„კომერციული ბანკების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 25 დეკემბრის N242/01 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
„კომერციული ბანკების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 25 დეკემბრის N242/01 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 11/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 11/02/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 140211, 14/02/2011
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016023
  • Word
11/04
11/02/2011
ვებგვერდი, 140211, 14/02/2011
220090000.18.011.016023
„კომერციული ბანკების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 25 დეკემბრის N242/01 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №11/04

2011 წლის 11 თებერვალი

ქ. თბილისი

 „კომერციული ბანკების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 25 დეკემბრის №242/01 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ“

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის ზ“ ქვეპუნქტის და 67-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „კომერციული ბანკების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 25 დეკემბრის №242/01 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის 71–74 პუნქტები:

„71. უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისათვის სარეზერვო ანგარიშზე არსებული ნაშთის დასაცავ მინიმალურ რეზერვთან დანაკლისის არსებობის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი ბანკს გადაახდევინებს ფულად ჯარიმას სარეზერვო ანგარიშზე ყოველ კალენდარულ დღეს არსებული დანაკლისის თანხის 0,2%-ის ოდენობით. ჯარიმა დაერიცხება ეროვნული ვალუტით, იმ დღეს მოქმედი ოფიციალური გაცვლითი კურსით.

72. ეროვნული ვალუტის საშუალო ნაშთის დასაცავ მინიმალურ რეზერვთან დანაკლისის არსებობის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი ბანკს გადაახდევინებს ფულად ჯარიმას, მოცემული დანაკლისის 2.8%-ს.

73. ყოველდღიური მოზიდული სახსრების მიხედვით გაანგარიშებული საშუალო მოზიდული სახსრების არასწორად გაანგარიშების ფაქტის ეროვნული ბანკის მიერ აღმოჩენის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი დააკისრებს ფულად ჯარიმას ბანკს 10 000 ლარის ოდენობით. არასწორად გაანგარიშების ფაქტის კომერციული ბანკის მიერ აღმოჩენის შემთხვევაში ბანკს არ დაეკისრება აღნიშნული ფულადი ჯარიმა.

74. ამ მუხლის 71 და 72 პუნქტებით გათვალისწინებული ფულადი ჯარიმა ბანკს დაეკისრება იმ შემთხვევაშიც, თუკი დასაცავ მინიმალურ რეზერვებთან დანაკლისი წარმოიშბა საშუალო მოზიდული სახსრების არასწორად გაანგარიშების ფაქტის აღმოჩენის გამო, მონაცემების კორექტირების შედეგად.“.

მუხლი 2. ამ ბრძანების დაუყოვნებლივ ამოქმედება განპირობებულია, საქართველოში კომერციული ბანკების მიერ მინიმალური, სარეზერვო მოთხოვნების დაცვისათვის აუცილებელი დამატებითი ფულადი სახსრების დროული მობილიზების და საბანკო სისტემაში ლიკვიდობის დეფიციტის თავის არიდების აუცილებლობით.

უხლი 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

გ. ქადაგიძე