„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №112 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №112 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 517
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.024350
517
25/12/2023
ვებგვერდი, 26/12/2023
010240030.10.003.024350
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №112 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №517 

2023 წლის 25 დეკემბერი

   ქ. თბილისი

 

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №112 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №112 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 09/03/2018, 010240030.10.003.020427) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:   

1. მე-6 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-9 მუხლის:  

 ა) 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

11. სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის:

ა) სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების ან/და უწყებების მიერ წარდგენილი წინადადებების ანალიზის საფუძველზე, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიისა (შემდგომში −  სტრატეგია) და შესაბამისი სამოქმედო გეგმის (შემდგომში − სამოქმედო გეგმა) შემუშავების კოორდინაცია;

ბ) სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მონიტორინგის ან/და შეფასების კოორდინაცია, დადგენილი ფორმით მონიტორინგის ანგარიშის მომზადება და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთვის წარდგენა;

გ) სოფლის მეურნეობის ან/და სოფლის განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრაში მონაწილეობა და მათი განხორციელების ხელშეწყობა;

დ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, სოფლისა და სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო უწყების შესაბამისი სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, ასევე, დადგენილი წესით, ამ სამოქმედო გეგმებით გათვალისწინებული პროგრამების მონიტორინგის ანგარიშების მომზადება და შესაბამისი უწყებებისთვის გაგზავნა;

ე) დარგში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ანალიტიკური საქმიანობის განხორციელება;

ვ) აგროსასურსათო პროდუქციის წარმოების, ექსპორტ-იმპორტის, მოხმარების, სარეალიზაციო ფასების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება. ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადება;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო სავაჭრო/ეკონომიკური ხასიათის  მთავრობათაშორისი ხელშეკრულებების პროექტების შემუშავებასა და მოლაპარაკების პროცესში მონაწილეობის მიღება, შესაბამის სახელმწიფო უწყებებსა და სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებთან ან/და უწყებებთან თანამშრომლობით;

თ) წინასწარ შერჩეული აგროსასურსათო პროდუქციისთვის არსებული სტატისტიკური მონაცემების გამოყენებით ბაზრის ანალიზის განხორციელება. პროდუქციის წარმოების, საექსპორტო პოტენციალის, საერთაშორისო ბაზარზე არსებული ტენდენციებისა და სხვა მონაცემების ანალიზი;

ი) სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის საკითხებზე სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა, კომუნიკაცია და კოორდინაცია;

კ) სოფლის განვითარების ეროვნული ქსელის კოორდინაცია;

ლ) ტერიტორიაზე დაფუძნებული (ქვევიდან ზევით მიდგომა) სოფლის განვითარების პოლიტიკის კოორდინაცია;

მ) მეცხოველეობის, მემცენარეობის, აკვაკულტურის დარგების განვითარების მიზნით, პროგრამების/წინადადებების შემუშავება;

ნ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მიზნით, პროგრამების/წინადადებების შემუშავება;

ო) კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

პ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის:

ა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე წყლის რესურსების მართვის, ატმოსფერული ჰაერის დაცვისა და კლიმატის ცვლილების სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, გარემოს მონიტორინგის სახელმწიფო სისტემის ორგანიზებაში მონაწილეობა;

გ) ატმოსფერული ჰაერის, ოზონის შრისა და წყლის რესურსების ბუნებრივი თუ ანთროპოგენური ფაქტორების ზემოქმედებისგან დაცვის მექანიზმების განსაზღვრა და განხორციელების კოორდინაცია;

დ) გარემოს დაცვის სფეროში მრავალმხრივი ხელშეკრულებების (კონვენციები, მათი ოქმები და შეთანხმებები) და გლობალური/რეგიონული პროცესების კოორდინაცია; ახალი მრავალმხრივი გარემოსდაცვითი ხელშეკრულებების გაფორმების მიზანშეწონილობის განსაზღვრაში მონაწილეობა და ეროვნულ დონეზე მათი სავალდებულოდ აღიარებისათვის საჭირო მოსამზადებელ პროცედურულ ღონისძიებათა ორგანიზება;

ე) მრავალმხრივი გარემოსდაცვითი ხელშეკრულებების განმახორციელებელ მექანიზმებთან თანამშრომლობა და ეროვნული პასუხისმგებელი/საკონტაქტო პირების საქმიანობის კოორდინაცია;

ვ) გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების კოორდინაცია. დადგენილი ფორმით მონიტორინგის ანგარიშის მომზადება და სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;

ზ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, გარემოსა და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო უწყების შესაბამისი სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, ასევე, დადგენილი წესით, ამ სამოქმედო გეგმებით გათვალისწინებული პროგრამების მონიტორინგის ანგარიშების მომზადება და შესაბამისი უწყებებისთვის გაგზავნა;

თ) გარემოსდაცვითი პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრაში მონაწილეობა და მათი განხორციელების ხელშეწყობა;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, ქვეყანაში მდგრადი განვითარებისა და მწვანე ეკონომიკის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობა;

კ) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების მომზადების კოორდინირება და ორგანიზება;

ლ) გარემოსდაცვითი პროექტების ინიციირების მიზანშეწონილობის განსაზღვრაში მონაწილეობა;

მ) საქართველოს ტერიტორიაზე ოზონდამშლელი ნივთიერებებისა და ფტორირებული გაზების მართვის კოორდინაცია, მათ შორის, „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებებით საერთაშორისო ვაჭრობის რეგულირება/ ადმინისტრირება;

ნ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“;

გ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) მე-11 პუნქტის „ო“ და „პ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) სამინისტროს ცენტრალური აპარატის საქმიანობის უზრუნველსაყოფად, სათანადო მატერიალურ-ტექნიკური პირობების შექმნა;

პ) შრომის უსაფრთხოების  რისკებისა და საფრთხეების შეფასების კონტროლი;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი