საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულება არ ვრცელდება ელექტრონული აუქციონის ფორმით განხორციელებული წილებისა და აქციების პრივატიზების/მართვის უფლებით გადაცემის შემთხვევებზე).

      8. ვალდებულების არსებობისას ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენიდან, ხოლო ელექტრონული აუქციონის ფორმით წილებისა და აქციების განკარგვისასსაპრივატიზებო საფასურის გადახდის დღიდან 5 სამუშაო დღეში სამინისტრო გასცემს ვალდებულების სრულად ან მისი ნაწილის შესრულების დადასტურებას წერილობითი ან ელექტრონული ფორმით, რომელიც შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში ვალდებულების გაუქმების ან მასში ცვლილების რეგისტრაციის საფუძველია.

      9. სამინისტროს თანხმობის შემთხვევაში, მყიდველს/მართვის უფლების მიმღებს უფლება აქვს, საპრივატიზებო პირობის (პირობების) არსებობისას, საპრივატიზებო ვალდებულების შესრულების მიზნით იპოთეკით დატვირთოს შეძენილი/მართვის უფლებით მიღებული ქონება.

      10. საინვესტიციო პირობების არარსებობისას მყიდველს/მართვის უფლების მიმღებს უფლება აქვს, საპრივატიზებო ვალდებულების შესრულების მიზნით იპოთეკით დატვირთოს შეძენილი/ მართვის უფლებით მიღებული ქონება.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის 29 აპრილის კანონი №115-უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 19.05.2011წ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი №96 - უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 27.12.2013წ.

თავი VI

გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 28. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებები

1. ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვეში სამინისტრომ წარუდგინოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ დაამტკიცოს:

ა) მესამე პირების მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვის წესი;

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის ხელისუფლების ორგანოს/საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ, რომელსაც მოძრავი ნივთი სარგებლობაში აქვს გადაცემული ან/და ბალანსზე ერიცხება, აუქციონის ფორმით პრივატიზების წესი;

გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების ტოლფასი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საკუთრებაში გადაცემის წესი და პირობები;

დ) სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველისათვის მოძრავი ნივთის გადაცემის წესი და პირობები;

ე) სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი.

2. სამინისტრომ 2011 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცება.

      მუხლი 29. უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობების შეცვლა , საპრივატიზებო პირობების შეუსრულებლობისათვის დაკისრებული / დასაკისრებელი სანქციებისაგან გათავისუფლება

     იმ ქონების მყიდველების, სარგებლობაში/მართვის უფლებით მიმღებების მიმართ, რომლებიც მიმართავენ სამინისტროს ოქმით/ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის დაკისრებული/დასაკისრებელი სანქციებისაგან გათავისუფლების ან/და ვალდებულებების შეცვლის/ გადახედვის თაობაზე, სამინისტრო უფლებამოსილია საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის პრინციპებზე დაყრდნობით, დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევაში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თანხმობით მიიღოს გადაწყვეტილება პრივატიზებულ, სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემულ ქონებაზე გაფორმებული ოქმის/ხელშეკრულების პირობების შეცვლის/გადახედვის ან/და ნებისმიერი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის დაკისრებული/ დასაკისრებელი სანქციისაგან გათავისუფლების შესახებ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2012 წლის 22 აგვისტოს კანონი №177-უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 27.08.2012წ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის 17 ოქტომბრის კანონი №71 - უ.ს.შ.ს. - ვებგვერდი, 22.10.2013წ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი №96 - უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 27.12.2013წ.

    მუხლი 291. უზუფრუქტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის დაკისრებული / დასაკისრებელი პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლება

     სახელმწიფო ორგანოებისა და საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებს (უზუფრუქტუარებს) ეპატიოთ მოქმედი/შეწყვეტილი უზუფრუქტის ხელშეკრულებით ნაკისრი გადაცემული ქონების დაზღვევის ან/და კომუნალური გადასახადების დაფარვის ვალდებულების შეუსრულებლობისათვის 2014 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დასაკისრებელი გადასახდელი პირგასამტეხლო.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი №96 - უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 27.12.2013წ.

  მუხლი 292. უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულებების შეწყვეტა და ქონების სარგებლობაში გადაცემა

სახელმწიფო ორგანოებისა და საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულებების საფუძველზე გადაცემული ქონება ჩაითვალოს ამ კანონის 18- მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფორმით გადაცემულად.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი №96 - უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 27.12.2013წ.

  მუხლი 293. თხოვების ხელშეკრულების შეწყვეტა და მოძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემა

სახელმწიფო ორგანოებისა და საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის თხოვების ხელშეკრულებების საფუძველზე გადაცემული მოძრავი ქონება ჩაითვალოს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული ფორმით გადაცემულად და შეწყდეს შესაბამისი თხოვების ხელშეკრულებები.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი №96 - უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 27.12.2013წ.

    მუხლი 30. ძალადაკარგული ნორმატიული აქტი

ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აჭარის ავტო­ნო­მიუ­რი რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რეს­პუბ­ლიკის კანონი (გაზეთი „აჭარა“, №154,17.08.2005 წ., გვ.8–10).

თავი VII

დასკვნითი დებულება

    მუხლი 31. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტო­ნო­მიუ­რი რესპუბლიკის

მთავრობის თავმჯდომარე . ვარშალომიძე

ბათუმი,

2010 წლის 10 დეკემბერი

103 –უ.ს.რ.ს.

 

შეტანილი ცვლილებები:

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის 29 აპრილის კანონი №115-უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 19.05.2011წ.

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2012 წლის 17 მაისის კანონი №164-უ.ს.გ.ს. - ვებგვერდი, 21.05.2012წ.

3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2012 წლის 22 აგვისტოს კანონი №177-უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 27.08.2012წ.

4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის 16 მაისის კანონი №58 - უ.ს.გ.ს. - ვებგვერდი, 24.05.2013წ.

5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის 17 ოქტომბრის კანონი №71 - უ.ს.შ.ს. - ვებგვერდი, 22.10.2013წ.

6. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი №96 - უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 27.12.2013წ.

15. 21/04/2022 - ავტონომიური რესპუბლიკის კანონი - 51-IIს - ვებგვერდი, 26/04/2022 14. 16/12/2021 - ავტონომიური რესპუბლიკის კანონი - 48-Iს - ვებგვერდი, 17/12/2021 13. 02/03/2021 - ავტონომიური რესპუბლიკის კანონი - 18-IIს - ვებგვერდი, 04/03/2021 12. 18/06/2020 - ავტონომიური რესპუბლიკის კანონი - 116-უ.ს.გ.ს. - ვებგვერდი, 23/06/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 11. 12/07/2017 - ავტონომიური რესპუბლიკის კანონი - 57-უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 14/07/2017 10. 23/06/2017 - ავტონომიური რესპუბლიკის კანონი - 48-უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 28/06/2017 9. 16/03/2017 - ავტონომიური რესპუბლიკის კანონი - 34-უ.ს.გ.ს. - ვებგვერდი, 22/03/2017 8. 29/09/2016 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 3/4/641 - ვებგვერდი, 11/10/2016 7. 18/06/2015 - ავტონომიური რესპუბლიკის კანონი - 138-უ.ს.გ.ს. - ვებგვერდი, 22/06/2015 6. 24/12/2013 - ავტონომიური რესპუბლიკის კანონი - 96-უ.ს.რ.ს - ვებგვერდი, 27/12/2013 5. 17/10/2013 - ავტონომიური რესპუბლიკის კანონი - 71-უ.ს.შ.ს. - ვებგვერდი, 22/10/2013 4. 16/05/2013 - ავტონომიური რესპუბლიკის კანონი - 58-უ.ს.გ.ს. - ვებგვერდი, 24/05/2013 3. 22/08/2012 - ავტონომიური რესპუბლიკის კანონი - 177-უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 27/08/2012 2. 17/05/2012 - ავტონომიური რესპუბლიკის კანონი - 164-უ.ს.გ.ს. - ვებგვერდი, 21/05/2012 1. 29/04/2011 - ავტონომიური რესპუბლიკის კანონი - 115 უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 110519001, 19/05/2011