იუსტიციის სამინისტრომ საქართველოს დავით აღმაშენებლის უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა

იუსტიციის სამინისტრო სამართლის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამების ხელშეწყობის მიზნით უნივერსიტეტებთან ახალი ტიპის თანამშრომლობას იწყებს. იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა სსიპსაქართველოს საკანონმდებლო მაცნემმემორანდუმი გააფორმა საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტთან (სდასუ). იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უნივერსიტეტის რექტორ თეიმურაზ ქორიძეს ვაუჩერები გადასცა, რომლებიც სდასუ- მაცნესგან სტუდენტებისთვის შეიძინა. ვაუჩერები 170 სტუდენტს საჩუქრად გადაეცა, რითაც მომავალ იურისტებს საშუალება ექნებათ, შეიძინონ მაცნეს სტამბაში გამოცემული კოდექსების და ნორმატიული აქტების საბოლოო და სანდო რედაქციები მაცნეს ვებგვერდზე - matsnebooks.gov.ge. სდასუ პირველი უმაღლესი სასწავლო დაწესებულებაა, რომელმაც საკუთარ სტუდენტებზე ზრუნვა ამგვარი ფორმით გამოხატა.
თანამშრომლობის ფარგლებში იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს, ასევე, შესაძლებლობა ექნებათ, გაერთიანდნენმაცნეს კლუბში“, რომელიც პირველი სადისკუსიო პლატფორმაა იურისტებისთვის. აქ ახალგაზრდები უკვე აღიარებულ სპეციალისტებთან ერთად მსჯელობენ და კამათობენ იურიდიულ საკითხებზე, გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს და შეთავაზებებს მიმდინარე რეფორმებსა თუ სხვა აქტუალურ პროცესებთან დაკავშირებით. „მაცნეს კლუბიახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი და იმ დამწყებ სპეციალისტებს თუ იურისპრუდენციით დაინტერესებულთ აერთიანებს, რომელთაც სურთ, წარმატებულ იურისტებს შეხვდნენ და მათთან ერთად საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე იმსჯელონ და დაუსვან კითხვები. „მაცნეს კლუბშიიმართება პრეზენტაციები, დისკუსიები, საჯარო ლექციები საინტერესო საკითხებზე. კლუბის მენტორები არიან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები; მოსამართლეები, ადვოკატები. კლუბის საქმიანობას თავად წევრები გეგმავენ და ახორციელებენ. ყოველი მომდევნო საჯარო ლექციის თემა მათი მონაწილეობით ირჩევა.