„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 115 უ.ს.რ.ს.
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი 29/04/2011
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110519001, 19/05/2011
სარეგისტრაციო კოდი 040090000.30.056.016005
  • Word
115 უ.ს.რ.ს.
29/04/2011
ვებგვერდი, 110519001, 19/05/2011
040090000.30.056.016005
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე №68, 14.12.2010) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის ან  საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის სარგებლობაში გადაცემული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის შედეგად მიღებული ვარგისი ნაწილებისა და მასალების ამ ორგანოს ან საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ აღნიშნული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის ხარჯების მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვის მიზნით გასხვისებაზე ან სხვა ნებისმიერი სახით განკარგვაზე. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის ან საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის სარგებლობაში გადაცემული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის შედეგად მიღებული ვარგისი ნაწილებისა და მასალების ამ ორგანოს ან საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ აღნიშნული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის ხარჯების მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვის მიზნით გასხვისება ან სხვა ნებისმიერი სახით განკარგვა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით გათვალისწინებული და დადგენილი წესით დამტკიცებული მიზნობრივი პროგრამების ფარგლებში შეძენილ ქონებაზე, რომელიც მიზნობრივი პროგრამის შესაბამისად ექვემდებარება ფიზიკური პირების ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის გადაცემას.“.

2. მე-2 მუხლის:

ა) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1 საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირ ამ კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ხელისუფლების ორგანოს მიერ კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული დაწესებულება/ორგანიზაცია;“;

ბ)და „ლ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) მართვის უფლებით გადაცემა – წილებისა და აქციების მართვის უფლებით გადაცემა ფიზიკური ან იურიდიული პირისთვის ან სხვა სუბიექტისთვის;

) მესამე პირი (რწმუნებული, შუამავალი) – ფიზიკური ან იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება, რომელიც უზრუნველყოფს ქონების პრივატიზების მსურველთა მოძიებას და პრივატიზების ინიცირების გზით ქონების პრივატიზების ხელშეწყობას და რომელიც უფლებამოსილებას ახორციელებს სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე;“.

3. მე-5 მუხლს მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. სამინისტრო უფლებამოსილია გააფორმოს ხელშეკრულება მესამე პირთან, რომელიც უზრუნველყოფ უძრავი ქონების პრივატიზების ინიცირებას და საჭიროების შემთხვევაში საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადებას.“.

4. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6. ინფორმაცია აუქციონის ფორმით ქონების პრივატიზების შესახებ

1. საჯარო აუქციონის ფორმით ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაცია განთავსდება ქონების განმკარგავი სუბიექტის ინტერნეტგვერდზე ან/და ვებგვერდზე www.eauction.ge, რაც ინფორმაციის ოფიციალურ გამოქვეყნებად ითვლება. ინფორმაციის საჯაროობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად საჯარო აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს აგრეთვე გაზეთ „24 საათში“.

2. საჯარო აუქციონის ფორმით ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების ვადას ადგენს სამინისტრო.“.

5. მე-7 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებული პირი ვალდებულია წარმოადგინოს საბანკო გარანტია/ბე. საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობას განსაზღვრავს პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.“;

ბ) მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) აუქციონში გამარჯვებულმა ნასყიდობის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადა.“.

6. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი:

     „მუხლი 71. მესამე პირის მომსახურების ანაზღაურება

მესამე პირის მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება საპრივატიზებო საფასურიდან, სამინისტროსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.“.

7. მე-8 მუხლის:

ა) მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „4. აუქციონში გამარჯვებულმა უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასური უნდა გადაიხადოს პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც უნდა შეადგენდეს არანაკლებ 7 და არა უმეტეს 30 კალენდარულ დღეს. თუ აუქციონი გამოცხადებულია პირობებით, პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო ადგენს საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 2 წელს.

5. უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას მყიდველი უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასურს იხდის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მთავრობის თავმჯდომარის მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 3 წელს, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

6. იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია სახელმწიფოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიმართ შესაძლო ზიანის თავიდან აცილებისათვის, სასამართლო ან საარბიტრაჟო სამართალწარმოების თავიდან აცილებისათვის ან/და დასრულებისათვის ან განსაკუთრებულ შემთხვევებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ინტერესებიდან გამომდინარე, მთავრობის თავმჯდომარე უფლებამოსილია მყიდველის მიერ უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასურის გადახდისთვის დააწესოს ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილზე უფრო მეტი ვადა, მაგრამ არა უმეტეს 5 წლისა.“;

ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „8. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით დადგენილი  საწყისი საპრივატიზებო საფასურის ოდენობით. მთავრობის თავმჯდომარე უფლებამოსილია დაადგინოს განსხვავებული საპრივატიზებო საფასური.“.

8. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 10. უძრავი ქონების პრივატიზებისას გარიგების გაფორმების წესი

1. უძრავი ქონების პრივატიზებისას პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსა და მყიდველს შორის იდება ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციისა და შესაბამისი ვალდებულების (მათ შორის, საპრივატიზებო საფასურის გადახდის) წარმოშობის საფუძველია.

2. უძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულებების ფორმებს ამტკიცებს სამინისტრო. პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია გასცეს აუქციონში გამარჯვების დადასტურება.

3. აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულება იდება აუქციონის ჩატარებიდან 1 თვის ვადაში, მთავრობის თავმჯდომარის  მიერ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას – შესაბამისი აქტის გამოცემიდან 3 თვის ვადაში.

4. მყიდველი ვალდებულია დადგენილ ვადაში უზრუნველყოს საპრივატიზებო საფასურის გადახდა და წარუდგინოს პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

5. ვალდებულების არსებობისას ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო 5 სამუშაო დღეში გასცემს ვალდებულების სრულად ან მისი ნაწილის შესრულების წერილობით დადასტურებას, რომელიც საჯარო რეესტრში ვალდებულების გაუქმების ან მასში ცვლილების რეგისტრაციის საფუძველია.

6. სამინისტროს თანხმობის შემთხვევაში, მყიდველს უფლება აქვს, საპრივატიზებო ვალდებულების შესრულების მიზნით იპოთეკით დატვირთოს შეძენილი უძრავი ქონება.“.

9. მე-12 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ამ მუხლით გათვალისწინებული კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის წესი არ გამოიყენება იმ უძრავი ქონების მიმართ, რომელიც სარგებლობაში აქვს გადაცემული ან/და ბალანსზე ერიცხება ხელისუფლების ორგანოს ან საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს.“.

10. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 13. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის პრივატიზების ფორმები და პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოები

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის (შემდგომში – მოძრავი ნივთი) აუქციონის ფორმით პრივატიზებას ახორციელებს ხელისუფლების ორგანო ან საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელსაც მოძრავი ნივთი სარგებლობაში აქვს გადაცემული ან/და ბალანსზე ერიცხება. სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს მოძრავი ნივთის გასხვისების უფლება აქვს მხოლოდ სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს, ხოლო არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს - დამფუძნებლის თანხმობით.

2. თუ მოძრავი ნივთი არ არის სარგებლობაში გადაცემული, მის პრივატიზებას აუქციონის ფორმით ახორციელებს სამინისტრო, აგრეთვე, მთავრობის თავმჯდომარე პირდაპირი მიყიდვის ფორმით.“.

11. მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ხელისუფლების ორგანო ან საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი მის სარგებლობაში არსებულ მოძრავ ნივთს საკუთრებაში გადასცემს მზღვეველს მის მიერ ამ ნივთის ღირებულების ანაზღაურების ან დაზიანებული ნივთის იდენტური დაუზიანებელი ნივთის გადაცემის სანაცვლოდ, დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით.“.

12. მე-15 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მოძრავი ნივთის პრივატიზებისას პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსა და მყიდველს შორის იდება ნასყიდობის ხელშეკრულება. მოძრავი ნივთის აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულებების ფორმებს ამტკიცებს სამინისტრო. პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია გასცეს აუქციონში გამარჯვების დადასტურება. აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულება იდება აუქციონის ჩატარებიდან 1 თვის ვადაში, ხოლო მთავრობის თავმჯდომარის მიერ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას – შესაბამისი აქტის გამოცემიდან 3 თვის ვადაში.“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. სამინისტრო უფლებამოსილია გააფორმოს ხელშეკრულება მესამე პირებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ მოძრავი ნივთის პრივატიზების ინიცირებას.“.

13. მე-16 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ქონება სარგებლობაში შეიძლება გადაეცეს ხელისუფლების ორგანოებს და საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებს, აგრეთვე ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს.

3. უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემა საჯარო რეესტრში უნდა დაარეგისტრიროს  ქონების სარგებლობაში მიმღებმა.“.

14. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 17. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოსათვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ქონების გადაცემა 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოს მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს უფლება აქვს, მიიღოს და ბალანსზე აიყვანოს ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული ქონება, რომელიც მას გადასცა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა. ასეთი ფორმით მიღებული ქონება ექვემდებარება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად რეგისტრაციას ქონების მიმღების მიერ.“.

15. მე-18 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 18. ხელისუფლების ორგანოსთვის, საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ქონების სარგებლობაში გადაცემის წესი“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებზე. სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს თავის სარგებლობაში არსებული ქონების გადაცემის უფლება აქვს მხოლოდ სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს, ხოლო არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს - დამფუძნებლის თანხმობით.“.

16. 27-ე მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. წილებისა და აქციების პრივატიზებისას პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსა და მყიდველს შორის იდება ნასყიდობის ხელშეკრულება. პრივატიზებისას განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია გასცეს აუქციონში გამარჯვების დადასტურება. აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულება იდება აუქციონის ჩატარებიდან 1 თვის ვადაში, ხოლო მთავრობის თავმჯდომარის მიერ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას – შესაბამისი აქტის გამოცემიდან 3 თვის ვადაში. წილებისა და აქციების პრივატიზებისას მყიდველს საკუთრების უფლება გადაეცემა შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. თუ მყიდველის მიერ საპრივატიზებო საფასური არ არის ან სრულად არ არის გადახდილი, შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში საკუთრების უფლებასთან ერთად უნდა დარეგისტრირდეს საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულება.“;   

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

5. სამინისტრო უფლებამოსილია გააფორმოს ხელშეკრულება მესამე პირებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ წილებისა და აქციების პრივატიზების ინიცირებას.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის თავმჯდომარე     ლ. ვარშალომიძე

ბათუმი,

2011 წლის 29 აპრილი.

115   უ.ს.რ.ს.