„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1764
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/11/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 31, 10/12/2002
სარეგისტრაციო კოდი 280.090.000.05.001.001.153
  • Word
1764
22/11/2002
სსმ, 31, 10/12/2002
280.090.000.05.001.001.153
„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებსაქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებსაქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, 1-2(33-34) 22 იანვარი, 1997) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტისქვეპუნქტს ბოლოში დაემატოს შემდეგი წინადადება: „ელექტროენერგიის უფასო მოხმარება განისაზღვრება: ზამთრის სეზონზე (ნოემბერიმარტი) 250 კვტ სთ-ით თვეში, ხოლო ზაფხულის სეზონზე (აპრილიოქტომბერი) 150 კვტ სთ-ით თვეში;“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 მუხლი:

  „მუხლი 9. შეღავათის გავრცელების წესი და ვადა

1. ამ კანონით დაწესებული ელექტროენერგიის შეღავათი ვრცელდება საოჯახო საჭიროებისათვის გამოყენებულ ელექტროენერგიაზე. სხვა სარგებლობისათვის და ლიმიტის ზევით მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადს აბონენტი /ოჯახი/ იხდის სრული ოდენობით, ხოლო შეღავათის ზღვრული ოდენობის ფარგლებში თვის განმავლობაში წარმოშობილი ეკონომია გადადის მომდევნო თვეებში მხოლოდ მიმდინარე წლის განმავლობაში.

2. ამ კანონით დაწესებული ელექტროენერგიის შეღავათის დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან.

3. საქართველოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ყოველწლიურად უზრუნველყოს ელექტროენერგიის შეღავათის დაფინანსების ზრდა, რათა მიღწეულ იქნეს ამ კანონით განსაზღვრულ პირთა მიერ ელექტროენერგიის უფასო მოხმარება.

4. 2002 წლის 18 აპრილიდან 2003 წლის 1 იანვრამდე ამ კანონით დაწესებული ელექტროენერგიის შეღავათის დაფინანსება გათვალისწინებულ იქნესსაქართველოს 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებსაქართველოს კანონით და განხორციელდეს ცენტრალური ბიუჯეტიდან.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2002 წლის 22 ნოემბერი.

1764-I