„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №112 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №112 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 208
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/04/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/04/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/05/2022
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.023419
208
19/04/2022
ვებგვერდი, 20/04/2022
010240030.10.003.023419
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №112 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №208

2022 წლის 19 აპრილი

   ქ. თბილისი

 

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №112 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის (№1445-VIII მს-Xმპ, 17.03.2022) მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის  თანახმად, „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №112 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 09/03/2018; 010240030.10.003.020427) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-6 მუხლის „პ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-9 მუხლის:

ა) მე-8 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ქართული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრების მხარდამჭერი წინადადებების შემუშავებაში მონაწილეობა. კომპეტენციის ფარგლებში, ეროვნული და საერთაშორისო ღონისძიებების (სემინარები, კონფერენციები, მინისტერიალები და სხვა) დაგეგმვა, განხორციელება ან/და კოორდინაცია“;

ბ) მე-15 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის პირველი მაისიდან.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი