„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №112 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №112 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 26
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/01/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/01/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.021734
26
14/01/2020
ვებგვერდი, 15/01/2020
010240030.10.003.021734
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №112 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №26

2020 წლის 14 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №112 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №112 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 09/03/2018, 010240030.10.003.020427) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების“:

1. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსისქვეპუნქტი:

„მ) მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო.“.

2. მე-9 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის:

ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე წყლის რესურსების მართვის, ატმოსფერული ჰაერის დაცვისა და კლიმატის ცვლილების სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;“;

ა.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ატმოსფერული ჰაერის, ოზონის შრისა და წყლის რესურსების ბუნებრივი თუ ანთროპოგენული ფაქტორების ზემოქმედებისგან დაცვის მექანიზმების განსაზღვრა და განხორციელების კოორდინაცია;“;

ა.გ) „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ჰიდრომელიორაციისა და  მიწის მართვის  დეპარტამენტის:

ა) ჰიდრომელიორაციის დარგის პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების მონიტორინგი;

ბ) ჰიდრომელიორაციის დარგის მართვის გაუმჯობესების მიზნით ღონისძიებათა დაგეგმვა და მისი განხორციელების კოორდინირება;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო მიწის მართვის პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების მონიტორინგი;

დ) სასოფლო-სამეურნეო მიწის მართვის გაუმჯობესების მიზნით ღონისძიებათა დაგეგმვა და მისი განხორციელების კოორდინირება;

ე) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიწის რესურსების მდგრადი მართვისა და კლიმატის ცვლილების სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;

ვ) მიწის რესურსების ბუნებრივი თუ ანთროპოგენული ფაქტორების ზემოქმედებისგან დაცვის მექანიზმების განსაზღვრა და განხორციელების კოორდინაცია;

ზ) გაუდაბნოების, მიწის დეგრადაციის პროცესის შერბილების ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელების კოორდინაცია ეროვნულ დონეზე;

თ) ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მართვის რეგულირება და კოორდინაცია;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, წინადადებების, რეკომენდაციებისა და ნორმატიული დოკუმენტების მომზადება;

კ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან. 

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია