„კომერციული ბანკების და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 25 დეკემბრის №242/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 110/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 29/07/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/07/2021
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016589
110/04
29/07/2021
ვებგვერდი, 30/07/2021
220090000.18.011.016589
„კომერციული ბანკების და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 25 დეკემბრის №242/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №110/04

2021 წლის 29 ივლისი

ქ. თბილისი

„კომერციული ბანკების და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 25 დეკემბრის №242/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„კომერციული ბანკების და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 25 დეკემბრის №242/01 ბრძანებით (სსმ, №158, 29/12/2009) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 მუხლის:

ა) მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ანგარიშგების, სხვა ფინანსური და სტატისტიკური ინფორმაციის დადგენილი ან/და შემუშავებული ფორმით (მათ შორის, არაზუსტი, არასწორი ინფორმაციის წარდგენა) ან/და დადგენილ ვადებში ეროვნული ბანკისათვის წარუდგენლობის შემთხვევაში დარღვევის თითოეულ ფაქტზე – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;“;

ბ) მე-7 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) წერილობით მოთხოვნილი ინფორმაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის, არასწორად ან არასრულყოფილად წარდგენის თითოეულ შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;“;

გ) 87 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 88  - 811 პუნქტები:

„88. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 13 მარტის №44/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულებით“ გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ბანკი დაჯარიმდება 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

89. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 13 მარტის №44/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ  დებულებიდან“ გამომდინარე ეროვნული ბანკის წერილობითი მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში ბანკი დაჯარიმდება 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით ასეთი მოთხოვნის დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

810. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 13 მარტის №44/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულებით“ გათვალისწინებული მოთხოვნების მასშტაბური დარღვევის შემთხვევაში, ბანკი დაჯარიმდება დარღვევის გამოვლენის მომენტისათვის ბოლო ანგარიშგების მდგომარეობით არსებული საზედამხედველო კაპიტალის 0.01%-ის, 0.05%-ის ან 0.1%-ის, მაგრამ არანაკლებ 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის სერიოზულობიდან ან/და სისტემურობიდან გამომდინარე.

811. ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის გარდა, ეროვნული ბანკისთვის სხვა ნებისმიერი არასწორი ან/და არაზუსტი ინფორმაციის ან/და დოკუმენტაციის მიწოდების შემთხვევაში, ბანკი დაჯარიმდება 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე