საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ

  • Word
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 563
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/12/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 1-2(33-34), 22/01/1997
სარეგისტრაციო კოდი 280.090.000.05.001.000.188
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
563
27/12/1996
პარლამენტის უწყებანი, 1-2(33-34), 22/01/1997
280.090.000.05.001.000.188
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (19/03/1999 - 09/12/1999)

საქართველოს კანონი

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ პირთა ოჯახების (შემდგომში ოჯახის) სოციალური დაცვის ორგანიზაციულ, ეკონომიკურ და სამართლებრივ საფუძვლებს მათთვის კეთილდღეობისა და აქტიური საქმიანობის პირობების შესაქმნელად.

2. ეს კანონი ვრცელდება იმ პირთა ოჯახებზე, რომლებიც:

ა) იყვნენ საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის, აგრეთვე მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილი სამხედრო ან გასამხედროებული ორგანიზაციების მოსამსახურეები და მუშაკები, მათ შორის თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი); საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებებში ჩარიცხული სამოქალაქო პირები – მოხალისეები;

ბ) დაიღუპნენ საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის;

გ) საბრძოლო მოქმედებების პერიოდში ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობას.

საქართველოს 1999 წლის 19 მარტის კანონი №1847 - სსმ I, №12(19), 06.04.1999 წ., მუხ.41

    მუხლი 2. სახელმწიფო პოლიტიკა ოჯახის მიმართ

სახელმწიფო პოლიტიკა ოჯახის მიმართ ითვალისწინებს:

ა) სახელმწიფო და ადგილობრივი მიზნობრივი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, რომლებიც უზრუნველყოფენ ოჯახის წევრებისათვის ამ კანონით და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი სამართლებრივი და სოციალურ-ეკონომიკური შეღავათების გარანტიებს, მათი პრაქტიკული შესრულების ღონისძიებათა სისტემას;

ბ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებიდან ოჯახის სოციალური გარანტიების უზრუნველყოფის პროგრამებისათვის სათანადო სახსრების გამოყოფას.

    მუხლი 3. ოჯახის შესახებ საქართველოს კანონმდებლობა

1. ოჯახის შესახებ საქართველოს კანონმდებლობა მოიცავს ამ კანონს, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებს.

2. ოჯახებს ენიჭებათ ამ კანონით, საქართველოს კანონმდებლობითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული უფლებები და შეღავათები. დაუშვებელია ადრე მოქმედი შეღავათის, უპირატესობის, უფლების, დახმარების გაუქმება ან გაუარესება, თუ არ იქნა მიღებული სხვა ტოლფასი აქტი.

    მუხლი 4. კანონის მოქმედების სფერო

ამ კანონით დადგენილი სოციალური დაცვის ღონისძიებები ვრცელდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლებში დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ მებრძოლთა ოჯახების შემდეგ წევრებზე:

ა) მშობლებზე, მიუხედავად მათი ასაკისა;

ბ) მეუღლეზე, რომელიც მეორედ არ დაქორწინებულა;

გ) არასრულწლოვან, აგრეთვე მოსწავლე ან სტუდენტ შვილებზე;

დ) ოჯახის სხვა შრომისუუნარო წევრებზე, რომლებიც იმყოფებოდნენ დაღუპული (გარდაცვლილი) პირის კმაყოფაზე და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იღებენ მარჩენალის პენსიას.

    მუხლი 5. ოჯახის წევრების სოციალური დაცვის ღონისძიებათა დაფინანსება

1. საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფს ოჯახებისათვის ამ კანონით დაწესებული უფლებებისა და შეღავათების რეალიზაციას და სახელმწიფო და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებიდან მათი სოციალური დაცვის ღონისძიებების განსახორციელებლად საჭირო სახსრების გამოყოფას.

2. სახელმწიფო და თვითმმართველობის ადგილობრივ ორგანოებს, სამინისტროებს, უწყებებს, საწარმოებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და არსებული თავისუფალი სახსრებისა და საშუალებების გათვალისწინებით, საბიუჯეტო ურთიერთობის შეუცვლელად შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება ოჯახის სოციალური დაცვისათვის დამატებითი შეღავათისა და წახალისების შესახებ, რომელიც ამ კანონით არ არის გათვალისწინებული.

3. ამ კანონით გათვალისწინებული ოჯახის სოციალური დაცვის ღონისძიებების დასაფინანსებლად დამატებითი სახსრების მიღება დადგენილი წესით შეიძლება ნებისმიერი კანონიერი წყაროდან, საბიუჯეტო ურთიერთობის შეუცვლელად.

4. ოჯახის სოციალური დაცვის ის ღონისძიებები, რომლებიც დააწესეს ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოებმა, ფინანსდება ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტისა და კანონით გათვალისწინებული სხვა ხარჯებით.

5. ოჯახის სოციალური დაცვის ღონისძიებები, რომლებიც დააწესეს მმართველობის ადგილობრივმა ორგანოებმა, ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯზე.

    მუხლი 6. ოჯახის წევრების სოციალური დაცვის უზრუნველყოფა

ოჯახის წევრების სოციალური დაცვის უზრუნველყოფა ევალება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს.

    მუხლი 7. ოჯახის სოციალური დაცვა

1. ოჯახის სოციალური დაცვის გარანტი არის სახელმწიფო. ამ კანონით გათვალისწინებული ოჯახის სოციალური დაცვის ვალდებულების უზრუნველყოფა ხდება სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი საწარმოებისა და სახელმწიფო დაწესებულებების მიერ.

2. ოჯახის სოციალური დაცვა ითვალისწინებს:

ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა გადმოსვენებასა და დაკრძალვას;

ბ) საპენსიო უზრუნველყოფას, კანონმდებლობის შესაბამისად დახმარების მიცემას;

გ) შეღავათებს საყოფაცხოვრებო-კომუნალურ და სავაჭრო მომსახურებაში;

დ) სამედიცინო, სანატორიულ-საკურორტო მკურნალობას, სამკურნალწამლო საშუალებებით უზრუნველყოფას;

ე) ტრანსპორტით უზრუნველყოფის და მგზავრობით სარგებლობის შეღავათიან პირობებს;

ვ) დახმარებას შრომითი მოწყობის, სწავლების, გადამზადების და შრომის პირობების გაუმჯობესებაში;

ზ) დადგენილი წესით კავშირგაბმულობის საშუალებებით, კულტურულ-სანახაობითი და სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულებების შეღავათიანი მომსახურებით სარგებლობას;

თ) საცხოვრებელი ბინის მიღების რიგში დგომის შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით ბინით რიგგარეშე დაკმაყოფილებას;

ი) ხელსაყრელ დროს ყოველწლიური ფასიანი შვებულებით და წელიწადში ერთხელ ერთი თვის დამატებითი უხელფასო შვებულებით სარგებლობის უფლებას;

კ) სახელმწიფო დაწესებულებებში პროფესიის ან სპეციალობის მიხედვით სამუშაოზე მიღების უპირატესობას;

ლ) სამუშაო სტაჟის ხანგრძლივობის მიუხედავად, სახელმწიფო დაწესებულებებში მუშაკთა რაოდენობის ან შტატების შემცირებისას სამუშაოზე დატოვების უპირატეს უფლებას.

3. ოჯახის სოციალური დაცვა ითვალისწინებს შემდეგ შეღავათებს:

ა) ოჯახის მომუშავე წევრებისათვის დროებითი შრომისუუნარობის დროს სამუშაო სტაჟის მიუხედავად დახმარების გაცემას ხელფასის 100%-ის ოდენობით;

ბ) დახმარებას ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯზე საცხოვრებელი სახლის შეკეთებისათვის, მმართველობის ადგილობრივი ორგანოების მიერ განსაზღვრული პირობებით;

გ) კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით მიწის ნაკვეთის მიღების უპირატეს უფლებას ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად ან საადგილმამულო მეურნეობის მოსაწყობად;

დ) შეშის მოჭრის უფლების დამადასტურებელი ბარათით დაკმაყოფილებას;

ე) მიწის გადასახადისაგან გათავისუფლებას;

ვ) დაკავებული სასამსახურო საცხოვრებელი სახლებიდან გამოსახლების დაუშვებლობას სამაგიეროს მიუცემლად;

ზ) ოჯახების და მათთან მცხოვრები პენსიონერების, ინვალიდების ან ოჯახის შრომისუუნარო წევრების გათავისუფლებას საცხოვრებელი ფართობის ქირისა და საყოფაცხოვრებო-კომუნალური მომსახურების (გათბობა, წყალი, საყოფაცხოვრებო და სხვა ნარჩენების გატანა, გაზი, ელექტრო და თბოენერგია, რადიო, ტელეფონი, გარდა საერთაშორისო და საქალაქთაშორისო საუბრებისა, კოლექტიური ანტენა) ღირებულების გადასახადისაგან, თუ ამ მომსახურებას ახორციელებს სახელმწიფო;

თ) გაზრდილი და პირველადი მოთხოვნილების სურსათის და სამრეწველო საქონლის შესაძენად სახელმწიფო-სპეციალიზებული მაღაზიებით, სექციებითა და განყოფილებებით სარგებლობა;

ი) სახელმწიფო და მუნიციპალურ ამბულატორიულ-კლინიკური დაწესებულებების, პოლიკლინიკების მომსახურებით სარგებლობას, რიგგარეშე მომსახურებასა და ყოველწლიურ დისპანსერიზაციას, ჰოსპიტალიზაციას, ჰოსპიტლებსა და სხვა სახელმწიფო და მუნიციპალურ სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებებში რიგგარეშე მკურნალობას ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სტანდარტების ფარგლებში;

კ) სამედიცინო დაწესებულების დასკვნის საფუძველზე სპეციალურ სარეაბილიტაციო ცენტრში ჯანმრთელობის აღსადგენი მკურნალობის ჩატარებას კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში;

ლ) სამუშაო ან საცხოვრებელი ადგილის მიხედვით წელიწადში ერთხელ სანატორიუმის, დასასვენებელი სახლისა და პროფილაქტორიუმის უფასო საგზურით უზრუნველყოფას საქართველოს ფარგლებში;

საგზურს გასცემენ ის ორგანოები, სადაც აღნიშნული პირები იღებენ პენსიას;

მ) სამოქალაქო, საქალაქთაშორისო, საგარეუბნო, შიდარაიონულ საავტობუსო და ელექტროტრანსპორტის მარშრუტებით (გარდა ტაქსისა) და რკინიგზის ტრანსპორტით საქართველოს ტერიტორიაზე უფასოდ სარგებლობას, თუ ამ მომსახურებას ახორციელებს სახელმწიფო;

ნ) საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს დასკვნის საფუძველზე დსთ-ის ფარგლებში მკურნალობასთან დაკავშირებით სარკინიგზო ან საჰაერო ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობის უფლებას (ორივე მიმართულებით);

ო) ყველა სახის ტრანსპორტის ბილეთის რიგგარეშე შეძენას;

პ) ახალი პროფესიების დაუფლებას სამუშაო ადგილის მიხედვით კვალიფიკაციის ამაღლების კურსებზე, კადრების მომზადებისა და გადამზადების სახელმწიფო სისტემაში სწავლების მთელ პერიოდში უკანასკნელ სამუშაო ადგილზე შრომის ანაზღაურების სატარიფო განაკვეთის 100 პროცენტის შენარჩუნებით;

ჟ) მეუღლისა და შვილების, დადგენილი წესით, უკონკურსოდ ჩარიცხვას უმაღლეს, საშუალო სპეციალურ, პროფესიულ-ტექნიკურ და სხვა სახის სასწავლებლებში, აგრეთვე შესაბამისი პროფესიების შემსწავლელ კურსებზე;

რ) სკოლამდელ, დაწყებით და საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო სახელმწიფო სკოლებში სწავლის ქირისაგან გათავისუფლებას, აგრეთვე კულტურულ და სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებებში მომსახურებას;

ს) ბინაზე ტელეფონის რიგგარეშე დადგმას შეღავათიანი პირობებით;

ტ) საქალაქთაშორისო სალაპარაკო პუნქტში, ფოსტასა და კავშირგაბმულობის სხვა დაწესებულებებში კავშირგაბმულობის საშუალებებით რიგგარეშე მომსახურებას;

უ) ერთდროულ და ყოველთვიურ დახმარებას საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით;

ფ) მემკვიდრეების მიერ სათანადო დოკუმენტაციის წარდგენისას სახელმწიფო დაზღვევის ორგანოების მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარებით უზრუნველყოფას საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით;

ქ) ოჯახის მემკვიდრეების მემკვიდრეობის უფლების მოწმობის მიღებისას სახელმწიფო ბაჟის გადახდის დროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეღავათებით სარგებლობას.

    მუხლი 8. ოჯახის წევრობის უფლების დამადასტურებელი მოწმობა

1. ოჯახის წევრების უფლებები და შეღავათები ხორციელდება აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ დადგენილი ერთიანი ნიმუშის მოწმობის წარდგენის შემთხვევაში.

2. ოჯახის წევრობის მოწმობის ნიმუშსა და გაცემის წესს ადგენს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება.

 

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1996 წლის 27 დეკემბერი.

№563-რს

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 1999 წლის 19 მარტის კანონი №1847 - სსმ I, №12(19), 06.04.1999 წ., მუხ.41

13. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 6886-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 12. 05/07/2018 - საქართველოს კანონი - 3137-რს - ვებგვერდი, 11/07/2018 11. 08/07/2015 - საქართველოს კანონი - 3951-რს - ვებგვერდი, 15/07/2015 10. 13/12/2013 - საქართველოს კანონი - 1793-Iს - ვებგვერდი, 28/12/2013 9. 25/07/2013 - საქართველოს კანონი - 867-რს - ვებგვერდი, 19/08/2013 8. 18/12/2009 - საქართველოს კანონი - 2388 - სსმ, 48, 29/12/2009 7. 23/12/2005 - საქართველოს კანონი - 2460 - სსმ, 56, 28/12/2005 6. 22/11/2002 - საქართველოს კანონი - 1764 - სსმ, 31, 10/12/2002 5. 18/04/2002 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 1/1/126,129,158 - სსმ, 5, 25/04/2002 4. 13/07/2000 - საქართველოს კანონი - 487 - სსმ, 28, 24/07/2000 3. 24/12/1999 - საქართველოს კანონი - 91 - სსმ, 52(59), 31/12/1999 2. 09/12/1999 - საქართველოს კანონი - 63 - სსმ, 47(54), 09/12/1999 1. 19/03/1999 - საქართველოს კანონი - 1847 - სსმ, 12(19), 06/04/1999