საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 112
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/03/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/03/2018
ძალაში შესვლის თარიღი 15/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.020427
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
112
06/03/2018
ვებგვერდი, 09/03/2018
010240030.10.003.020427
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (09/03/2018 - 13/08/2018)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №112

2018 წლის 6 მარტი

   ქ. თბილისი

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს  თანდართული „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  დებულება“.

 

მუხლი 2
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

1. „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №572 დადგენილება.

2. „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილება.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 15 მარტიდან. 

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი



 

 

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს

დებულება


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის საქართველოს კონსტიტუციისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც მისთვის მინდობილ სფეროში სახელმწიფო მმართველობისა და სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველსაყოფად ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.

2. თავისი ამოცანების განხორციელებისას სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს.

3. სამინისტროს მმართველობის სფერო განისაზღვრება სამინისტროს დებულებით.

4. სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

5.  სამინისტროს უფლებამოსილება განისაზღვრება კანონით ან/და კანონის საფუძველზე მიღებული მთავრობის დადგენილებით. სამინისტროს უფლება არა აქვს, სხვა სახელმწიფო ან არასახელმწიფო დაწესებულებებს გადასცეს თავისი უფლება-მოვალეობანი, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

6. სამინისტრო ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ ან საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.

7. სამინისტროს აქვს დებულება, დასრულებული ბალანსი და ანგარიში ხაზინაში, ხარჯთაღრიცხვა და ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.

8. სამინისტრო ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე.

9. სამინისტროს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა. სამინისტროს ემბლემა შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამინისტროს თანამდებობის პირთა და მოხელეთა სავიზიტო ბარათებზე, სამინისტროს ბეჭდვით გამოცემებსა და სუვენირებზე.

10. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი №6; საფოსტო ინდექსი – 0159.

მუხლი 2. სამინისტროს მმართველობის სფერო და ამოცანები

1. სამინისტროს მმართველობის სფეროს განეკუთვნება გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სფეროების მართვა და განვითარების ხელშეწყობა.

2. სამინისტროს მმართველობის სფეროს ფარგლებში სამინისტროს ძირითადი ამოცანებია:

ა) გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება;

ბ) ბუნებრივი რესურსებით (გარდა სასარგებლო წიაღისეულის, ნავთობისა და გაზისა) სარგებლობის სფეროში სახელმწიფო მართვა და სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;

გ) ქვეყანაში მდგრადი განვითარებისა და მწვანე ეკონომიკის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობა;

დ) გარემოს დაბინძურების მონიტორინგის ორგანიზება;

ე) საქართველოს ტერიტორიაზე, მდინარეთა აუზებსა და წყალსატევებში, შავი ზღვის ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფზე და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში არსებული და მოსალოდნელი ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოდინამიკური პროცესების, გეოეკოლოგიური მდგომარეობის შეფასებისა და გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება;

ვ) ატმოსფერული ჰაერის დაცვის, წყლისა და მიწის რესურსების მართვისა და დაცვის და კლიმატის ცვლილების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება;

ზ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება;

თ) გარემოში რადიაციული ფონის მონიტორინგი;

ი) დაცული ტერიტორიების სისტემის დაფუძნების, ფუნქციონირებისა და მართვის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება, მოქმედებათა კოორდინირება და კონტროლი;

კ) ბიომრავალფეროვნების დაცვის, ნადირობის, თევზჭერისა და სატყეო სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, მისი შესრულების მონიტორინგი, აგრეთვე ბიოლოგიური მრავალფეროვნების მონიტორინგი;

ლ) ცხოველთა სამყაროს ობიექტების გარემოდან ამოღების რეგულირება და მონიტორინგი;

მ) გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება და ამ სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელება;

ნ) გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში სტრატეგიული დოკუმენტების მომზადება და განხორციელება/განხორციელების ხელშეწყობა;

ო) გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება;

პ) გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურების ორგანიზება და განხორციელება, კომპეტენციის ფარგლებში, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასებისა და გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცესში მონაწილეობა, მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღება;

ჟ) წინადადებათა შემუშავება საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობის ან ეკოლოგიური უბედურების ზონების გამოცხადებისა და მათი გაუქმების შესახებ;

რ) საქართველოს ტერიტორიაზე ოზონდამშლელი ნივთიერებებისა და ფტორირებული გაზების რეგულირება;

 ს) კომპეტენციის ფარგლებში, ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების  მართვის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება;

ტ) კომპეტენციის ფარგლებში, ბუნებრივი და ანთროპოგენური საფრთხეებისა და რისკების პროგნოზირების, მათი შედეგების შერბილების ღონისძიებების დაგეგმვა და გარემოსდაცვითი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ერთიანი პოლიტიკის განხორციელება;

უ) კომპეტენციის ფარგლებში, მიწის რაციონალურად გამოყენებისა და დაცვის უზრუნველყოფა, ნიადაგის  დეგრადაციასთან ბრძოლის ღონისძიებების დაგეგმვა, დეგრადირებული ფართობების აღდგენის ღონისძიებების განხილვა/შეთანხმება;

ფ) აგროსასურსათო, აგროგადამამუშავებელი, მემცენარეობის, მეცხოველეობის (მ.შ., მეთევზეობის),  აგროსაინჟინრო, მცენარეთა დაცვის და ვეტერინარიის დარგების მართვა და განვითარების ხელშეწყობა;

ქ) ქვეყანაში აგრარული რეფორმების განხორციელება ქვეყნის ტრადიციებისა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით;

ღ) ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განვითარების ხელშეწყობა;

ყ) ქვეყანაში სოფლის მეურნეობის პირველადი პროდუქციის გადამუშავებისა და სასურსათო პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა;

შ) აგროსასურსათო სექტორში შემოსავლების ზრდისა და სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფისათვის ხელშეწყობა სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინებით;

ჩ) ქვეყანაში ბიოაგროწარმოების განვითარების ხელშეწყობა;

ც) სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და სურსათის წარმოებაში/რეალიზაციაში საუკეთესო პრაქტიკის/გამოცდილების  გავრცელების  ხელშეწყობა;

ძ) შიდა და გარე ბაზრების მდგომარეობისა და ტენდენციების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი;

წ) სოფლის მეურნეობის დარგში დასაქმებული მეურნე სუბიექტების სამეცნიერო-საკონსულტაციო მომსახურების, პროფესიული ცოდნის დაუფლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებისათვის ხელშეწყობა;

ჭ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ურთიერთობის განვითარებისათვის ხელშეწყობა, თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა და საერთაშორისო პროგრამების მართვა;

ხ) მწარმოებელთა და მომხმარებელთა ინტერესების ჰარმონიზაციის ხელშეწყობა;

ჯ) კომპეტენციის ფარგლებში, საბაზრო ინფრასტრუქტურის ფორმირებისათვის ხელშეწყობა;

ჰ) აგრარულ სფეროში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელება;

1) პესტიციდების, აგროქიმიკატების, ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშების გამოცდის ორგანიზება და რეგისტრაცია, კომპეტენციის ფარგლებში;

2) ქვეყნის ტერიტორიის დაცვა სასოფლო-სამეურნეო კარანტინის ობიექტების შემოღწევისაგან;

3) სოფლად სოციალური ჩართულობის, სიღარიბის შემცირებისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა;

4) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში.

მუხლი 3. სამინისტროს ხელმძღვანელობა

1. სამინისტროს ხელმძღვანელობს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

2. მინისტრს ჰყავს 6 მოადგილე, მათ შორის, ერთი – პირველი, რომელთაც მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

3. მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილებანი და კომპეტენციის სფერო განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

4. მინისტრის დავალებით, მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.

5. მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს სამინისტროს საქმიანობას და კოორდინაციას უწევს სამინისტროს სისტემაში შემავალი და მართვაში არსებული სუბიექტების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საქმიანობას მინისტრის არყოფნისას.

6. მინისტრის პირველი მოადგილე/მოადგილე შეიძლება იმავდროულად იყოს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი.

მუხლი 4. მინისტრის უფლება-მოვალეობანი

1. მინისტრი:

ა) ხელმძღვანელობს სამინისტროს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროსთვის მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, სხვა კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტების, მთავრობის დადგენილებებისა და განკარგულებების, აგრეთვე პრემიერ-მინისტრის ბრძანებების შესრულებაზე;                                      

გ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და ტერიტორიული ორგანოების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულების მიმდინარეობას და ამ კანონით დადგენილი წესით, ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებსა და საქმიანობაზე;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით განსაზღვრულ მოხელეებს, ტერიტორიულ ორგანოთა მოხელეებს, მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ადმინისტრაციული ხელშეკრულებით ან შრომითი ხელშეკრულებით სამსახურში იღებს სხვა საჯარო მოსამსახურეებს;

ე) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, იღებს გადაწყვეტილებას სამინისტროს საჯარო მოსამსახურეების, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებისათვის სახელფასო დანამატის გაცემის თაობაზე; კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გასცემს ფულად ჯილდოს ამავე პირებზე;

ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, ტერიტორიული ორგანოებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების  დებულებებს;

ზ) პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებას სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებსა და აუცილებლობის შემთხვევაში – დამატებითი ბიუჯეტის პროექტზე, იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულებაზე;

თ) სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად, ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხარჯთაღრიცხვას, ახორციელებს კონტროლს მის შესრულებაზე და, აუცილებლობის შემთხვევაში, იძლევა მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ;

ი) ადგენს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სტრუქტურასა და საქმისწარმოების წესს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი დადგენილია მინისტრის ბრძანების ზემდგომი სამართლებრივი აქტებით;

კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოსცემს ნორმატიულ და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

ლ) ამტკიცებს ბიოლოგიური მრავალფეროვნების მონიტორინგის ერთიანი სისტემის ინდიკატორებს, მათი აღწერის მეთოდოლოგიებსა და წარმოების წესს;

მ) ამტკიცებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და ინსპექტირების აქტის ფორმებს;

ნ) ამტკიცებს სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების ფორმებს;

ო) ამტკიცებს სამინისტროში სტაჟირების გავლის წესს;

პ) პრემიერ-მინისტრს წარუდგენს ანგარიშს სამინისტროს საქმიანობის შესახებ;

ჟ) მონაწილეობს მთავრობის სხდომებში;

რ) პასუხისმგებელია სახელმწიფო ქონების დაცვასა და გამოყენებაზე და ორგანიზებას უწევს ამ საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ს) ასრულებს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტებით, მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით, აგრეთვე პრემიერ-მინისტრის ბრძანებებით მისთვის დაკისრებულ სხვა ამოცანებს.

 2. თუ სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებული საკითხი ეხება აგრეთვე სხვა სამინისტროს, მინისტრი გადაწყვეტილებას ათანხმებს შესაბამის მინისტრთან. თანხმობის მიუღწევლობის შემთხვევაში, საკითხი განიხილება საქართველოს მთავრობის სხდომაზე.

3. მინისტრი უფლებამოსილია, თავისი ბრძანებით შექმნას  კომისიები, საბჭოები და სამუშაო ჯგუფები  და განსაზღვროს მათი მოვალეობანი და საქმიანობის წესი.

მუხლი 5. სამინისტროს სისტემა

სამინისტროს სისტემაში შედის:

ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები, რომელთა ერთიანობა ქმნის სამინისტროს ცენტრალურ აპარატს;

ბ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები;

გ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება;

დ) საჯარო სამართლისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები, რომელთა სახელმწიფო კონტროლს ან/და დამფუძნებლის უფლებამოსილებასაც ახორციელებს სამინისტრო.

მუხლი 6. ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფები

სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) სოფლის მეურნეობის, სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტი;

ბ) გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტი;

გ) პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტი;

დ) ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო  დეპარტამენტი;

ე) რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტი;

ვ) იურიდიული დეპარტამენტი;

ზ) ჰიდრომელიორაციისა და მიწის მართვის  დეპარტამენტი;

თ) ევროინტეგრაციის დეპარტამენტი;

ი) ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტი;

კ) სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტი;

ლ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

მ) საფინანსო დეპარტამენტი;

ნ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი;

ო) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;

პ)  გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტი.

მუხლი 7. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება

სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაა გარემოსდაცვითი  ზედამხედველობის დეპარტამენტი.

მუხლი 8. სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები

1. სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებია:

ა) დაცული ტერიტორიების სააგენტო;

ბ) გარემოს ეროვნული სააგენტო;

გ) ეროვნული სატყეო სააგენტო;

დ) გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი;

ე) ეროვნული საშენი მეურნეობა;

ვ)  ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო;

ზ) სურსათის ეროვნული სააგენტო;

თ) ღვინის ეროვნული სააგენტო;

ი) სასოფლო-სამეურნო კოოპერატივების განვითარების სააგენტო;

კ) სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი;

ლ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია.

2. სამინისტროს სისტემაში შემავალი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია –  სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო.

მუხლი 9. ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფები  ძირითადი ამოცანები

სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი ამოცანებია:

1. სოფლის მეურნეობის, სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის:

ა) მეცხოველეობის, მემცენარეობის, მეთევზეობის დარგების განვითარების მიზნით,  პროგრამების შემუშავება;

ბ) აგრარული სექტორის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, სტატისტიკის სფეროში მონაცემთა საინფორმაციო ბაზის შექმნაში მონაწილეობა;

დ) ქვეყანაში სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის დარგებში  პოლიტიკის განსაზღვრის მიზნით, წინადადებების მომზადება;

ე) სოფლის მეურნეობის, სურსათის, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროების მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბებისა და სრულყოფის მიზნით, ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება და/ან მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

ვ) სოფლის მეურნეობის, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში მეთოდური მითითებებისა და რეკომენდაციების შემუშავება და/ან შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ზ) თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და ტექნოლოგიების გამოყენებისა და  დანერგვის ხელშეწყობა და კოორდინაცია;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, სოფლის განვითარებისთვის კონკრეტული პროგრამებისა და რეკომენდაციების შემუშავება და წარდგენა;

ი) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

2. გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის:

ა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე წყლის რესურსების მართვის, ატმოსფერული ჰაერის დაცვისა და მიწის რესურსების მდგრადი მართვისა და კლიმატის ცვლილების სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, გარემოს მონიტორინგის სახელმწიფო სისტემის ორგანიზებაში მონაწილეობა;

გ) ატმოსფერული ჰაერის, ოზონის შრის, მიწისა და წყლის რესურსების ბუნებრივი თუ ანთროპოგენული ფაქტორების ზემოქმედებისგან დაცვის მექანიზმების განსაზღვრა და განხორციელების კოორდინაცია;

დ) გაუდაბნოების, მიწის დეგრადაციის პროცესის შერბილების ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელების კოორდინაცია ეროვნულ დონეზე;

ე) ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მართვის რეგულირება და კოორდინაცია;

ვ) მრავალმხრივი გარემოსდაცვითი ხელშეკრულებების (კონვენციების, მათი ოქმებისა და შეთანხმებების) და პროცესების კოორდინაცია; ახალი მრავალმხრივი გარემოსდაცვითი ხელშეკრულებების გაფორმების მიზანშეწონილობის განსაზღვრაში მონაწილეობა, მათი ინიციირება და პროცედურულ ღონისძიებათა ორგანიზება;

ზ)  მრავალმხრივი გარემოსდაცვითი ხელშეკრულებების განმახორციელებელ  მექანიზმებთან თანამშრომლობა და ეროვნული პასუხისმგებელი/საკონტაქტო პირების საქმიანობის კოორდინაცია;

თ) გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის შემუშავების პროცესის კოორდინირება და ორგანიზება;

ი) გარემოსდაცვითი პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრაში მონაწილეობა და მათი განხორციელების ხელშეწყობა;

კ) კომპეტენციის ფარგლებში, ქვეყანაში მდგრადი განვითარებისა და მწვანე ეკონომიკის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობა;

ლ) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების მომზადების კოორდინირება და ორგანიზება;

მ) გარემოსდაცვითი პროექტების ინიციირების მიზანშეწონილობის განსაზღვრაში მონაწილეობა;

ნ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

3. პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის:

ა) სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების ან/და უწყებების მიერ წარდგენილი წინადადებების ანალიზის საფუძველზე, სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმების (შემდგომში სტრატეგია და სამოქმედო გეგმა), ასევე გარემოსდაცვითი პოლიტიკის შემუშავების კოორდინაცია;

ბ) სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის მონიტორინგი, შეფასება და შესრულების თაობაზე ანგარიშის მომზადება;

გ) სტრატეგიის ან/და სამოქმედო გეგმის მონიტორინგის მიზნით, სამინისტროს სისტემაში შემავალი სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან ან/და უწყებებიდან მიღებული ინფორმაციების ინტეგრაცია და სამინისტროს მასშტაბით საერთო ანგარიშის მომზადება და, შესაბამისად, სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის ან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთვის წარდგენა;

დ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების შესაბამისი სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, ასევე ამ სამოქმედო გეგმებით გათვალისწინებული პროგრამების შესრულების ანგარიშების მომზადება და დადგენილი წესით შესაბამისი უწყებებისთვის გაგზავნა;

ე) დარგში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ანალიტიკური საქმიანობის განხორციელება;

ვ) აგროსასურსათო პროდუქციის წარმოების, ექსპორტ-იმპორტის, მოხმარების, სარეალიზაციო ფასების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება. ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადება;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო სავაჭრო/ეკონომიკური ხასიათის მთავრობათაშორისი ხელშეკრულებების პროექტების შემუშავებასა და მოლაპარაკების პროცესში მონაწილეობის მიღება შესაბამის სახელმწიფო უწყებებსა და სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებთან ან/და უწყებებთან თანამშრომლობით;

თ) პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ პოლიტიკის დოკუმენტებისა და რეკომენდაციების მომზადება ან/და კოორდინაცია;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

კ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

4.   ბიომრავალფეროვნების და  სატყეო დეპარტამენტის:

ა) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ბიომრავალფეროვნების კომპონენტების დაცვისა და შენარჩუნების, ბიოლოგიური რესურსების მართვისა და რეგულირების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება, საერთაშორისო ქსელში ჩართული დაცული ტერიტორიების შექმნის, მართვისა და მონიტორინგის პროცესის კოორდინაცია;

ბ) დაცული ტერიტორიებისა და ტყეების მართვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების კოორდინაცია/ხელშეწყობა;

გ) საქართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის, ასევე სატყეო სტრატეგიებისა და ეროვნული სატყეო პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაცია;

დ) გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირება, მათი რესურსებით სარგებლობის რეგულირების პროცესში რესურსის მოპოვების მეთოდების განსაზღვრა და კვოტების დადგენაში მონაწილეობა, სამეცნიერო-კვლევითი მიზნით, ცხოველთა სამყაროს ობიექტების გარემოდან ამოღების რეგულირება;

ე) „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ (CITES) კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობების ნიმუშებით საერთაშორისო ვაჭრობის რეგულირება/ადმინისტრირება;

ვ) ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სახელმწიფო სისტემის ორგანიზება და კოორდინაცია;

ზ) სატყეო სფეროში სახელმწიფო რეფორმების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადება, ტყის სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის მიზანშეწონილობის საკითხების განხილვა;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გამოყენების რეგულირების კოორდინაცია და საერთო ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

 ი) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

5. რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის:

ა) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია;

ბ) სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებთან პერიოდულად სამუშაო შეხვედრების მოწყობა, ანგარიშების მოსმენა, შეჯამება;

გ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების (რეგიონული სამართველოები და საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურები) თანამშრომლების დანიშვნის, განთავისუფლების, დისციპლინური პასუხისმგებლობის ან წახალისების შესახებ წინადადებებისა და მოსაზრებების წარდგენა;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და პროექტების შესახებ სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ინფორმირება;

ე) რეგიონულ განვითარებასთან დაკავშირებით, კომპეტენციის ფარგლებში, აგრარული და გარემოს დაცვის პოლიტიკის შემუშავებასა და პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება და მათი განვითარების შესახებ შესაბამის სპეციალისტებთან ერთად წინადადებების მომზადება;

ვ) სოფლის მეურნეობისა და მასთან დაკავშირებული სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის, ფერმერთა და აგრომეწარმეთა საკონსულტაციო მომსახურების (ექსტენციის) სისტემის განვითარების ხელშეწყობა;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, მონაცემთა ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა და მუნიციპალიტეტებში სასოფლო-სამეუნრეო პროდუქტებზე ყოველკვირეული საბაზრო ფასების შესახებ ინფორმაციის  შეგროვების კოორდინაცია;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და მათ მიერ რეგიონებში დაგეგმილი სოფლის მეურნეობისა და, კომპეტენციის ფარგლებში, გარემოს დაცვის განვითარების  პროექტების განხორციელების ხელშეწყობა;

ი) რეგიონებში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზიანის შემფასებელ სამუშაო ჯგუფებში სამინისტროს წარმომადგენლების ჩართულობის კოორდინაცია;

კ) რეგიონებში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისა და, კომპეტენციის ფარგლებში, გარემოს დაცვის  ერთიანი პოლიტიკის გატარებასა და სტრატეგიის განხორციელებაში სამინისტროს ხელშეწყობა;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა ტრენინგის, სწავლებისა და საინფორმაციო შეხვედრის ორგანიზება და მონაწილეობის მიღება;

მ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

6. იურიდიული დეპარტამენტის:

ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სისტემის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფის ხელშეწყობა;

ბ) სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის კო­ორ­­დინაცია; კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი საკანონ­მდებ­ლო ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება ან მომზა­დე­ბული კანონპროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;

გ) კანონშემოქმედებით სფეროში პარლამენტისა და სამინის­ტროს ურთიერთობის კოორდინაცია და საპარლამენტო მდივნი­სათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში ხელშეწყობა;

დ) მთავრობათაშორისი და უწყებათაშორისი საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;

ე)  სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ მომზადებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პარლამენტში წარდგენის უზრუნველყოფის კოორდინაცია;

ვ) ნორმატიული ან/და ინდივიდუალური სამართლებ­რივი აქტების პროექტების მომზადება ან/და სამართლებრივი ექსპერტიზა/ვიზირება (გარდა მივლინებასთან ან შვებულებასთან დაკავშირებული პრო­ექ­ტებისა);

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, განცხადებების, საჩივრებისა და წერილების განხილვა;

თ) მინისტრის მიერ მიღებული ნორმატიული აქტების საქარ­თველოს საკანონმდებლო მაცნეში რეგისტრაციისა და გამოქ­ვეყ­ნების უზრუნველყოფა;

ი) სამინისტროს წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის  სასა­მარ­თლოში;

კ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

7. ჰიდრომელიორაციისა და  მიწის მართვის  დეპარტამენტის:

ა) ჰიდრომელიორაციის დარგის პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების მონიტორინგი;

ბ) სასოფლო-სამეურნეო მიწის მართვის პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების მონიტორინგი;

გ) ჰიდრომელიორაციის დარგის მართვის გაუმჯობესების მიზნით, ღონისძიებათა დაგეგმვა და მისი განხორციელების კოორდინირება;

დ) სასოფლო-სამეურნეო მიწის მართვის გაუმჯობესების მიზნით, ღონისძიებათა დაგეგმვა და მისი განხორციელების კოორდინირება;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, წინადადებების, რეკომენდაციებისა და ნორმატიული დოკუმენტების მომზადება;

ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

8. ევროინტეგრაციის დეპარტამენტის:

ა) დარგის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების/ჰარმონიზაციის უზრუნველყოფა;

ბ) ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში განსაზღვრული ვალდებულებების, მათ შორის, საპროგრამო დოკუმენტებისა და სამოქმედო გეგმების  შესრულების მიზნით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სისტემაში შემავალი უწყებების საქმიანობის კოორდინაცია;

გ) ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მიზნით შექმნილ სამთავრობო საკოორდინაციო მექანიზმში მონაწილეობა;

დ) ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებულ ასოცირების შეთანხმებაში, რომელიც მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას, სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სამართლებრივი დაახლოებისათვის/ ჰარმონიზაციისათვის აუცილებელი ზომების განხორციელება;

ე) ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით განსაზღვრული ევროკავშირის რეგულაციებთან, გადაწყვეტილებებსა და დირექტივებთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების/ ჰარმონიზაციის მიზნით, სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სხვადასხვა უწყების მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტებისა და თანმდევი დოკუმენტების განხილვა და დასკვნის მომზადება;

ვ) გარემოს დაცვისა და  სოფლის მეურნეობის სექტორებში ევროინტეგრაციის პრიორიტეტების მოთხოვნათა შესრულების ხელშეწყობა, გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების მონიტორინგი და შესაბამისი ანგარიშგების წარმოება;

ზ) საკანონმდებლო დაახლოების ფარგლებში შემუშავებული საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით შესაბამისობის ცხრილების მომზადება;

თ) საქართველოს მიერ ენერგეტიკული გაერთიანების წინაშე  ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით სამინისტროს საქმიანობის კოორდინაცია;

ი) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ევროპული ინტეგრაციის საკითხების თაობაზე წინადადებების შემუშავება;

კ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

9.  ნარჩენების და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის:

ა) კომპეტენციის ფარგლებში, ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება;

ბ) ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიების, ეროვნული გეგმების შემუშავება და  მათი განხორციელების კოორდინაცია;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების რეგულირება, სახელმწიფო აღრიცხვა-ანგარიშგება, მონაცემთა ბაზის წარმოება;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებების განხორციელება;

ე) ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროში გარემოსდაცვითი ღონისძიებების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა და მათი შესრულების კოორდინაცია;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროში სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და მათი შესრულების კოორდინაცია;

ზ)  სახიფათო  და სპეციფიკური ნარჩენების მართვის კოორდინაცია;

თ) ნარჩენების პრევენციის, სეპარირების, წინასწარი დამუშავების, ხელახალი გამოყენებისა და რეციკლირების ხელშეწყობა;

ი) ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობების რეგისტრაციის წარმოება;

კ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

10.  სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის:

ა)  სამინისტროს საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;

ბ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება და ამ მიზნებით სამინისტროს დანაყოფებიდან შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვა და შესრულების მონიტორინგი, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, სისტემის გამჭვირვალობისა და საჯაროობის უზრუნველყოფა;

გ) სამინისტროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება და მათი მასობრივი საინფორმაციო საშუალებებისათვის მიწოდება;

დ) სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებისა და ღონისძიებების საინფორმაციო კამპანიის დაგეგმვა და განხორციელება;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო დაწესებულებებთან, არასამთავრობო და სხვადასხვა კერძო ორგანიზაციასთან ურთიერთობა;

ვ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების კოორდინირებული საქმიანობის უზრუნველყოფა;

ზ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისაგან ყველა საჭირო ინფორმაციის მოპოვება;

თ) სამინისტროს მიერ ორგანიზებული ღონისძიებებისა და მიღებულ გადაწყვეტილებათა შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ინფორმირება;

ი) სამინისტროს ოფიციალური  ვებგვერდისა და სოციალური ქსელის ადმინისტრირება;

კ) კომპეტენციის ფარგლებში, ინტერვიუების, ბრიფინგების, პრესკონფერენციებისა და საჯარო შეხვედრების დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობა.

11. ადმინისტრაციული დეპარტამენტის:

ა) სამინისტროს საქმიანობის ადმინისტრაციული და ორგანიზაციული  საქმიანობის უზრუნველყოფა;

ბ) მინისტრთან ჩასატარებელი  თათბირების, კომისიებისა და საბჭოების  სხდომების ორგანიზება  და ოქმების შედგენა;

გ) პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება;

დ) სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვისა და სამობილიზაციო გეგმის მომზადება;

ე) სამინისტროსათვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების მართვის ორგანიზება;

ვ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის განსაზღვრა, დაგეგმვა, განხორციელება. თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად, ადამიანური რესურსების მართვის ოპტიმიზაციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;

ზ) სამინისტროს მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება, მონაცემთა ბაზის შექმნა და სისტემატიზაცია;

 თ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოხელეთა დანიშვნის, გათავისუფლების, დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების, წახალისების, შვებულების, მივლინების, დროებითი ფუნქციების დაკისრებისა და გადაყვანის  შესახებ ბრძანებების პროექტებისა და შრომითი/ადმინისტრაციული ხელშეკრულებების მომზადება;

ი) წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების/ინდიკატორების შესაბამისად, თანამშრომელთა შეფასებისა და მოტივაციის ასამაღლებელი სისტემების შემუშავება, დანერგვა, პერიოდული განახლება;

კ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატურის შერჩევისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;

ლ) სამინისტროში ოფიციალურად შემოსული და გასული კორესპონდენციის რეგისტრაცია, აღრიცხვა და სისტემატიზაცია. საქმისწარმოების უზრუნველყოფა;

მ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება. მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საიდუმლო რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა;

ნ) სამინისტროს არქივის მუშაობის ორგანიზება;

ო) სამინისტროში არსებული კომპიუტერული ქსელისა და სისტემების ადმინისტრირებისა და მართვის უზრუნველყოფა, ამასთან, მისი შიდა და გარე ქსელური პერიმეტრის დაცვა;

პ) არსებული სერვისების მხარდაჭერა, მონაცემთა უწყვეტობისა და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ასევე ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა;

ჟ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

12. საფინანსო დეპარტამენტის:

ა) საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობის წარმართვა, სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება;

ბ) სამინისტროსათვის გამოყოფილი თანხის მიზნობრივი ათვისების უზრუნველყოფა, საბიუჯეტო დაფინანსების სისტემური ანალიზი;

გ) პროგრამებისა და პროექტების დაფინანსების პირობების სრულყოფა;

დ) სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება;

ე) სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა მიერ წარდგენილი კვარტალური და წლიური ანგარიშების სისწორის კონტროლი, ნაერთი ფინანსური ანგარიშგების მომზადება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სხვა ორგანიზაციათა წინაშე სავალდებულო ანგარიშგება;

ვ) სამინისტროსა და მისი სისტემის დაწესებულებათა საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების წარმოების ერთიანი მეთოდოლოგიური საფუძვლების უზრუნველყოფა;

ზ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება;

თ) ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტიდან გამომდინარე, სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებებსა და სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინაციით სამინისტროს საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის მომზადება;

ი) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობათა განხორციელება.

13. შიდა აუდიტის დეპარტამენტის:

ა) სამინისტროს წინაშე არსებული რისკების დადგენა და მათი მართვის ხარისხის შეფასება;

ბ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და   ეფექტიანობის შეფასება;

გ)  კანონმდებლობით დადგენილი წესით, შიდა აუდიტის წლიური და სტრატეგიული გეგმების შემუშავება;   

დ)   შიდა აუდიტორული შემოწმების განხორციელება;  

ე) სამინისტროს საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება/მონიტორინგი;

ვ) სამინისტროს საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;

ზ) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება;

თ) სამინისტროს აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება;

ი) სამსახურებრივი გადაცდომის ან/და დაწესებულების მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმება და მისი აღმოჩენის მიზნით განხორციელებული სამსახურებრივი შემოწმების შემდეგი ღონისძიებები:

ი.ა) სამინისტროს სისტემაში კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვისა და შესრულების კონტროლის განხორციელება, მოსალოდნელი დარღვევების ან/და ხარვეზების ანალიზი და მათი პრევენცია;

ი.ბ) სამინისტროს სისტემაში თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტების სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შესახებ დასკვნის შედგენა და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

ი.გ) სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, სამინისტროს სისტემაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით მინისტრისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება;

ი.დ)   სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი ეთიკის ნორმების შესრულების კონტროლი;

კ) აუდიტორული და სამსახურებრივი შემოწმების შედეგად  დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, შესაბამისი რეაგირებისათვის ინფორმაციის მინისტრისათვის მიწოდება;  

ლ) სხვა საქმიანობა, რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს ინტერესებიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას,  „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებსა და აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს.

14. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის:

ა) სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების წარმართვა უცხოეთის სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

ბ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების მომზადების, შესაბამისი მოლაპარაკებების გამართვისა და ხელშეკრულებათა ხელმოწერის  პროცესის კოორდინაცია;

გ) მთავრობათაშორის კომისიებში სამინისტროს ჩართულობის უზრუნველყოფა, კომისიის ოქმის პროექტის მომზადებაში მონაწილეობა, ოქმის შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება;

დ)  ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ფორმატის  შეხვედრებისა  და ვიზიტებისათვის საჭირო სასაუბრო და  ანალიტიკური მასალების მომზადება;

ე) შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან კოორდინაციის უზრუნველყოფა და თანამშრომლობის საკითხების რეგულირება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის დარგში მომუშავე დონორებსა და განმახორციელებელ პარტნიორებთან ერთად ახალი პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების საჭიროებების გათვალისწინებით;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო  ხელშეკრულებებისა და კონვენციების შესახებ დასკვნების მომზადება. გარემოს დაცვისა და აგრარულ სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საზღვარგარეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრაში მონაწილეობა და ორმხრივი   გარემოსდაცვითი ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების კოორდინირება და მონიტორინგი. დონორი ორგანიზაციის მიერ დაფინანსებული პროექტების შესრულების შესახებ ანგარიშების მომზადება და სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;

ზ) ქართული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრების მხარდამჭერი წინადადებების შემუშავება. საერთაშორისო და ადგილობრივი გამოფენების, აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციის პროგრამების, სიმპოზიუმების, სემინარების, კონფერენციების დაგეგმვა და განხორციელება, კომპეტენციის ფარგლებში; 

თ) სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სფეროში ევროკავშირის მიერ დაგეგმილი, მიმდინარე და დასრულებული პროექტებისა და პროგრამების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და განახლება;

ი) სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულებისა და  დაწესებულებების საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით არსებული საკითხების კოორდინაცია და მონიტორინგი;

კ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

15. გარემოსდაცვითი შეფასების  დეპარტამენტის:

ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სკრინინგისა და სკოპინგის პროცედურების განხორციელება, გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებულ საქმიანობებზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემა, ამ მიზნით ექსპერტიზის განხორციელების ორგანიზება;

ბ) გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებული მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების გაცემა;

გ) სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშზე და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტთან დაკავშირებით რეკომენდაციის გაცემა;

დ) გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურების ორგანიზება;

ე) გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების/დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფა და ამ მიზნით შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და საჯარო განხილვების ჩატარების უზრუნველყოფა;

ვ) დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასებისაგან გათავისუფლებისათვის საჭირო პროცედურების ორგანიზება, შესაბამისი წინადადების მომზადება და საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა;

ზ) ზედაპირული წყლის ობიექტებში დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების ნორმების, ზედაპირული წყლის ობიექტებიდან წყლის ამოღების ტექნიკური რეგლამენტების პროექტების განხილვა და შეთანხმება;

თ) ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროებისა და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის და ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტების განხილვა და შეთანხმება, კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ი) ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებებისთვის ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის გაცემა;

კ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

მუხლი 10. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები

1. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებია სამინისტროს რეგიონული სამმართველოები და მუნიციპალიტეტებში სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურები. ტერიტორიული ორგანოები საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში  წარმოადგენენ   სამინისტროს.

2. ტერიტორიული ორგანოს მმართველობის სფერო, უფლებამოსილებანი და საქმიანობის ძირითადი მიმართულებანი განისაზღვრება ტერიტორიული ორგანოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.

3.  სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებია:

ა) რეგიონული სამმართველოები:

ა.ა)  კახეთის რეგიონული სამმართველო;

ა.ბ)  შიდა ქართლის რეგიონული სამმართველო;

ა.გ)  ქვემო ქართლის  რეგიონული სამმართველო;

ა.დ)  მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველო;

ა.ე)  სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველო;

ა.ვ)  იმერეთის რეგიონული სამმართველო;

ა.ზ)  რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის  რეგიონული სამმართველო;

ა.თ)  სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველო;

ა.ი)  გურიის რეგიონული სამმართველო;

ბ) მუნიციპალიტეტებში სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურები:

ბ.ა)  საგარეჯოს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური;

ბ.ბ)  გურჯაანის  საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური;

ბ.გ)  სიღნაღის  საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური;

ბ.დ) დედოფლისწყაროს  საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური;

ბ.ე) ლაგოდეხის  საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური;

ბ.ვ)  ყვარლის  საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური;

ბ.ზ)  ახმეტის  საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური;

ბ.თ)  გარდაბნის  საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური;

ბ.ი)  ბოლნისის  საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური;

ბ.კ)  დმანისის  საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური;

ბ.ლ)  თეთრიწყაროს  საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური;

ბ.მ)  წალკის  საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური;

ბ.ნ)  კასპის  საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური;

ბ.ო)  ქარელის  საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური;

ბ.პ)  ხაშურის   საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური;

ბ.ჟ)  ასპინძის  საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური;

ბ.რ)  ადიგენის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური;

ბ.ს)  ბორჯომის  საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური;

ბ.ტ)  ახალქალაქის  საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური;

ბ.უ)  ნინოწმინდის  საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური;

ბ.ფ)  დუშეთის   საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური;

ბ.ქ)  თიანეთის  საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური;

ბ.ღ)  ყაზბეგის   საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური;

ბ.ყ)  საჩხერის  საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური;

ბ.შ)  ჭიათურის  საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური;

ბ.ჩ)  ხარაგაულის  საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური;

ბ.ც)  ვანის  საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური;

ბ.ძ)  ბაღდათის  საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური;

ბ.წ)   ხონის  საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური;

ბ.ჭ)  წყალტუბოს  საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური;

ბ.ხ)  თერჯოლის  საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური;

ბ.ჯ)  ტყიბულის  საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური;

ბ.ჰ)  სამტრედიის  საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური;

ბ.ჰ1)  აბაშის  საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური;

ბ.ჰ2)  სენაკის  საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური;

ბ.ჰ3)  ხობის  საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური;

ბ.ჰ4)  წალენჯიხის  საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური;

ბ.ჰ5)  მარტვილის  საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური;

ბ.ჰ6)  ჩხოროწყუს  საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური;

ბ.ჰ7)  მესტიის  საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური;

ბ.ჰ8)  ონის  საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური;

ბ.ჰ9)  ცაგერის  საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური;

ბ.ჰ10)  ლენტეხის  საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური;

ბ.ჰ11)  ჩოხატაურის  საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური;

ბ.ჰ12)  ლანჩხუთის  საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური.

მუხლი 11. სამინისტროს ქონება

სამინისტროს ქონებას შეადგენს კანონმდებლობით დადგენილი წესით მის სარგებლობაში გადაცემული ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, საფინანსო რესურსები, აგრეთვე სამინისტროს ბალანსზე/სარგებლობაში რიცხული ქონება.

მუხლი 12. სხვა დებულებანი

სამინისტროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.


15. 25/12/2023 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 517 - ვებგვერდი, 26/12/2023 14. 26/06/2023 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 234 - ვებგვერდი, 27/06/2023 13. 22/03/2023 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 119 - ვებგვერდი, 24/03/2023 12. 19/04/2022 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 208 - ვებგვერდი, 20/04/2022 11. 28/04/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 194 - ვებგვერდი, 04/05/2021 10. 11/03/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 100 - ვებგვერდი, 12/03/2021 9. 13/01/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 7 - ვებგვერდი, 14/01/2021 8. 17/09/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 580 - ვებგვერდი, 18/09/2020 7. 22/01/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 50 - ვებგვერდი, 24/01/2020 6. 14/01/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 26 - ვებგვერდი, 15/01/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 5. 02/07/2019 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 301 - ვებგვერდი, 04/07/2019 4. 15/05/2019 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 227 - ვებგვერდი, 16/05/2019 3. 29/03/2019 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 165 - ვებგვერდი, 29/03/2019 2. 15/02/2019 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 83 - ვებგვერდი, 18/02/2019 1. 13/08/2018 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 417 - ვებგვერდი, 17/08/2018