„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №112 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №112 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 119
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/03/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/03/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/04/2023
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.023953
119
22/03/2023
ვებგვერდი, 24/03/2023
010240030.10.003.023953
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №112 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №119

2023 წლის 22 მარტი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №112 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №112 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 09/03/2018; 010240030.10.003.020427) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-6 მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სურსათის პოლიტიკის დეპარტამენტი;“;

ბ) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტი;“.

2. მე-9 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. სურსათის პოლიტიკის დეპარტამენტის:

ა) ქვეყანაში სურსათის ინდუსტრიის, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში, კომპეტენციის ფარგლებში, პოლიტიკის შემუშავება/ შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და განხორციელება და/ან განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;

ბ) სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბებისა და სრულყოფის მიზნით, ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

გ) სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში პროგრამების, პროექტების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და, საჭიროების შემთხვევაში, განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;

დ) სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში, ქვეყნის მიერ აღებული ვალდებულებების (SPS, კომპეტენციის ფარგლებში, და სხვ.) შესრულების მიზნით, წინადადებების მომზადება ან/და მომზადებაში მონაწილეობის მიღება, მისი განხორციელება ან/და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;

ე) შესაბამისობის შეფასების სისტემის სრულყოფის მიზნით, ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო და სურსათის ლაბორატორიული სექტორის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა;

ვ) გასტროტურიზმის პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, სურსათის დარგობრივი ტექნიკური რეგლამენტების პროექტების შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, სურსათის ინდუსტრიის მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბებისა და სრულყოფის მიზნით, ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება ან/და მათ მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

თ) ქვეყანაში სურსათთან დაკავშირებული ხარისხის სქემების პოლიტიკის შემუშავება და განვითარება, პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, განხორციელება ან/და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება. პროდუქტის ბრენდინგისა და საერთაშორისო პრაქტიკის ხელშეწყობა, მათი დაცვის სამართლებრივი მექანიზმების შემუშავება და სრულყოფა;

ი) სურსათის ინდუსტრიისა და ვაჭრობის სფეროებში, ეროვნული კანონმდებლობით განსაზღვრული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, წინადადებების მომზადება ან/და მომზადებაში მონაწილეობის მიღება, მისი განხორციელება ან/და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;

კ) კომპეტენციის ფარგლებში ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილი, ასევე ფორტიფიცირებულ სურსათთან დაკავშირებული პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, განხორციელება ან/და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;

ლ) ვაჭრობის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა სამინისტროებსა და უწყებებთან თანამშრომლობა;

მ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის:

ა) აგრარული სექტორის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა;

ბ) მეცხოველეობის, მემცენარეობის, აკვაკულტურის დარგების განვითარების მიზნით, პროგრამების შემუშავება;

გ) თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და ტექნოლოგიების გამოყენებისა და დანერგვის ხელშეწყობა და კოორდინაცია;

დ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარებისთვის  პოლიტიკის შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, კონკრეტული პროგრამებისა და რეკომენდაციების შემუშავება;

ე) პრიორიტეტული მიმართულებების მიხედვით, სურსათის წარმოებასა და სასურსათო ბაზარს შორის არსებული კავშირების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების/პროგრამების მომზადება;

ვ) სოფლის განვითარებისთვის, კომპეტენციის ფარგლებში, პოლიტიკის შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, კონკრეტული პროგრამებისა და რეკომენდაციების შემუშავება;

ზ) აგროსასურსათო სექტორის განვითარების ხელშემწყობი პროგრამების/პროექტების შეფასების საჭიროების ანალიზი და შესაბამისი წინადადებების მომზადება;

თ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“;

გ) მე-3 პუნქტის:

გ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების ან/და უწყებების  მიერ წარდგენილი წინადადებების ანალიზის საფუძველზე, სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმების, ასევე გარემოსდაცვითი ეროვნული პროგრამისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის (შემდგომში – სტრატეგია და სამოქმედო გეგმა) შემუშავების კოორდინაცია;“;

გ.ბ) „თ“ – „ლ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) წინასწარ შერჩეული აგროსასურსათო პროდუქციისთვის არსებული სტატისტიკური მონაცემების გამოყენებით ბაზრის ანალიზის განხორციელება. პროდუქციის წარმოების, საექსპორტო პოტენციალის, საერთაშორისო ბაზარზე არსებული ტენდენციებისა და სხვა მონაცემების ანალიზი;

ი) სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის საკითხებზე სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა, კომუნიკაცია და კოორდინაცია;

კ) სოფლის განვითარების ეროვნული ქსელის კოორდინაცია;

ლ) ტერიტორიაზე დაფუძნებული (ქვევიდან ზევით მიდგომა) სოფლის განვითარების პოლიტიკის კოორდინაცია.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 აპრილიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი