დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 51-IIს |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო |
| მიღების თარიღი | 21/04/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/04/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040090000.30.056.016100 |
|
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №68, 14.12.2010) მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. პირს შეიძლება საკუთრებაში გადაეცეს მის მიერ დაზიანებული, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ან/და ხელისუფლების ორგანოს/საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ბალანსზე რიცხული მოძრავი ნივთი, ამ ნივთის დაზიანებამდე არსებული საბაზრო ღირებულების (რომელიც არ შეიძლება იყოს საბალანსო ღირებულებაზე ნაკლები) არანაკლები ღირებულების ნივთის მიღების სანაცვლოდ. ხელისუფლების ორგანო/საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი უფლებამოსილია შესაბამისი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტისა და ხელშეკრულების გაფორმების საფუძველზე პირს საკუთრებაში გადასცეს მოძრავი ნივთი და სანაცვლოდ მიიღოს და ბალანსზე აიყვანოს შესაბამისი ნივთი.“. |
| მუხლი 2 |
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ბათუმი, 21 აპრილი 2022 წ. N51-IIს
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები