დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 563 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 27/12/1996 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 1-2(33-34), 22/01/1997 |
სარეგისტრაციო კოდი | 280.090.000.05.001.000.188 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (05/07/2018 - 15/07/2020)
1. ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ პირთა ოჯახების (შემდგომში ოჯახის) სოციალური დაცვის ორგანიზაციულ, ეკონომიკურ და სამართლებრივ საფუძვლებს მათთვის კეთილდღეობისა და აქტიური საქმიანობის პირობების შესაქმნელად.
3. ეს კანონი აგრეთვე ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ იმ პირთა ოჯახებზე, რომლებიც 2008 წლის 1 აგვისტოდან საომარი მდგომარეობის გაუქმებამდე საქართველოს ტერიტორიაზე დაიღუპნენ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ან რომლებიც იმავე გარემოების გათვალისწინებით შემდგომ სასამართლომ აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ან/და გამოაცხადა გარდაცვლილებად.
სახელმწიფო პოლიტიკა ოჯახის მიმართ ითვალისწინებს:
ა) სახელმწიფო და ადგილობრივი მიზნობრივი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, რომლებიც უზრუნველყოფენ ოჯახის წევრებისათვის ამ კანონით და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი სამართლებრივი და სოციალურ-ეკონომიკური შეღავათების გარანტიებს, მათი პრაქტიკული შესრულების ღონისძიებათა სისტემას;
ბ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებიდან ოჯახის სოციალური გარანტიების უზრუნველყოფის პროგრამებისათვის სათანადო სახსრების გამოყოფას.
მუხლი 3. ოჯახის შესახებ საქართველოს კანონმდებლობა
1. ოჯახის შესახებ საქართველოს კანონმდებლობა მოიცავს ამ კანონს, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებს.
2. (ამოღებულია).
მუხლი 4. კანონის მოქმედების სფერო
ამ კანონით დადგენილი სოციალური დაცვის ღონისძიებები ვრცელდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ მებრძოლთა ოჯახების შემდეგ წევრებზე:
ა) შრომისუუნარო მეუღლეზე, მშობლებსა და შვილებზე;
ბ) არასრულწლოვან შვილებზე 18 წლის ასაკის მიღწევამდე.
მუხლი 5. ოჯახის წევრების სოციალური დაცვის ღონისძიებათა დაფინანსება
1. საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფს ოჯახებისათვის ამ კანონით დაწესებული უფლებებისა და შეღავათების რეალიზაციას და სახელმწიფო და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებიდან მათი სოციალური დაცვის ღონისძიებების განსახორციელებლად საჭირო სახსრების გამოყოფას.
2. სახელმწიფო და თვითმმართველობის ადგილობრივ ორგანოებს, სამინისტროებს, უწყებებს, საწარმოებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და არსებული თავისუფალი სახსრებისა და საშუალებების გათვალისწინებით, საბიუჯეტო ურთიერთობის შეუცვლელად შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება ოჯახის სოციალური დაცვისათვის დამატებითი შეღავათისა და წახალისების შესახებ, რომელიც ამ კანონით არ არის გათვალისწინებული.
3. ამ კანონით გათვალისწინებული ოჯახის სოციალური დაცვის ღონისძიებების დასაფინანსებლად დამატებითი სახსრების მიღება დადგენილი წესით შეიძლება ნებისმიერი კანონიერი წყაროდან, საბიუჯეტო ურთიერთობის შეუცვლელად.
4. ოჯახის სოციალური დაცვის ის ღონისძიებები, რომლებიც დააწესეს ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოებმა, ფინანსდება ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტისა და კანონით გათვალისწინებული სხვა ხარჯებით.
5. ოჯახის სოციალური დაცვის ღონისძიებები, რომლებიც დააწესეს მმართველობის ადგილობრივმა ორგანოებმა, ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯზე.
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2460 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.402
მუხლი 7. ოჯახის სოციალური დაცვა
1. ოჯახის სოციალური დაცვის გარანტი არის სახელმწიფო.
2. ოჯახის სოციალური დაცვა ითვალისწინებს:
ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა გადმოსვენებასა და დაკრძალვას;
ბ) საპენსიო უზრუნველყოფას „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
ბ1) სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფას „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
გ) საყოფაცხოვრებო-კომუნალური მომსახურების – წყლის, საყოფაცხოვრებო და სხვა ნარჩენების გატანა, გაზის, ელექტროენერგიის, ტელეფონის სააბონენტო გადასახადისაგან გათავისუფლება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ელექტროენერგიის უფასო მოხმარება ზამთრის სეზონზე (ნოემბერი–მარტი) განისაზღვრება 250 კვტ სთ-ით თვეში, ხოლო ზაფხულის სეზონზე (აპრილი–ოქტომბერი) – 150 კვტ სთ-ით თვეში;
დ) სხვა სოციალური დაცვის გარანტიებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 8. ოჯახის წევრობის უფლების დამადასტურებელი მოწმობა
1. ოჯახის წევრების უფლებები და შეღავათები ხორციელდება აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ დადგენილი ერთიანი ნიმუშის მოწმობის წარდგენის შემთხვევაში.
2. ოჯახის წევრობის დამადასტურებელი მოწმობის ნიმუში დგინდება და გაცემა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 9 . შეღავათის გავრცელების წესი და ვადა
1. ამ კანონით დაწესებული ელექტროენერგიის შეღავათი ვრცელდება საოჯახო საჭიროებისათვის გამოყენებულ ელექტროენერგიაზე . სხვა სარგებლობისათვის და ლიმიტის ზევით მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადს აბონენტი /ოჯახი / იხდის სრული ოდენობით , ხოლო შეღავათის ზღვრული ოდენობის ფარგლებში თვის განმავლობაში წარმოშობილი ეკონომია გადადის მომდევნო თვეებში მხოლოდ მიმდინარე წლის განმავლობაში .
2. ამ კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ძალადაკარგულად ჩაითვალოს „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე.
3. (ამოღებულია).
4. (ამოღებულია).
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1996 წლის 27 დეკემბერი.
№563-რს
დოკუმენტის კომენტარები