სიახლეები

Date: 05/10/2018

საკანონმდებლო მაცნე დაარსებიდან 20 წლის იუბილეს აღნიშნავს. უწყების თანამშრომლებს იუბილე იუსტიციის მინისტრმა მიულოცა და მოწვეულ სტუმრებს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში განახლებული მაცნეს საქმიანობის შესახებ ისაუბრა.

შეკრებილ სტუმრებს იუბილე მიულოცა სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლე ლადო ჭანტურიამ, რომლის ბრძანებითაც დაარსდა საკანონმდებლო მაცნე 1998 წელს, ჭანტურიას იუსტიციის მინისტრობის დროს.

განახლებული ინფრასტრუქტურა; აღდგენილი სტამბა კანონმდებლობის ბეჭდური ვერსიების გამოსაცემად; მობილური აპლიკაციები კანონმდებლობის მეტი ხელმისაწვდომობისთვის; სპეციალური ვებგვერდი და ფუნქციონალი შშმ პირებისთვის; ბეჭდური ვერსიების მარტივად შესაძენად თვითმომსახურების აპარატები უმაღლეს სასწავლებლებსა და სასამართლოებში (ე.წ. ვენდინგ აპარატები); ონლაინ მაღაზია სახლში მიტანის სერვისით მთელი საქართველოს მასშტაბით; მთარგმნელობითი ცენტრი, რომელიც მუშაობს ევროპული კანონმდებლობის პროფესიონალურ თარგმანზე და ქართული კანონების ინგლისურ ენაზე თარგმნისთვის; მაცნეს კლუბი, რომელიც უნიკალური პლატფორმაა მომავალი იურისტებისთვის − ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც ბოლო 5 წლის განმავლობაში საკანონმდებლო მაცნეს საქმიანობა იყო ორიენტირებული.

2013 წელს, იუსტიციის მინისტრის ინიციტივით, საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე უფასო გახდა მანამდე ფასიანი სერვისი - საკანონმდებლო აქტების ყველა ეტაპის კონსოლიდირებული ვერსიების გაცნობა; ფუნქციონირება დაიწყო მაცნეს offline საძიებო პროგრამამ, რამაც მართლმსაჯულების განხორციელებაში მონაწილე პირებისათვის კანონზე წვდომა გააადვილა.

გაუმჯობესდა გამოქვეყნებულ აქტებზე მომხმარებლის მიერ კომენტარების დატოვების ფუნქციონალი. ცვლილებების მიზანია, ყველასათვის ხელმისაწვდომი იყოს საკანონმდებლო ბაზაში დაცული საქართველოში მოქმედი ნორმატიული აქტების პირველადი ვერსიები, მათში შესული ცვლილებები და ნორმატიული აქტების სისტემატიზებული (კოდიფიცირებული) ვერსიები, საერთაშორისო ხელშეკრულებები და სხვა საინფორმაციო დოკუმენტები.

აღდგა მაცნეს სტამბა, რითაც დაინტერესებულ პირებს საშუალება მიეცათ, ხელმისაწვდომ ფასად გაეცნონ საკანონმდებლო აქტების ოფიციალურ და სანდო ბეჭდურ ვერსიებს. საიტზე (http://matsnebooks.gov.ge./Book) განთავსებულია გამოცემების კატალოგი და ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია, შეუკვეთოს ესა თუ ის გამოცემა და ისარგებლოს ბინაზე მიტანის სერვისით.

ამავე წელს, თეა წულუკიანის ინიციატივით, შეიქმნა ევროპული სტანდარტების შესაბამისი მთარგმნელობითი ცენტრი, რომელიც ვიზალიბერალიზაციის პროცესში გარდაიქმნა და რომელიც საკანონმდებლო აქტების პროფესიულ თარგმანს ასრულებს. მთარგმნელობითი ცენტრის შექმნა იმ აუცილებლობით იყო გამოწვეული, რომ პრაქტიკულად არ არსებობდა საკანონმდებლო აქტების პროფესიული ნათარგმნი ვერსიები. თარგმანები იყო ფრაგმენტული და არცერთ მათგანს არ გააჩნდა იურიდიული ძალა, რაც ხშირად უქმნიდა პრობლემას როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ისე უცხოელებს; სხვადასხვა თარგმანს შორის იყო შინაარსობრივი უზუსტობანი, რაც არასწორი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდა და დაინტერესებული პირი შეცდომაში შეჰყავდა. სწორედ ამ პრობლემის აღმოფხვრის მიზნით შეიქმნა ეს სტრუქტურული ერთეული. მთარგმნელობითი ცენტრის მიზანი ერთიანი სრულყოფილი საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბებაა, რაც მაქსიმალურად უწყობს ხელს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის გამარტივდა საქართველოს კანონმდებლობასთან წვდომა, რადგან მათ უკვე შეუძლიათ, ინგლისურ ენაზე იხილონ მათთვის სასურველი ნებისმიერი საკანონმდებლო აქტი. საკანონმდებლო მაცნე რეგულარულად აქვეყნებს ევროკავშირის საკანონმდებლო აქტებს, რაც უმნიშვნელოვანესია როგორც სამართლებრივი სფეროს, ისე ყველა დაინტერესებული მომხმარებლისთვის.

2014 წელს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოსა და საერთო სასამართლოების დეპარტამენტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, მაცნემ თბილისის სააპელაციო და საქალაქო სასამართლოების დარბაზებში ყოველგვარი საფასურის გადახდის გარეშე განათავსა უწყვეტი კვების წყაროთი აღჭურვილი პერსონალური კომპიუტერები. ამ კომპიუტერების საშუალებით სამართალწარმოების მონაწილე მხარეთათვის ქართული ნორმატიული ბაზა მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდა. ამავე წელს დასრულდა მუშაობა საქართველოს პარლამენტის წევრებისთვის განკუთვნილ ხმის მიცემის აპარატში საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს საძიებო სისტემის აპლიკაციის ინტეგრირებაზე.

2015 წელს შეიქმნა საკანონმდებლო მაცნეს ოფიციალური აპლიკაცია „IOS“ და „Android“ პლატფორმაზე. მომხმარებლებს, რომლებიც მობილური ტელეფონის ან პლანშეტური კომპიუტერის საშუალებით სარგებლობდნენ ვებგვერდით, ამიერიდან საშუალება აქვთ, აპლიკაციის მეშვეობით მიიღონ მაცნეს სერვისი მარტივად და კომფორტულად. აპლიკაციის ჩამოტვირთვა შესაძლებელია მითითებული ბმულებიდან:

► IOS - https://goo.gl/wtLoFv

► Android - https://goo.gl/DutPwN

მაცნეს მობილურ აპლიკაციას (IOS და Android პლატფორმისთვის) დღეს უკვე აქტიურად იყენებს 17 000-მდე მომხმარებელი.

ამავე წელს „British Council“-თან თანამშრომლობის შედეგად მაცნეს მთარგმნელებმა კემბრიჯის ILEC სერტიფიკატები მოიპოვეს.

2017 წელს საკანონმდებლო მაცნემ დამწყები იურისტებისთვის ახალგაზრდული პროექტი „მაცნეს კლუბი“ დააარსა. ეს არის უნიკალური პლატფორმა მომავალი იურისტებისთვის, სადაც ახალგაზრდები უკვე აღიარებულ სპეციალისტებთან ერთად მსჯელობენ და კამათობენ იურიდიულ საკითხებზე, გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს და შეთავაზებებს მიმდინარე რეფორმებსა თუ სხვა აქტუალურ პროცესებთან დაკავშირებით. შეიქმნა მთარგმნელობითი ცენტრის ინგლისურ-ქართული და ქართულ-ინგლისური ონლაინ ტერმინოლოგიური ლექსიკონი (matsnedictionary.gov.ge), რომელიც მუდმივად ახლდება.

2018 წელს თბილისის საქალაქო და თბილისის სააპელაციო სასამართლოების მისაღებებში განთავსდა საკანონმდებლო მაცნეს სტამბაში დაბეჭდილი წიგნების გასაყიდი თვითმომსახურების აპარატები.

მაცნე ზრუნავს მოსახლეობის იმ ნაწილზეც, ვისთვისაც ინფორმაციასთან წვდომა სირთულეს წარმოადგენს. სპეციალურად შეიქმნა დომენი https://voice.matsne.gov.ge/, რომელიც განკუთვნილია და ადაპტირებული უსინათლო და მცირემხედველ პირთათვის.

თითქმის დასრულებულია პროექტი, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს შეეძლება, „Dropbox“-სა და „Google Drive“-ს მეშვეობით გადმოწეროს საკანონმდებლო აქტები ნებისმიერი მოწყობილობიდან. მაცნეს საიტის მომხმარებელს შეუძლია, მოუსმინოს გახმოვანებულ საკანონმდებლო აქტებსაც. ამოქმედდა ვებგვერდის ოფლაინ საძიებო სისტემა, რომლის გამოყენებაც ინტერნეტთან წვდომის გარეშე არის შესაძლებელი. ეს სერვისი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსამართლეებისთვის, ადვოკატებისა და პროკურორებისთვის.

საქართველოს საკანონმდებლო მაცნე 1998 წელს იუსტიციის იმჟამინდელი მინისტრის, ლადო ჭანტურიას, ბრძანებით დაარსდა.

 

Date: 02/05/2018

სსიპ - საქართველოს საკანონმდებლო მაცნესა და სსიპ - საერთო სასამართლოების დეპარტამენტს შორის მიმდინარე წლის აპრილში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც თბილისის საქალაქო სასამართლოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოებში განთავსდა საკანონმდებლო მაცნეს წიგნების თვითმომსახურების აპარატები. ეს ინოვაციური პროექტი, საშუალებას აძლევს ნებისმიერ მსურველს მარტივად შეიძინოს საკანონმდებლო მაცნეს სტამბაში დაბეჭდილი ნორმატიული აქტების ოფიციალური, ბეჭდური ვერსიები.

 

 

Date: 29/12/2017

იუსტიციის სამინისტროს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნემ“ წლიური ანგარიში წარადგინა. ღონისძიებას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ალექსანდრე ბარამიძე, გიორგი პატარიძე და მიხეილ სარჯველაძე. მაცნეს წლის ანგარიში წარადგინა საკანონმდებლო მაცნეს თავმჯდომარემ ნიკა ახალბედაშვილმა.

პირველად არსებობის განმავლობაში,  წლევანდელ წელს  მაცნე  საგანგებოდ მის საჭიროებებზე მორგებულ კომფორტულ და კეთილმოწყობილ ოფისში შეხვდა. მაცნემ წარადგინა  ონლაინლექსიკონის პრეზენტაცია,  რომელიც მოიცავს მთარგმნელობითი ცენტრის მიერ დამუშავებული იურიდიული ტერმინების  ქართულ-ინგლისურ და ინგლისურ-ქართულ თარგმანებს. მაცნეს ახალი პროექტია, ასევე, ეგრეთ წოდებული ვენდინგაპარატები, რომლებიც პირველ ეტაპზე განთავსდება ხალხმრავალ ადგილებში. აპარატში ფულის ჩაგდების შემთხვევაში, ნებისმიერ ადამიანს შეეძლება, აირჩიოს მაცნეს სასურველი საკანონმდებლო გამოცემა და იყიდოს.

მაცნეს ამიერიდან საშუალება აქვს, მეტად განავითაროს სტრატეგიული პროექტები. მისი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, გახადოს საკუთარი რესურსები ხელმისაწვდომი ნებისმიერი მოწყობილობიდან. შეიქმნა საკანონმდებლო მაცნეს ოფიციალური აპლიკაცია IOS და Android პლატფორმაზე. მომხმარებლებს, რომლებიც მობილური ტელეფონის ან პლანშეტური კომპიუტერის საშუალებით სარგებლობდნენ ვებგვერდით, ამიერიდან საშუალება ექნებათ, აპლიკაციის მეშვეობით მიიღონ მაცნეს სერვისი მარტივად და კომფორტულად. აპლიკაციის ჩამოტვირთვა შესაძლებელია მითითებული ბმულებიდან:

 

 

მნიშვნელოვან სამუშაოს ეწევა მაცნეს მთარგმნელობითი ცენტრი, რომელიც ასრულებს საკანონმდებლო აქტების პროფესიულ თარგმანს.  მთარგმნელობითი ცენტრის შექმნა იმ აუცილებლობით იყო გამოწვეული, რომ პრაქტიკულად არ არსებობდა საკანონმდებლო აქტების პროფესიული ნათარგმნი ვერსიები; თარგმანები იყო ფრაგმენტული და არცერთ მათგანს არ გააჩნდა იურიდიული ძალა, რაც ხშირად უქმნიდა პრობლემას როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ისე უცხოელებს; სხვადასხვა თარგმანს შორის იყო შინაარსობრივი უზუსტობანი, რაც არასწორი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდა და დაინტერესებული პირი შეცდომაში შეჰყავდა. სწორედ ამ პრობლემის აღმოფხვრის მიზნით შეიქმნა ეს სტრუქტურული ერთეული. მთარგმნელობითი ცენტრის მიზანი ერთიანი სრულყოფილი საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბებაა, რაც მაქსიმალურად უწყობს ხელს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის გამარტივდა საქართველოს კანონმდებლობასთან წვდომა, რადგან მათ უკვე შეუძლიათ, ინგლისურ ენაზე იხილონ მათთვის სასურველი ნებისმიერი საკანონმდებლო აქტი. მაცნე რეგულარულად აქვეყნებს ევროკავშირის საკანონმდებლო აქტებს, რაც უმნიშვნელოვანესია როგორც სამართლებრივი სფეროს, ისე ყველა დაინტერესებული მომხმარებლისთვის.

მაცნე საკანონმდებლო აქტების ბეჭდურ ვერსიებს  გამოსცემს. საიტზე (http://matsnebooks.gov.ge./Book) განთავსებულია გამოცემების კატალოგი და ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია, შეუკვეთოს ესა თუ ის გამოცემა და ისარგებლოს ბინაზე მიტანის სერვისითაც. მაცნეს მიზანია, ყველასათვის ხელმისაწვდომი იყოს, ასევე,  საკანონმდებლო  ბაზაში დაცული საქართველოში მოქმედი ნორმატიული აქტების პირველადი ვერსიები, მათში შესული ცვლილებები და ნორმატიული აქტების სისტემატიზებული (კოდიფიცირებული) ვერსიები, საერთაშორისო ხელშეკრულებები და სხვა საინფორმაციო დოკუმენტები. მეტიც, იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, საკანონმდებლო მაცნეს მიერ გამოქვეყნებული კანონების კონსოლიდირებული ვერსიები გახდა უფასო. თითქმის დასრულებულია პროექტი, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს შეეძლება,  „Dropbox“-სა და „google Drive“-ს მეშვეობით გადმოწეროს საკანონმდებლო აქტები ნებისმიერი მოწყობილობიდან. მაცნეს საიტის მომხმარებელს საშუალება ეძლევა, მოუსმინოს გახმოვანებულ საკანონმდებლო აქტებსაც. ამოქმედდა ვებგვერდის ონლაინ საძიებო სისტემა, რომლის გამოყენებაც ინტერნეტთან წვდომის გარეშე არის შესაძლებელი. ეს სერვისი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსამართლეებისთვის, ადვოკატებისა და პროკურორებისთვის. 2014 წელს დასრულდა მუშაობა საქართველოს პარლამენტის წევრებისთვის განკუთვნილ ხმის მიცემის აპარატში „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ საძიებო სისტემის აპლიკაციის ინტეგრირებაზე.

მაცნემ შექმნა სპეციალური დომენი https://voice.matsne.gov.ge/, რომელიც განკუთვნილია და ადაპტირებული უსინათლო და მცირემხედველ პირთათვის. საიტი იმართება ხმოვანი სიგნალების მეშვეობით და მისი მართვა უსინათლო და მცირემხედველ პირებს დამოუკიდებლად შეუძლიათ.

მაცნეს ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, ასევე, „მაცნეს კლუბი“.  ეს არის პირველი სადისკუსიო პლატფორმა იურისტებისთვის, სადაც ახალგაზრდები უკვე აღიარებულ სპეციალისტებთან ერთად მსჯელობენ და კამათობენ იურიდიულ საკითხებზე, გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს და შეთავაზებებს მიმდინარე რეფორმებსა თუ სხვა აქტუალურ პროცესებთან დაკავშირებით. „მაცნეს კლუბი“ ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი და იმ დამწყებ სპეციალისტებს თუ იურისპრუდენციით დაინტერესებულ ახალგაზრდებს  აერთიანებს,  რომელთაც სურთ, წარმატებულ იურისტებს შეხვდნენ და მათთან ერთად საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე იმსჯელონ და დაუსვან  კითხვები. მაცნეს ახალი ოფისი იძლევა საშუალებას, კლუბში გაიმართოს პრეზენტაციები, დისკუსიები, საჯარო ლექციები  საინტერესო საკითხებზე. კლუბის მენტორები იქნებიან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები; მოსამართლეები, ადვოკატები. კლუბის საქმიანობას თავად წევრები გეგმავენ და ახორციელებენ. ყოველი მომდევნო საჯარო ლექციის თემა მათი მონაწილეობით შეირჩევა.

საკანონმდებლო მაცნემ  სამართლის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამების ხელშეწყობის მიზნით უნივერსიტეტებთან ახალი ტიპის თანამშრომლობა დაიწყო. კერძოდ, მაცნემ  მემორანდუმი გააფორმა საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტთან (სდასუ). იუსტიციის მინისტრმა მაცნემ უნივერსიტეტს  ვაუჩერები გადასცა, რომლებიც სდასუ-მ მაცნესგან სტუდენტებისთვის შეიძინა. ეს არის პირველი ასეთი მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებისთვის შეძენილ იქნა ვაუჩერები მათთვის საჩუქრად გადასაცემად. სტუდენტებს უჩნდებათ ნორმატიული აქტების ბეჭდურ ვერსიებზე ხელმისაწვდომობის უკეთესი შესაძლებლობები. მაცნე სამართლის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამების ხელშეწყობას მომავალ წელსაც გეგმავს.

Date: 20/11/2017

იუსტიციის სამინისტრო სამართლის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამების ხელშეწყობის მიზნით უნივერსიტეტებთან ახალი ტიპის თანამშრომლობას იწყებს. იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა სსიპსაქართველოს საკანონმდებლო მაცნემმემორანდუმი გააფორმა საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტთან (სდასუ). იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უნივერსიტეტის რექტორ თეიმურაზ ქორიძეს ვაუჩერები გადასცა, რომლებიც სდასუ- მაცნესგან სტუდენტებისთვის შეიძინა. ვაუჩერები 170 სტუდენტს საჩუქრად გადაეცა, რითაც მომავალ იურისტებს საშუალება ექნებათ, შეიძინონ მაცნეს სტამბაში გამოცემული კოდექსების და ნორმატიული აქტების საბოლოო და სანდო რედაქციები მაცნეს ვებგვერდზე - matsnebooks.gov.ge. სდასუ პირველი უმაღლესი სასწავლო დაწესებულებაა, რომელმაც საკუთარ სტუდენტებზე ზრუნვა ამგვარი ფორმით გამოხატა.
თანამშრომლობის ფარგლებში იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს, ასევე, შესაძლებლობა ექნებათ, გაერთიანდნენმაცნეს კლუბში“, რომელიც პირველი სადისკუსიო პლატფორმაა იურისტებისთვის. აქ ახალგაზრდები უკვე აღიარებულ სპეციალისტებთან ერთად მსჯელობენ და კამათობენ იურიდიულ საკითხებზე, გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს და შეთავაზებებს მიმდინარე რეფორმებსა თუ სხვა აქტუალურ პროცესებთან დაკავშირებით. „მაცნეს კლუბიახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი და იმ დამწყებ სპეციალისტებს თუ იურისპრუდენციით დაინტერესებულთ აერთიანებს, რომელთაც სურთ, წარმატებულ იურისტებს შეხვდნენ და მათთან ერთად საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე იმსჯელონ და დაუსვან კითხვები. „მაცნეს კლუბშიიმართება პრეზენტაციები, დისკუსიები, საჯარო ლექციები საინტერესო საკითხებზე. კლუბის მენტორები არიან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები; მოსამართლეები, ადვოკატები. კლუბის საქმიანობას თავად წევრები გეგმავენ და ახორციელებენ. ყოველი მომდევნო საჯარო ლექციის თემა მათი მონაწილეობით ირჩევა.

Date: 13/11/2017

13 ნოემბერს მსოფლიო უსინათლოთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. იუსტიციის სამინისტრო ყველაფერს აკეთებს უსინათლო და მცირემხედველი ადამიანებისთვის  თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად და იმისთვის, რომ მათთვის ხელმისაწვდომი გახადოს ყველა სერვისი.უწყება ზრუნავს მოსახლეობის იმ ნაწილზე, ვისთვისაც ინფორმაციაზე წვდომა სირთულეს წარმოადგენს. ამჯერად იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მყოფ სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ აქვს სიახლე უსინათლო პირთათვის. კერძოდ, სპეციალურად მათთვის შეიქმნა საიტი  https://voice.matsne.gov.ge/, რომელიც განკუთვნილია და ადაპტირებული უსინათლო და მცირემხედველთათვის.  საიტის ვიზიტორები ინფორმაციას ხმოვანი სიგნალით იღებენ და დამოუკიდებლად შეუძლიათ მოიძიონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. ვებგვერდის შექმნაში მონაწილეობა თავად მცირემხედველმა პირებმა მიიღეს.

თბილისის იუსტიციის სახლი კი საჯარო უწყებებს შორის უსინათლო და მცირემხედველი პირების საჭიროებებზე ყველაზე მორგებული საჯარო დაწესებულებაა. უშუალოდ მათთვის შეიქმნა ბრაილის შრიფტით დამზადებული სანავიგაციო რუკა. იმისთვის კი, რომ მათ დამოუკიდებლად, თანმხლები პირის გარეშე შეძლონ გადაადგილება და ისარგებლონ ყველა სერვისით, დაიგო ტაქტილური ბილიკები, ანუ რელიეფური ფილები როგორც შიდა სივრცეში, ისე გარე პერიმეტრზე; ტაქტილური რუკა გაკეთდა როგორც იუსტიციის სახლის ცენტრალურ, ისე უკანა შესასვლელებთან. მოწყობილია ბრაილის შრიფტით სანავიგაციო სისტემები, მათთვის ადაპტირდა იუსტიციის სახლის ადმინისტრაციული შენობაც. ყველა ოთახთან არის განთავსებული ბრაილის შრიფტის რუქა, რომლის მეშვეობითაც უსინათლო პირი ადვილად ორიენტირდება. შუშის მოაჯირებზე განთავსებულია ე.წ. კონტურული სტიკერები, ასეთივე კონტურული ნიშნულებია ოთახების სახელურებზეც. ამჟამად იუსტიციის სახლი 95%-ით არის ადაპტირებული უსინათლო პირებისთვის. მათთვის შექმნილია ადაპტირებული, ხმოვანი ვებგვერდი.

ნებისმიერ უსინათლო პირს იუსტიციის სახლში ბრაილის პრინტერის საშუალებით შესაძლებლობა, აქვს თავისი ქონების ამონაწერი ამობეჭდოს და განაცხადიც ჩააბაროს ბრაილის შრიფტზე, რომელიც შემდეგ „ითარგმნება“ ოპერატორისთვის ქართულ ენაზე.

იუსტიციის სახლის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საჯარო რეესტრის ვებგვერდები მთლიანად ხმოვანია და ადაპტირებული იმისთვის, რომ ხელმისაწვდომი იყოს უსინათლო და მცირემხედველ პირთათვის.
მათ შეუძლიათ, ხმოვანი ფუნქციონალის მეშვეობით მოისმინონ ინფორმაცია ყველა სერვისის შესახებ. ეს არის საბაზისო საჭიროებები.

სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ ადაპტირებული ვებგვერდია  (voice.sda.gov.ge, რომლის საშუალებითაც  უსინათლო პირები ინფორმაციას ხმოვან რეჟიმში იღებენ). დამატებითი ფუნქციების ინტეგრირებით მხედველობადაქვეითებულ მომხმარებელს შეუძლია, შეცვალოს საიტის ფონის ფერი და შრიფტის ზომა.

უსინათლო და მცირემხედველ პირთათვის ადაპტირებულია საჯარო რეესტრის სერვისებიც. მათ უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებული რიგი დოკუმენტაციის მიღება ბრაილის შრიფტით შეუძლიათ. ადაპტირებულია უძრავი ქონების რეესტრის ელექტრონული პროგრამაც (https://naprweb.reestri.gov.ge), რომლის საშუალებითაც ინფორმაციის გაცნობა და უფასო ელექტრონული სერვისების მიღება ხმოვანი პროგრამის გამოყენებით მარტივად არის შესაძლებელი.

უსინათლო და მცირემხედველი ადამიანებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ასევე სანოტარო მომსახურება. თუ უსინათლო პირს სურს რაიმე დოკუმენტის, გარიგების სანოტარო წესით დამოწმება, მას სანოტარო ბიუროში ორი პირი უნდა ახლდეს. ერთი მის მაგივრად აწერს ხელს დოკუმენტს, მეორე (მოწმე) კი, ესწრება სანოტარო მოქმედების შესრულების პროცესს. იგი არ უნდა იყოს სანოტარო აქტის მონაწილე მხარის ნათესავი. ამასთან, ნოტარიუსი ვალდებულია, უსინათლო პირს სანოტარო აქტის ტექსტი წაუკითხოს და ამის შესახებ სანოტარო აქტშიც აღნიშნოს. განსხვავებულია პროცედურები ანდერძის დამოწმების შემთხვევაში. უსინათლო პირის მიერ სანოტარო ბიუროში ანდერძის შედგენის პროცესს სამი მოწმე უნდა ესწრებოდეს.

უსინათლოთა და მცირემხედველთა საერთაშორისო დღე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით 1984 წლიდან აღინიშნება. ეს დღე მათი პირველი მასწავლებლის, ცნობილი ფრანგი ტიფლოპედაგოგის, ვალენტინ ჰაიუს, დაბადების დღეს უკავშირდება. დღეს 50 მილიონზე მეტი უსინათლო ადამიანია. საქართველოში ეს დღე 2010 წლიდან აღინიშნება, 2012 წლიდან კი, იუსტიციის სამინისტრო აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ ყველა მისი სერვისი ხელმისაწვდომი გახადოს უსინათლო და მცირემხედველი მოქალაქეებისთვის.

Date: 01/11/2017

იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ ახალ შენობაში გადადის. პირველად არსებობის განმავლობაში მაცნეს საგანგებოდ მის საჭიროებებზე მორგებული კომფორტული და კეთილმოწყობილი ოფისი ექნება. საკანონმდებლო მაცნეს რიგით მეორე ოფისი იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და საკანონმდებლო მაცნეს თავმჯდომარე ნიკა ახალბედაშვილმა გახსნეს.

 

მაცნეს ამიერიდან საშუალება ექნება, მეტად განავითაროს სტრატეგიული პროექტები. მისი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, გახადოს საკუთარი რესურსები ხელმისაწვდომი ნებისმიერი მოწყობილობიდან. შეიქმნა საკანონმდებლო მაცნეს ოფიციალური აპლიკაცია „IOS“ და „Android“ პლატფორმაზე. მომხმარებლებს, რომლებიც მობილური ტელეფონის ან პლანშეტური კომპიუტერის საშუალებით სარგებლობდნენ ვებგვერდით, ამიერიდან საშუალება ექნებათ, აპლიკაციის მეშვეობით მიიღონ მაცნეს სერვისი მარტივად და კომფორტულად. აპლიკაციის ჩამოტვირთვა შესაძლებელია მითითებული ბმულებიდან:

 

► IOS - https://goo.gl/wtLoFv

► Android - https://goo.gl/DutPwN

 

მნიშვნელოვან სამუშაოს ეწევა ევროპული სტანდარტების შესაბამისი მთარგმნელობითი ცენტრი, რომელიც თეა წულუკიანის ინიციატივით ვიზალიბერალიზაციის პროცესში გარდაიქმნა და რომელიც საკანონმდებლო აქტების პროფესიულ თარგმანს ასრულებს. მთარგმნელობითი ცენტრის შექმნა იმ აუცილებლობით იყო გამოწვეული, რომ პრაქტიკულად არ არსებობდა საკანონმდებლო აქტების პროფესიული ნათარგმნი ვერსიები; თარგმანები იყო ფრაგმენტული და არცერთ მათგანს არ გააჩნდა იურიდიული ძალა, რაც ხშირად უქმნიდა პრობლემას როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ისე უცხოელებს; სხვადასხვა თარგმანს შორის იყო შინაარსობრივი უზუსტობანი, რაც არასწორი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდა და დაინტერსებული პირი შეცდომაში შეჰყავდა. სწორედ ამ პრობლემის აღმოფხვრის მიზნით შეიქმნა ეს სტრუქტურული ერთეული.

 

მთარგმნელობითი ცენტრის მიზანი ერთიანი სრულყოფილი საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბებაა, რაც მაქსიმალურად უწყობს ხელს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის გამარტივდა საქართველოს კანონმდებლობასთან წვდომა, რადგან მათ უკვე შეუძლიათ ინგლისურ ენაზე იხილონ მათთვის სასურველი ნებისმიერი საკანონმდებლო აქტი. საკანონმდებლო მაცნე რეგულარულად აქვეყნებს ევროკავშირის საკანონმდებლო აქტებს, რაც უმნიშვნელოვანესია როგორც სამართლებრივი სფეროს, ისე ყველა დაინტერესებული მომხმარებლისთვის.

 

„საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“, თბილისის სააპელაციო სასამართლოსა და საერთო სასამართლოების დეპარტამენტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, მაცნემ თბილისის სააპელაციო და საქალაქო სასამართლოების დარბაზებში ყოველგვარი საფასურის გადახდის გარეშე განათავსა უწყვეტი კვების წყაროთი აღჭურვილი პერსონალური კომპიუტერები. ამ კომპიუტერების საშუალებით სამართალწარმოების მონაწილე მხარეთათვის ქართული ნორმატიული ბაზა მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდა.

 

მინისტრისავე ინიციატივით, მაცნე საკანონმდებლო აქტების ბეჭდურ ვერსიებს გამოსცემს. საიტზე (http://matsnebooks.gov.ge./Book) განთავსებულია გამოცემების კატალოგი და ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია შეუკვეთოს ესა თუ ის გამოცემა და ისარგებლოს ბინაზე მიტანის სერვისითაც.

 

მაცნეს მიზანია, ყველასათვის ხელმისაწვდომი იყოს, ასევე, საკანონმდებლო ბაზაში დაცული საქართველოში მოქმედი ნორმატიული აქტების პირველადი ვერსიები, მათში შესული ცვლილებები და ნორმატიული აქტების სისტემატიზებული (კოდიფიცირებული) ვერსიები, საერთაშორისო ხელშეკრულებები და სხვა საინფორმაციო დოკუმენტები. მეტიც, იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, საკანონმდებლო მაცნეს მიერ გამოქვეყნებული კანონების კონსოლიდირებული ვერსიები გახდა უფასო. თითქმის დასრულებულია პროექტი, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს შეეძლება „Dropbox“-სა და „google Drive“-ს მეშვეობით გადმოწეროს საკანონმდებლო აქტები ნებისმიერი მოწყობილობიდან. მაცნეს საიტის მომხმარებელს შეუძლია, მოუსმინოს გახმოვანებულ საკანონმდებლო აქტებსაც. ამოქმედდა ვებგვერდის ოფლაინ საძიებო სისტემა, რომლის გამოყენებაც ინტერნეტთან წვდომის გარეშე არის შესაძლებელი. ეს სერვისი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსამართლეებისთვის, ადვოკატებისა და პროკურორებისთვის. 2014 წელს დასრულდა მუშაობა საქართველოს პარლამენტის წევრებისთვის განკუთვნილ ხმის მიცემის აპარატში „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ საძიებო სისტემის აპლიკაციის ინტეგრირებაზე.

 

მაცნე ზრუნავს მოსახლეობის იმ ნაწილზეც, ვისთვისაც ინფორმაციასთან წვდომა სირთულეს წარმოადგენს. კერძოდ, უკვე სატესტო რეჟიმშია სპეციალურად შექმნილი დომენი https://voice.matsne.gov.ge/, რომელიც განკუთვნილია და ადაპტირებული უსინათლო და მცირემხედველ პირთათვის.

 

მაცნეს ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, ასევე, „მაცნეს კლუბი“. ეს არის პირველი სადისკუსიო პლატფორმა იურისტებისთვის, სადაც ახალგაზრდები უკვე აღიარებულ სპეციალისტებთან ერთად მსჯელობენ და კამათობენ იურიდიულ საკითხებზე, გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს და შეთავაზებებს მიმდინარე რეფორმებსა თუ სხვა აქტუალურ პროცესებთან დაკავშირებით. „მაცნეს კლუბი“ ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი და იმ დამწყებ სპეციალისტებს თუ იურისპრუდენციით დაინტერესებულ ახალგაზრდებს აერთიანებს, რომელთაც სურთ, წარმატებულ იურისტებს შეხვდნენ და მათთან ერთად საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე იმსჯელონ და დაუსვან კითხვები. მაცნეს ახალი ოფისი იძლევა საშუალებას, კლუბში გაიმართოს პრეზენტაციები, დისკუსიები, საჯარო ლექციები საინტერესო საკითხებზე. კლუბის მენტორები იქნებიან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები; მოსამართლეები, ადვოკატები. კლუბის საქმიანობას თავად წევრები გეგმავენ და ახორციელებენ. ყოველი მომდევნო საჯარო ლექციის თემა მათი მონაწილეობით შეირჩევა.

 

საკანონმდებლო მაცნე 1998 წელს დაარსდა, ხოლო მისი ელექტრონული ვერსია ამოქმედდა 2011 წელს.

 

Date: 28/06/2017

მაცნეს ვებგვერდს დაემატა კონსოლიდირებული დოკუმენტების გვერდიგვერდ დათვალიერების ფუნქციონალი.

აღნიშნული ფუნქციონალის გამოსაყენებლად:

 

  • აირჩიეთ თქვენთვის სასურველი კოდიფიცირებული დოკუმენტი.
  • ინსტრუმენტების პანელზე დააჭირეთ კონსოლიდირებული დოკუმენტების გვერდიგვერდ დათვალიერების ღილაკს.
  • აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ეტაპები (პირველი – საინფორმაციო ბარათზე – კონსოლიდირებული პუბლიკაციები; მეორე – ველში, ეკრანის ზედა მარცხენა კუთხეში –  შესადარებელი პუბლიკაცია) და დააჭირეთ გვერდიგვერდ ჩვენების ღილაკს ზედა პანელზე.

 

პარალელური დათვალიერებისათვის არჩეული პუბლიკაციები გაიხსნება გვერდიგვერდ ახალ ფანჯარაში.

ბმულის კოპირების ღილაკით ასევე შესაძლებელი გახდა როგორც პარალელურად, ისე ცალკეული დოკუმენტის დათვალიერებისას ბმულის გენერაცია დოკუმენტის იმ ნაწილის მდგომარეობით, რომელსაც ეცნობა მომხმარებელი ღილაკზე დაჭერის დროს.

Date: 31/01/2017

საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ონლაინმაღაზია (http://matsnebooks.gov.ge/Book) ამოქმედდა. ონლაინმაღაზიას აქვს ადგილზე მიტანის სერვისი.

ბოლო წლების განმავლობაში მაცნე საკანონმდებლო აქტებს მხოლოდ  ელექტრონულ ფორმატში აქვეყნებდა, არ არსებობდა მათი ბეჭდური, ე.წ. „ფურცლის ვერსია“. ბეჭდური გამოცემის ტრადიცია 2013 წელს აღდგა. დღეს მომხმარებელს შეუძლია თავად გააკეთოს არჩევანი − ისარგებლოს იურიდიული ლიტერატურით ციფრულ ფორმატში, რომელიც უწყების ვებგვერდზეა განთავსებული, ან მიანიჭოს უპირატესობა ნაბეჭდ წიგნს და სახლიდან გაუსვლელად შეიძინოს მაცნეს ონლაინმაღაზიაში.

ონლაინმაღაზიას აქვს გამოკითხვის ფუნქცია − რისი შეძენა სურს მკითხველს. თუკი ესა თუ ის ნორმატიული აქტი გამოკითხვის ლიდერი იქნება, მკითხველთა მოთხოვნით მაცნე მას დაბეჭდავს. მაცნეს ონლაინმაღაზიაში ფასები კონკურენტულია.

საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს კიდევ ერთი ახალი პროექტი − მაცნეს კლუბი − ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი. კლუბი იმ დამწყებ სპეციალისტებსა თუ იურისპრუდენციით დაინტერესებულ ახალგაზრდებს გააერთიანებს, რომელთაც სურთ შეხვდნენ წარმატებულ იურისტებს და მათთან ერთად საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე იმსჯელონ, დაუსვან კითხვები და სხვ.

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, საქართველოს შრომის კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“ − ეს იმ ლიტერატურის ჩამონათვალია, რომელიც მაცნეს სტამბაშია დაბეჭდილი და რომლის შეძენაც მაცნეს მაღაზიაში უკვე სახლიდან გაუსვლელად არის შესაძლებელი.

Date: 20/01/2017

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ახალი პროექტის − ონლაინმაღაზიის − პრეზენტაცია 20 იანვარს საქართველოს ეროვნული არქივის გალერეაში გაიმართა. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, მინისტრის მოადგილეებმა ალექსანდრე ბარამიძემ და გიორგი პატარიძემ, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ თავმჯდომარე ნიკა ახალბედაშვილმა უმასპინძლეს.

„საქართველოს კონსტიტუცია“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“, „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, „საქართველოს შრომის კოდექსი“, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“, „საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი“, „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“, საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“ − ეს იმ ლიტერატურის ჩამონათვალია, რომელიც „მაცნეს“ სტამბაშია დაბეჭდილი და რომლის შეძენაც „მაცნეს“ მაღაზიაში უკვე სახლიდან გაუსვლელად არის შესაძლებელი. წიგნების კატალოგი სპეციალურად ამ მიზნისათვის შექმნილ ელექტრონულ გვერდზეა (http://matsnebooks.gov.ge/Book) განთავსებული. ონლაინმაღაზიას აქვს ბინაზე მიტანის სერვისი. „მაცნეს“ ამ სერვისს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ის ფაქტი, რომ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ საქართველოში ერთადერთი ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოა, რომლის მიერ გამოცემული საკანონმდებლო  ლიტერატურა სანდოობის მაღალი ხარისხით გამოირჩევა და თითოეული წიგნის (კოდექსი თუ სხვა) ფასი სტუდენტებისთვისაც ხელმისაწვდომია.    

წლების განმავლობაში „მაცნე“ საკანონმდებლო აქტებს მხოლოდ ე.წ. ელექტრონულ ფორმატში აქვეყნებდა, არ არსებობდა მათი ბეჭდური, „ფურცლის“ ვერსია. ბეჭდური გამოცემების ტრადიცია 2013 წელს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით   აღდგა. დღეს „მაცნეს“ მომხმარებელს შეუძლია, თავად გააკეთოს არჩევანი − ისარგებლოს იურიდიული ლიტერატურით ციფრულ ფორმატში, რომელიც უწყების ვებგვერდზეა განთავსებული,  ან მიანიჭოს უპირატესობა ნაბეჭდ წიგნს და სახლიდან გაუსვლელად შეიძინოს ის „მაცნეს“ ონლაინმაღაზიაში. ონლაინმაღაზიას აქვს გამოკითხვის ფუნქცია − რისი შეძენა სურს მკითხველს. თუკი ესა თუ ის ნორმატიული აქტი გამოკითხვის ლიდერი იქნება, მკითხველთა მოთხოვნით „მაცნე“ მას დაბეჭდავს. „მაცნეს“ ონლაინმაღაზიაში ფასები კონკურენტულია.

 „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომელიც აქვეყნებს საქართველოს ყველა უწყების მიერ მიღებულ ნორმატიულ აქტებს, საერთაშორისო ხელშეკრულებებს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს, ადგილობრივი თვითმმართველობის აქტებს და საჯარო განცხადებებს როგორც ელექტრონული, ისე ბეჭდური ფორმატით. სწორედ „მაცნეში“ გამოქვეყნების შემდეგ იძენს ნებისმიერი ნორმატიული აქტი ოფიციალურ იურიდიულ ძალას.

Date: 20/01/2017

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ახალი პროექტის − მაცნეს კლუბის − პრეზენტაცია 20 იანვარს საქართველოს ეროვნული არქივის გალერეაში გაიმართა. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, მინისტრის მოადგილეებმა ალექსანდრე ბარამიძემ და გიორგი პატარიძემ, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ თავმჯდომარე ნიკა ახალბედაშვილმა უმასპინძლეს.

„მაცნეს“ კლუბი ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი. კლუბი იმ დამწყებ სპეციალისტებს თუ იურისპრუდენციით დაინტერესებულ ახალგაზრდებს  გააერთიანებს,  რომელთაც სურთ, წარმატებულ იურისტებს შეხვდნენ და მათთან ერთად საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე იმსჯელონ, დაუსვან კითხვები და სხვ. „მაცნეს“ კლუბში გაიმართება პრეზენტაციები, დისკუსიები, საჯარო ლექციები ახალგაზრდებისათვის საინტერესო საკითხებზე; კლუბის მენტორები იქნებიან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები; მოსამართლეები, ადვოკატები. კლუბის საქმიანობას თავად წევრები დაგეგმავენ და განახორციელებენ. ყოველი მომდევნო საჯარო ლექციის თემა მათი მონაწილეობით შეირჩევა.

განსაკუთრებული აქტიურობით გამორჩეულ და საინტერესო იდეების მქონე მონაწილეებს კლუბში სიმბოლური და სახალისო „თანამდებობები“ მიენიჭებათ და ინტენსიურად ჩაერთვებიან კლუბის მართვასა და პროექტების დაგეგმვაში.

კლუბის შექმნით „მაცნე“ ქმნის პლატფორმას იურისტებისთვის, სადაც ახალგაზრდები უკვე აღიარებულ სპეციალისტებთან ერთად იმსჯელებენ და იკამათებენ იურიდიულ საკითხებზე, გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს და შეთავაზებებს მიმდინარე რეფორმებსა თუ სხვა აქტუალურ პროცესებთან დაკავშირებით. კლუბის წევრებისათვის „მაცნეს“ ონლაინმაღაზია სპეციალურ შეთავაზებებს მოამზადებს.

„მაცნეს“ კლუბის მენტორობის სურვილი უკვე გამოთქვეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე  ნინო გვენეტაძემ; საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა მერაბ ტურავამ და  გიორგი კვერენჩხილაძემ; პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ; პროფესორებმა მინდია უგრეხელიძემ, ლადო ჭანტურიამ და ირაკლი ბურდულმა; ადვოკატებმა ზვიად კორძაძემ და ირაკლი კორძახიამ.

„საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომელიც აქვეყნებს საქართველოს ყველა უწყების მიერ მიღებულ ნორმატიულ აქტებს, საერთაშორისო ხელშეკრულებებს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს, ადგილობრივი თვითმმართველობის აქტებს და საჯარო განცხადებებს როგორც ელექტრონული, ისე ბეჭდური ფორმატით. სწორედ „მაცნეში“ გამოქვეყნების შემდეგ იძენს ნებისმიერი ნორმატიული აქტი ოფიციალურ იურიდიულ ძალას.