„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 57-უ.ს.რ.ს.
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი 12/07/2017
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 040090000.30.056.016072
57-უ.ს.რ.ს.
12/07/2017
ვებგვერდი, 14/07/2017
040090000.30.056.016072
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

კანონი

 

 

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე №68, 14.12.2010) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1ქვეპუნქტ:

„ე1) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ განსაზღვრული და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოების მიერ კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ შეძენილი ან/და ბალანსზე რიცხული ქართული წარმოების პროდუქტისა და ქართული ტრადიციული სიმბოლოების შემცველი ნივთების რეალიზაციაზე.“.

2. მე-2 მუხლის:

ა) 1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა1 ქონების განკარგვა − ქონების სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემა, პრივატიზება, მართვის უფლებით გადაცემა, ლიზინგის ფორმით გადაცემა, განადგურება, ამ კანონით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;

ბ) „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) პრივატიზება – ელექტრონული ან/და საჯარო აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვისა და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმებით ფიზიკური ან/და იურიდიული პირების ან/და მათი გაერთიანებების მიერ ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ) ხელისუფლების ორგანო – საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები.“;

გ) „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) მართვის უფლებით გადაცემა – წილებისა და აქციების მართვის უფლებით გადაცემა ფიზიკური პირისათვის, იურიდიული პირისათვის, პირთა გაერთიანების ან/და სხვა სუბიექტისათვის;

ლ) მესამე პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება, რომელიც უზრუნველყოფს ქონების პრივატიზების ხელშეწყობას;“.

3. მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელით ფლობს, მართავს და განკარგავს ქონებას.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ქონების შემძენი შეიძლება იყოს ფიზიკური ან იურიდიული პირი ან ასეთ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც ხელისუფლების ორგანოების მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია, აგრეთვე ხელისუფლების ორგანოს, სხვა სუბიექტის ან ხელისუფლების ორგანოსა და სხვა სუბიექტის მიერ ერთობლივად დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, ხოლო მთავრობის თავმჯდომარის სამართლებრივი აქტის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვისას − ასევე საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შემძენი შეიძლება იყოს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირი.“;

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ამ კანონით დადგენილი წესით ქონებას უსასყიდლოდ საკუთრებაში გადასცემს:

ა) საქართველოს სახელმწიფოს;

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს;

გ) საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას;

დ) ფიზიკურ პირებს, ხელისუფლების ორგანო(ები)ს მიერ შექმნილი შესაბამისი კომისი(ებ)ის რეკომენდაციის საფუძველზე, სოციალური პირობების გაუმჯობესების ან/და ხელისუფლების ორგანო(ები)ს მიერ მოქალაქეების წინაშე აღებული ვალდებულებების დასაკმაყოფილებლად.“;

დ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე მთავრობის თავმჯდომარე  სამინისტროს წარდგინების საფუძველზე გამოსცემს სამართლებრივ აქტს, რაც სამინისტროს მიმართვასთან ერთად წარმოადგენს სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემული ქონების საკუთრების უფლებით რეგისტრაციის საფუძველს.“.

4. მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქონების განკარგვის/სარგებლობის/მართვის უფლებით გადაცემის ფორმებია:

ა) პირობებიანი ან უპირობო აუქციონი;

ბ) პირდაპირი მიყიდვა/მართვის უფლებით გადაცემა;

გ) პირდაპირი მიყიდვა კონკურენტული შერჩევის საფუძველზე;

დ) უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ქონების პირდაპირი მიყიდვის და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ხორციელდება მთავრობის თავმჯდომარის სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ამ კანონის მე-12 მუხლით დადგენილი წესით.“.

5. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მთავრობის თავმჯდომარის სამართლებრივი აქტის საფუძველზე, სამინისტრო უფლებამოსილია ქონების პირობ(ებ)ით აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ქონების საწყისი საპრივატიზებო თანხა განსაზღვროს დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილ ფასზე ნაკლებ ფასად.“.

6. მე-9 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამინისტრო ქონების პირობებიანი აუქციონის ფორმით, ხოლო მთავრობის თავმჯდომარე ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზებისას, უფლებამოსილია ქონების შემძენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განუსაზღვროს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის ოდენობა და ვადა.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ქონების პრივატიზების მიზნით დადებული შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების დარღვევის გამო ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის შემთხვევაში, პრივატიზებული ქონება ბრუნდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში, ხოლო ამ ქონებაზე რეგისტრირებული მესამე პირის (პირთა) იპოთეკის უფლება(ები) უქმდება, თუკი იპოთეკით ქონების დატვირთვამდე საჯარო რეესტრში უძრავი ნივთის შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულებ(ებ)ის ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია. ამასთან, ქონების შემძენს განმკარგავი სუბიექტის მიერ არ აუნაზღაურდება გადახდილი თანხები და გაწეული დანახარჯები.“.

7. მე-10 მუხლის:

ა) პირველი  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უძრავი ქონების პრივატიზებისას (გარდა ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისა) პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსა და მყიდველს შორის იდება შესაბამისი ხელშეკრულება, რომელიც საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციისა და შესაბამისი ვალდებულების (მათ შორის, ასეთის არსებობის შემთხვევაში, საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების) წარმოშობის საფუძველია.“;

ბ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სამინისტროს თანხმობის შემთხვევაში, მყიდველს უფლება აქვს, საინვესტიციო და საპრივატიზებო (მათ შორის საპრივატიზებო საფასურის გადახდის) ვალდებულების შესრულების მიზნით იპოთეკით დატვირთოს შეძენილი უძრავი ქონება.

7. ქონების პრივატიზებისას, თუ საპრივატიზებო ვალდებულებად განსაზღვრულია მხოლოდ საპრივატიზებო საფასურის გადახდა, მყიდველს უფლება აქვს საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების შესრულების მიზნით იპოთეკით დატვირთოს შეძენილი უძრავი ქონება.“.

8. მე-12 მუხლის:

ა) მე-2  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვა, საპრივატიზებო საფასურის და შესაბამისი პირობების დადგენა ხორციელდება მთავრობის თავმჯდომარის სამართლებრივი აქტით.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის მიზნით სამინისტრო, უძრავი ქონების პრივატიზების პირობების შესახებ გადაწყვეტილებას აქვეყნებს საერთო-სახელმწიფოებრივ ან/და საერთაშორისო მნიშვნელობის საინფორმაციო საშუალებებში და განსაზღვრავს ინტერესთა გამოხატვის ვადას, რომელიც, როგორც წესი, არ შეიძლება იყოს ერთ თვეზე ნაკლები. თუ დაყოვნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ინტერესებს, მთავრობის თავმჯდომარის სამართლებრივი აქტით შესაძლებელია ამ ვადის გონივრული შემცირება საჯაროობის სხვაგვარად უზრუნველყოფისა და პოტენციური ინვესტორების ინფორმირების პირობით.“;

გ) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი:

„11. მთავრობის თავმჯდომარე, უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის თაობაზე სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 3 სამუშაო დღის ვადაში შესაბამის ინფორმაციას წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს.“.

9. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 13. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის პრივატიზების ფორმები და პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოები

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის (შემდგომში – მოძრავი ნივთი) აუქციონის ფორმით პრივატიზებას ახორციელებს ხელისუფლების ორგანო ან საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელსაც მოძრავი ნივთი სარგებლობაში აქვს გადაცემული ან/და ბალანსზე ერიცხება. სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს მოძრავი ნივთის გასხვისების უფლება აქვს მხოლოდ სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს, ხოლო არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს დამფუძნებლის თანხმობით.

2. თუ მოძრავი ნივთი არ არის სარგებლობაში გადაცემული ან/და ბალანსზე არ ერიცხება სხვა სახელმწიფო ორგანოს/საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს, მის პრივატიზებას აუქციონის ფორმით ახორციელებს სამინისტრო, ხოლო პირდაპირი მიყიდვის ან უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით მთავრობის თავმჯდომარე, სამინისტროს წარდგინებით.

3. ხელისუფლების ორგანოს ან საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის თხოვნით, რომელსაც მოძრავი ნივთი სარგებლობაში აქვს გადაცემული ან/და ბალანსზე ერიცხება, სამინისტრო ან/და მთავრობის თავმჯდომარე უფლებამოსილია განახორციელოს მოძრავი ნივთის ამ კანონით დადგენილი წესით განკარგვა.

4. მოძრავი ნივთის პრივატიზების შედეგად მიღებული შემოსავალი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში.

5. ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელების შემდეგ შესაბამისი ხელშეკრულება იდება ხელისუფლების ორგანოს ან საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირსა და მყიდველს შორის.

6. მთავრობის თავმჯდომარის თანხმობით, სამინისტრო უფლებამოსილია მოძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასური განსაზღვროს საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად.“.

10. მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მოძრავი ნივთის პრივატიზებისას განმკარგავ ორგანოსა და მყიდველს შორის იდება შესაბამისი ხელშეკრულება. მოძრავი ნივთის აუქციონის ფორმით პრივატიზებისას შესაბამისი ხელშეკრულებების ფორმებს ამტკიცებს სამინისტრო. პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია გასცეს აუქციონში გამარჯვების დადასტურება. აუქციონის ფორმით პრივატიზებისას შესაბამისი ხელშეკრულება იდება აუქციონის ჩატარებიდან 1 თვის ვადაში, ხოლო მთავრობის თავმჯდომარის სამართლებრივი აქტის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას – შესაბამისი აქტის გამოცემიდან 3 თვის ვადაში.“.

11. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 17. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოსათვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ქონების/შესრულებული სამუშაოს  გადაცემა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოს მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს უფლება აქვს, მიიღოს და ბალანსზე აიყვანოს ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული ქონება, რომელიც მას საკუთრებაში გადასცა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა ან/და მიიღოს შესრულებული სამუშაოები, ასეთი ფორმით მიღებული ქონება ექვემდებარება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად რეგისტრაციას ქონების მიმღების მიერ.“.

12. მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ხელისუფლების ორგანო სამინისტროს მიმართავს წერილობით ქონების პირველად სარგებლობაში გადაცემის შესახებ. სამინისტრო წერილობითი მიმართვის წარდგენიდან 1 თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას მიმართვაში დასმულ საკითხზე თანხმობის გაცემის თაობაზე, რომელიც შესაბამისი ორგანოსთვის ქონების სარგებლობაში გადაცემის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის საფუძველია, ან მოტივირებულ უარს აცხადებს ქონების გადაცემაზე. სამინისტროს მიერ უარის თქმის შემთხვევაში ქონების გადაცემის საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.“.

13. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 19. ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ქონების სარგებლობაში გადაცემის წესი

1. ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს უძრავ ქონებას სასყიდლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, აუქციონის საფუძველზე, სამინისტროს თანხმობით გადასცემს ხელისუფლების ორგანო, საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელსაც ეს ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული. თუ უძრავი ქონება არ არის სარგებლობაში გადაცემული, მას ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სარგებლობაში გადასცემს სამინისტრო დადგენილი წესით.

2. ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სარგებლობაში გადაცემა შესაძლებელია არაუმეტეს 49 წლის ვადით, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.

3. ქონების სასყიდლით სარგებლობაში მიმღები ფიზიკური პირი ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი ვალდებულია ამ ქონებით სარგებლობის განმავლობაში ქონების სარგებლობაში გამცემისთვის დაბრუნებამდე გადაიხადოს ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასური და უზრუნველყოს აღნიშნული ქონების მოვლა-პატრონობა, ხოლო უსასყიდლოდ სარგებლობაში მიმღები პირი ვალდებულია უზრუნველყოს გადაცემული ქონების მოვლა-პატრონობა.

4. ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ქონების სასყიდლით ან უსასყიდლოდ (მათ შორის უსასყიდლო სერვიტუტის უფლებით), აუქციონის გარეშე გადაცემა, გარდა ამ მუხლის მე-5 მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, შესაძლებელია მხოლოდ მთავრობის თავმჯდომარის სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

5. ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის უძრავ ნივთზე სასყიდლით, აუქციონის გარეშე სერვიტუტის უფლების დადგენა ხორციელდება სამინისტროს სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

6. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებს, სადაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია წილის (აქციების) 50% ან 50%-ზე მეტი, ქონების გადაცემა სასყიდლით ან უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე ხორციელდება სამინისტროს სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

7. სამინისტრო იმ უძრავ ქონებას, რომლის პრივატიზებაც კანონმდებლობით აკრძალულია, აუქციონის წესით სარგებლობაში გადასცემს ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს, ხოლო უსასყიდლო აღნაგობის, უსასყიდლო უზუფრუქტისა და თხოვების ფორმებით, აუქციონის გარეშე გადასცემს მხოლოდ ხელისუფლების ორგანოებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს და სახელმწიფოს (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის) წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებს, სადაც სახელმწიფო (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის) საკუთრებაშია წილის (აქციების) 50% ან 50%-ზე მეტი.

8. იმ უძრავ ქონებას, რომლის პრივატიზებაც კანონმდებლობით აკრძალულია, მთავრობის თავმჯდომარე აუქციონის გარეშე სარგებლობაში გადასცემს ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს.“.

14. მე-20 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:

„3. ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ქონების სასყიდლით სარგებლობაში აუქციონის გარეშე გადაცემისას ქონების სარგებლობაში გადაცემის წლიური საფასური, გარდა მე-19 მუხლის მე-5 მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, განისაზღვრება მთავრობის თავმჯდომარის შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

4. ქონების სარგებლობაში გადაცემისას სამინისტროსა და მოსარგებლეს შორის იდება შესაბამისი ხელშეკრულება. სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ შესაბამისი ხელშეკრულება იდება აუქციონის ჩატარებიდან 1 თვის ვადაში, ხოლო მთავრობის თავმჯდომარის სამართლებრივი აქტის საფუძველზე პირდაპირი წესით გადაცემისას – შესაბამისი აქტის გამოცემიდან 3 თვის ვადაში.“.

15. 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამინისტრო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების ბაზაზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად აფუძნებს სააქციო საზოგადოებებსა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებს ან/და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს.“.

16. 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 22. წილებისა და აქციების განკარგვაზე უფლებამოსილი ორგანო

წილებისა და აქციების აუქციონის ფორმით განკარგვაზე უფლებამოსილი ორგანოა სამინისტრო.“.

17. 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 24. წილებისა და აქციების პრივატიზება

1. წილებისა და აქციების აუქციონი ორი სახისაა: პირობებიანი და უპირობო.

2. წილებისა და აქციების პირდაპირი მიყიდვის, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ხორციელდება მთავრობის თავმჯდომარის სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ამ კანონით დადგენილი წესით.

3. წილებისა და აქციების პრივატიზებისას გამოიყენება ამ კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებული განსაკუთრებული პირობები.“.

18. 25-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. წილებისა და აქციების მართვის უფლებით გადაცემა ხორციელდება აუქციონის ფორმით ან, მთავრობის თავმჯდომარის სამართლებრივი აქტის საფუძველზე, პირდაპირი გადაცემის ფორმით.“.

19. 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 26. აქციებისა და წილების პრივატიზების ცალკეული ფორმების განსაზღვრის და სხვა სუბიექტებისათვის მათი მართვის უფლებით გადაცემის წესი

1. აქციებისა და წილების პრივატიზების ცალკეულ ფორმებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრავს და სხვა სუბიექტებისათვის მათი მართვის უფლებით გადაცემის წესს ამტკიცებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.

2. მართვის უფლებით გადაცემული, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების მმართველი პირი სამინისტროს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მის მართვაში არსებული საწარმოს კაპიტალში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების,  მათ შორის, წილებისა და აქციების, ასევე ფულადი შენატანის (შენატანების) განხორციელების შესახებ.“.  

20. 27-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მთავრობის თავმჯდომარის თანხმობით, სამინისტრო უფლებამოსილია ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აქციისა და წილის საწყისი საფასური განსაზღვროს საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით დადგენილი წილებისა და აქციების საწყის საპრივატიზებო საფასურზე ნაკლებ ფასად.“.

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. წილებისა და აქციების განკარგვისას სამინისტროსა და მყიდველს შორის იდება შესაბამისი ხელშეკრულება. განმკარგავი ორგანო უფლებამოსილია გასცეს აუქციონში გამარჯვების დადასტურება. აუქციონის ფორმით პრივატიზებისას/მართვის უფლებით გადაცემისას შესაბამისი ხელშეკრულება იდება აუქციონის ჩატარებიდან 1 თვის ვადაში, ხოლო მთავრობის თავმჯდომარის მიერ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას/მართვის უფლებით გადაცემისას – შესაბამისი აქტის გამოცემიდან 3 თვის ვადაში. წილებისა და აქციების პრივატიზებისას/მართვის უფლებით გადაცემისას მყიდველს საკუთრების/მართვის უფლება გადაეცემა შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ და მასთან ერთად უნდა დარეგისტრირდეს საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულება (ასეთის არსებობის შემთხვევაში).“.

გ)  მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. თუ საპრივატიზებო ვალდებულებად განსაზღვრულია მხოლოდ საპრივატიზებო საფასურის გადახდა, მყიდველს/მართვის უფლების მიმღებს უფლება აქვს საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების შესრულების მიზნით გირავნობით დატვირთოს შეძენილი/მართვის უფლებით მიღებული ქონება. საინვესტიციო და საპრივატიზებო (მათ შორის საპრივატიზებო საფასურის გადახდის) ვალდებულების შესრულების მიზნით, სამინისტროს თანხმობის შემთხვევაში, მყიდველს/მართვის უფლების მიმღებს უფლება აქვს გირავნობით დატვირთოს შეძენილი/მართვის უფლებით მიღებული ქონება. გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო გირავნობით დატვირთული ქონების მოგირავნის საკუთრებაში გადასვლისას ან „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით რეალიზაციისას (მიუხედავად ასეთი რეალიზაციის ფორმისა) ახალ და ყოველ შემდგომ მესაკუთრეზე სრულად გადადის ქონების შემძენის მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წინაშე ნაკისრი საპრივატიზებო ვალდებულებები და შესაბამისი ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობები, თუ ქონების გირავნობით დატვირთვამდე მოთხოვნებისა და უფლებების შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულებ(ებ)ის ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია.

10. წილებისა და აქციების პრივატიზების მიზნით დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების დარღვევის გამო ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის შემთხვევაში პრივატიზებული ქონება ბრუნდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში, ხოლო ამ ქონებაზე რეგისტრირებული მესამე პირის (პირთა) გირავნობის უფლება (უფლებები) უქმდება, თუ ქონების გირავნობით დატვირთვამდე საჯარო რეესტრში წილებისა და აქციების შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულების (ვალდებულებების) ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია. ამასთანავე, ქონების შემძენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა არ აუნაზღაურებს გადახდილ თანხებს და გაწეულ ხარჯებს.“.

მუხლი 2
ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვეში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ წარუდგინოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ დაამტკიცოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოების მიერ კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ შეძენილი ან/და ბალანსზე რიცხული ქართული წარმოების პროდუქტისა და ქართული ტრადიციული სიმბოლოების შემცველი ნივთების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და რეალიზაციის წესი.
მუხლი 3
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეზურაბ პატარაძე

 

ჩაქვი,

12 ივლისი 2017 წ.

N57-უ.ს.რ.ს.