„კომერციული ბანკების და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 25 დეკემბრის №242/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„კომერციული ბანკების და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 25 დეკემბრის №242/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 7/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 28/01/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/01/2021
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016541
7/04
28/01/2021
ვებგვერდი, 29/01/2021
220090000.18.011.016541
„კომერციული ბანკების და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 25 დეკემბრის №242/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება  №7/04

2021 წლის 28 იანვარი

ქ. თბილისი

 

„კომერციული ბანკების და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 25 დეკემბრის №242/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
„კომერციული ბანკების და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 25 დეკემბრის №242/01 ბრძანებით (matsne.gov.ge; 158, 29/12/2009) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) დაარღვია „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონი, სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის (შემდეგში – ფინანსური მონიტორინგის სამსახური) და ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობასთან (AML/CFT) დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები, ეროვნული ბანკის შემოწმების/ზედამხედველობის შედეგად განსაზღვრული მოთხოვნები, წერილობითი მითითებები ან/და არ შეასრულა ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებები.“.

2. 21 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ფულადი ჯარიმები „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის და ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების, ეროვნული ბანკის შემოწმების/ზედამხედველობის შედეგად განსაზღვრული მოთხოვნების, წერილობითი მითითებების ან/და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებების შეუსრულებლობისთვის“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“  საქართველოს კანონის, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის და ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობასთან  დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების, ეროვნული ბანკის შემოწმების/ზედამხედველობის შედეგად განსაზღვრული მოთხოვნების, წერილობითი მითითებების ან/და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებების შეუსრულებლობით გამოწვეული დარღვევები იყოფა შემდეგ კატეგორიებად:

ა) განსაკუთრებით მძიმე დარღვევები;

ბ) მძიმე დარღვევები;

გ) ნაკლებად მძიმე დარღვევები.“;

გ) მე-2 პუნქტის:

გ.ა) პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. განსაკუთრებით მძიმე დარღვევებს მიეკუთვნება შემდეგი დარღვევები და იწვევს ბანკის დაჯარიმებას შემდეგი ოდენობით: “;

გ.ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის“ (შემდეგში - ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის №1 ბრძანებით დამტკიცებული წესი) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით ან/და მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საეჭვო გარიგების შესახებ ანგარიშგების ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის დადგენილ ვადებში წარუდგენლობა – 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;“;

გ.გ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისათვის პროგრამული (ელექტრონული) სისტემის,  რომელიც უზრუნველყოფს საყურადღებო/საეჭვო ნიშნების (მათ შორის, დანაწევრების) გამოვლენას და პირების ავტომატურ გადამოწმებას პოლიტიკურად აქტიურ და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით გათვალისწინებულ სანქციადაკისრებულ პირთა სიებში, არქონის ან მნიშვნელოვანი ხარვეზებით ფუნქციონირების შემთხვევაში – 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით;“;

გ.დ) „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) კლიენტებისათვის ანონიმური/ნომრიანი, აგრეთვე, ფიქციურ სახელზე ანგარიშ(ებ)ის გახსნა ან წარმოება გამოიწვევს დაჯარიმებას 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

მ) კომერციული ბანკის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის №1 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით ან/და მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საეჭვო გარიგების შესახებ ანგარიშგების  ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაუცემლობა – 15 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე.“;

დ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ – „ო“ ქვეპუნქტები:

„ნ) „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების ან/და ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტების შესაბამისად არ აქვს განხორციელებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების ორგანიზაციული და ჯგუფის მასშტაბით რისკების შეფასება ან/და არ აქვს შემუშავებული რისკის შეფასების მეთოდოლოგია  – 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით;

ო) შესაბამისობის კონტროლის სისტემა შიდა ინსტრუქციის შესაბამისად არ ითვალისწინებს დამოუკიდებელი აუდიტის ფუნქციას სისტემის ეფექტიანობის შესამოწმებლად   – 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით.“;

ე) მე-3 პუნქტის:

ე.ა) პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მძიმე დარღვევებს მიეკუთვნება შემდეგი დარღვევები და იწვევს ბანკის დაჯარიმებას შემდეგი ოდენობით:“;

ე.ბ) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) კლიენტის მფლობელობის და მმართველობის (კონტროლის) განმახორციელებელი სტრუქტურის დადგენის გარეშე ან/და ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის გარეშე პირისთვის მომსახურების გაწევის გამოვლენის შემთხვევაში – 1 500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ბ) პირებისათვის (მათ შორის, კლიენტის სახელით მოქმედი პირის) კანონმდებლობით გათვალისწინებული იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის  მოთხოვნების შესრულების გარეშე მომსახურების გაწევის გამოვლენის შემთხვევაში – 1 500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.“;

ე.გ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) რისკის შესაბამისად, აგრეთვე, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის კანონმდებლობითა და ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, პირის შესახებ ინფორმაციის განუახლებლობა ან/და ხელმძღვანელობისგან პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ან/და გაგრძელების თაობაზე ნებართვის მიუღებლობა (გარდა პოლიტიკურად აქტიური პირისა) გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;“;

ე.დ) „ვ“-„თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) კლიენტისათვის რისკის მინიჭება/გადაფასება საქართველოს კანონმდებლობის, რისკის შეფასების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით ან/და კომერციული ბანკის შიდა პოლიტიკა/პროცედურებით განსაზღვრული შესაბამი რისკფაქტორების გათვალისწინების გარეშე გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ასეთ კლიენტთან მიმართებაში;

ზ) კლიენტთან მიმართებაში კომერციული ბანკი არ ახორციელებს კანონმდებლობისა და შიდა პოლიტიკა/პროცედურების შესაბამისად საქმიანი ურთიერთობის მონიტორინგს, გარიგების, საქმიანობის, ქონების ან/და ფულადი სახსრების წარმომავლობის შესწავლას – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ კლიენტთან მიმართებაში;

თ) საქმიანი ურთიერთობის მიზნისა და განზრახული ხასიათის დაუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ კლიენტთან მიმართებაში;“.

ე.ე) „მ“-„ო“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) კომერციული ბანკის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის №1 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ანგარიშგების ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარუდგენლობის ან კომერციული ბანკის ხელთ არსებული ინფორმაციის ანგარიშგებაში არასწორად წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ნ) კომერციული ბანკის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის №1 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტითა ან/და მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების გაგზავნისას კომერციული ბანკის ხელთ არსებული ინფორმაციის არასწორად წარდგენა – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით თითოეულ არასწორად წარდგენილ ანგარიშგებასთან მიმართებაში;

ო) კომერციული ბანკის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის №1 ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებული ანგარიშგების ერთი ფორმით ორი ან მეტი ანგარიშგებას დაქვემდებარებული ოპერაციის/გარიგების (გარდა საეჭვო გარიგებების) შესახებ ინფორმაციის წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, ანგარიშგებას დაქვემდებარებულ თითოეულ ოპერაციაზე (გარიგებაზე);“.

ე.ვ) „ს“ და „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს) „საბარათე ინსტრუმენტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 2 სექტემბრის №155/04 ბრძანებით დამტკიცებული დებულების  მე-7 მუხლის მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს ბანკის დაჯარიმებას 5 000  (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით თითოეულ არაპერსონიფიცირებული წინასწარი გადახდის ბარათთან მიმართებაში;

ტ) ადმინისტრატორი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ორგანიზაციის მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის  მიზნებისათვის შესაბამისობის კონტროლის სისტემის დანერგვასთან და ფუნქციონირებასთან  დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებას ან/და ეროვნული ბანკის წერილობითი მითითებების ან/და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებას, დაჯარიმდება  10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით;“.

ე.ზ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „უ“ და „ფ“ ქვეპუნქტები:

„უ) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის შესაბამისობის კონტროლის სისტემის ზედამხედველობის კითხვარის დადგენილ ვადებში წარმოუდგენლობა ან/და ამ კითხვარით არასწორი ინფორმაციის წარმოდგენა გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით;

ფ) არ ხორციელდება თანამშრომელთა განგრძობითი სწავლება ან სწავლების პროგრამა ვერ უზრუნველყოფს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის კანონმდებლობისა და შიდა ინსტრუქციის მოთხოვნების შესახებ ინფორმაციის მნიშვნელოვანი ნაწილის თანამშრომლებისთვის მიწოდებას – 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.“.

ვ) მე-4 პუნქტის:

ვ.ა) პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ნაკლებად მძიმე დარღვევებს მიეკუთვნება შემდეგი დარღვევები და იწვევს ბანკის დაჯარიმებას შემდეგი ოდენობით:“

ვ.ბ) „ა“ – „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) კომერციული ბანკის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის  უფროსის №1 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ანგარიშგების  დადგენილი ვადის დაუცველად, დაგვიანებით წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში, დარღვევის თითოეულ ფაქტზე:

ა.ა) 5 სამუშაო დღემდე დაგვიანებისათვის – 300 (სამასი) ლარის ოდენობით;

ა.ბ) 5 და მეტი სამუშაო დღით დაგვიანებისათვის – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

ბ) პირების (მათ შორის, კლიენტის სახელით მოქმედი პირის) კანონმდებლობით გათვალისწინებული იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის,  მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების (გარიგებების) შესახებ სათანადო ინფორმაციის/დოკუმენტაციის აღრიცხვისათვის ან/და „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლით განსაზღვრული სხვა ინფორმაციის/დოკუმენტაციის შენახვისათვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში – 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

გ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №253/04 ბრძანებით დამტკიცებული „გადარიცხვის თანმხლები ინფორმაციის შესახებ დებულებით“ გათვალისწინებული ადგილობრივი და საერთაშორისო ფულადი გადარიცხვის ოპერაციის შესრულებასთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევით ოპერაციის განხორციელების გამოვლენის შემთხვევაში – 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;“.

ზ) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციისა და დოკუმენტების (გარდა, შემოწმების ფარგლებში მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაციისა) არასწორად ან/და არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში – 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.“;

თ) მე-5 პუნქტის:

თ.ა) პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ პუნქტით გათვალისწინებულ დარღვევებს ეროვნული ბანკის მიერ მიენიჭება სისტემატური დარღვევის სტატუსი და გამოიწვევს ბანკის დაჯარიმებას შემდეგი ოდენობით:“;

თ.ბ)  „ვ“-„თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ანონიმური/ნომრიანი, აგრეთვე, ფიქციურ სახელზე ანგარიშ(ებ)ის გახსნის ან წარმოების ფაქტის განმეორებით დაფიქსირება, თუ კომერციული ბანკი ამ ფაქტის გამო უკვე დაჯარიმებული იყო ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოიწვევს დაჯარიმებას 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ზ) მფლობელობის და მმართველობის (კონტროლის) განმახორციელებელი სტრუქტურის დადგენის ან/და ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის გარეშე განმეორებით იგივე პირისთვის მომსახურების გაწევის გამოვლენის შემთხვევაში, თუ კომერციული ბანკი ამ პირთან მიმართებაში უკვე დაჯარიმებული იყო ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად – 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

თ) განმეორებით იმავე პირების (მათ შორის, კლიენტის სახელით მოქმედი პირის) კანონმდებლობით გათვალისწინებული იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის გარეშე მომსახურების გაწევის გამოვლენის შემთხვევაში, თუ კომერციული ბანკი ამ პირთან მიმართებაში უკვე დაჯარიმებული იყო ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად – 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;“;

ი) მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) კომერციული ბანკს არ აქვს განხორციელებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების ორგანიზაციული და ჯგუფის მასშტაბით რისკების შეფასება  ან/და არ აქვს შემუშავებული რისკის შეფასების მეთოდოლოგია, თუ კომერციული ბანკი უკვე დაჯარიმებული იყო ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოიწვევს დაჯარიმებას  40 000 (ორმოცი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.“;

კ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6.  თუ კომერციული ბანკის შემოწმების შედეგად კვლავ დაფიქსირდა ისეთი დარღვევა, რომლისთვისაც კომერციული ბანკის მიმართ ერთხელ უკვე იყო გამოყენებული ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სანქცია, ან/და გარკვეული დარღვევა (დარღვევები) კომერციული ბანკისთვის ქმნის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების სისტემურ რისკს, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია კომერციული ბანკი დააჯარიმოს ბოლო ანგარიშგების მდგომარეობით არსებული საზედამხედველო კაპიტალის არაუმეტეს 1%-ისა, მაგრამ არანაკლებ 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარის  ოდენობით ან/და გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები.“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე