დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №112 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 238 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/07/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/07/2024 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 15/08/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.10.003.024632 |
|
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №112 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №112 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 09/03/2018, 010240030.10.003.020427) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის: ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) ატმოსფერული ჰაერის დაცვის, წყლის რესურსების მართვისა და დაცვის და კლიმატის ცვლილების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება;“; ბ) „უ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ1“ ქვეპუნქტი: „უ1) მელიორაციის, მიწის მართვის, ნიადაგის დაცვისა და მდგრადი მართვის პოლიტიკისა და საკანონმდებლო ბაზის შემუშავება და განხორციელება;“. 2. მე-6 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) მელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტი;“. 3. მე-9 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. მელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტი: ა) კომპეტენციის ფარგლებში, ჰიდრომელიორაციის, მიწის მართვის, ნიადაგის დაცვისა და მდგრადი მართვის პოლიტიკისა და საკანონმდებლო ბაზის შემუშავებაში/განხორციელებაში მონაწილეობა; ბ) ჰიდრომელიორაციის, მიწის მართვის, ნიადაგის დაცვისა და მდგრადი მართვის მიმართულებით ქვეყანაში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, ანალიზი და მათი გადაჭრის გზების განსაზღვრა. ასევე შესაბამისი მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამების/პროექტების ინიციირება, დაგეგმვა და მათი განხორციელების კოორდინაცია; გ) ჰიდრომელიორაციის, მიწის მართვის, ნიადაგის დაცვისა და მდგრადი მართვის მიმართულებით საერთაშორისო საინვესტიციო და განვითარების პროექტების შერჩევა/ინიციირება, დაგეგმვა, ასევე მათი მომზადებისა და განხორცილების კოორდინაცია; დ) ირიგაციისა და დრენაჟის სექტორში მართვის, ინსტიტუციური მოწყობის, მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისის გაწევის, სატარიფო პოლიტიკის განსაზღვრის თანამედროვე, საერთაშორისო დონეზე აპრობირებული და საქართველოს რეალობის შესაბამისი პრინციპების დანერგვის ხელშეწყობა; ე) კომპეტენციის ფარგლებში, მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის სახელმწიფო სისტემის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა; ვ) მიწისა და ნიადაგის შესახებ მონაცემთა ერთიანი საინფორმაციო სისტემის დანერგვის ხელშეწყობა; ზ) ქვეყნის მასშტაბით მიწისა და ნიადაგის რესურსების ბუნებრივი და ანთროპოგენური ფაქტორების ზემოქმედებისგან დაცვის მექანიზმების განსაზღვრა და განხორციელების კოორდინაცია; თ) გაუდაბნოებისა და მიწის დეგრადაციის პროცესის შემარბილებელი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელების კოორდინაცია; ი) ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მართვის რეგულირება და კოორდინაცია; კ) ნიადაგის მდგრადი მართვისა და რაციონალურად გამოყენების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და მათი განხორციელების კოორდინაცია; ლ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 15 აგვისტოდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები