დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 71-უ.ს.შ.ს. |
დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო |
მიღების თარიღი | 17/10/2013 |
დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/10/2013 |
სარეგისტრაციო კოდი | 040090000.30.056.016035 |
|
მუხლი 1 |
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე №68, 14.12.2010) 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 29. ქონების საპრივატიზებო პირობების შეცვლა, საპრივატიზებო პირობების შეუსრულებლობისათვის დაკისრებული/დასაკისრებელი სანქციებისაგან გათავისუფლება იმ ქონების მყიდველების, სარგებლობაში/მართვის უფლებით მიმღებების მიმართ, რომლებიც მიმართავენ სამინისტროს ოქმით/ხელშეკრულებით (მათ შორის, მთავრობის თავმჯდომარის მიერ განკარგული ქონების ნასყიდობის, ასევე სარგებლობაში გადაცემის ან მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე ხელშეკრულებით) ნაკისრი სხვა ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის დაკისრებული/დასაკისრებელი სანქციებისაგან გათავისუფლების ან/და ვალდებულებების შეცვლის/გადახედვის თაობაზე, სამინისტრო უფლებამოსილია საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის პრინციპებზე დაყრდნობით, დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევაში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თანხმობით მიიღოს გადაწყვეტილება პრივატიზებულ, სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემულ ქონებაზე გაფორმებული ოქმის/ხელშეკრულების პირობების შეცვლის/გადახედვის ან/და ნებისმიერი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის დაკისრებული/დასაკისრებელი სანქციისაგან გათავისუფლების შესახებ.“. |
მუხლი 2 |
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ჩაქვი, 17 ოქტომბერი 2013 წ. N71-უ.ს.შ.ს.
|
დოკუმენტის კომენტარები