დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„კომერციული ბანკების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 25 დეკემბრის №242/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 81/04 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
მიღების თარიღი | 10/08/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/08/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 220090000.18.011.016078 |
|
„კომერციული ბანკების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 25 დეკემბრის №242/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და 67-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„კომერციული ბანკების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 25 დეკემბრის №242/01 ბრძანებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
მე–2 მუხლის მე–8 პუნქტს დემატოს შემდეგი რედაქციის „ზ“ ქვეპუნქტი:
„ზ)კომერციული ბანკი ან მისი ადმინისტრატორი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ბანკის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული შიდა კონტროლის პროცედურისა და წესების მიღებას და/ან აღნიშნული შიდა კონტროლის პროცედურისა და წესების დაცვას, დაჯარიმდება 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.“. |
2.
მე–2 მუხლის 81 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„81. ეროვნული ბანკის მოთხოვნებისა და/ან წერილობითი მითითებების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევაში კომერციული ბანკი დაჯარიმდება 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.“. |
3.
მე–2 მუხლის 81 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 82 პუნქტი:
„82. ეროვნული ბანკის მოთხოვნებისა და/ან წერილობითი მითითებების მრავალჯერადი შეუსრულებლობის შემთხვევაში კომერციული ბანკი დაჯარიმდება 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით.“. |
მუხლი 2 |
ამ ბრძანების დაუყოვნებელი ამოქმედება განპირობებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკების ზედამხედველობის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით. |
მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები