საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ

  • Word
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 563
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/12/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 1-2(33-34), 22/01/1997
სარეგისტრაციო კოდი 280.090.000.05.001.000.188
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
563
27/12/1996
პარლამენტის უწყებანი, 1-2(33-34), 22/01/1997
280.090.000.05.001.000.188
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (23/12/2005 - 18/12/2009)

საქართველოს კანონი

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ პირთა ოჯახების (შემდგომში ოჯახის) სოციალური დაცვის ორგანიზაციულ, ეკონომიკურ და სამართლებრივ საფუძვლებს მათთვის კეთილდღეობისა და აქტიური საქმიანობის პირობების შესაქმნელად.

2. ეს კანონი ვრცელდება იმ პირთა ოჯახებზე, რომლებიც:

ა) იყვნენ საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის, აგრეთვე მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილი სამხედრო ან გასამხედროებული ორგანიზაციების მოსამსახურეები და მუშაკები, მათ შორის თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი); საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებებში ჩარიცხული სამოქალაქო პირები – მოხალისეები;

ბ) დაიღუპნენ საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის;

გ) საბრძოლო მოქმედებების პერიოდში ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობას.

საქართველოს 1999 წლის 19 მარტის კანონი №1847 - სსმ I, №12(19), 06.04.1999 წ., მუხ.41

    მუხლი 2. სახელმწიფო პოლიტიკა ოჯახის მიმართ

სახელმწიფო პოლიტიკა ოჯახის მიმართ ითვალისწინებს:

ა) სახელმწიფო და ადგილობრივი მიზნობრივი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, რომლებიც უზრუნველყოფენ ოჯახის წევრებისათვის ამ კანონით და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი სამართლებრივი და სოციალურ-ეკონომიკური შეღავათების გარანტიებს, მათი პრაქტიკული შესრულების ღონისძიებათა სისტემას;

ბ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებიდან ოჯახის სოციალური გარანტიების უზრუნველყოფის პროგრამებისათვის სათანადო სახსრების გამოყოფას.

    მუხლი 3. ოჯახის შესახებ საქართველოს კანონმდებლობა

1. ოჯახის შესახებ საქართველოს კანონმდებლობა მოიცავს ამ კანონს, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებს.

    2. (ამოღებულია).

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2460 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.402

        მუხლი 4. კანონის მოქმედების სფერო

ამ კანონით დადგენილი სოციალური დაცვის ღონისძიებები ვრცელდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ მებრძოლთა ოჯახების შემდეგ წევრებზე:

ა) შრომისუუნარო მეუღლეზე, მშობლებსა და შვილებზე;

ბ) არასრულწლოვან შვილებზე 18 წლის ასაკის მიღწევამდე.

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2460 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.402

    მუხლი 5. ოჯახის წევრების სოციალური დაცვის ღონისძიებათა დაფინანსება

1. საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფს ოჯახებისათვის ამ კანონით დაწესებული უფლებებისა და შეღავათების რეალიზაციას და სახელმწიფო და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებიდან მათი სოციალური დაცვის ღონისძიებების განსახორციელებლად საჭირო სახსრების გამოყოფას.

2. სახელმწიფო და თვითმმართველობის ადგილობრივ ორგანოებს, სამინისტროებს, უწყებებს, საწარმოებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და არსებული თავისუფალი სახსრებისა და საშუალებების გათვალისწინებით, საბიუჯეტო ურთიერთობის შეუცვლელად შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება ოჯახის სოციალური დაცვისათვის დამატებითი შეღავათისა და წახალისების შესახებ, რომელიც ამ კანონით არ არის გათვალისწინებული.

3. ამ კანონით გათვალისწინებული ოჯახის სოციალური დაცვის ღონისძიებების დასაფინანსებლად დამატებითი სახსრების მიღება დადგენილი წესით შეიძლება ნებისმიერი კანონიერი წყაროდან, საბიუჯეტო ურთიერთობის შეუცვლელად.

4. ოჯახის სოციალური დაცვის ის ღონისძიებები, რომლებიც დააწესეს ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოებმა, ფინანსდება ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტისა და კანონით გათვალისწინებული სხვა ხარჯებით.

5. ოჯახის სოციალური დაცვის ღონისძიებები, რომლებიც დააწესეს მმართველობის ადგილობრივმა ორგანოებმა, ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯზე.

   

      მუხლი 6. (ამოღებულია)

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2460 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.402

     მუხლი 7. ოჯახის სოციალური დაცვა

1. ოჯახის სოციალური დაცვის გარანტი არის სახელმწიფო.

2. ოჯახის სოციალური დაცვა ითვალისწინებს:

ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა გადმოსვენებასა და დაკრძალვას;

ბ) საპენსიო უზრუნველყოფას „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

გ) საყოფაცხოვრებო-კომუნალური მომსახურების – წყლის, საყოფაცხოვრებო და სხვა ნარჩენების გატანა, გაზის, ელექტროენერგიის, ტელეფონის სააბონენტო გადასახადისაგან გათავისუფლება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ელექტროენერგიის უფასო მოხმარება ზამთრის სეზონზე (ნოემბერი–მარტი) განისაზღვრება 250 კვტ სთ-ით თვეში, ხოლო ზაფხულის სეზონზე (აპრილი–ოქტომბერი) – 150 კვტ სთ-ით თვეში;

დ) სხვა სოციალური დაცვის გარანტიებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №63 - სსმ I, №47(54), 09.12.1999 წ., მუხ.239

საქართველოს 1999 წლის 24 დეკემბრის კანონი №91 - სსმ I, №52(59), 31.12.1999 წ., მუხ.253

საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487 - სსმ I, №28, 24.07.2000 წ., მუხ.88

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2002 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება №1/1/126,129,158 - სსმ IV, №5, 25.04.2002 წ., გვ.2

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2460 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.402

    მუხლი 8. ოჯახის წევრობის უფლების დამადასტურებელი მოწმობა

1. ოჯახის წევრების უფლებები და შეღავათები ხორციელდება აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ დადგენილი ერთიანი ნიმუშის მოწმობის წარდგენის შემთხვევაში.

2. ოჯახის წევრობის მოწმობის ნიმუშსა და გაცემის წესს ადგენს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება.

  მუხლი 9 . შეღავათის გავრცელების წესი და ვადა

1. ამ კანონით დაწესებული ელექტროენერგიის შეღავათი ვრცელდება საოჯახო საჭიროებისათვის გამოყენებულ ელექტროენერგიაზე . სხვა სარგებლობისათვის და ლიმიტის ზევით მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადს აბონენტი /ოჯახი / იხდის სრული ოდენობით , ხოლო შეღავათის ზღვრული ოდენობის ფარგლებში თვის განმავლობაში წარმოშობილი ეკონომია გადადის მომდევნო თვეებში მხოლოდ მიმდინარე წლის განმავლობაში .

2. ამ კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ძალადაკარგულად ჩაითვალოს „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე.

   3. (ამოღებულია)

   4. (ამოღებულია)

საქართველოს 2002 წლის 22 ნოემბრის კანონი №1764 - სსმ I, №31, 10.12.2002 წ., მუხ.143

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2460 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.402

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1996 წლის 27 დეკემბერი.

№563-რს

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 1999 წლის 19 მარტის კანონი №1847 - სსმ I, №12(19), 06.04.1999 წ., მუხ.41

2. საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №63 - სსმ I, №47(54), 09.12.1999 წ., მუხ.239

3. საქართველოს 1999 წლის 24 დეკემბრის კანონი №91 - სსმ I, №52(59), 31.12.1999 წ., მუხ.253

4. საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487 - სსმ I, №28, 24.07.2000 წ., მუხ.88

5.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2002 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება №1/1/126,129,158 - სსმ IV, №5, 25.04.2002 წ., გვ.2

6.საქართველოს 2002 წლის 22 ნოემბრის კანონი №1764 - სსმ I, №31, 10.12.2002 წ., მუხ.143

7. საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2460 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.402

 

13. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 6886-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 12. 05/07/2018 - საქართველოს კანონი - 3137-რს - ვებგვერდი, 11/07/2018 11. 08/07/2015 - საქართველოს კანონი - 3951-რს - ვებგვერდი, 15/07/2015 10. 13/12/2013 - საქართველოს კანონი - 1793-Iს - ვებგვერდი, 28/12/2013 9. 25/07/2013 - საქართველოს კანონი - 867-რს - ვებგვერდი, 19/08/2013 8. 18/12/2009 - საქართველოს კანონი - 2388 - სსმ, 48, 29/12/2009 7. 23/12/2005 - საქართველოს კანონი - 2460 - სსმ, 56, 28/12/2005 6. 22/11/2002 - საქართველოს კანონი - 1764 - სსმ, 31, 10/12/2002 5. 18/04/2002 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 1/1/126,129,158 - სსმ, 5, 25/04/2002 4. 13/07/2000 - საქართველოს კანონი - 487 - სსმ, 28, 24/07/2000 3. 24/12/1999 - საქართველოს კანონი - 91 - სსმ, 52(59), 31/12/1999 2. 09/12/1999 - საქართველოს კანონი - 63 - სსმ, 47(54), 09/12/1999 1. 19/03/1999 - საქართველოს კანონი - 1847 - სსმ, 12(19), 06/04/1999