გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ

  • Word
გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1345
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/04/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 19-20, 28/04/1998
სარეგისტრაციო კოდი 300.250.000.05.001.000.345
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1345
28/04/1998
პარლამენტის უწყებანი, 19-20, 28/04/1998
300.250.000.05.001.000.345
გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (03/11/2009 - 07/12/2010)

საქართველოს კანონი

გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ

ეს კანონი აწესრიგებს სამართლებრივ ურთიერთობებს გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის სფეროში მონაწილე სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის (მიუხედავად ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა). მისი მიზანია სახელმწიფოს, ფიზიკური და იურიდიული პირების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება გეოდეზიურ მონაცემებსა და კარტოგრაფიულ პროდუქციაზე, აგრეთვე გეოდეზიისა და კარტოგრაფიის საქმიანობის სფეროში საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა შორის ურთიერთმოქმედების უზრუნველყოფა.

თავი I

ზოგადი დებულებანი

��� მუხლი 1. გამოყენებული ტერმინების განმარტება

გამოყენებული ტერმინების განმარტება:

ა) გეოდეზია _ სამეცნიერო, ტექნიკური და საწარმოო საქმიანობის ურთიერთობათა სფერო, რომელიც წარმოიქმნება დედამიწის ფორმის, ზომების, გრავიტაციული ველის, დედამიწის ზედაპირზე წერტილების კოორდინატებისა და მათი დროში ცვლილებების განსაზღვრის პროცესში;

ბ) კარტოგრაფია _ სამეცნიერო, ტექნიკური და საწარმოო საქმიანობის ურთიერთობათა სფერო, რომელიც წარმოიქმნება კარტოგრაფიული პროდუქციის შესწავლის, შექმნისა და გამოყენების პროცესში;

გ) გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობა _ სამეცნიერო, ტექნიკური, საწარმოო და მმართველობითი საქმიანობა გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სფეროში;

დ) გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოები _ გეოდეზიური და კარტოგრაფიული პროდუქციის, მასალებისა და მონაცემების შექმნის პროცესი;

ე) კარტოგრაფიულ-გეოდეზიური ფონდი _ გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შედეგად შექმნილი მასალებისა და მონაცემების ერთობლიობა, რომელიც განკუთვნილია ხანგრძლივი შენახვისათვის შემდგომი გამოყენების მიზნით;

ვ) გეოდეზიური პუნქტები _ დედამიწის ზედაპირზე ხანგრძლივი დროისათვის შენარჩუნების მიზნით სპეციალური კონსტრუქციული მოწყობილობით დამაგრებული წერტილები, რომლებიც შეიცავენ კოორდინატების, სიმაღლეებისა და გრავიმეტრიული მონაცემების ინფორმაციას, და რომელთა მდებარეობა განისაზღვრება �საქართველოში სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემის შესახებ� საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილი კოორდინატებისა და სიმაღლეების ათვლის ერთიან სისტემებში;

ზ) დისტანციური ზონდირება � სპექტრალური გამოსახულების მეშვეობით, განსაზღვრული მანძილიდან დედამიწის ზედაპირზე მიმდინარე პროცესებისა და მასზე განლაგებული გეოგრაფიული ობიექტების შესახებ მონაცემების მიღების მეთოდი;

თ) გეოინფორმაციული სისტემა (გის) � სისტემა გეოგრაფიული სივრცის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს მონაცემთა შეგროვებას, შენახვას, შემოწმებას, ანალიზს, განზოგადებას, ინტერპრეტირებას და გამოისახება სივრცითი თვისებების გამოყენებით. იგი წარმოდგენილია მონაცემთა ბაზებით, რომლებიც დაკავშირებულია სივრცით მახასიათებლებთან შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფაში;

ი) მასშტაბების რიგითობის ერთიანი სახელმწიფო სისტემა _ ტოპოგრაფიული რუკების მასშტაბების დადგენილი თანამიმდევრობა;

კ) გეოინფორმაციული ფონდი � სხვადასხვა მასშტაბის ტოპოგრაფიული, პოლიტიკურ-ადმინისტრაციული, თემატიკური და სხვა დანიშნულების რუკები, გეოდეზიური პუნქტების კოორდინატები და სიმაღლეები, რომლებიც ექვემდებარება გასხვისებას;

ლ) ადგილმდებარეობის ობიექტები _ დედამიწის ზედაპირზე განლაგებული ყველა ბუნებრივი (რელიეფის გარდა) და ხელოვნური წარმოშობის ობიექტები.

საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4685 - სსმ I, №16, 07.05.2007 წ., მუხ.127

��� მუხლი 2. გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის სამართლებრივი მოწესრიგება

1. გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის სამართლებრივი მოწესრიგება ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის, ამ კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.

2. გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის პროცესში წამოჭრილი და მასთან დაკავშირებული პირადი ქონებრივი და არაქონებრივი ურთიერთობანი წესრიგდება საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით.

3. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილია ამ კანონისაგან განსხვავებული წესები, მაშინ გამოიყენება საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილი წესები.

��� მუხლი 3. გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობა

1. გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობა მოიცავს:

ა) საერთო-სახელმწიფოებრივი დანიშნულების გეოდეზიურ და კარტოგრაფიულ სამუშაოებს, რომელთა შედეგებსაც აქვთ საერთო-სახელმწიფოებრივი და დარგთაშორისი მნიშვნელობა;

ბ) სპეციალური (დარგობრივი) და ადგილობრივი დანიშნულების გეოდეზიურ და კარტოგრაფიულ სამუშაოებს, რომელთა შესრულების აუცილებლობა განისაზღვრება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ცალკეული დარგებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მოთხოვნილებით.

2. საერთო-სახელმწიფოებრივი დანიშნულების გეოდეზიურ და კარტოგრაფიულ სამუშაოებს განეკუთვნება:

ა) დედამიწის ფორმისა და ზომების განსაზღვრა და ამ მიზნებისათვის გარე გრავიტაციული ველის შესწავლა;

ბ) სახელმწიფო ტოპოგრაფიული რუკებისა და გეგმების გრაფიკული (მყარ საფუძველზე), ციფრული და სხვა ფორმით შექმნა, განახლება და გამოცემა;

გ) სახელმწიფო გეოდეზიური გეგმური და სიმაღლური საყრდენი ქსელების შექმნა, განვითარება და მუშა მდგომარეობაში დაცვა;

დ) გეოდეზიისა და კარტოგრაფიის საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით დედამიწის დისტანციური ზონდირება;

ე) აეროგადაღებითი და კოსმოსურ გადაღებითი სამუშაოები;

ვ) (ამოღებულია);

ზ) სახელმწიფო დანიშნულების გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდების შექმნა და მართვა;

თ) გეოდეზიისა და კარტოგრაფიის დარგში გეოინფორმაციული სისტემების შექმნა და მართვა;

ი) ზოგადგეოგრაფიული, პოლიტიკურ-ადმინისტრაციული, სასწავლო, საცნობარო და სხვა დარგთაშორისი დანიშნულების თემატიკური რუკებისა და ატლასების დაგეგმვა, შედგენა და გამოცემა;

კ) საქართველოს ეროვნული მეურნეობის დარგების, ქვეყნის თავდაცვის, მეცნიერების და განათლების სისტემის გეოდეზიური მონაცემებითა და კარტოგრაფიული პროდუქციით უზრუნველყოფის მიზნით შესასრულებელი ტოპოგრაფიული, გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოები;

ლ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის, დემარკაციის და სახელმწიფო საზღვრის ხაზის გატარების სისწორის შესამოწმებლად, აგრეთვე საქართველოს საზღვაო სივრცეების დელიმიტაციისათვის ტოპოგრაფიული, გეოდეზიური და კარტოგრაფიული მონაცემებითა და მასალებით უზრუნველყოფა;

მ) საქართველოს კონტინენტური შელფის, უცხო ქვეყნების ტერიტორიებისა და მსოფლიო ოკეანეებისა და ზღვების კარტოგრაფირება, მათ შორის ტოპოგრაფიული და საზღვაო რუკების შედგენა საერთაშორისო სამართლის ნორმებით დადგენილი წესით;

ნ) საერთო საზღვაო-სანაოსნო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ზღვებსა და ოკეანეებში შესასრულებელი გეოდეზიური სამუშაოები;

ო) ტოპოგრაფიული, გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოების მეტროლოგიური უზრუნველყოფა;

პ) კარტოგრაფიულ პროდუქციაზე გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სწორი ასახვა;

ჟ) ამ მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი მიმართულებებით სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების შესრულება და გეოდეზიური და კარტოგრაფიული ტექნიკით უზრუნველყოფა.

3. სპეციალური (დარგობრივი) და ადგილობრივი დანიშნულების გეოდეზიურ და კარტოგრაფიულ სამუშაოებს განეკუთვნება:

ა) ტოპოგრაფიული გეგმების შედგენა და განახლება, რომლებიც აუცილებელია სხვადასხვა ობიექტების სამშენებლო უბნებზე გენერალური გეგმების შესადგენად, მიწისქვეშა ქსელების, შენობებისა და ნაგებობების სამშენებლო მოედნებთან მისაბმელად, აგრეთვე სხვა სპეციალური სამუშაოების შესასრულებლად;

ბ) სპეციალური (დარგობრივი) დანიშნულების გეოინფორმაციული სისტემების შექმნა და წარმართვა;

გ) სპეციალური (დარგობრივი) დანიშნულების თემატიკური რუკების, გეგმების, სამეცნიერო-საცნობარო ატლასების გრაფიკული, ციფრული და სხვა ფორმებით შედგენა და გამოცემა;

დ) შენობებისა და ნაგებობების მშენებლობისა და ექსპლუატაციის, საინჟინრო ძიების, მიწების გამიჯვნის, მიწის კადასტრის წარმოებისა და სხვა სპეციალურ სამუშაოებზე ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური სამუშაოების წარმოება;

ე) ამ მუხლის მე-3 პუნქტში ჩამოთვლილი მიმართულებებით სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების შესრულება.

საქართველოს 2003 წლის 5 დეკემბრის კანონი №3154 - სსმ I, №32, 22.12.2003 წ., მუხ.238

საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4685 - სსმ I, №16, 07.05.2007 წ., მუხ.127

��� მუხლი 4. სამართლებრივი ურთიერთობების სუბიექტები და ობიექტები გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის სფეროში

1. გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის სფეროში სამართლებრივი ურთიერთობების სუბიექტები არიან საქართველო, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკები და სხვა ტერიტორიული ერთეულები, ფიზიკური და იურიდიული პირები.

2. გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის სფეროში სამართლებრივ ურთიერთობებში საქართველოს სახელით, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და სხვა ტერიტორიული ერთეულების სახელით მონაწილეობენ შესაბამისი ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.

3 ფიზიკური და იურიდიული პირები, მათ შორის უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირები, გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის სფეროში სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობენ საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა, ამ კანონის, საქართველოს კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესაბამისად.

4. გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის სფეროში სამართლებრივ ურთიერთობათა ობიექტებს წარმოადგენს საქართველოს ტერიტორია, დედამიწის სფეროს სახმელეთო ნაწილი, მსოფლიო ოკეანეები და ზღვები, მათ შორის კუნძულები და კოსმოსური სივრცე, ბუნებრივი ციური სხეულების ჩათვლით.

თავი II

გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის განხორციელება და მოწესრიგება

��� მუხლი 5. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს კომპეტენცია გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის სფეროში

1. საქართველოს კონსტიტუციით გეოდეზია და კარტოგრაფია განეკუთვნება მხოლოდ საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას.

2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში � სამინისტროს) კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება;

ბ) ქვეყნის ტერიტორიაზე გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის კოორდინირება ერთიანი ტექნიკური პოლიტიკის გატარების მიზნით;

გ) საქართველოში გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის სფეროში საერთაშორისო პროგრამებისა და პროექტების კოორდინირება;

დ) სახელმწიფო დანიშნულების გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის განხორციელება;

ე) იმ ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური, კარტოგრაფიული, გეოინფორმაციული და აეროკოსმოსური გადაღებითი სამუშაოების შემსყიდველი ორგანიზაციების სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკური პირობების (შესაბამისი დანართებით) შეთანხმება, რომლებიც ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტებიდან;

ვ) კოორდინატებისა და სიმაღლეების, გრავიმეტრიული გაზომვების, აგრეთვე სახელმწიფო ტოპოგრაფიული რუკებისა და გეგმების, მასშტაბების რიგითობის ერთიანი სახელმწიფო სისტემის დადგენა;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.

3. სპეციალური (დარგობრივი) და ადგილობრივი დანიშნულების ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოების შესრულებას უზრუნველყოფს შესაბამისი სამთავრობო დაწესებულება თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

საქართველოს 2003 წლის 5 დეკემბრის კანონი №3154 - სსმ I, №32, 22.12.2003 წ., მუხ.238

საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4685 - სსმ I, №16, 07.05.2007 წ., მუხ.127

��� მუხლი 6. (ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4685 - სსმ I, №16, 07.05.2007 წ., მუხ.127

��� მუხლი 7. გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის მეტროლოგიური უზრუნველყოფა

გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის სფეროში სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სამუშაოები ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს 2003 წლის 5 დეკემბრის კანონი №3154 - სსმ I, №32, 22.12.2003 წ., მუხ.238

��� მუხლი 8. გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის დაფინანსება

1. გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობა, რომელიც ხორციელდება სახელმწიფო დაკვეთით, ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

2. სპეციალური (დარგობრივი) და ადგილობრივი დანიშნულების გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოები, რომლებიც სრულდება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და სხვა ტერიტორიული ერთეულების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებებით, ფინანსდება შესაბამისი ბიუჯეტიდან.

3. სხვა მიზნებისათვის განსახორციელებელ გეოდეზიურ და კარტოგრაფიულ საქმიანობას აფინანსებენ გეოდეზიური, კარტოგრაფიული და ტოპოგრაფიული პროდუქციის დამკვეთი ფიზიკური და იურიდიული პირები.

4. სახელმწიფო დანიშნულების გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოების სახელმწიფო დამკვეთია სამინისტრო, ხოლო სპეციალური (დარგობრივი) და ადგილობრივი დანიშნულების გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოებისა � საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანო.

5. ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური, კარტოგრაფიული და აეროგადაღებითი სამუშაოების შემსყიდველი ორგანიზაციები იმ სამუშაოების შესრულებისას, რომლებიც ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებიდან, სამუშაოთა დუბლირების თავიდან აცილების მიზნით, ვალდებული არიან აღნიშნული სამუშაოების შესყიდვების დაწყებამდე სამინისტროდან მიიღონ წერილობითი ინფორმაცია სამუშაო ობიექტის თაობაზე არსებული ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური მასალებისა და მონაცემების შესახებ.

საქართველოს 2003 წლის 5 დეკემბრის კანონი №3154 - სსმ I, №32, 22.12.2003 წ., მუხ.238

საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4685 - სსმ I, №16, 07.05.2007 წ., მუხ.127

��� მუხლი 9. საქართველოს სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდი

1. საქართველოს სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდის მასალები და მონაცემები იქმნება გეოდეზიური, კარტოგრაფიული, ტოპოგრაფიული, გრავიმეტრიული, აეროგადაღებისა და კოსმოსური გადაღების საქმიანობის განხორციელების შედეგად და ინახება სამინისტროში.

2. საქართველოს სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდი ეროვნული საარქივო ფონდის შემადგენელი ნაწილია.

3. საქართველოს სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიულ ფონდში შედის აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და სხვა ტერიტორიული ერთეულების გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდები.

4. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და სხვა ტერიტორიული ერთეულების გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდები შეიცავს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ საერთო-სახელმწიფოებრივ, დარგთაშორისი მნიშვნელობის მასალებსა და მონაცემებს, რომელთაც განკარგავს სამინისტრო.

5. თავდაცვის სფეროში არსებულ გეოდეზიურ-კარტოგრაფიულ ფონდს განკარგავს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

6. საუწყებო (დარგობრივი) გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდები შეიცავს მხოლოდ სპეციალური (დარგობრივი) მნიშვნელობის მასალებსა და მონაცემებს, რომელთაც განკარგავს შესაბამისი სახელმწიფო უწყება.

7. �საქართველოს სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდის შესახებ� დებულებას ერთობლივი ნორმატიული აქტით ამტკიცებენ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და საქართველოს თავდაცვის მინისტრები.

8. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი საქართველოს სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდის მასალებითა და მონაცემებით სარგებლობა შესაძლებელია �სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ� საქართველოს კანონის შესაბამისად.

9. ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური, კარტოგრაფიული და აეროგადაღებითი სამუშაოების �სახელმწიფო შესყიდვების შესახებ� საქართველოს კანონით განსაზღვრული შემსყიდველი ორგანიზაციები ვალდებული არიან საქართველოს სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიულ ფონდს უსასყიდლოდ გადასცენ აღნიშნული სამუშაოების შესრულების შედეგად მიღებული მრავალჯერადი გამოყენების პროდუქცია, კერძოდ: აეროფირები (დედანი), გეოდეზიური მონაცემების, კარტოგრაფიული მასალებისა და ორთოფოტოგეგმების ასლების (მყარ საფუძველზე ან/და ციფრული სახით) თითო ეგზემპლარი. ამასთანავე, თუ ამ პროდუქციის შემქმნელებზე ვრცელდება საავტორო უფლება, იგი მათ შეუნარჩუნდებათ.

10. საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო სახსრებით შექმნილი (მათ შორის, სსრ კავშირის დროს) გეოდეზიური მონაცემების, აერო- და კოსმოსური გადაღების მასალებისა და კარტოგრაფიული პროდუქციის კოპირება (ციფრირება) და გამრავლება ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ, რეალიზაციის ან მესამე პირისთვის გადაცემის მიზნით, აკრძალულია აღმასრულებელი ხელისუფლების იმ ორგანოს თანხმობის გარეშე, რომლის გამგებლობაშიც იმყოფება ეს მონაცემები და მასალები.

11. საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს, აგრეთვე სხვა სახელმწიფო უწყებებს სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიულ ფონდში დაცული გეოდეზიური მონაცემებისა და კარტოგრაფიული მასალების ასლები საავტორო უფლების დაცვით გადაეცემათ თავიანთი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, ამასთანავე, ამ ასლების დამზადების ხარჯებს გაიღებს შესაბამისი სახელმწიფო უწყება.

საქართველოს 2003 წლის 5 დეკემბრის კანონი №3154 - სსმ I, №32, 22.12.2003 წ., მუხ.238

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №873 - სსმ I, №6, 19.01.2005 წ., მუხ.34

საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4685 - სსმ I, №16, 07.05.2007 წ., მუხ.127

საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1927 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.237

��� მუხლი 10. საავტორო უფლება გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის განხორციელების შედეგად შექმნილ პროდუქციაზე

საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო სახსრებით შექმნილი (მათ შორის, სსრ კავშირის დროს) ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური, კარტოგრაფიული, გრავიმეტრიული და აეროკოსმოსური გადაღების მასალებისა და მონაცემების განსაკუთრებული უფლების მფლობელია სახელმწიფო, ხოლო ამ უფლების მართვას ახორციელებს სამინისტრო �საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ� საქართველოს კანონის შესაბამისად.

საქართველოს 2003 წლის 5 დეკემბრის კანონი №3154 - სსმ I, №32, 22.12.2003 წ., მუხ.238

საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4685 - სსმ I, №16, 07.05.2007 წ., მუხ.127

��� მუხლი 101. გეოდეზიური მონაცემებისა და კარტოგრაფიული პროდუქციის გეოინფორმაციული ფონდი და მისი მართვა

1. ფიზიკური და იურიდიული პირების მოთხოვნათა უზრუნველსაყოფად იქმნება გეოდეზიური მონაცემებისა და კარტოგრაფიული პროდუქციის გეოინფორმაციული ფონდი, რომელსაც განკარგავს საჯარო სამართლის იურიდიული პირი � გარემოს ეროვნული სააგენტო.

2. გეოდეზიური მონაცემებისა და კარტოგრაფიული პროდუქციის გეოინფორმაციული ფონდი იქმნება �სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ� საქართველოს კანონის შესაბამისად.

3. გეოდეზიური მონაცემებისა და კარტოგრაფიული პროდუქციის გეოინფორმაციულ ფონდში არსებული მონაცემებისა და მასალების გაცემის საფასური განისაზღვრება გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის შესახებ საქართველოს კანონით.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული საფასური ჩაირიცხება გარემოს ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე და მთლიანად მოხმარდება სააგენტოს მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. აღნიშნული სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.

საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4685 - სსმ I, №16, 07.05.2007 წ., მუხ.127

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №200 - სსმ I, №17, 28.07.2008 წ., მუხ.124

��� მუხლი 11. სახელმწიფო საკუთრება გეოდეზიურ მონაცემებსა და კარტოგრაფიულ მასალებზე

სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე შექმნილი (მათ შორის, სსრ კავშირის დროს) გეოდეზიური მონაცემები და კარტოგრაფიული მასალები, მათ შორის, გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შედეგად მიღებული გეოდეზიური, კარტოგრაფიული, ტოპოგრაფიული, აერო- და კოსმოსური გადაღებისა და გრავიმეტრიული მონაცემები, სახელმწიფო საკუთრებაა.

საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4685 - სსმ I, №16, 07.05.2007 წ., მუხ.127

��� მუხლი 12. (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2009 - სსმ I, №20(27), 09.06.1999 წ., მუხ. 85

საქართველოს 2003 წლის 8 მაისის კანონი №2257 - სსმ I, №13, 02.06.2003 წ., მუხ.80

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3160 - სსმ I, №19, 01.06.2006 �წ., მუხ.149

��� მუხლი 13. (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2009 - სსმ I, №20(27), 09.06.1999 წ., მუხ.85

საქართველოს 2003 წლის 8 მაისის კანონი №2257 - სსმ I, №13, 02.06.2003 წ., მუხ.80

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3160 - სსმ I, №19, 01.06.2006 �წ., მუხ.149

��� მუხლი 131. (ამოღებულია)

საქართველოს 2003 წლის 8 მაისის კანონი №2257 - სსმ I, №13, 02.06.2003 წ., მუხ.80

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3160 - სსმ I, №19, 01.06.2006 �წ., მუხ.149

��� მუხლი 14. (ამოღებულია)

საქართველოს 2003 წლის 5 დეკემბრის კანონი №3154 - სსმ I, №32, 22.12.2003 წ., მუხ.238

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3160 - სსმ I, №19, 01.06.2006 �წ., მუხ.149

საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4685 - სსმ I, №16, 07.05.2007 წ., მუხ.127

��� მუხლი 15. თავდაცვისა და უშიშროების მიზნით განხორციელებული გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობა

1. თავდაცვისა და უშიშროების სფეროში გეოდეზიურ და კარტოგრაფიულ საქმიანობას ახორციელებენ საქართველოს თავდაცვისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.

2. თავდაცვისა და უშიშროების სფეროში გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის განხორციელებისას საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ურთიერთმოქმედება განისაზღვრება �საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სფეროში ურთიერთმოქმედების შესახებ� დებულებით, რომელსაც ამტკიცებენ ამ დაწესებულებათა ხელმძღვანელები.

3. სახელმწიფო სტრუქტურებისა და კერძო სამართლის სუბიექტების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შესრულებული აეროგადაღებითი და სატელიტური სამუშაოების კონტროლს ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის ტოპოგრაფიული სამმართველო, რომელსაც უსასყიდლოდ გადაეცემა გადაღებული მასალების ასლის ერთი ეგზემპლარი.

საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4685 - სსმ I, №16, 07.05.2007 წ., მუხ.127

��� მუხლი 16. (ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4685 - სსმ I, №16, 07.05.2007 წ., მუხ.127

��� მუხლი 17. სახელმწიფო გეოდეზიური პუნქტების დაცვა

1. ასტრონომიულ-გეოდეზიური, გეოდეზიური, სანიველირო და გრავიმეტრიული პუნქტები, ასეთი პუნქტების მიწისზედა ნიშნები და მიწისქვეშა ცენტრები, მათ შორის განლაგებული მნათობ შუქურებზე, სანავიგაციო ნიშნებზე და სხვა საინჟინრო კონსტრუქციებზე, რომლებიც აგებულია სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას და მათ სახელმწიფო იცავს.

2. გეოდეზიური პუნქტების გარე ნიშნების მოხსნა ან ცენტრების სხვა ადგილზე გადატანა შესაძლებელია მხოლოდ სამინისტროს თანხმობით.

3. მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები, მფლობელები და მოსარგებლენი, რომელთა ნაკვეთებზედაც მდებარეობს გეოდეზიური პუნქტები, ვალდებული არიან სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს აცნობონ გეოდეზიური პუნქტების ნებისმიერი დაზიანების ან ამ პუნქტების მოსპობის შესახებ, აგრეთვე გეოდეზიური სამუშაოების მწარმოებელს მისცენ გეოდეზიურ პუნქტებთან ტრანსპორტით ან ფეხით მისვლის საშუალება.

4. გეოდეზიური პუნქტების განლაგების მიზნით მიწის ნაკვეთების გამოყოფა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. გეოდეზიური პუნქტების დაცვის ზონაა ამ პუნქტების ცენტრიდან სამი მეტრი რადიუსის მქონე მიწის ნაკვეთები.

6. გეოდეზიური პუნქტების დაცვის ზონაში აკრძალულია ისეთი სამუშაოების წარმოება, რომლებიც უარყოფითად იმოქმედებს პუნქტების შენარჩუნებაზე.

7. გეოდეზიური პუნქტების დაცვა ხორციელდება �სახელმწიფო გეოდეზიური პუნქტების დაცვის შესახებ� საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად.

საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4685 - სსმ I, №16, 07.05.2007 წ., მუხ.127

��� მუხლი 18. პასუხისმგებლობა გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის

კანონმდებლობის დარღვევა გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის სფეროში იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

��� მუხლი 19. გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება

გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის დროს ფიზიკური ან იურიდიული პირის ქონებისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება კანონით დადგენილი წესით.

თავი III

საერთაშორისო ურთიერთობა გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის სფეროში

��� მუხლი 20. გეოდეზიურ-კარტოგრაფიული სამუშაოების განხორციელება უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ

უცხო ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად, კონტრაქტის საფუძველზე, ეძლევათ გეოდეზიურ-კარტოგრაფიული სამუშაოების შესრულების უფლება, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

თავი IV

გარდამავალი დებულებანი

��� მუხლი 21. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები ნორმატიული აქტები

1. 2008 წლის 1 იანვრამდე მიღებულ (გამოცემულ) იქნეს შემდეგი ნორმატიული აქტები:

ა) (ამოღებულია);

ბ) საქართველოს მთავრობის დადგენილება �საქართველოს სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ�;

გ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანება �საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სფეროში ურთიერთმოქმედების შესახებ� დებულების დამტკიცების თაობაზე�;

დ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება �სახელმწიფო ტოპოგრაფიული რუკების (გეგმების) ფურცლებად დაყოფისა და მათი აღნიშვნების წესის დამტკიცების თაობაზე�.

2. 2003 წლის 1 დეკემბრამდე მიღებულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება �საქართველოს ტერიტორიის აეროგადაღებითი სამუშაოების განსახორციელებლად საჭირო შესაბამისი სახელმწიფო საუწყებათაშორისო შეთანხმების წესის შესახებ.

3. 2009 წლის 1 ოქტომბრამდე მიღებულ იქნეს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის შესახებ საქართველოს კანონი.

საქართველოს 2003 წლის 8 მაისის კანონი №2257 - სსმ I, №13, 02.06.2003 წ., მუხ.80

საქართველოს 2003 წლის 5 დეკემბრის კანონი №3154 - სსმ I, №32, 22.12.2003 წ., მუხ.238

საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4685 - სსმ I, №16, 07.05.2007 წ., მუხ.127

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №200 - სსმ I, №17, 28.07.2008 წ., მუხ.124

თავი V

დასკვნითი დებულება

��� მუხლი 22. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის 101 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ამოქმედდეს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის შესახებ საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე.

საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4685 - სსმ I, №16, 07.05.2007 წ., მუხ.127

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №200 - სსმ I, №17, 28.07.2008 წ., მუხ.124

 

საქართველოს პრეზიდენტი

ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1998 წლის 28 აპრილი.

№1345-IIს

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2009 - სსმ I, №20(27), 09.06.1999 წ., მუხ.85

2. საქართველოს 2003 წლის 8 მაისის კანონი №2257 - სსმ I, №13, 02.06.2003 წ., მუხ.80

3. საქართველოს 2003 წლის 5 დეკემბრის კანონი №3154 - სსმ I, №32, 22.12.2003 წ., მუხ.238

4. საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №873 - სსმ I, №6, 19.01.2005 წ., მუხ.34

5. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3160 - სსმ I, №19, 01.06.2006 წ., მუხ.149

6. საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4685 - სსმ I, №16, 07.05.2007 წ., მუხ.127

7. საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №200 - სსმ I, №17, 28.07.2008 წ., მუხ.124

8. საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1925 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.237

17. 13/06/2023 - საქართველოს კანონი - 3117-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 30/06/2023 16. 09/02/2023 - საქართველოს კანონი - 2559-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 27/02/2023 15. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 6985-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 14. 31/10/2018 - საქართველოს კანონი - 3594-Iს - ვებგვერდი, 21/11/2018 13. 31/10/2018 - საქართველოს კანონი - 3570-Iს - ვებგვერდი, 20/11/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 12. 20/07/2018 - საქართველოს კანონი - 3226-რს - ვებგვერდი, 13/08/2018 11. 08/07/2015 - საქართველოს კანონი - 3923-რს - ვებგვერდი, 15/07/2015 10. 20/09/2013 - საქართველოს კანონი - 1278-Iს - ვებგვერდი, 08/10/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 9. 07/12/2010 - საქართველოს კანონი - 3886-IIს - სსმ, 72, 22/12/2010 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 8. 03/11/2009 - საქართველოს კანონი - 1925 - სსმ, 35, 19/11/2009 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 7. 15/07/2008 - საქართველოს კანონი - 200 - სსმ, 17, 28/07/2008 6. 27/04/2007 - საქართველოს კანონი - 4685 - სსმ, 4685, 07/05/2007 5. 25/05/2006 - საქართველოს კანონი - 3160 - სსმ, 19, 01/06/2006 4. 29/12/2004 - საქართველოს კანონი - 873 - სსმ, 6, 19/01/2005 3. 05/12/2003 - საქართველოს კანონი - 3154 - სსმ, 32, 22/12/2003 2. 08/05/2003 - საქართველოს კანონი - 2257 - სსმ, 13, 02/06/2003 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 1. 28/05/1999 - საქართველოს კანონი - 2009 - სსმ, 20(27), 09/06/1999