დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 48-Iს |
დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო |
მიღების თარიღი | 16/12/2021 |
დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/12/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 040090000.30.056.016098 |
|
მუხლი 1.
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე №68, 14.12.2010) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის: |
ა) „გ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით გათვალისწინებული ან/და დამტკიცებული პროგრამ(ებ)ის/ქვეპროგრამ(ებ)ის ფარგლებში შეძენილ ან/და შექმნილ ქონებაზე, ასევე, კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებით შესყიდულ ან/და უსასყიდლოდ მიღებულ მოძრავ ქონებაზე, რომელიც შესაბამისი პროგრამ(ებ)ის/ქვეპროგრამ(ებ)ის ან/და კანონმდებლობით ნებადართული შემოსავლების, უსასყიდლოდ მიღებული მოძრავი ქონების მიღების პირობის (მიზნის) შესაბამისად, ექვემდებარება ფიზიკური, საჯარო ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის გადაცემას.“. |
მუხლი 2 |
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ბათუმი, 16 დეკემბერი 2021 წ. N48-Iს
|
დოკუმენტის კომენტარები