დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„კომერციული ბანკების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 25 დეკემბრის №242/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 31/04 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
მიღების თარიღი | 07/02/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/02/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 220090000.18.011.016064 |
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №31/04
2012 წლის 7 თებერვალი
ქ. თბილისი
„კომერციული ბანკების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 25 დეკემბრის №242/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 67-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „კომერციული ბანკების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 25 დეკემბრის №242/01 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 81 პუნქტი:
„81 კომერციული ბანკი ან მისი ადმინისტრატორი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ბანკის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული შიდა კონტროლის პროცედურისა და წესების მიღებას და/ან აღნიშნული შიდა კონტროლის პროცედურისა და წესების დაცვას, დაჯარიმდება 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.”.
მუხლი 2. ამ ბრძანების დაუყოვნებლივ ამოქმედება განპირობებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საზედამხედველო ფუნქციების შეუფერხებლად განხორციელების აუცილებლობით.
მუხლი 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
დოკუმენტის კომენტარები