„კომერციული ბანკების და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 25 დეკემბრის №242/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 337/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 30/11/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016790
337/04
30/11/2023
ვებგვერდი, 01/12/2023
220090000.18.011.016790
„კომერციული ბანკების და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 25 დეკემბრის №242/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №337/04

2023 წლის 30 ნოემბერი

ქ. თბილისი

„კომერციული ბანკების და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 25 დეკემბრის №242/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1

„კომერციული ბანკების და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 25 დეკემბრის №242/01 ბრძანებით (სსმ III, №158, 29/12/2009) დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის 811 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 812 პუნქტი:

„812. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 29 დეკემბრის №241/04 ბრძანებით დამტკიცებული „რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის რეკაპიტალიზაციის მიზნით კომერციული ბანკის ვალდებულებების ჩამოწერის ან კონვერტაციის წესის“ 31 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, ბანკი დაჯარიმდება არაუმეტეს 100,000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 10 000 (ათი ათასი) ლარისა. კონკრეტული ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისთვის მხედველობაში მიიღება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი ვალდებულების თანხა, აგრეთვე, დარღვევის სერიოზულობა ან/და სისტემურობა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა