თბილისის საქალაქო სასამართლოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოებში საკანონმდებლო მაცნეს წიგნების თვითმომსახურების აპარატები განთავსდა

სსიპ - საქართველოს საკანონმდებლო მაცნესა და სსიპ - საერთო სასამართლოების დეპარტამენტს შორის მიმდინარე წლის აპრილში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც თბილისის საქალაქო სასამართლოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოებში განთავსდა საკანონმდებლო მაცნეს წიგნების თვითმომსახურების აპარატები. ეს ინოვაციური პროექტი, საშუალებას აძლევს ნებისმიერ მსურველს მარტივად შეიძინოს საკანონმდებლო მაცნეს სტამბაში დაბეჭდილი ნორმატიული აქტების ოფიციალური, ბეჭდური ვერსიები.