დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 6886-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 15/07/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/07/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 280090000.05.001.020037 |
|
„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №1-2 (33-34), 22 იანვარი, 1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. სახელმწიფო პოლიტიკა ოჯახის მიმართ 1. სახელმწიფო პოლიტიკა ოჯახის მიმართ ითვალისწინებს: ა) სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, რომლებიც უზრუნველყოფს ოჯახის წევრებისთვის ამ კანონით და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი სამართლებრივი და სოციალურ-ეკონომიკური შეღავათების გარანტიებს, მათი პრაქტიკული შესრულების ღონისძიებათა სისტემას; ბ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებიდან ოჯახის სოციალური გარანტიების უზრუნველყოფის პროგრამებისთვის სათანადო სახსრების გამოყოფას. 2. მუნიციპალიტეტი ოჯახის მიმართ ითვალისწინებს პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, რომლებიც უზრუნველყოფს ოჯახის წევრებისთვის ამ კანონით და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი სამართლებრივი და სოციალურ-ეკონომიკური შეღავათების გარანტიებს, მათი პრაქტიკული შესრულების ღონისძიებათა სისტემას, აგრეთვე თავისი ბიუჯეტიდან ოჯახის სოციალური გარანტიების უზრუნველყოფის პროგრამებისთვის სათანადო სახსრების გამოყოფას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში.“. 2. მე-5 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სახელმწიფო ორგანოებს, სამინისტროებს, უწყებებს, მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოებს (საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში), საწარმოებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და არსებული თავისუფალი სახსრებისა და საშუალებების გათვალისწინებით, საბიუჯეტო ურთიერთობის შეუცვლელად შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება ოჯახის სოციალური დაცვისთვის დამატებითი შეღავათისა და წახალისების შესახებ, რომელიც გათვალისწინებული არ არის ამ კანონით.“; ბ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 15 ივლისი 2020 წ. N6886-რს |
დოკუმენტის კომენტარები