დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კომერციული ბანკების და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 242/01 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
მიღების თარიღი | 25/12/2009 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 158, 29/12/2009 |
ძალაში შესვლის თარიღი | 25/12/2009 |
სარეგისტრაციო კოდი | 220.090.000.18.011.013.963 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (29/12/2009 - 11/02/2011)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.18.011.013.963
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №242/01
2009 წლის 25 დეკემბერი
ქ. თბილისი
კომერციული ბანკების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ
კომერციული ბანკების მიმართ საჯარიმო სანქციების განსაზღვრისა და მათთვის ფულადი ჯარიმების დაკისრების მიზნით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის, 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა, 67-ე მუხლის პირველი, მე-4 პუნქტებისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
დამტკიცდეს კომერციული ბანკების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების თანდართული წესი.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „კომერციული ბანკების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის 2008 წლის 7 აგვისტოს №4 ბრძანება და „ზედამხედველობასთან დაკავშირებული დავების განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს 2009 წლის 6 მაისის №3 დადგენილება.
მუხლი 3
ამ ბრძანების დაუყოვნებლივ ამოქმედება განპირობებულია “საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 70-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფლებამოსილებების განხორციელებით.
მუხლი 4
ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
გ. ქადაგიძე
კომერციული ბანკების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების
წ ე ს ი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ამ წესის მიზანია დადგინდეს საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მიერ კომერციული ბანკების (შემდგომში – ბანკი) მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების საკითხები.
2. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს ბანკების მიმართ გამოიყენოს ამ წესით დადგენილი ფულადი ჯარიმები, თუ ბანკმა ან მისმა რომელიმე ადმინისტრატორმა ან მაკონტროლებელმა პირმა:
ა) დაარღვია ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ეროვნული ბანკისა და/ან საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ნორმატივი, ინსტრუქცია, დებულება, წესები, დადგენილებები, მოთხოვნები, წერილობითი მითითებები;
ბ) დაარღვია ნებისმიერი პირობა ან შეზღუდვა, რომელიც დართული აქვს საბანკო ლიცენზიას ან ეროვნული ბანკისა და/ან საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს შესაბამის დებულებას;
გ) დაარღვია ანგარიშგების წარდგენის ვადები ან წარადგინა არასწორი ანგარიშგება და სხვა არაზუსტი ინფორმაცია;
დ) დაარღვია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამავე კანონის შესაბამისად საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ დადგენილი მოთხოვნები.
3. ბანკებისათვის ფულადი ჯარიმის დაკისრების შესახებ ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით, რომელშიც მითითებული იქნება მისი აღსრულების წესი.
4. ბანკებისათვის ფულადი ჯარიმების დაკისრების შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაშია მისი ბანკისათვის გაცნობისთანავე. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ წესის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმის აღსრულება უზრუნველყოს შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული გასაჩივრების ვადის უშედეგოდ გასვლის შემდგომ.
5. ბანკის მიერ გადახდილი ფულადი ჯარიმის თანხები მიემართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
მუხლი 2. ფულადი ჯარიმის ოდენობა
1. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ნებადართული საქმიანობის გარდა ბანკის მიერ სხვა საქმიანობის წარმოებისას ბანკი ჯარიმდება დარღვევის გამოვლენის მომენტისათვის ბოლო ანგარიშგების მდგომარეობით არსებული საზედამხედველო კაპიტა-ლის 0.1%-ის ოდენობით.
2. ეროვნული ბანკის ნებართვის გარეშე ბანკის (ბანკის ფილიალის ან სხვა სტრუქტურული ერთეულის) მიერ საბანკო ოპერაციების წარმოებისას ბანკი ჯარიმდება დარღვევის გამოვლენის მომენტისათვის ბოლო ანგარიშგების მდგომარეობით არსებული საზედამხედველო კაპიტალის 0.1%-ის ოდენობით.
3. ბანკის მიერ ეროვნული ბანკისა და/ან საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ინსტრუქციებით, დებულებებით, წესებით, დადგენი-ლებებით, მოთხოვნებითა და წერილობითი მითითებებით აკრძალული ოპერაციების წარმოებისას ბანკი ჯარიმდება თითოეული ასეთი ოპერაციის წარმოების გამოვლენის მომენტისათვის ბოლო ანგარიშგების მდგომარეობით არსებული საზედამხედველო კაპიტა-ლის 0.1%-ის ოდენობით.
4. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით ყოველწლიური დამოუკიდებელი აუდიტორული შემოწმების ჩაუტარებლობისა და/ან აუდიტორული დასკვნის დადგენილ ვადებში ეროვნულ ბანკში წარუდგენლობის შემთხვევაში ბანკი ჯარიმდება 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.
5. ფინანსური მდგომარეობის გამჭვირვალობის თაობაზე ეროვნული ბანკის წესით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის ბანკი ჯარიმდება შემდეგი ოდენობით:
ა) კვარტალური და აუდიტირებული წლიური ფინანსური ანგარიშგებების დადგენილი ფორმითა და/ან დადგენილ ვადებში ბეჭდვით ორგანოში გამოუქვეყნებლობის თითოეულ შემთხვევაში – 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით;
ბ) ბანკის კვარტალური და აუდიტირებული წლიური ფინანსური ანგარიშგებების გამოქვეყნების შესახებ ინფორმაციისა და გამოქვეყნებული კვარტალური და აუდიტირებული წლიური ფინანსური ანგარიშგებების ელექტრონული ვერსიის დადგენილ ვადაში ეროვნული ბანკისათვის წარუდგენლობის შემთხვევაში დარღვევის თითოეულ ფაქტზე – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
6. ეროვნული ბანკისა და/ან საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ინსტრუქციებით, დებულებებით, წესებით, დადგენილებებით, მოთხოვნებითა და წერილობითი მითითებებით დადგენილი შემდეგი მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის ბანკი ჯარიმდება შემდეგი ოდენობით:
ა) საფინანსო ანგარიშგების, სხვა ფინანსური და სტატისტიკური ინფორმაციის დადგენილი ფორმითა და დადგენილ ვადებში ეროვნული ბანკისათვის წარუდგენლობის შემთხვევაში, დარღვევის თითოეულ ფაქტზე – 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით;
ბ) ეროვნულ ბანკში არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში დარღვევის თითოეულ ფაქტზე 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით;
გ) ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების წესების დარღვევის შემთხვევაში თითოეულ ფაქტზე 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით;
დ) ბანკის მიერ ნაკისრი ვალდებულებების (ბალანსურ ან გარებალანსურ უწყისებში) აღურიცხველობის შემთხვევაში აღურიცხველობის თითოეულ ფაქტზე 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;
ე) ეროვნულ ბანკში წარდგენილი დადგენილი ეკონომიკური ნორმატივებისა და ლიმიტების არასწორად გაანგარიშების შემთხვევაში დარღვევის თითოეულ ფაქტზე 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით;
ვ) კრებსითი საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტის დარღვევის შემთხვევაში – დადგენილ ლიმიტს გადაჭარბებული თანხის 0,1 პროცენტის ოდენობით დარღვევის თითოეულ დღეზე;
ზ) საბალანსო საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტის დარღვევის შემთხვევაში – დადგენილ ლიმიტს გადაჭარბებული თანხის 0,1 პროცენტის ოდენობით დარღვევის თითოეულ დღეზე;
თ) საბალანსო და კრებსითი საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტების ერთდროულად დარღვევის შემთხვევაში დადგენილ ლიმიტებს გადაჭარბებულ თანხებს შორის უდიდესის 0,1 პროცენტის ოდენობით დარღვევის თითოეულ დღეზე.
7. ეროვნული ბანკისა და/ან საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ინსტრუქციებით, დებულებებით, წესებით, დადგენილებებით, მოთხოვნებით დადგენილი და წერილობითი მითითებებით მოთხოვნილი შემდეგი დოკუმენტაციის წარუდგენლობისათვის ბანკი ჯარიმდება შემდეგი ოდენობით:
ა) ბანკის აქციონერთა საერთო კრების, სამეთვალყურეო საბჭოსა და სარევიზიო კომისიის კრების ოქმების დადგენილ ვადებში წარუდგენლობის თითოეულ შემთხვევაში – 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით;
ბ) ბანკის სამეწარმეო რეესტრის, წესდების, ბანკის ფილიალების სარეგისტრაციო დოკუმენტებისა და მათში ცვლილებების შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტების დადგენილ ვადებში წარუდგენლობის თითოეულ შემთხვევაში – 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით;
გ) ბანკის აქციონერებთან დაკავშირებული საფინანსო და იურიდიული დოკუმენტების დადგენილ ვადებში წარუდგენლობის თითოეულ შემთხვევაში – 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით;
დ) ბანკის ადმინისტრატორებთან დაკავშირებული დოკუმენტების დადგენილ ვადებში წარუდგენლობის თითოეულ შემთხვევაში – 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით;
ე) ბანკთან და საბანკო საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ნებისმიერი სახის დოკუმენტაციისა და ინფორმაციის დადგენილ ვადებში ეროვნულ ბანკში წარუდგენლობის თითოეულ შემთხვევაში – 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.
8. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამავე კანონის შესაბამისად საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტებითა და წერილობითი მითითებებით დადგენილი შემდეგი მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის ბანკი ჯარიმდება შემდეგი ოდენობით:
ა) ბანკის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის ბრძანებით ან განკარგულებით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის დადგენილი წესით წარუდგენლობის ან/და დადგენილი ვადის დაუცველად, დაგვიანებით წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში, დარღვევის თითოეულ ფაქტზე:
– 30 დღემდე დაგვიანებისათვის –100 (ასი) ლარის ოდენობით;
– 30 და მეტი დღით დაგვიანებისათვის – 300 (სამასი) ლარის ოდენობით;
ბ) ბანკის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის განკარგულებით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარუდგენლობის გამოვლენის შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
გ) იდენტიფიკაციის გარეშე ნებისმიერი პირისათვის საბანკო მომსახურების გაწევის გამოვლენის შემთხვევაში – 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
დ) მონიტორიგის პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვისა და შენახვისათვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში –1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
ე) ბანკის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის ბრძანებით ან განკარგულებით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაციისა და დოკუმენტების დადგენილი წესით წარუდგენლობის ან/და დადგენილი ვადის დაუცველად, დაგვიანებით წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში, დარღვევის თითო-ეულ ფაქტზე;
– 30 დღემდე დაგვიანებისათვის – 100 (ასი) ლარის ოდენობით;
– 30 და მეტი დღით დაგვიანებისთვის – 300 (სამასი) ლარის ოდენობით;
ვ) ბანკის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის ბრძანებით ან განკარგულებით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაციისა და დოკუმენტების წარუდგენლობის გამოვლენის შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე.
9. დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის ბანკის მიმართ ფულადი ჯარიმის დაკისრების შემდეგ, ამავე მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ბანკის მიმართ გამოიყენოს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა სანქციები.
10. ამ მუხლში აღნიშნული დარღვევების გამოვლენისას დარღვევის და აქტივების არსებული თუ შესაძლო რისკის სერიოზულობიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ბანკის მიმართ ფულადი ჯარიმის დაკისრების ნაცვლად გამოიყენოს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა სანქციები.
მუხლი 3. ფულადი ჯარიმისაგან გათავისუფლება
1. ეროვნული ბანკი სანქციის სახით ჯარიმის განსაზღვრის შემთხვევაში ბანკს ათავისუფლებს უკვე დაკისრებული და არგადახდილი ფულადი ჯარიმისაგან, ასევე ახალი ფულადი ჯარიმის დაკისრებისაგან და გადახდისაგან, თუ:
ა) ბანკში მოქმედებს დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმი;
ბ) ბანკს გაუუქმდა საბანკო საქმიანობის ლიცენზია.
2. განსაკუთრებულ შემთხვევებში ეროვნულ ბანკს შეუძლია ბანკი გაათავისუფლოს ფულადი ჯარიმის დაკისრებისა და გადახდისაგან, თუ ფულადი ჯარიმის გადახდის შედეგად შესაძლებელია:
ა) ბანკის ფინანსური მდგომარეობა ისე გაუარესდეს, რომ საფრთხე შეექმნას მის მომავალ ფუნქციონირებასა და გადახდისუნარიანობას;
ბ) ბანკი გახდეს არალიკვიდური და ვეღარ განახორციელოს კლიენტთა დეპოზიტების მომსახურება, რომლის შედეგადაც შესაძლებელია შეფერხდეს ანგარიშსწორება საბანკო სისტემაში.
3. ფულადი ჯარიმის დაკისრებისაგან და დაკისრებული ფულადი ჯარიმის გადახდისაგან ბანკის გათავისუფლების შესახებ ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით.
დოკუმენტის კომენტარები