„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №112 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №112 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/01/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/01/2021
ძალაში შესვლის თარიღი 01/02/2021
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.022559
7
13/01/2021
ვებგვერდი, 14/01/2021
010240030.10.003.022559
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №112 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №7

2021 წლის 13 იანვარი

   ქ. თბილისი

 

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №112 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №112 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 09/03/2018, 010240030.10.003.020427) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების“:

1. მე-6 მუხლის:

ა) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტი;“;

ბ) „ო“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-9 მუხლის:

ა) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის:

ა) სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების წარმართვა უცხოეთის სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

ბ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების მომზადების, შესაბამისი მოლაპარაკებების გამართვისა და ხელშეკრულებათა ხელმოწერის პროცესის კოორდინაცია;

გ) მთავრობათაშორის კომისიებში სამინისტროს ჩართულობის უზრუნველყოფა, კომისიის ოქმის პროექტის მომზადებაში მონაწილეობა, ოქმის შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება;

დ) ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ფორმატის შეხვედრებისა და ვიზიტებისათვის საჭირო სასაუბრო და ანალიტიკური მასალების მომზადება;

ე) შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან კოორდინაციის უზრუნველყოფა და თანამშრომლობის საკითხების რეგულირება, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში მომუშავე დონორებსა და განმახორციელებელ პარტნიორებთან ერთად ახალი პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების საჭიროებებისა და ევროინტეგრაციის, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საზღვარგარეთის ქვეყნებთან განსაზღვრული თანამშრომლობის პრიორიტეტების გათვალისწინებით;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ დასკვნების მომზადება. ორმხრივი გარემოსდაცვითი ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების კოორდინირება და მონიტორინგი. დონორი ორგანიზაციის მიერ დაფინანსებული პროექტების შესრულების შესახებ ანგარიშების მომზადება და სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის წარდგენა, აგრეთვე პროექტებით გათვალისწინებული აქტივობების შესრულების პროგრესის მონიტორინგი;

ზ) ქართული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრების მხარდამჭერი წინადადებების შემუშავება. კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო და ადგილობრივი გამოფენების, აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციის პროგრამების, სიმპოზიუმების, სემინარების, კონფერენციების დაგეგმვა და განხორციელება;

თ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის პროცესის, აგრეთვე დონორებთან ურთიერთობების შეთანხმებულად განხორციელების მიზნით, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების საერთაშორისო ხელშეკრულებების ეროვნული  პასუხისმგებელი/საკონტაქტო პირებისგან შესაბამისი ინფორმაცის მოთხოვნა და მიღება;

ი) სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სფეროებში ევროკავშირის მიერ დაგეგმილი, მიმდინარე და დასრულებული პროექტებისა და პროგრამების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და განახლება;

კ) სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულებისა და დაწესებულებების საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით არსებული საკითხების კოორდინაცია და მონიტორინგი;

ლ) გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოციირების შესახებ შეთანხმებით განსაზღვრულ ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების უზრუნველყოფა;

მ) ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში განსაზღვრული ვალდებულებების, მათ შორის, ასოციირების შესახებ შეთანხმებისა და ასოციირების დღის წესრიგის განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმების შედგენისა და ვალდებულებების შესრულების თაობაზე ანგარიშგების უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სისტემაში შემავალი  უწყებების საქმიანობის კოორდინაცია;

ნ) ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოციირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის მიზნით შექმნილ სამთავრობო საკოორდინაციო მექანიზმში მონაწილეობა;

ო) ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოციირების შესახებ შეთანხმებით განსაზღვრულ ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების მიზნით, სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სხვადასხვა უწყების მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტებისა და თანმდევი დოკუმენტების განხილვა და დასკვნის მომზადება;

პ) გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში ევროინტეგრაციის მიმართულებით, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საზღვარგარეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის პრიორიტეტების განსაზღვრაში მონაწილეობა და მოთხოვნათა შესრულების ხელშეწყობა, მათ შორის, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივის ფარგლებში;

ჟ) საკანონმდებლო დაახლოების ფარგლებში შემუშავებული საქართველოს ნორმატიული აქტების პროექტების ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით შესაბამისობის ცხრილების მომზადება;

რ) საქართველოს მიერ ენერგეტიკული გაერთიანების წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით სამინისტროს საქმიანობის კოორდინაცია;

ს) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ევროპული ინტეგრაციის საკითხების თაობაზე წინადადებების შემუშავება;

ტ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;“;

ბ) მე-14 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 1 თებერვლიდან.

 


პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია