„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 177-უ.ს.რ.ს.
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი 22/08/2012
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/08/2012
სარეგისტრაციო კოდი 040090000.30.056.016022
  • Word
177-უ.ს.რ.ს.
22/08/2012
ვებგვერდი, 27/08/2012
040090000.30.056.016022
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე №68, 14.12.2010) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6. ინფორმაცია აუქციონის ფორმით ქონების პრივატიზების შესახებ

1. აუქციონის ფორმით ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაცია განთავსდება  ვებგვერდზე www.eauction.ge, რაც ინფორმაციის ოფიციალურ გამოქვეყნებად ითვლება. ინფორმაციის საჯაროობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად საჯარო აუქციონის ფორმით ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს აგრეთვე გაზეთ „24 საათში“.

2. საჯარო აუქციონის ფორმით ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების ვადას ადგენს პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო.“.

3. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

     „მუხლი 29. უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობების შეცვლა, საპრივატიზებო პირობების შეუსრულებლობისათვის დაკისრებული/ დასაკისრებელი სანქციებისაგან გათავისუფლება

იმ უძრავი ქონების მყიდველების მიმართ, რომლებიც მიმართავენ სამინისტროს ოქმით/ ხელშეკრულებით (მათ შორის, მთავრობის თავმჯდომარის მიერ პირდაპირი მიყიდვის ფორმით განკარგული ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით) ნაკისრი სხვა ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის დაკისრებული სანქციებისაგან გათავისუფლების ან/და ვალდებულებების შეცვლის/გადახედვის თაობაზე , სამინისტრო უფლებამოსილია საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის პრინციპებზე დაყრდნობით, დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევაში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თანხმობით მიიღოს გადაწყვეტილება პრივატიზებულ ქონებაზე გაფორმებული ოქმის/ ხელშეკრულების პირობების შეცვლის/გადახედვის ან/და ნებისმიერი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლების შესახებ.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის თავმჯდომარე                                       ლ. ვარშალომიძე

 

ჩაქვი ,

2012 წლის 22 აგვისტო .

№177- უ.ს. .ს.