დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „კომერციული ბანკების და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 25 დეკემბრის N242/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 45/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 26/02/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/02/2019 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/03/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220090000.18.011.016375 |
|
„კომერციული ბანკების და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 25 დეკემბრის №242/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„კომერციული ბანკების და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 25 დეკემბრის №242/01 ბრძანებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) დაარღვია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის, მის საფუძველზე ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების, წერილობითი მითითებების და შემოწმების შედეგად განსაზღვრული მოთხოვნები ან/და არ შეასრულა სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის (შემდეგში – ფინანსური მონიტორინგის სამსახური) მითითებები. 2. მე-2 მუხლის: ა) მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნას; ბ) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-11 პუნქტი: „11. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება ამ წესის 21 მუხლით განსაზღვრულ დარღვევებზე.“. 3. მე-2 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 21 მუხლი: „მუხლი 21. ფულადი ჯარიმები უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის, მის საფუძველზე ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების, წერილობითი მითითებების, შემოწმების/ზედამხედველობის შედეგად განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევისათვის ან/და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებების შეუსრულებლობისათვის 1. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების, წერილობითი მითითებების, შემოწმების შედეგად განსაზღვრული მოთხოვნების ან/და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებების შეუსრულებლობით გამოწვეული დარღვევები იყოფა სამ კატეგორიად: ა) განსაკუთრებით მძიმე დარღვევები; ბ) მძიმე დარღვევები; გ) ნაკლებად მძიმე დარღვევები. 2. განსაკუთრებით მძიმე დარღვევისათვის კომერციული ბანკი ჯარიმდება შემდეგი ოდენობით: ა) დადგენილ ვადებში ფინანსური მონიტორინგის სამსახურში პირველადი აღრიცხვის ფორმის წარუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით; ბ) ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ანგარიშგების ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის დადგენილ ვადებში წარუდგენლობა – 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე; გ) გარიგების (ოპერაციის) აღსრულების შეჩერების თაობაზე ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითების შეუსრულებლობისთვის – 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; დ) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის შუამდგომლობის საფუძველზე ყადაღის დადების შესახებ სასამართლო ბრძანების შეუსრულებლობის გამოვლენის შემთხვევაში – 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით თითოეულ ასეთ ყადაღასთან მიმართებაში; ე) AML/CFT მიზნებისათვის პროგრამული (ელექტრონული) სისტემის (რომელიც უზრუნველყოფს დანაწევრებული ოპერაციების (გარიგებების) გამოვლენას ან/და პირის ავტომატურ გადამოწმებას პოლიტიკურად აქტიურ პირთა და ტერორისტთა/ტერორიზმთან დაკავშირებულ პირთა სიაში) არქონის შემთხვევაში – 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით; ვ) კომერციული ბანკის შემოწმების პროცესში ეროვნული ბანკისთვის მხარეთა შორის შემოწმების პერიოდში გაფორმებული შეთანხმების თითოეული პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის შემოწმების ვადის დასრულებამდე წარმოუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, შეთანხმების თითოეული პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოუდგენლობისათვის; ზ) კომერციული ბანკის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების პერიოდში შემმოწმებელთა ჯგუფისათვის ხელის შეშლა, რამაც გამოიწვია შემოწმების განხორციელების შეფერხება, გამოიწვევს დაჯარიმებას 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით; თ) დისტანციური შემოწმების/ზედამხედველობის შედეგად წერილობით განსაზღვრული მოთხოვნების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეული შეუსრულებელი მოთხოვნის გამოვლენის ფაქტზე; ი) ადგილზე შემოწმების შედეგად კომერციული ბანკისათვის წერილობით განსაზღვრული მოთხოვნების დადგენილ ვადებში შეუსრულებლობა – 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეული შეუსრულებელი მოთხოვნის გამოვლენის ფაქტზე; კ) კლიენტის ან/და ოპერაციების (გარიგების) შესახებ ინფორმაციის სპეციალური პროგრამული (ელექტრონული) სისტემის საშუალებით აღურიცხაობა – 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტთან მიმართებაში; ლ) კლიენტებისათვის ანონიმური/ნომრიანი ანგარიშ(ებ)ის გახსნა გამოიწვევს დაჯარიმებას 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; მ) კომერციული ბანკის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის საეჭვო გარიგების (ოპერაციის) შესახებ ანგარიშგების ფორმის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაუცემლობა – 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე. 3. მძიმე დარღვევებისათვის ბანკი ჯარიმდება: ა) ბენეფიციარი მესაკუთრის ან/და მფლობელობის და მმართველობის (კონტროლის) განმახორციელებელი სტრუქტურის დადგენის გარეშე პირისთვის მომსახურების გაწევის გამოვლენის შემთხვევაში – 1 500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ბ) პირის (მისი წარმომადგენლის და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება იდება (ოპერაცია სრულდება) მესამე პირის სასარგებლოდ) ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის გარეშე მომსახურების გაწევის გამოვლენის შემთხვევაში – 1 500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ბენეფიციარ მესაკუთრესთან მიმართებაში ეს ქვეპუნქტი არ გამოიყენება, თუ აღნიშნულ ბენეფიციარ მესაკუთრესთან დაკავშირებით ბანკი ჯარიმდება ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად; გ) კომერციული ბანკის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის კლიენტს არ აქვს რისკი მინიჭებული – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ასეთ კლიენტთან მიმართებაში; დ) რისკის შესაბამისად კლიენტის/ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ ინფორმაციის განუახლებლობა ან/და ხელმძღვანელობისგან პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ან/და გაგრძელების თაობაზე ნებართვის მიუღებლობა (გარდა პოლიტიკურად აქტიური პირისა) გამოიწვევს დაჯარიმებას – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით; ე) პოლიტიკურად აქტიურ პირთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში – 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ასეთ პირთან მიმართებაში; ვ) კლიენტისათვის რისკის მინიჭება საქართველოს კანონმდებლობის, რისკის შეფასების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით ან/და კომერციული ბანკის შიდა პოლიტიკა/პროცედურებით განსაზღვრული შესაბამი რისკფაქტორების გათვალისწინების გარეშე გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ასეთ კლიენტთან მიმართებაში; ზ) კლიენტთან მიმართებაში კომერციული ბანკი არ ახორციელებს კანონმდებლობის შესაბამისად გარიგების ან/და ქონების (ფულადი სახსრების) წარმომავლობის შესწავლას – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით თითოეულ კლიენტთან მიმართებაში; თ) კლიენტის საქმიანობის არსის ან/და საქმიანი ურთიერთობის მიზნის და განზრახული ხასიათის დაუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ კლიენტთან მიმართებაში; ი) კომერციულ ბანკს არ აქვს შემუშავებული შიდა კონტროლთან დაკავშირებული პოლიტიკა/პროცედურები ან/და ინსტრუქციები/წესები – 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით თითოეულ შეუმუშავებელ პოლიტიკა/პროცედურა ან/და ინსტრუქცია/წესთან მიმართებაში; კ) საკორესპონდენტო ურთიერთობის დამყარება/წარმოება რესპოდენტი ფინანსური ინსტიტუტის მიმართ კანონმდებლობით ან/და ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით/მოთხოვნებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევით გამოიწვევს დაჯარიმებას – 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ რესპოდენტ ფინანსურ ინსტიტუტთან მიმართებაში; ლ) კომერციული ბანკის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების საქართველოს ეროვნული ბანკისთვის დადგენილი ვადის გასვლიდან 30 კალენდარული დღის ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში – 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით; მ) კომერციული ბანკის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარუდგენლობის ან კომერციული ბანკის ხელთ არსებული ინფორმაციის არასწორად წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ნ) კომერციული ბანკის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ანგარიშგების გაგზავნისას კომერციული ბანკის ხელთ არსებული ინფორმაციის არასწორად წარდგენა – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით თითოეულ არასწორად წარდგენილ ანგარიშგებასთან მიმართებაში; ო) კომერციული ბანკის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულებით გათვალისწინებული ანგარიშგების ერთი ფორმით ორი ან მეტი მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციის/გარიგების (გარდა საეჭვო ოპერაციების/გარიგებების) შესახებ ინფორმაციის წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, მონიტორინგს დაქვემდებარებულ თითოეულ ოპერაციაზე (გარიგებაზე); პ) ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის ან/და დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის ან კომერციული ბანკის ხელთ არებული დოკუმენტების/ინფორმაციის არასწორად წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ჟ) კომერციული ბანკის შემოწმების პროცესში ეროვნული ბანკისთვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენა მხარეთა შორის შემოწმების პერიოდში გაფორმებული შეთანხმების თითოეული პუნქტით გათვალისწინებული ვადის გადაცილებით ან/და კომერციული ბანკის ხელთ არსებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარმოდგენა გამოიწვევს დაჯარიმებას – 5 000 (ხუთ ათასი) ლარის ოდენობით, შეთანხმების თითოეული პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის ვადაგადაცილებით ან არასწორად წარმოდგენის შემთხვევაში; რ) „საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრაძნებით დამტკიცებული ინსტრუქციით განსაზღვრული უშუალო იდენტიფიკაციის გარეშე ანგარიშების გახსნასთან დაკავშირებული მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით თითოეულ კლიენტთან მიმართებაში; ს) „საგადახდო ბარათების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის 2011 წლის 16 მაისის №38/04 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს ბანკის დაჯარიმებას 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით თითოეულ არაპერსონიფიცირებული წინასწარი გადახდის ბარათთან მიმართებაში; ტ) ადმინისტრატორი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ორგანიზაციის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისათვის შიდა კონტროლისა ან/და მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებას ან/და ეროვნული ბანკის წერილობითი მითითებების ან/და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებას, დაჯარიმდება – 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით. 4. ნაკლებად მძიმე დარღვევებისათვის ბანკი ჯარიმდება: ა) კომერციული ბანკის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ანგარიშგების ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის დადგენილი ვადის დაუცველად, დაგვიანებით წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში, დარღვევის თითოეულ ფაქტზე: ა.ა) 5 სამუშაო დღემდე დაგვიანებისათვის – 300 (სამასი) ლარის ოდენობით; ა.ბ) 5 და მეტი სამუშაო დღით დაგვიანებისათვის – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით; ბ) პირის (მისი წარმომადგენლის და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება იდება (ოპერაცია სრულდება) მესამე პირის სასარგებლოდ) ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის დადგენის, იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის, მის მიერ განხორციელებული ოპერაციების (გარიგებების) შესახებ სათანადო ინფორმაციის/დოკუმენტაციის აღრიცხვისათვის ან/და შენახვისათვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში – 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე; გ) ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე-9 მუხლით გათვალისწინებული ადგილობრივი და საერთაშორისო ფულადი გადარიცხვის ოპერაციის შესრულებასთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევით ოპერაციის განხორციელების გამოვლენის შემთხვევაში – 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე; დ) კომერციული ბანკის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციისა და დოკუმენტების დადგენილი ვადის დაუცველად წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში, დარღვევის თითოეულ ფაქტზე: დ.ა) 5 სამუშაო დღემდე დაგვიანებისათვის – 300 (სამასი) ლარის ოდენობით. დ.ბ) 5 და მეტი სამუშაო დღით დაგვიანებისთვის – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით; ე) კომერციული ბანკის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგებით საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში – 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ვ) კომერციული ბანკის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების საქართველოს ეროვნული ბანკისთვის 30 კალენდარულ დღემდე დაგვიანებით წარმოდგენის შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით; 5. ამ პუნქტში ჩამოთვლილი დარღვევებს ეროვნული ბანკის მიერ მიენიჭება სისტემატური დარღვევის სტატუსი და გამოიწვევს კომერციული ბანკის დაჯარიმებას შემდეგი ოდენობით: ა) კომერციული ბანკის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების საქართველოს ეროვნული ბანკისთვის განმეორებით წარმოუდგენლობა, თუ წინა საანგარიშგებო პერიოდისათვის ბანკი უკვე იყო დაჯარიმებული ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოიწვევს დაჯარიმებას – 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით წარმოუდგენელ ანგარიშგებაზე; ბ) კომერციული ბანკის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების საქართველოს ეროვნული ბანკისთვის 30 დღემდე დაგვიანებით წარმოდგენა, თუ წინა საანგარიშგებო პერიოდისათვის ბანკი უკვე იყო დაჯარიმებული ამ მუხლის მე-4 პუნქტს „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოიწვევს დაჯარიმებას – 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით თითოეულ დაგვიანებით წარმოდგენილ ანგარიშგებაზე; გ) დისტანციური შემოწმების/ზედამხედველობის შედეგად წერილობით განსაზღვრული მოთხოვნების დადგენილ ვადაში განმეორებით შეუსრულებლობა – 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; დ) ადგილზე შემოწმების შედეგად კომერციული ბანკისათვის წერილობით განსაზღვრული მოთხოვნების დადგენილ ვადებში განმეორებით შეუსრულებლობა – 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეული შეუსრულებელი მოთხოვნის გამოვლენის ფაქტზე; ე) კლიენტის ან/და ოპერაციების (გარიგების) შესახებ ინფორმაციის აღურიცხაობის ფაქტის განმეორებით დაფიქსირება – 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ვ) ანონიმური/ნომრიანი ანგარიშ(ებ)ის გახსნის ფაქტის განმეორებით დაფიქსირება გამოიწვევს დაჯარიმებას – 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ზ) ბენეფიციარი მესაკუთრის ან/და მფლობელობის და მმართველობის (კონტროლის) განმახორციელებელი სტრუქტურის დადგენის გარეშე განმეორებითი იგივე პირისთვის მომსახურების გაწევის გამოვლენის შემთხვევაში, თუ კომერციული ბანკი ამ პირთან მიმართებაში უკვე დაჯარიმებული იყო ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად – 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; თ) განმეორებით იგივე პირის (მისი წარმომადგენლის და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება იდება (ოპერაცია სრულდება) მესამე პირის სასარგებლოდ) ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის გარეშე მომსახურების გაწევის გამოვლენის შემთხვევაში, თუ კომერციული ბანკი ამ პირთან მიმართებაში უკვე დაჯარიმებული იყო ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად – 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; 6. იმ შემთხვევაში, თუ კომერციული ბანკის შემოწმების შედეგად კვლავ დაფიქსირდა ისეთი დარღვევა, რომლისთვისაც კომერციული ბანკის მიმართ ერთხელ უკვე იყო გამოყენებული ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სანქცია, ან/და გარკვეული დარღვევა (დარღვევები) კომერციული ბანკისთვის ქმნის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის სისტემურ რისკს, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია კომერციული ბანკი დააჯარიმოს ბოლო ანგარიშგების მდგომარეობით არსებული საზედამხედველო კაპიტალის არაუმეტეს 1%-ისა, მაგრამ არანაკლებ 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარის ოდენობით ან/და გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 1 მარტიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები